სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენჯერმე ჩაარტყეს და თმაში სწვდნენ" - როგორ ეხმიანება უცხოური მედია სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს
"რამდენჯერმე ჩაარტყეს და თმაში სწვდნენ" - როგორ ეხმიანება უცხოური მედია სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს

პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს უცხო­უ­რი მე­დია აშუ­ქებს. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რენ გუ­შინ, თბი­ლის­ში გა­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გლ­და­ნის მე-18, სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნას.

  • ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა France24 წერს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვა.

France24 მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­საც აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წე­რია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ათ­რი­ეს, "რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­არ­ტყეს და თმა­ში სწვდნენ". გა­მო­ცე­მა წერს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის დროს მისი მოკ­ვლა ჰქონ­დათ გა­მიზ­ნუ­ლი.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბამ, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის პრო­და­სავ­ლუ­რი რე­ფორ­მა­ტო­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. მისი და­კა­ვე­ბა თბი­ლის­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე 40 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა“- წერს გა­მო­ცე­მა.

  • სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს აშუ­ქებს "დო­ი­ჩე ვე­ლეც.“

"ის ახლა მისი სი­ცო­ცხლის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლას იმ­ყო­ფე­ბა“, - ცი­ტი­რებს გა­მო­ცე­მა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის პარტნი­ო­რის, ლიზა იას­კოს სი­ტყვებს და აღ­წერს სა­ა­კაშ­ვი­ლის რუს­თა­ვის ცი­ხი­დან გლ­და­ნის მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნას.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მო­ი­თხოვ­და სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას. ექი­მებ­მა კვლე­ვის შე­დე­გად და­ად­გი­ნეს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო სის­ტე­მუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ და სა­ჭი­რო­ებ­და სას­წრა­ფო მკურ­ნა­ლო­ბას მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, შიმ­ში­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან ხუთი კვი­რის შემ­დეგ, ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­ა­კაშ­ვი­ლი პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რაც ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დაბ­რუნ­და და ეს ქმე­დე­ბა შე­ა­ფა­სა, რო­გორც ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის მი­სია", - წერს გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლია პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გაზ­რდი­ლი რის­კე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გამო ის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მე-18, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბე­უ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ა­კაშ­ვილს ექ­ვსწლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. ამას­თან, მოყ­ვა­ნი­ლია პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ის ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბას არ აპი­რებს.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პარადოქსი
0

მეც მიმაჩნია, რომ არასამართლიანად ექცევიან სააკაშვილს! - მას ასამართლებენ, ისეთ წვრილმან დანაშაულზე, როგორიც არის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, მაგრამ არ სთხოვენ პასუხს, მილიონებად ღირებული ამერიკული იარაღი რომ აზიდა კოდორის ხეობაში და მერე, იმ იარაღიანად, ისე ჩააბარა რუსებს ეს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ტერიტორია, ტყვია არ გავარდნილა! - ეს იყო სახელმწიფო ღალატი! კიდევ ბევრი მაგალითით მტკიცდება აშკარა მოღალატეობა, მაგრამ ამასაც დამიბლოკავენ ვიცი, და აღარ გავაგრძელებ!

დაიმსახურა.
0

უცხოური მედია, რისთვის არ წერს, რატომ ჩაარტყეს?

ავტორი:

"რამდენჯერმე ჩაარტყეს და თმაში სწვდნენ" - როგორ ეხმიანება უცხოური მედია სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს

"რამდენჯერმე ჩაარტყეს და თმაში სწვდნენ" - როგორ ეხმიანება უცხოური მედია სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს

პატიმრობაში მყოფ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს უცხოური მედია აშუქებს. მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემები დეტალურად აღწერენ გუშინ, თბილისში გავითარებულ მოვლენებს და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18, სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

  • ფრანგული გამოცემა France24 წერს, რომ სააკაშვილის დაკავებამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.

France24 მიხეილ სააკაშვილის წერილსაც აქვეყნებს, სადაც წერია, რომ სააკაშვილი მანქანიდან გადმოათრიეს, "რამდენჯერმე ჩაარტყეს და თმაში სწვდნენ". გამოცემა წერს, რომ სააკაშვილის თქმით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს მისი მოკვლა ჰქონდათ გამიზნული.

"სააკაშვილის დაკავებამ, რომელიც ქვეყნის პროდასავლური რეფორმატორია, საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი ანტისამთავრობო აქცია გამოიწვია. მისი დაკავება თბილისში თავისუფლების მოედანზე 40 000-ზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა“- წერს გამოცემა.

  • საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აშუქებს "დოიჩე ველეც.“

"ის ახლა მისი სიცოცხლისთვის ყველაზე სახიფათო ადგილას იმყოფება“, - ციტირებს გამოცემა ექსპრეზიდენტის პარტნიორის, ლიზა იასკოს სიტყვებს და აღწერს სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას.

გამოცემის ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოითხოვდა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. ექიმებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ სააკაშვილი იყო სისტემური გართულებების მაღალი რისკის ქვეშ და საჭიროებდა სასწრაფო მკურნალობას მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში.

"მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობის გამოცხადებიდან ხუთი კვირის შემდეგ, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სააკაშვილი პირველ ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც ადგილობრივ არჩევნებამდე დაბრუნდა და ეს ქმედება შეაფასა, როგორც ქვეყნის გადარჩენის მისია", - წერს გამოცემა.

სტატიაში მოყვანილია პენიტენციური სამსახურის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაზრდილი რისკებისა და უსაფრთხოების გამო ის სასჯელაღსრულები მე-12 დაწესებულებიდან მე-18, სამედიცინო დაწესებეულებაში გადაიყვანეს.

ავტორი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება. ამასთან, მოყვანილია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები, რომლის მიხედვითაც, ის ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შეწყალებას არ აპირებს.