სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ პირველყოფილი გარემოა, მაგრამ თავისი ხიბლი აქვს" - ხახაბოს ერთადერთი ოჯახი, რომელიც ტურისტებს მსოფლიოდან იზიდავს და ქალი, რომელმაც ხევსურ "მარტოკაცზე" იქორწინა
"აქ პირველყოფილი გარემოა, მაგრამ თავისი ხიბლი აქვს" - ხახაბოს ერთადერთი ოჯახი, რომელიც ტურისტებს მსოფლიოდან იზიდავს და ქალი, რომელმაც ხევსურ "მარტოკაცზე" იქორწინა

"10 წლის იყო როცა, მისი სახ­ლი ზვავ­მა მო­ი­ყო­ლა. ოჯა­ხის სამი წევ­რი სტი­ქი­ამ იმ­სხვერ­პლა. თვი­თო­ნაც თოვ­ლი­დან ამო­იყ­ვა­ნეს. იმ დროს სო­ფელ­ში ჯერ კი­დევ ცხოვ­რობ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, გა­ჭირ­ვე­ბის დროს ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ახლა არა­თუ დამ­ხმა­რე, ხმის გამ­ცე­მიც არა­ვინ ჰყავს. 2001 წლი­დან ხა­ხა­ბოს ციხე-სო­ფელ­ში სულ მარ­ტო ცხოვ­რობს" - ასე იუ­წყე­ბო­და პრე­სა 2018 წელს, 36 წლის პა­ა­ტა ხა­ხი­ა­უ­რის შე­სა­ხებ.

ახ­ლა­ხან პა­ა­ტა ხა­ხი­ა­ურ­მა თბი­ლი­სელ, მშვე­ნი­ერ ნინო ბარ­ნა­ბიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა, რო­მე­ლიც იტა­ლი­უ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია. თუ რო­გორ გრძელ­დე­ბა წყვი­ლის ულა­მა­ზე­სი ცხოვ­რე­ბა სო­ფელ ხა­ხა­ბო­ში, ამის შე­სა­ხებ თა­ვად ქალ­ბა­ტო­ნი ნინო გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ეს ნა­ბი­ჯი, თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ­მა და გაზ­რდილ­მა მუდ­მი­ვად ხა­ხა­ბო­ში ცხოვ­რე­ბა რომ გა­და­წყვი­ტეთ?

- რა თქმა უნდა ვფიქ­რობ­დი, გან­სხვა­ვე­ბულ პი­რო­ბებ­ზე, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყოფა რომ დამ­ხვდე­ბო­და, ვიდ­რე აქამ­დე მი­ცხოვ­რია... ალ­ბათ ბევ­რი და­მე­თან­ხმე­ბა და ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც ასე იყო, რომ ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გვერ­დით, რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბა გე­ყო­ლე­ბა. დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ერთი წა­მი­თაც არ შევ­მცდარ­ვარ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სის­წო­რე­ში... აქ არა­ფე­რი არ მი­ჭირს, იმ­დე­ნად გვერ­დით მიდ­გას და ყვე­ლა­ნა­ი­რად მეხ­მა­რე­ბა ჩემი მე­უღ­ლე.

- რო­გორც ვიცი ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობ­დით...

- დიახ, ევ­რო­პა­ში, იტა­ლი­ა­ში ვცხოვ­რობ­დი სამი წელი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს იტა­ლია, მაგ­რამ მა­ში­ნაც ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და ჩემი ქვე­ყა­ნა და ერთი სული მქონ­და რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბო­დი. მად­ლი­ე­რი ვარ იმ მხრივ, რომ იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რე­ბით დიდი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე.

- დღეს სა­დაც იმ­ყო­ფე­ბით, არ არის მა­ღა­ზია, აფ­თი­ა­ქი, გზა, ასე შემ­დეგ...არ შეგ­ში­ნე­ბი­ათ?

- დიახ, არა­ფე­რი არ არის, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ში­ნა­გან გან­წყო­ბა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა თა­და­რი­გი და­ჭე­რი­ლი გვაქვს და მო­მა­რა­გე­ბუ­ლი გვაქვს ის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რაც ზო­გა­დად შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს დას­ჭირ­დეს. რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა თუ არ აწუ­ხებს, გარ­კვე­უ­ლი წამ­ლე­ბი გვაქვს, მაგ­რამ უფრო იმის იმე­დი გვაქვს რომ არა­ნა­ი­რი წა­მა­ლი არ დაგ­ვჭირ­დე­ბა..

გზაც არ არის და ერ­თა­დერ­თი რაც აქ გვაქვს, ინ­ტერ­ნე­ტია... ეს არის მე­დი­კა­მენ­ტიც, გზაც და ყვე­ლა­ფე­რი. მე­გობ­რე­ბი და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლებ­მაც ჩვენ­ზე სი­უ­ჟე­ტი ნა­ხეს, ხელ­შე­წყო­ბას გვპირ­დე­ბი­ან. თუ რამ დაგ­ვჭირ­დე­ბა, გვყავს სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შე­ვეხ­მი­ა­ნე­ბით და ვიცი აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ვეშ­ვე­ლე­ბი­ან.

- რო­გო­რია თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, ალ­ბათ ხევ­სუ­რეთ­ში უკვე ძა­ლი­ან ცივა..

- ძა­ლი­ან არ ცივა, მაგ­რამ ახლა აგიზ­გი­ზე­ბულ ღუ­მელ­თან ვზი­ვარ და იმ­დე­ნად კარ­გია, სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა აქვე იყოთ და ვსა­უბ­რობ­დეთ. მარ­თა­ლია პირ­ველ­ყო­ფი­ლი გა­რე­მოა, მაგ­რამ თა­ვის ხიბ­ლი და სით­ბო აქვს ამ ყვე­ლა­ფერს... ხა­ხა­ბო­ში გვაქვს მე­ურ­ნე­ო­ბა, ძი­რი­თა­დად ეს არის ბა­ღჩა... და­თე­სი­ლი გვაქვს კარ­ტო­ფი­ლი, ჭარ­ხა­ლი, ნი­ო­რი, ოხ­რა­ხუ­ში, ქინ­ძი, კამა.

- მა­ნამ­დე გქო­ნი­ათ რამე შე­ხე­ბა მე­ურ­ნე­ო­ბას­თან?

- არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია. წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც რომ აქ­ტი­უ­რად მე­მუ­შა­ვა, ესეც კი არ ყო­ფი­ლა. ვარ­კე­თილ­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ­დით, გვქონ­და პა­ტა­რა ნაკ­ვე­თი, მაგ­რამ იქ ძი­რი­თა­დად ხე­ხი­ლი იყო და და­ნარ­ჩე­ნი რაც მოჰ­ყავ­დათ, სულ უფ­რო­სე­ბი ფუს­ფუ­სებ­დნენ, არა­ნა­ი­რი სა­ჭი­რო­ე­ბა არ იყო, რომ მივ­ხმა­რე­ბო­დი... დე­დის მხრი­დან მაქვს სო­ფე­ლი - ლას­ტის­ცი­ხე, სა­დაც ამ­ჯე­რად სულ ნა­სახ­ლა­რია. ადრე სამ­ხედ­რო ვა­გო­ნი იყო პა­პას ჩა­ტა­ნი­ლი და სა­ნამ ეს ვა­გო­ნი არ­სე­ბობ­და, დე­ი­და ხში­რად მი­დი­ო­და, ჩვენც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად... მა­მის მხრი­დან მაქვს სო­ფე­ლი, კას­პის რა­ი­ო­ნი სო­ფე­ლი - ბარ­ნა­ბი­ანთკა­რი... იქაც წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩავ­დი­ო­დით, მაგ­რამ მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა არ მი­წევ­და, რად­გან ბი­ძე­ბი და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს აგ­ვა­რებ­დნენ...

- ასეთ პი­რო­ბებ­ში ნამ­ყოფ­მა რომ ხევ­სუ­რეთ­ში ზამ­თარ- ზა­ფხულ ყოფ­ნა გა­და­წყვი­ტეთ, რო­გორ შეხ­ვდნენ ამას თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი?

- ვერ ვი­ტყვი, რომ მათ­თვის უც­ნა­უ­რი არ იყო... თუმ­ცა მიჩ­ვე­უ­ლი არი­ან ჩემ­გან, რომ არ მიყ­ვარს სტან­დარ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა. მა­ინ­ტე­რე­სებს და მი­ზი­დავს, რაც არა­ორ­დი­ნა­რუ­ლია. სტან­დარ­ტი მღლის და შე­სა­ბა­მი­სად, თავს კარ­გად ვერ ვგრძნობ. სა­დაც ვსწავ­ლობ­დი, ან ვმუ­შა­ობ­დი, ვჩერ­დე­ბო­დი მა­ნამ, სა­ნამ ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო... ყო­ველ­თვის რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბულს ვე­ძებ­დი და არა იმი­ტომ, რომ ვინ­მეს ყუ­რა­დღე­ბა მი­მექ­ცია, ვინ­მეს­თვის თვალ­ში სა­ცე­მი ყო­ფი­ლი­ყო. უბ­რა­ლოდ მე თვი­თონ ვცდი­ლობ ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო ვნა­ხო და იქ ვი­მუ­შაო, ვის­წავ­ლო, ვი­ცხოვ­რო...

- რო­გორც ვიცი ხა­ხა­ბო­ში სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გაქვთ...

- დიახ, პა­ტა­რა სას­ტუმ­რო გვაქვს, ოთხნომ­რი­ა­ნი... პა­ა­ტამ ჯერ კი­დევ ჩვენს და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე აა­შე­ნა. პრო­ექ­ტი " აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" და­ეხ­მა­რა იმ მხრივ, რომ და­ა­ფი­ნან­სა ინ­ვენ­ტა­რი, კერ­ძოდ შე­უ­ძი­ნა - სა­წო­ლე­ბი, მატ­რა­სე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო...

- ხა­ხა­ბო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ულა­მა­ზე­სია, მაგ­რამ სტუმ­რებს რა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს აც­ნობთ?

- გარ­შე­მო ძვე­ლი ციხე-სოფ­ლე­ბია, ცოტა უფრო მი­ვი­წყე­ბუ­ლი ვიდ­რე შა­ტი­ლი და მუცო... სო­ფე­ლი - არ­დო­ტი ბოლო პე­რი­ოდ­ში უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­იც­ნო. არ­დო­ტი, ან­და­ქი ჩვე­ნი­დან 7 კი­ლო­მეტრშია... ცხე­ნე­ბი გვყავს - ხუთი ცხე­ნი და ორი კვი­ცი... ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს ცხე­ნე­ბით მო­ი­ა­როს ეს სოფ­ლე­ბი, წი­ნას­წარ გვი­თან­ხმე­ბენ და პა­ა­ტას მიჰ­ყავს...იმ­დე­ნად სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბაა სოფ­ლის შო­რის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ბი­ლი­კებს რომ მი­უყ­ვე­ბი, გა­რე­მო იმ­დე­ნად თვალ­წარმ­ტა­ცია, მერ­წმუ­ნეთ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა...

- თქვენს მე­უღ­ლე­ზე უდი­დეს­მა ტრა­გე­დი­ამ გავ­ლე­ნა არ მო­ახ­დი­ნა, მის ხა­სი­ათ­ზე არ აი­სა­ხა?

- ორი­ვე ძა­ლი­ან სი­მარ­თლის მოყ­ვა­რუ­ლი და პირ­და­პი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ... ცოტა ხნის წინ სტუმ­რე­ბი გვყავ­დნენ - ერთი ამე­რი­კი­დან, ორი ბე­ლო­რუ­სი­ი­დან და ერთი ინ­დო­ე­ლი. მა­თაც ვუყ­ვე­ბო­დი, რომ ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, პა­ა­ტას ბუ­ნე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ი­სა, რაც 11 წლის ბავ­შვს თავს და­ა­ტყდა, მის ხა­სი­ათ­ზე არა­ნა­ი­რად არ ასა­ხუ­ლა... ცოტა უხერ­ხუ­ლია ოჯა­ხის წევ­რის ქება, მაგ­რამ მარ­თლაც უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნია და ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს სცე­მენ...

- თქვენ მე­უღ­ლის­გან გა­ი­გეთ ამ ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ?

- დიახ, მის­გან გა­ვი­გე, შემ­დეგ ინ­ტერ­ნეტ­ში ვნა­ხე ძვე­ლი სტა­ტია და იქ უფრო დე­ტა­ლუ­რად იყო ყვე­ლა­ფე­რი გად­მო­ცე­მუ­ლი... ზვა­ვი ჩა­მოწ­ვა გვერ­დით და წნე­ვამ ახ­ლომ­დე­ბა­რე სახ­ლი და­ან­გრია. გარ­და­იც­ვა­ლა პა­ა­ტას დედა, და, რო­მე­ლიც აკ­ვან­ში იწვა და კი­დევ მას­ზე ცოტა პა­ტა­რა ძმა... გა­დარ­ჩნენ პა­ა­ტა, პა­ა­ტას მამა და უფ­რო­სი და...პა­ა­ტას მამა სამ­წუ­ხა­როდ ცო­ცხა­ლი აღარ არის და პა­ა­ტას და და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, სო­ფელ არ­ჭი­ლო­ში ცხოვ­რობს. არ­ჭი­ლო ნა­სახ­ლა­რია და ეს ოჯა­ხი აცო­ცხლებს იქა­უ­რო­ბას, კი­დევ ბევრ რა­მეს აპი­რე­ბენ აქ­ტი­უ­რად სოფ­ლის გა­მო­სა­ცო­ცხლებ­ლად.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- ვფიქ­რობთ კი­დევ უფრო მე­ტად გან­ვა­ვი­თა­როთ აქა­უ­რო­ბა, ოღონდ ისე რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი და ძვე­ლე­ბუ­რი სახე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ჰქონ­დეს ამ ყვე­ლა­ფერს. ხა­ხა­ბო­ში სამი უბა­ნი ყო­ფი­ლა, ეს უბ­ნე­ბი კოშ­კე­ბის­გა­ნაა შემ­დგა­რი, რო­მე­ლიც ახლა ნა­ხევ­რად­დან­გრე­უ­ლია. ერთ დროს ხა­ხა­ბო შა­ტი­ლის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე დიდი და­სახ­ლე­ბა იყო, მუ­ცო­ზე და არ­დოტ­ზე დი­დიც... ჩვე­ნი ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლია სა­ხელ­მწი­ფო მოგ­ვეშ­ვე­ლოს და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ის, რაც შე­მორ­ჩე­ნი­ლია, აღ­დგეს კი­დე­ვაც... მე­ურ­ნე­ო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­საც ვგეგ­მავთ, სა­ქონ­ლის , ფრინ­ვე­ლის მომ­რავ­ლე­ბას და ძა­ლი­ან გვინ­და მე­ზობ­ლე­ბიც გვყავ­დეს.

სტა­ტი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია თი­ნა­თინ მო­სი­აშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიაკო ლიაკო
0

ასეთ ადამიანებს უნდაშეუწყოს ხელი მთავრობამ სტიმული მისცეს ხალხს ეს არის პატრიოტიზმი თითქოს სხვისი ქვეყნის მიწა იყოს

 

 

ლიაკო ლიაკო
0

საოცარი ადამიანები უფალი გფარავდეთ

 

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"აქ პირველყოფილი გარემოა, მაგრამ თავისი ხიბლი აქვს" - ხახაბოს ერთადერთი ოჯახი, რომელიც ტურისტებს მსოფლიოდან იზიდავს და ქალი, რომელმაც ხევსურ "მარტოკაცზე" იქორწინა

"აქ პირველყოფილი გარემოა, მაგრამ თავისი ხიბლი აქვს" - ხახაბოს ერთადერთი ოჯახი, რომელიც ტურისტებს მსოფლიოდან იზიდავს და ქალი, რომელმაც ხევსურ "მარტოკაცზე" იქორწინა

"10 წლის იყო როცა, მისი სახლი ზვავმა მოიყოლა. ოჯახის სამი წევრი სტიქიამ იმსხვერპლა. თვითონაც თოვლიდან ამოიყვანეს. იმ დროს სოფელში ჯერ კიდევ ცხოვრობდა რამდენიმე ადამიანი, გაჭირვების დროს ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ახლა არათუ დამხმარე, ხმის გამცემიც არავინ ჰყავს. 2001 წლიდან ხახაბოს ციხე-სოფელში სულ მარტო ცხოვრობს" - ასე იუწყებოდა პრესა 2018 წელს, 36 წლის პაატა ხახიაურის შესახებ.

ახლახან პაატა ხახიაურმა თბილისელ, მშვენიერ ნინო ბარნაბიშვილზე იქორწინა, რომელიც იტალიური ენის სპეციალისტია. თუ როგორ გრძელდება წყვილის ულამაზესი ცხოვრება სოფელ ხახაბოში, ამის შესახებ თავად ქალბატონი ნინო გვესაუბრება:

- ქალბატონო ნინო, რამდენად რთული იყო ეს ნაბიჯი, თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა მუდმივად ხახაბოში ცხოვრება რომ გადაწყვიტეთ?

- რა თქმა უნდა ვფიქრობდი, განსხვავებულ პირობებზე, სრულიად განსხვავებული ყოფა რომ დამხვდებოდა, ვიდრე აქამდე მიცხოვრია... ალბათ ბევრი დამეთანხმება და ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გვერდით, როგორი პიროვნება გეყოლება. დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ერთი წამითაც არ შევმცდარვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში... აქ არაფერი არ მიჭირს, იმდენად გვერდით მიდგას და ყველანაირად მეხმარება ჩემი მეუღლე.

- როგორც ვიცი ევროპაში ცხოვრობდით...

- დიახ, ევროპაში, იტალიაში ვცხოვრობდი სამი წელი. ძალიან მიყვარს იტალია, მაგრამ მაშინაც ძალიან მენატრებოდა ჩემი ქვეყანა და ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი. მადლიერი ვარ იმ მხრივ, რომ იტალიაში ცხოვრებით დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე.

- დღეს სადაც იმყოფებით, არ არის მაღაზია, აფთიაქი, გზა, ასე შემდეგ...არ შეგშინებიათ?

- დიახ, არაფერი არ არის, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ შინაგან განწყობაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა თადარიგი დაჭერილი გვაქვს და მომარაგებული გვაქვს ის მედიკამენტები, რაც ზოგადად შეიძლება ადამიანს დასჭირდეს. რაღაც კონკრეტული, ქრონიკული დაავადება თუ არ აწუხებს, გარკვეული წამლები გვაქვს, მაგრამ უფრო იმის იმედი გვაქვს რომ არანაირი წამალი არ დაგვჭირდება..

გზაც არ არის და ერთადერთი რაც აქ გვაქვს, ინტერნეტია... ეს არის მედიკამენტიც, გზაც და ყველაფერი. მეგობრები და ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებმაც ჩვენზე სიუჟეტი ნახეს, ხელშეწყობას გვპირდებიან. თუ რამ დაგვჭირდება, გვყავს საიმედო ადამიანები, რომლებსაც შევეხმიანებით და ვიცი აუცილებლად მოგვეშველებიან.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა, ალბათ ხევსურეთში უკვე ძალიან ცივა..

- ძალიან არ ცივა, მაგრამ ახლა აგიზგიზებულ ღუმელთან ვზივარ და იმდენად კარგია, სურვილი გამიჩნდა აქვე იყოთ და ვსაუბრობდეთ. მართალია პირველყოფილი გარემოა, მაგრამ თავის ხიბლი და სითბო აქვს ამ ყველაფერს... ხახაბოში გვაქვს მეურნეობა, ძირითადად ეს არის ბაღჩა... დათესილი გვაქვს კარტოფილი, ჭარხალი, ნიორი, ოხრახუში, ქინძი, კამა.

- მანამდე გქონიათ რამე შეხება მეურნეობასთან?

- არანაირი შეხება არ მქონია. წელიწადში ერთხელ მაინც რომ აქტიურად მემუშავა, ესეც კი არ ყოფილა. ვარკეთილში, სადაც ვცხოვრობდით, გვქონდა პატარა ნაკვეთი, მაგრამ იქ ძირითადად ხეხილი იყო და დანარჩენი რაც მოჰყავდათ, სულ უფროსები ფუსფუსებდნენ, არანაირი საჭიროება არ იყო, რომ მივხმარებოდი... დედის მხრიდან მაქვს სოფელი - ლასტისციხე, სადაც ამჯერად სულ ნასახლარია. ადრე სამხედრო ვაგონი იყო პაპას ჩატანილი და სანამ ეს ვაგონი არსებობდა, დეიდა ხშირად მიდიოდა, ჩვენც შეძლებისდაგვარად... მამის მხრიდან მაქვს სოფელი, კასპის რაიონი სოფელი - ბარნაბიანთკარი... იქაც წელიწადში ერთხელ ჩავდიოდით, მაგრამ მიწასთან მუშაობა არ მიწევდა, რადგან ბიძები და ბიძაშვილები ყველაფერს აგვარებდნენ...

- ასეთ პირობებში ნამყოფმა რომ ხევსურეთში ზამთარ- ზაფხულ ყოფნა გადაწყვიტეთ, როგორ შეხვდნენ ამას თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები?

- ვერ ვიტყვი, რომ მათთვის უცნაური არ იყო... თუმცა მიჩვეული არიან ჩემგან, რომ არ მიყვარს სტანდარტული ცხოვრება. მაინტერესებს და მიზიდავს, რაც არაორდინარულია. სტანდარტი მღლის და შესაბამისად, თავს კარგად ვერ ვგრძნობ. სადაც ვსწავლობდი, ან ვმუშაობდი, ვჩერდებოდი მანამ, სანამ ჩემთვის საინტერესო იყო... ყოველთვის რაღაც განსხვავებულს ვეძებდი და არა იმიტომ, რომ ვინმეს ყურადღება მიმექცია, ვინმესთვის თვალში საცემი ყოფილიყო. უბრალოდ მე თვითონ ვცდილობ ჩემთვის საინტერესო გარემო ვნახო და იქ ვიმუშაო, ვისწავლო, ვიცხოვრო...

- როგორც ვიცი ხახაბოში საოჯახო სასტუმრო გაქვთ...

- დიახ, პატარა სასტუმრო გვაქვს, ოთხნომრიანი... პაატამ ჯერ კიდევ ჩვენს დაოჯახებამდე ააშენა. პროექტი " აწარმოე საქართველოში" დაეხმარა იმ მხრივ, რომ დააფინანსა ინვენტარი, კერძოდ შეუძინა - საწოლები, მატრასები, სამზარეულო...

- ხახაბო განსაკუთრებულად ულამაზესია, მაგრამ სტუმრებს რა ღირსშესანიშნაობებს აცნობთ?

- გარშემო ძველი ციხე-სოფლებია, ცოტა უფრო მივიწყებული ვიდრე შატილი და მუცო... სოფელი - არდოტი ბოლო პერიოდში უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო. არდოტი, ანდაქი ჩვენიდან 7 კილომეტრშია... ცხენები გვყავს - ხუთი ცხენი და ორი კვიცი... ვისაც სურვილი აქვს ცხენებით მოიაროს ეს სოფლები, წინასწარ გვითანხმებენ და პაატას მიჰყავს...იმდენად საოცარი ბუნებაა სოფლის შორის დამაკავშირებელ ბილიკებს რომ მიუყვები, გარემო იმდენად თვალწარმტაცია, მერწმუნეთ ღირსშესანიშნაობებს არ ჩამოუვარდება...

- თქვენს მეუღლეზე უდიდესმა ტრაგედიამ გავლენა არ მოახდინა, მის ხასიათზე არ აისახა?

- ორივე ძალიან სიმართლის მოყვარული და პირდაპირი ადამიანები ვართ... ცოტა ხნის წინ სტუმრები გვყავდნენ - ერთი ამერიკიდან, ორი ბელორუსიიდან და ერთი ინდოელი. მათაც ვუყვებოდი, რომ ძალიან გაკვირვებული ვარ, პაატას ბუნებით. მიუხედავად ამხელა ტრაგედიისა, რაც 11 წლის ბავშვს თავს დაატყდა, მის ხასიათზე არანაირად არ ასახულა... ცოტა უხერხულია ოჯახის წევრის ქება, მაგრამ მართლაც უკეთილშობილესი ადამიანია და ამიტომაც ძალიან დიდ პატივს სცემენ...

- თქვენ მეუღლისგან გაიგეთ ამ ტრაგედიის შესახებ?

- დიახ, მისგან გავიგე, შემდეგ ინტერნეტში ვნახე ძველი სტატია და იქ უფრო დეტალურად იყო ყველაფერი გადმოცემული... ზვავი ჩამოწვა გვერდით და წნევამ ახლომდებარე სახლი დაანგრია. გარდაიცვალა პაატას დედა, და, რომელიც აკვანში იწვა და კიდევ მასზე ცოტა პატარა ძმა... გადარჩნენ პაატა, პაატას მამა და უფროსი და...პაატას მამა სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის და პაატას და დაოჯახებულია, სოფელ არჭილოში ცხოვრობს. არჭილო ნასახლარია და ეს ოჯახი აცოცხლებს იქაურობას, კიდევ ბევრ რამეს აპირებენ აქტიურად სოფლის გამოსაცოცხლებლად.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ვფიქრობთ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ აქაურობა, ოღონდ ისე რომ ტრადიციული და ძველებური სახე შენარჩუნებული ჰქონდეს ამ ყველაფერს. ხახაბოში სამი უბანი ყოფილა, ეს უბნები კოშკებისგანაა შემდგარი, რომელიც ახლა ნახევრადდანგრეულია. ერთ დროს ხახაბო შატილის შემდეგ ყველაზე დიდი დასახლება იყო, მუცოზე და არდოტზე დიდიც... ჩვენი ძალიან დიდი სურვილია სახელმწიფო მოგვეშველოს და შევინარჩუნოთ ის, რაც შემორჩენილია, აღდგეს კიდევაც... მეურნეობის გაფართოებასაც ვგეგმავთ, საქონლის , ფრინველის მომრავლებას და ძალიან გვინდა მეზობლებიც გვყავდეს.

სტატიაში გამოყენებულია თინათინ მოსიაშვილის ფოტოები