ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
"ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც მეორე ადამიანის სიკვდილი უხარიათ? როგორი საშიში საზოგადოება ვართ თურმე! მოვიქცეთ ისე, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა იმსახურებს! გთხოვთ, გადაიყვანეთ და დაასრულეთ ეს ემოციების ომი", - წერს კულუმბეგოვი.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების პირველივე დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა და ამ დრომდე შიმშილობს. სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული და აცხადებს, რომ შიმშილობას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვეტს.
ძალიან ძნელია შენი გაჩენილი, შენი გაზრდილი შვილი, რომელსაც მისხალი არაფერი შეუჭამია არამი, მისი მშობლები წელებზე ფეხს ვიდგამდით პატიოსანი ლუკმა რომ გვეჭმია შვილებისთვის და საზღვარგარეთ მოგიკვდება სამშობლოს სიყვარულით გულით დაავადებული, ასე მითხრა ბოლოს, ლამის შევიშალო ჩემი ქართული რომ აღარ მესმისო, აი ასეთი შვილი რომ აიძულა წასულიყო თავისი ქვეყნიდან და წამში გაათავა გულმა, აი ასეთო შვილი რომ მიწაში გიდევს, არ შეგიყვარდება , მოძალადე და არ მოისურვებ მის გარეთ სეირნობას, სხვებმა რაღა დააშავეც?
სიკვდილი კი არ უხარიათ ბატონო ალერგოლოგო,სიმულიანტობა და უტიფრობა აღიზიანებთ მისი ;)