პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრიგოლ, მახსოვს როგორ ამაყობდი, როცა შენი შვილი პრეზიდენტ სააკაშვილის სტიპენდიით გაემგზავრა გერმანიაში" - ნიკოლოზ სააკაშვილი რატი ბრეგაძის მამას
"გრიგოლ, მახსოვს როგორ ამაყობდი, როცა შენი შვილი პრეზიდენტ სააკაშვილის სტიპენდიით გაემგზავრა გერმანიაში" - ნიკოლოზ სააკაშვილი რატი ბრეგაძის მამას

პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მამა, ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, რატი ბრე­გა­ძის მა­მას ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი და გრი­გოლ ბრე­გა­ძე წარ­სულ­ში კო­ლე­გე­ბი იყ­ვნენ.

"ღია წე­რი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მა­მას, გრი­გოლ ბრე­გა­ძეს.

გრი­გოლ, გწერ რო­გორც კო­ლე­გა კო­ლე­გას, რო­გორც მშო­ბე­ლი მშო­ბელს. ჩვენ მრა­ვა­ლი წელი ვმუ­შა­ობ­დით ერ­თად, ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დით ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნურ იდე­ას- სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნას. ჩვენ არას­დროს ვარ­ჩევ­დით პა­ცი­ენტს მისი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ან რა­ი­მე მიმ­დევ­რო­ბის მი­ხედ­ვით. ჩვენ­თვის პა­ცი­ენ­ტი ყო­ველ­თვის იყო პა­ცი­ენ­ტი, იმის და მი­უ­ხე­და­ვად, ის პა­ტი­მა­რი იყო თუ არა.

გრი­გოლ, კარ­გად მახ­სოვს შენი სი­ხა­რუ­ლი და სი­ა­მა­ყე, რო­დე­საც შენი შვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სტი­პენ­დი­ით გა­ემ­გზავ­რა გერ­მა­ნი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. იმ პრე­ზი­დენ­ტის, რო­მელ­საც დღეს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო არ­თმევს სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბას და არ გა­და­ყავს სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა შენი აღ­ტკი­ნე­ბუ­ლი, ემო­ცი­უ­რი სა­უ­ბა­რი ჩემ­თან, რა­საც მე სი­ხა­რუ­ლით შევ­ხვდი.

დღეს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შემ­ქმნე­ლი, პატ­რი­ო­ტი ცი­ხე­შია. ( ის­ტო­რია გან­სჯის სა­მარ­თლი­ა­ნად თუ არა) მე მი­მაჩ­ნია, რომ შენი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვა­ლია, რო­გორც ექი­მის, ჰუ­მა­ნის­ტის, მშობ­ლის გა­მო­ხა­ტო სა­ზო­გა­დოდ შენი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მო­შიმ­ში­ლე პა­ცი­ენ­ტის, სი­ცო­ცხლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და და­უ­ყო­ნებ­ლივ მის გა­და­საყ­ვა­ნად შიმ­ში­ლო­ბის შემ­დგომ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ურ ჰოს­პი­ტალ­ში.

გრი­გოლ, ღმერ­თმა და­გი­ფა­როს ნამ­დვი­ლად არ გი­სურ­ვებ შენ მოხ­ვდე ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მე და­გიდ­გე­ბო­დი გვერ­დში, რო­გორც კო­ლე­გა და ექი­მი და უშიშ­რად გა­მოვ­ხა­ტავ­დი ჩემს პო­ზი­ცი­ას!" - წერს ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გვახსოვს.
3

ნიკა, მახსოვს არ მოგწონდა შენი შვილის ქმედებები, არც დიდი გადამრიე ურთიერთობები არ ქონდათ. დიახ, ეს მანამ, სანამ გაახსენდა, რომ მამა ყავს და ბალნეოლოგიური გაჩუქა. 

გრიგოლ, სრულიდ გეთანხმები.
2

ალალი, პატიოსანი კაცის, ნამდვილი ექიმის, ასევე სანაქებო შვილი. 

ავტორი:

"გრიგოლ, მახსოვს როგორ ამაყობდი, როცა შენი შვილი პრეზიდენტ სააკაშვილის სტიპენდიით გაემგზავრა გერმანიაში" - ნიკოლოზ სააკაშვილი რატი ბრეგაძის მამას

"გრიგოლ, მახსოვს როგორ ამაყობდი, როცა შენი შვილი პრეზიდენტ სააკაშვილის სტიპენდიით გაემგზავრა გერმანიაში" - ნიკოლოზ სააკაშვილი რატი ბრეგაძის მამას

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მამას ღია წერილით მიმართავს.

როგორც ირკვევა, ნიკოლოზ სააკაშვილი და გრიგოლ ბრეგაძე წარსულში კოლეგები იყვნენ.

"ღია წერილი იუსტიციის მინისტრის მამას, გრიგოლ ბრეგაძეს.

გრიგოლ, გწერ როგორც კოლეგა კოლეგას, როგორც მშობელი მშობელს. ჩვენ მრავალი წელი ვმუშაობდით ერთად, ვემსახურებოდით ყველაზე ჰუმანურ იდეას- სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ არასდროს ვარჩევდით პაციენტს მისი შეხედულებების ან რაიმე მიმდევრობის მიხედვით. ჩვენთვის პაციენტი ყოველთვის იყო პაციენტი, იმის და მიუხედავად, ის პატიმარი იყო თუ არა.

გრიგოლ, კარგად მახსოვს შენი სიხარული და სიამაყე, როდესაც შენი შვილი პრეზიდენტის სტიპენდიით გაემგზავრა გერმანიაში განათლების მისაღებად. იმ პრეზიდენტის, რომელსაც დღეს იუსტიციის სამინისტრო ართმევს სიცოცხლის უფლებას და არ გადაყავს სამოქალაქო კლინიკაში. არასდროს დამავიწყდება შენი აღტკინებული, ემოციური საუბარი ჩემთან, რასაც მე სიხარულით შევხვდი.

დღეს ქვეყნის პრეზიდენტი, ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, პატრიოტი ციხეშია. ( ისტორია განსჯის სამართლიანად თუ არა) მე მიმაჩნია, რომ შენი მოქალაქეობრივი ვალია, როგორც ექიმის, ჰუმანისტის, მშობლის გამოხატო საზოგადოდ შენი დამოკიდებულება მოშიმშილე პაციენტის, სიცოცხლის შესანარჩუნებლად და დაუყონებლივ მის გადასაყვანად შიმშილობის შემდგომ სამოქალაქო სარეაბილიტაციურ ჰოსპიტალში.

გრიგოლ, ღმერთმა დაგიფაროს ნამდვილად არ გისურვებ შენ მოხვდე ჩემს მდგომარეობაში. მე დაგიდგებოდი გვერდში, როგორც კოლეგა და ექიმი და უშიშრად გამოვხატავდი ჩემს პოზიციას!" - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.