მინდა ხაზი გავუსვა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას სახალხო დამცველის მუშაობის მიმართ, მათ შორის მის როლზე ზედამხედველობა გაუწიოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას და დაიცვას მისი უფლებები, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციების განხორციელება, რაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაიცემა.
"ის, რაც ჩვენ გასული 24 საათის განმავლობაში ვნახეთ, კიდევ ერთი შეხსენებაა, რამდენად მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ორიენტირება,“- აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, ჩიხიდან და კამათიდან მოქმედებებზე გადასვლის დროა.
"რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, მიმაჩნია, რომ ჩიხიდან და კამათიდან შესაფერის მოქმედებაზე გადასვლის დროა, რათა, ამ გზით, მოგვარდეს სიტუაცია,“- აღნიშნა ელჩმა.
ევროკავშირის ელჩი არ უერთდება ევროსასამართლოს მოთხოვნას ბატონ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ? დავიჯერო ვერ ხედავს ოპოზიციის და მიშას გაჯიუტების რეალურ მიზანს თუ .....
ამდენი უსამართლობის მერე,რასაც ოცნება სჩადის,მხოლოდ დამატებითი უმექმედობაა,ის წამახალისებელი ფაქტორი,რაც ოცნებას ასულდგმულებს და პუტინიზაციას უწყობს ხელს! ბოლო ბოლო როდის გადახვალთ მოქმედებაზე? თუ ისევ იმ რეჟიმზე ვიქნებით;"სანამ პავლე მოვიდა, პეტრეს ტყავი გააძრესო"!