პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მწვანე პასპორტები“ წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა როგორც ექიმს, მაქვს კითხვა..." - ალექსანდრე გოგინავა
"მწვანე პასპორტები“ წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა როგორც ექიმს, მაქვს კითხვა..." - ალექსანდრე გოგინავა

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­გა­და­ტა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის "მწვა­ნე პას­პორ­ტს“ 6 თვი­დან 12 თვემ­დე უნდა ჰქონ­დეს ვა­ლი­დუ­რო­ბა, შემ­დეგ კი უნდა გა­და­ი­ხე­დოს.

რო­გორც ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვამ, მე­დი­აჰოლ­დინგ "კვი­რა­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, თუ კო­რო­ნა­ვირუს­გა­და­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის "მწვა­ნე პას­პორ­ტი“ მუდ­მი­ვი იქ­ნე­ბა, ისი­ნი COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აღარ აიც­რე­ბი­ან, რაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს კი­დევ უფრო შე­ამ­ცი­რებს.

"მწვა­ნე პას­პორ­ტე­ბი“ ჩემი აზ­რით, წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია და ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ა­ზე კარ­გად უნდა აი­სა­ხოს, თუმ­ცა რო­გორც ექიმს მაქვს კი­თხვა, რო­მელ­ზე პა­სუ­ხიც ბო­ლომ­დე ჯერ­ჯე­რო­ბით არ მაქვს. რო­გორც ვი­ცით, და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ არ ყა­ლიბ­დე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი იმუ­ნი­ტე­ტი, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვირუ­სის გა­და­ტა­ნი­დან 16-17 თვის შემ­დეგ იმუ­ნი­ტე­ტი და ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­საძ­ლოა, მკვეთ­რად დაქ­ვე­ით­დეს და რე­ინ­ფექ­ცი­ის რის­კე­ბი გა­ი­ზარ­დოს. ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ "მწვა­ნე პას­პორ­ტს“ ჰქონ­დეს ვა­ლი­დუ­რო­ბა და კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნი­დან 6 თვი­დან 12 თვემ­დე ჰქონ­დეს ადა­მი­ანს "მწვა­ნე პას­პორ­ტი“, სხვა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ამას უკუ­რე­აქ­ცია მოყ­ვეს და ხელი შე­ვუ­შა­ლოთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­საც. პრო­ტო­კო­ლით მო­ცე­მუ­ლია, რომ ვირუ­სის გა­და­ტა­ნი­დან, 6 თვის შემ­დეგ ადა­მი­ან­მა უნდა ჩა­ი­ტა­როს ვაქ­ცი­ნა­ცია, თუკი ჩვენ მას მივ­ცემთ მუდ­მივ "მწვა­ნე პას­პორ­ტს“ იფიქ­რებს, რომ რად­გან მწვა­ნე პას­პორ­ტი აქვს, და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რისკს აღარ წარ­მო­ად­გენს, არც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არის სა­ში­ში და ამი­ტომ აღარ უნდა ჩა­ი­ტა­როს ვაქ­ცი­ნა­ცია. ჩემი აზ­რით, "მწვა­ნე პას­პორ­ტს“ კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნი­დან 6 თვი­დან 12 თვემ­დე უნდა ჰქონ­დეს ვა­ლი­დუ­რო­ბა, შემ­დეგ კი უნდა გა­და­ი­ხე­დოს“, - გა­ნა­ცხა­და ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა.

მისი თქმით, ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის კუ­თხით საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა და ამა­ზე მი­უ­თი­თებს ბოლო 2-3 კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბი.

"ეს ეპიდსი­ტუ­ა­ცია მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პი ქვე­ყა­ნა­ში არის ძა­ლი­ან და­ბა­ლი. ისეთ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ვაქ­ცი­ნა­ცია ასე­თი ცუდი და ნელი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხში­რია ხოლ­მე ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბა, რა­საც მოჰ­ყვე­ბა მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, ჰოს­პიტ­ლე­ბის გა­დავ­სე­ბა და იზ­რდე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც. რო­დე­საც ეპიდსი­ტუ­ცია უა­რეს­დე­ბა, 2-3 კვი­რა­ში ამას მოჰ­ყვე­ბა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ზრდა. ამი­ტომ, თუ ჩვენ არ მი­ვაღ­წევთ სტა­ბი­ლურ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ას, ყო­ველ­თვის გვექ­ნე­ბა მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი, რო­გო­რიც არის გა­დავ­სე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, ბევ­რი მძი­მე პა­ცი­ენ­ტი და შე­სა­ბა­მი­სად, გაზ­რდი­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის არის ვაქ­ცი­ნა­ცია და ამის კარ­გი მა­გა­ლი­თე­ბიც გვაქვს სხვა ქვეყ­ნებ­ში. რა თქმა უნდა, ასეთ ქვეყ­ნებ­შიც ფიქ­სირ­დე­ბა ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბა, მაგ­რამ ამას არ მოჰ­ყვე­ბა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ზრდა.

უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ თუ გვინ­და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია და­ვას­ტა­ბი­ლუ­როთ და და­ვა­მარ­ცხოთ კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მია აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ვა­ტა­როთ ვაქ­ცი­ნა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Elen
0

ნიურბერგის 1947 კოდექსის მიხედვით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა ნებაყოფლობითია მთელ მსოფლიოში. არცერთ სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციას არ აქვს უფლება აიძულოს მოქალაქეები რაიმე სახის სამედიცინო მომსახურება! ეს არის აკრძალული!

რატი
0

ყველგან ერთი და იმავეს წერა რატომ უნდა მიწევდეს. როცა არამზადობენ და არაფერს ამბობენ: 1. იმაზე, რომ ვაქცინებს ავტორიზაცია ,,გადაუდებელი აუცილებლობის'' მიზეზით მიენიჭათ. 2. სტატისტიკის ბოროტად გამოყენებაზე (სადაც არ არის ნაჩვენები მონაცემები ორი დოზით ვაქცინირებულ პირთა ინფიცირების შესახებ და ასევე რე-ინფიცირების შესახებ, გარდაცვლილთა შორის ორი დოზით ვაქვინირებულ პირთა შესახებ და ა.შ). 3. ვაქცინაციისკენ შლეგურ მოწოდებაზე და იმის ართქმაზე, რომ საჭიროა ანალიზების გაკეთება, რათა დარწმუნდე, მიიღებს თუ არა გართულებების გარეშე შენი სხეული აცრას (ცხონებული მედდის შემთხვევა). 4. ე.წ. ,,ექიმების'' ლობისტურ დამოკიდებულებაზე ვაქცინების და კონკრეტული მედიკამენტების მიმართ (,,რონაპრევი'', ,,მოლნუპრავირი") და გარკვეული წამლების სრულ და მიზანმიმართულ იგნორირებაზე (,,ივერმექტინი'', ,,კამელინი'', EXO CD24). ამას დამატებული, როცა დებატებს უაზრო მიზეზებით გაურბიან და ყველა შეკითხვაზე პასუხად ,,აცრა გამოსავალიას'' გპასუხობენ, სწორედ ეს ქმნის პრობლემას. ახლა გაიგე? მეჩიპე ანტი-ვაქსერებს თავისი გასჭირვებიათ, მაგრამ თქვენ, პრო-ვაქსერ ზომბები და თქვენი ე.წ. ,,ექიმები'' სანამ ვინმესკენ ხელს გაიშვერთ, ჯერ საკუთარ თავს მოჰკითხეთ. ამას დამატებული ვაქცინასაც 6 თვიანი მოქმედების ხანგრძლივობა აქვს და ამის შემდეგ საჭიროა ახალი დოზის მიღება, რასაც ეს ,,ექიმი'' არ ახსენებს ისევე, როგორც იმას, რომ ვაქცინირებულებსაც ემართებათ ვირუსი და გადამტანები არიან. და კიდევ, დანიაში, სადაც ბოლო მონაცემებით, 12 წელს ზემოთ მოსახლეობის 85.9% ორი დოზით არის ვაქცინირებული, ბოლო დღეების მანძილზე კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო „კოვიდ-საშვები“ ხელახლა დაწესდება. ეს როგორ გავიგოთ, დანიაშიც ქორწილებში და ქელეხებში უკონტროლო სიტუაციაა?! 

ავტორი:

"მწვანე პასპორტები“ წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა როგორც ექიმს, მაქვს კითხვა..." - ალექსანდრე გოგინავა

"მწვანე პასპორტები“ წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა როგორც ექიმს, მაქვს კითხვა..." - ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, კორონავირუსგადატანილი ადამიანებისთვის "მწვანე პასპორტს“ 6 თვიდან 12 თვემდე უნდა ჰქონდეს ვალიდურობა, შემდეგ კი უნდა გადაიხედოს.

როგორც ალექსანდრე გოგინავამ, მედიაჰოლდინგ "კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ კორონავირუსგადატანილი პაციენტებისთვის "მწვანე პასპორტი“ მუდმივი იქნება, ისინი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აღარ აიცრებიან, რაც ვაქცინაციის პროცესს კიდევ უფრო შეამცირებს.

"მწვანე პასპორტები“ ჩემი აზრით, წინგადადგმული ნაბიჯია და ეპიდსიტუაციაზე კარგად უნდა აისახოს, თუმცა როგორც ექიმს მაქვს კითხვა, რომელზე პასუხიც ბოლომდე ჯერჯერობით არ მაქვს. როგორც ვიცით, დაავადების გადატანის შემდეგ არ ყალიბდება სრულფასოვანი იმუნიტეტი, ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევებში აღნიშნულია, რომ ვირუსის გადატანიდან 16-17 თვის შემდეგ იმუნიტეტი და ანტისხეულების რაოდენობა შესაძლოა, მკვეთრად დაქვეითდეს და რეინფექციის რისკები გაიზარდოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "მწვანე პასპორტს“ ჰქონდეს ვალიდურობა და კორონავირუსის გადატანიდან 6 თვიდან 12 თვემდე ჰქონდეს ადამიანს "მწვანე პასპორტი“, სხვა შემთხვევაში შეიძლება ამას უკურეაქცია მოყვეს და ხელი შევუშალოთ ვაქცინაციის პროცესსაც. პროტოკოლით მოცემულია, რომ ვირუსის გადატანიდან, 6 თვის შემდეგ ადამიანმა უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუკი ჩვენ მას მივცემთ მუდმივ "მწვანე პასპორტს“ იფიქრებს, რომ რადგან მწვანე პასპორტი აქვს, დაინფიცირების რისკს აღარ წარმოადგენს, არც სხვა ადამიანებისთვის არის საშიში და ამიტომ აღარ უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია. ჩემი აზრით, "მწვანე პასპორტს“ კორონავირუსის გადატანიდან 6 თვიდან 12 თვემდე უნდა ჰქონდეს ვალიდურობა, შემდეგ კი უნდა გადაიხედოს“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

მისი თქმით, ეპიდსიტუაციის კუთხით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და ამაზე მიუთითებს ბოლო 2-3 კვირის მონაცემები.

"ეს ეპიდსიტუაცია მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში არის ძალიან დაბალი. ისეთ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია ასეთი ცუდი და ნელი ტემპით მიმდინარეობს, ხშირია ხოლმე ეპიდსიტუაციის გაუარესება, რასაც მოჰყვება მძიმე პაციენტების რაოდენობის ზრდა, ჰოსპიტლების გადავსება და იზრდება გარდაცვალების მაჩვენებელიც. როდესაც ეპიდსიტუცია უარესდება, 2-3 კვირაში ამას მოჰყვება სიკვდილიანობის ზრდა. ამიტომ, თუ ჩვენ არ მივაღწევთ სტაბილურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, ყოველთვის გვექნება მსგავსი პრობლემები, როგორიც არის გადავსებული საავადმყოფოები, ბევრი მძიმე პაციენტი და შესაბამისად, გაზრდილი სიკვდილიანობა. ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიან პერსპექტივაში ეპიდსიტუაციას სტაბილიზაციის არის ვაქცინაცია და ამის კარგი მაგალითებიც გვაქვს სხვა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ასეთ ქვეყნებშიც ფიქსირდება ეპიდსიტუაციის გაუარესება, მაგრამ ამას არ მოჰყვება სიკვდილიანობის ზრდა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ გვინდა გრძელვადიან პერსპექტივაში ეპიდსიტუაცია დავასტაბილუროთ და დავამარცხოთ კორონავირუსული პანდემია აქტიურად უნდა ჩავატაროთ ვაქცინაცია“, - განაცხადა გოგინავამ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"