სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰარის უყვარს კალიფორნიული ცხოვრება, საოცარი სანახავია მამის როლში..." - მეგან მარკლი ოჯახური ცხოვრების დეტალებზე
"ჰარის უყვარს კალიფორნიული ცხოვრება, საოცარი სანახავია მამის როლში..." - მეგან მარკლი ოჯახური ცხოვრების დეტალებზე

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია, პრინც ჰა­რის მე­უღ­ლე, მე­გან მარ­კლი ამ­ბობს, რომ ჰა­რის უყ­ვარს კა­ლი­ფორ­ნი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და ამინ­დი. ამის შე­სა­ხებ მე­გან­მა US chat show-ში, ელენ დე­ჯე­ნე­რეს­თან ინ­ტერ­ვი­უს დროს ისა­უბ­რა.

"ბევრ დროს ვა­ტა­რებთ სახ­ლში და ჩვენ უბ­რა­ლოდ, ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ“, - ამ­ბობს მარ­კლი.

მან­ვე ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რო­გო­რია იყო ორი შვი­ლის მშო­ბე­ლი. თქვა, რომ ბავ­შვე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­რე­სამ­ყა­როს­თან, ბუ­ნე­ბას­თან კავ­ში­რი და ცდი­ლობს, სწო­რედ ასეთ გა­რე­მო­ში აღ­ზარ­დოს შვი­ლე­ბი.

"5 თვის ლი­ლი­ბეტს უკვე კბი­ლე­ბი ამოს­დის, ხოლო ორი წლის არ­ჩის ეზო­ში წი­წი­ლებ­ზე ზრუნ­ვა და მათი და­პუ­რე­ბა შე­უძ­ლია", - ამ­ბობს მე­გა­ნი.

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნი­ამ მშობ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­ულ სი­ხა­რულ­ზე ისა­უბ­რა და თქვა, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია თა­ვი­სი ქმრის გვერ­დით, რო­მელ­თა­ნაც ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ინა­წი­ლებს.

"ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვია ჰარი, რო­გორც მამა. არ­ჩის კი ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი პა­ტა­რა დის გვერ­დით ყოფ­ნა. ვი­ღა­ცამ ადრე მე და ჰა­რის გვი­თხრა, რომ როცა ერთი შვი­ლი გყავს, ეს (მშობ­ლო­ბა) ჰო­ბია, ხოლო როცა ორი, უკვე ნამ­დვილ მშობ­ლო­ბას გა­მოც­დი. ჩვენ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ, რომ ეს მარ­თლაც ასეა“, - ამ­ბობს მარ­კლი.

ცნო­ბის­თვის, 2020 წელს მე­გან მარ­კლმა და პრინცმა ჰა­რიმ სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ისი­ნი უარს ამ­ბობ­დნენ ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე, მათ ფულ­ზე და რომ სურ­დათ და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა. წყვი­ლი ჯერ კა­ნა­და­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ხოლო შემ­დეგ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­სახ­ლდა.

შემ­დეგ იყო სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ ოპრა უინფრის­თან, სა­დაც მე­გან­მა და ჰა­რიმ ღიად ისა­უბ­რეს იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე, რო­მელ­თა წი­ნა­შეც ბრი­ტა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბის დროს იყ­ვნენ. მე­გა­ნის თქმით, მას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ჰა­რიმ კი აღ­ნიშ­ნა, რომ არ სურ­და მის ცოლ­საც იგი­ვე გა­მო­ე­ცა­და, რაც პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნამ გა­მოს­ცა­და - მუდ­მი­ვი ყუ­რა­დღე­ბა, პა­პა­რა­ცე­ბი და ცხოვ­რე­ბის და­ძა­ბუ­ლი რე­ჟი­მი, რის გა­მოც, სა­ბო­ლო­ოდ ოჯა­ხი­დან წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

წყა­რო

ლელა
14

დიდი ხანია არ გამოუნათებიათ.ესენი და ამათი პრობლემებიღა გვაკლია ახლა ზუსტად.მოაბეზრეს მსოფლიოს თავი ამ უტვინოებმა რა

ავტორი:

"ჰარის უყვარს კალიფორნიული ცხოვრება, საოცარი სანახავია მამის როლში..." - მეგან მარკლი ოჯახური ცხოვრების დეტალებზე

"ჰარის უყვარს კალიფორნიული ცხოვრება, საოცარი სანახავია მამის როლში..." - მეგან მარკლი ოჯახური ცხოვრების დეტალებზე

სასექსის ჰერცოგინია, პრინც ჰარის მეუღლე, მეგან მარკლი ამბობს, რომ ჰარის უყვარს კალიფორნიული ცხოვრების სტილი და ამინდი. ამის შესახებ მეგანმა US chat show-ში, ელენ დეჯენერესთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

"ბევრ დროს ვატარებთ სახლში და ჩვენ უბრალოდ, ბედნიერები ვართ“, - ამბობს მარკლი.

მანვე ისაუბრა იმაზე, თუ როგორია იყო ორი შვილის მშობელი. თქვა, რომ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია გარესამყაროსთან, ბუნებასთან კავშირი და ცდილობს, სწორედ ასეთ გარემოში აღზარდოს შვილები.

"5 თვის ლილიბეტს უკვე კბილები ამოსდის, ხოლო ორი წლის არჩის ეზოში წიწილებზე ზრუნვა და მათი დაპურება შეუძლია", - ამბობს მეგანი.

სასექსის ჰერცოგინიამ მშობლობით გამოწვეულ სიხარულზე ისაუბრა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერია თავისი ქმრის გვერდით, რომელთანაც ყველა პასუხისმგებლობას ინაწილებს.

"ყველაზე საოცარი სანახავია ჰარი, როგორც მამა. არჩის კი ძალიან უყვარს თავისი პატარა დის გვერდით ყოფნა. ვიღაცამ ადრე მე და ჰარის გვითხრა, რომ როცა ერთი შვილი გყავს, ეს (მშობლობა) ჰობია, ხოლო როცა ორი, უკვე ნამდვილ მშობლობას გამოცდი. ჩვენ გავაანალიზეთ, რომ ეს მართლაც ასეა“, - ამბობს მარკლი.

ცნობისთვის, 2020 წელს მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ სკანდალური განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, ისინი უარს ამბობდნენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ცხოვრებაზე, მათ ფულზე და რომ სურდათ დამოუკიდებლად ცხოვრება. წყვილი ჯერ კანადაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში დასახლდა.

შემდეგ იყო სკანდალური ინტერვიუ ოპრა უინფრისთან, სადაც მეგანმა და ჰარიმ ღიად ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რომელთა წინაშეც ბრიტანეთში ცხოვრების დროს იყვნენ. მეგანის თქმით, მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, ჰარიმ კი აღნიშნა, რომ არ სურდა მის ცოლსაც იგივე გამოეცადა, რაც პრინცესა დაიანამ გამოსცადა - მუდმივი ყურადღება, პაპარაცები და ცხოვრების დაძაბული რეჟიმი, რის გამოც, საბოლოოდ ოჯახიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

წყარო