პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს სააკაშვილის წამებას, მკვლელობას და ამას საზოგადოება უყურებს" - ლევან ბეჟაშვილი
"ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს სააკაშვილის წამებას, მკვლელობას და ამას საზოგადოება უყურებს" - ლევან ბეჟაშვილი

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯი­უ­ტად აგ­რძე­ლებს პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის აქტს - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას, წა­მე­ბას და ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა უყუ­რებს - ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი მზარ­დი იქ­ნე­ბა" - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში 8 დე­პუ­ტატ­თან ერ­თად შიმ­ში­ლობს.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ურ­ღვევს რო­გორც სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის, ასე­ვე თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბას.

"დე­პუ­ტა­ტე­ბის პრო­ტესტს მოჰ­ყვე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პრო­ტეს­ტი, ქუ­ჩა­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ეს უკვე იგ­რძნო­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წევს ან­გა­რი­ში გა­უ­წი­ოს ხალ­ხის ძა­ლას, ჰუ­მა­ნუ­რო­ბის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ციპს და კა­ნო­ნი­ე­რე­ბას, რად­გან სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბით ყვე­ლა სა­კა­ნონ­მდებ­ლო მო­თხოვ­ნა დარ­ღვე­უ­ლია, რო­გორც პა­ტიმ­რის, ასე­ვე, რო­გორც პა­ცი­ენ­ტის, რა­საც სხვებს უკე­თე­ბენ, მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი დაბ­ლო­კი­ლია. ამი­ტომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ პრო­ტეს­ტი იქ­ნე­ბა მზარ­დი.

ვხე­დავთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ნი­პუ­ლი­რებს, როცა სა­სა­მარ­თლო­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზეა სა­უ­ბა­რი, გან­ზრა­ხუ­ლი აქვთ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ ასარ­გებ­ლონ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბით და არც სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში არ გაჰ­ყავთ,"- გა­ნა­ცხა­და ბეჟაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტში შიმ­ში­ლო­ბა 14 ნო­ემ­ბერს გა­მო­ა­ცხა­დეს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა: და­ვით კირ­კი­ტა­ძემ, აკა­კი მი­ნაშ­ვილ­მა, თე­მურ ჯა­ნა­ში­ამ, ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვამ, ნიკა მა­ჭუ­ტა­ძემ, გი­ორ­გი გო­დაბ­რე­ლი­ძემ, სულ­ხან სი­ბაშ­ვილ­მა, ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა, აბ­დუ­ლა ის­მა­ი­ლოვ­მა. მა­ნამ­დე პარ­ლა­მენ­ტში შიმ­ში­ლო­ბა "დრო­ას“ ლი­დერ­მა, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ და­ი­წყო, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში უკვე მე-14 დღეა შიმ­ში­ლობს. გარ­და პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბი­სა, შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის ოფის­ში შიმ­ში­ლობს. ყვე­ლა მო­შიმ­ში­ლე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას მო­ი­თხოვს.

სიღნაღიდან
0

კახეთის სირცხვილი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს სააკაშვილის წამებას, მკვლელობას და ამას საზოგადოება უყურებს" - ლევან ბეჟაშვილი

"ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს სააკაშვილის წამებას, მკვლელობას და ამას საზოგადოება უყურებს" - ლევან ბეჟაშვილი

"ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს პოლიტიკური შურისძიების აქტს - მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას, წამებას და ამას საზოგადოება უყურებს - ჩვენი პროტესტი მზარდი იქნება" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 8 დეპუტატთან ერთად შიმშილობს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება ურღვევს როგორც სიცოცხლის და ჯანმრთელობის, ასევე თავისუფალი სასამართლოს უფლებას.

"დეპუტატების პროტესტს მოჰყვება საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა პროტესტი, ქუჩაში, ტელევიზიებში ეს უკვე იგრძნობა და ხელისუფლებას მოუწევს ანგარიში გაუწიოს ხალხის ძალას, ჰუმანურობის, სამართლიანობის პრინციპს და კანონიერებას, რადგან სააკაშვილთან მიმართებით ყველა საკანონმდებლო მოთხოვნა დარღვეულია, როგორც პატიმრის, ასევე, როგორც პაციენტის, რასაც სხვებს უკეთებენ, მისთვის ყველაფერი დაბლოკილია. ამიტომ დარწმუნებული ვარ პროტესტი იქნება მზარდი.

ვხედავთ, ხელისუფლება მანიპულირებს, როცა სასამართლოში გადაყვანაზეა საუბარი, განზრახული აქვთ, რომ სააკაშვილი არ ასარგებლონ სამართლიანი სასამართლოს უფლებით და არც სამოქალაქო კლინიკაში არ გაჰყავთ,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შიმშილობა 14 ნოემბერს გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა "დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც პარლამენტში უკვე მე-14 დღეა შიმშილობს. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს. ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.