პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება" უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას... ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება " - ევროპარლამენტარების მორიგი უმკაცრესი შეფასებები
"ქართული ოცნება" უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას... ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება " - ევროპარლამენტარების მორიგი უმკაცრესი შეფასებები

მო­რი­გი უმ­კაც­რე­სი შე­ფა­სე­ბე­ბი ევ­რო­კავ­ში­რი­დან - ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი კი­დევ ერთხელ გა­აკ­რი­ტი­კეს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" უფრო და უფრო ემ­სგავ­სე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო უკე­თესს იმ­სა­ხუ­რებს," - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი "ტვი­ტერ­ზე“ წერს, რი­თაც ეხ­მა­უ­რე­ბა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი აღ­ნიშ­ნულს სა­ვა­ლა­ლოს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე უფრო და უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი ხდე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო შეძრწუ­ნე­ბუ­ლია ცი­ხე­ში ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბით. ამ ვი­დე­ო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ სა­ვა­ლა­ლოა. საქ­მე სულ უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი ხდე­ბა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" უფრო და უფრო ემ­სგავ­სე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. სა­ქარ­თვე­ლო უკე­თესს იმ­სა­ხუ­რებს", - წერს კრა­მო­ნი.

კრა­მო­ნი კი­დევ ერთ "ტვიტს" აქ­ვეყ­ნებს სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნავს:

"სა­ა­კაშ­ვილ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა, მი­ი­ღოს სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა და­ეს­წროს სა­კუ­თარ არა­პო­ლი­ტი­ზე­ბულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს. სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­და­ლა­ხოს ეს არე­უ­ლო­ბა და და­ი­წყოს რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, რო­გო­რი­ცაა რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცია, სი­ღა­რი­ბე და დე­მოკ­რა­ტი­ის უკუს­ვლა", - წერს კრა­მო­ნი.

კი­დევ ერ­თმა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, მი­ხა­ელ ზი­ბერ­ტმა ევ­რო­ნეს­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მი­მარ­თუ­ლე­ბას არ მიჰ­ყვე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო მი­ე­მარ­თე­ბა ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც გვაქვს გან­ცდა, რომ ის სრუ­ლად აღარ მიჰ­ყვე­ბა იმას, რაც იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბით, რაც იყო მა­გა­ლი­თად 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი და ასე­ვე მრა­ვალ­წლი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი ჩარ­ჩო შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბი," - აღ­ნიშ­ნა ზი­ბერ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ სა­ჭი­როა მკა­ფიო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნაც.

"ჩვენ, რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა კრა­მონ­მა თქვა, უნდა ვაჩ­ვე­ნოთ "მათ­რა­ხი და თაფ­ლაკ­ვე­რი“, მათ­თან ძა­ლი­ან მკა­ფი­ო­ე­ბი უნდა ვი­ყოთ. რა არის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მის ბირ­თვი, რა არის გზა ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, რა­შიც ვი­ტყო­დი, რომ ოპო­ზი­ცია ბევ­რი თვალ­საზ­რი­სით ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთავ­რო­ბას ეკის­რე­ბა, რომ სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ხელი შე­უ­წყოს. ამავდრო­უ­ლად უნდა ვი­ყოთ ფრთხი­ლე­ბი, რომ არ გა­და­ვა­ჭარ­ბოთ და "ბავ­შვი ნა­ბან წყალს არ გა­და­ვა­ყო­ლოთ“, რად­გან არ გვსურს სა­ქარ­თვე­ლოს და­კარ­გვა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე“,- გა­ნა­ცხა­და ზი­ბერ­ტმა.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ ევ­რო­ნეს­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე, სა­დაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო თან­და­თან კარ­გავს ნდო­ბას ევ­რო­კავ­ში­რის მი­მართ, რაც, მისი შე­ფა­სე­ბით, "ის არის, რა­საც კრემ­ლი ელო­დე­ბა".

"ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კას გა­ნახ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ჩვენ გვჭირ­დე­ბა გა­ფარ­თო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სტაგ­ნა­ცი­ი­დან გა­მო­სა­ვა­ლი. ეს სტაგ­ნა­ცია მო­დის ევ­რო­კავ­ში­რის მო­უმ­ზა­დებ­ლო­ბის­გან, რომ მი­ი­ღოს ახა­ლი წევ­რე­ბი და არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მხო­ლოდ პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის ევ­რო­პუ­ლი რე­ფორ­მე­ბის პროგ­რეს­ზე," - თქვა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნემ.

მისი თქმით, წევ­რო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ში სი­ცხა­დის ნაკ­ლე­ბო­ბა ნიშ­ნავს ერთ რა­მეს, ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა უკ­რა­ი­ნა, მოლ­დო­ვა, სა­ქარ­თვე­ლო თან­და­თან კარ­გა­ვენ ნდო­ბას ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კის მი­მართ და ეს სწო­რედ ის არის, რა­საც კრემ­ლი ელო­დე­ბა.

"აღარ არის საკ­მა­რი­სი ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია სურთ, იმის თქმა, რომ "გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ რე­ფორ­მე­ბი და შემ­დეგ ვნა­ხავთ“. წევ­რო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ში სი­ცხა­დის ნაკ­ლე­ბო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან ნიშ­ნავს ერთ რა­მეს, ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა უკ­რა­ი­ნა, მოლ­დო­ვა, სა­ქარ­თვე­ლო თან­და­თან კარ­გა­ვენ ნდო­ბას ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კის მი­მართ და ეს სწო­რედ ის არის, რა­საც კრემ­ლი ელო­დე­ბა. და­ი­კარ­გოს ნდო­ბა ხალ­ხში. შე­საძ­ლოა, ამ ქვეყ­ნებ­მა რე­ფორ­მე­ბის კე­თე­ბის კუ­თხით მო­ტი­ვა­ცია და­კარ­გონ, ეს კი, გარ­და­უ­ვა­ლად, მათ უფრო მეტ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას მო­უ­ტანს. სწო­რედ ამის და­სა­წყისს ვხე­დავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც მე ძა­ლი­ან მაშ­ფო­თებს. რო­გორც კი ძალა გა­და­წო­ნის , მისი შე­მობ­რუ­ნე­ბა რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ასე რომ, უნდა ვი­მოქ­მე­დოთ ახლა“, – გა­ნა­ცხა­და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 68 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამართალი
0

ესენი არიან ნაცების მიერ მოსყიდულები და ყველაფერს აკეთებენ მაგათ სასარგებლოდ.დაეტიეთ თქვენს ქვეყანაში.

რეი
0

დაახვიეთ რა საქართველოდან და თქვენს ქვეყნებს მიხედეთ ლგრბსსჯ მორევში რომ იხრჩობია. 6 კაციდან რომ 3 ცოლია და 3 ქმარი

ავტორი:

"ქართული ოცნება" უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას... ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება " - ევროპარლამენტარების მორიგი უმკაცრესი შეფასებები

"ქართული ოცნება" უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას... ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება " - ევროპარლამენტარების მორიგი უმკაცრესი შეფასებები

მორიგი უმკაცრესი შეფასებები ევროკავშირიდან - ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს.

"ქართული ოცნება" უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას, საქართველო უკეთესს იმსახურებს," - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერზე“ წერს, რითაც ეხმაურება პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს.

ევროპარლამენტარი აღნიშნულს სავალალოს უწოდებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე უფრო და უფრო პოლიტიკური ხდება.

"საქართველო შეძრწუნებულია ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. ამ ვიდეოების გავრცელება საქართველოს მთავრობის მიერ სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და "ქართული ოცნება" უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს", - წერს კრამონი.

კრამონი კიდევ ერთ "ტვიტს" აქვეყნებს სააკაშვილთან დაკავშირებით და აღნიშნავს:

"სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს. საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და დემოკრატიის უკუსვლა", - წერს კრამონი.

კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, მიხაელ ზიბერტმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ მიმართულებას არ მიჰყვება.

"საქართველო მიემართება ისეთი მიმართულებით, სადაც გვაქვს განცდა, რომ ის სრულად აღარ მიჰყვება იმას, რაც იყო შეთანხმებული ასოცირების შეთანხმებით, რაც იყო მაგალითად 19 აპრილის შეთანხმების საფუძველი და ასევე მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო შეთანხმების პირობები," - აღნიშნა ზიბერტმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ საჭიროა მკაფიო დამოკიდებულება, თუმცა ამავდროულად სიფრთხილის გამოჩენაც.

"ჩვენ, როგორც ქალბატონმა კრამონმა თქვა, უნდა ვაჩვენოთ "მათრახი და თაფლაკვერი“, მათთან ძალიან მკაფიოები უნდა ვიყოთ. რა არის სასამართლო სისტემის რეფორმის ბირთვი, რა არის გზა ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ჩამოსაყალიბებლად, რაშიც ვიტყოდი, რომ ოპოზიცია ბევრი თვალსაზრისით ეხმარება, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელებას ხელი შეუწყოს. ამავდროულად უნდა ვიყოთ ფრთხილები, რომ არ გადავაჭარბოთ და "ბავშვი ნაბან წყალს არ გადავაყოლოთ“, რადგან არ გვსურს საქართველოს დაკარგვა ევროინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა ზიბერტმა.

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ევროპარლამენტარები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხს განიხილავდნენ, აღნიშნა, რომ საქართველო თანდათან კარგავს ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც, მისი შეფასებით, "ის არის, რასაც კრემლი ელოდება".

"ევროკავშირის პოლიტიკას განახლება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება გაფართოების პოლიტიკის სტაგნაციიდან გამოსავალი. ეს სტაგნაცია მოდის ევროკავშირის მოუმზადებლობისგან, რომ მიიღოს ახალი წევრები და არ არის დამოკიდებული მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების ევროპული რეფორმების პროგრესზე," - თქვა იუკნევიჩიენემ.

მისი თქმით, წევრობის პერსპექტივაში სიცხადის ნაკლებობა ნიშნავს ერთ რამეს, ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება.

"აღარ არის საკმარისი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში ინტეგრაცია სურთ, იმის თქმა, რომ "განახორციელეთ რეფორმები და შემდეგ ვნახავთ“. წევრობის პერსპექტივაში სიცხადის ნაკლებობა ევროკავშირის მხრიდან ნიშნავს ერთ რამეს, ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო თანდათან კარგავენ ნდობას ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ და ეს სწორედ ის არის, რასაც კრემლი ელოდება. დაიკარგოს ნდობა ხალხში. შესაძლოა, ამ ქვეყნებმა რეფორმების კეთების კუთხით მოტივაცია დაკარგონ, ეს კი, გარდაუვალად, მათ უფრო მეტ არასტაბილურობას მოუტანს. სწორედ ამის დასაწყისს ვხედავთ საქართველოში, რაც მე ძალიან მაშფოთებს. როგორც კი ძალა გადაწონის , მისი შემობრუნება რთული იქნება. ასე რომ, უნდა ვიმოქმედოთ ახლა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.