სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დილიდან უნდა გამოეცხადებინათ, როგორ ესარგებლათ ასაქცევი გზებით ადამიანებს, ამის ნაცვლად ვნახეთ შსს-ს რეპრესიული განცხადება ლუკაშენკოს სტილში "- გიგი უგულავა
"დილიდან უნდა გამოეცხადებინათ, როგორ ესარგებლათ ასაქცევი გზებით ადამიანებს, ამის ნაცვლად ვნახეთ შსს-ს რეპრესიული განცხადება ლუკაშენკოს სტილში "- გიგი უგულავა

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რი გიგი უგუ­ლა­ვა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მიერ და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზე, ავ­ლაბ­რის მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ვი­და.

რო­გორც აქ­ცი­ის და­წყე­ბამ­დე უგუ­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კონ­სტი­ტუ­ცი­ით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ახ­სე­ნებს იმას, რომ ყვე­ლას აქვს წი­ნას­წა­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე სა­ჯა­როდ და უია­რა­ღოდ შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, მისი თქმით, დღე­ვან­დელ აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით “შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა არის კერ­ძო დაც­ვის შპს გან­ცხა­დე­ბა”.

“შსს ამ­ბობს, რომ მე ივა­ნიშ­ვილს და­ვი­ცავ, გეს­ვრი, და­გარ­ბევ. ჩვენ აქ კონ­სტი­ტუ­ცი­ით მოვ­დი­ვართ. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი დღეს კა­ნონს კი არ და­ი­ცა­ვენ, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი დღეს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და­არ­ღვე­ვენ. მათი მო­ვა­ლე­ო­ბა არის წეს­რი­გის დაც­ვა, მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რაც არ უნდა მწვა­ვე იყოს. ასე­ვე, უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ დი­ლი­დან ისე, რომ ასაქ­ცე­ვი გზე­ბი გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ, რო­გორ ესარ­გებ­ლათ ადა­მი­ა­ნებს. ამის ნაც­ვლად ვნა­ხეთ რეპ­რე­სი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა ლუ­კა­შენ­კოს სტილ­ში. ამი­ტომ მინ­და შე­ვახ­სე­ნო მათ, რა წე­რია ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში: “ყვე­ლას, გარ­და იმ პი­რი­სა, რომ­ლე­ბიც არი­ან თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში ან სა­ხელ­მწი­ფო ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ორ­გა­ნოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, აქვს წი­ნას­წა­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე სა­ჯა­როდ და უია­რა­ღოდ შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა”,- გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მისი თქმით, პრო­ტეს­ტი გაგ­რძელ­დე­ბა იქამ­დე, ვიდ­რე არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა მო­თხოვ­ნე­ბი.

“მო­თხოვ­ნე­ბია: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დაყ­ვა­ნა, რათა უსაფრ­თხოდ იყოს; რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა; მთავ­რო­ბის გა­დად­გმო­მა, იმი­ტომ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ნორ­მა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­დეს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში”, - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
555
0

რას მღერის ეს კაცი

წიწაკა
0

ბელთაყვა,ხაზინის ვირთხა,ახლა უკვე პოლიტიკური სიშტერე.

ავტორი:

"დილიდან უნდა გამოეცხადებინათ, როგორ ესარგებლათ ასაქცევი გზებით ადამიანებს, ამის ნაცვლად ვნახეთ შსს-ს რეპრესიული განცხადება ლუკაშენკოს სტილში "- გიგი უგულავა

"დილიდან უნდა გამოეცხადებინათ, როგორ ესარგებლათ ასაქცევი გზებით ადამიანებს, ამის ნაცვლად ვნახეთ შსს-ს რეპრესიული განცხადება ლუკაშენკოს სტილში "- გიგი უგულავა

ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციაზე, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს კონსტიტუციით მივიდა.

როგორც აქციის დაწყებამდე უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციით ხელისუფლებას ახსენებს იმას, რომ ყველას აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

შესაბამისად, მისი თქმით, დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით “შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება არის კერძო დაცვის შპს განცხადება”.

“შსს ამბობს, რომ მე ივანიშვილს დავიცავ, გესვრი, დაგარბევ. ჩვენ აქ კონსტიტუციით მოვდივართ. პოლიციელები დღეს კანონს კი არ დაიცავენ, პოლიციელები დღეს კონსტიტუციას დაარღვევენ. მათი მოვალეობა არის წესრიგის დაცვა, მშვიდობიანი პროტესტის უზრუნველყოფა, რაც არ უნდა მწვავე იყოს. ასევე, უნდა გაეკეთებინათ დილიდან ისე, რომ ასაქცევი გზები გამოეცხადებინათ, როგორ ესარგებლათ ადამიანებს. ამის ნაცვლად ვნახეთ რეპრესიული განცხადება ლუკაშენკოს სტილში. ამიტომ მინდა შევახსენო მათ, რა წერია ქვეყნის კონსტიტუციაში: “ყველას, გარდა იმ პირისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალებში ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება”,- განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები.

“მოთხოვნებია: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა, რათა უსაფრთხოდ იყოს; რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; მთავრობის გადადგმომა, იმიტომ, რომ შეუძლებელია ნორმალური არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდეს ღარიბაშვილის მთავრობის პირობებში”, - განაცხადა გიგი უგულავამ.