პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
კაბა, რომელიც ემი უაინჰაუსს უკანასკნელ კონცერტზე ეცვა, აუქციონზე 243 000$-ად გაიყიდა - რას მოხმარდება აუქციონზე შეგროვილი თანხა?
კაბა, რომელიც ემი უაინჰაუსს უკანასკნელ კონცერტზე ეცვა, აუქციონზე 243 000$-ად გაიყიდა - რას მოხმარდება აუქციონზე შეგროვილი თანხა?

27 წლის ასაკ­ში ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი უნი­ჭი­ე­რე­სი მომ­ღერ­ლის, ემი უა­ი­ნ­ჰა­უ­სის 800-მდე ნივ­თი აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და. შეგ­რო­ვი­ლი თან­ხა, რო­მე­ლიც 4 მი­ლი­ონ დო­ლარს აღე­მა­ტე­ბა, უა­ი­ნ­ჰა­უ­სის მშობ­ლე­ბის შექ­მნილ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს გა­და­ე­ცე­მა და ალ­კოჰოლ და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას მოხ­მარ­დე­ბა.

  • აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნილ ნივ­თებს შო­რის იყო ზო­ლი­ა­ნი მინი კაბა, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალს სიკ­ვდი­ლამ­დე 1 თვით ადრე, ბელგრად­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე ეცვა. კაბა 243 000 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და, რაც მის თავ­და­პირ­ველ ფასს 16-ჯერ აღე­მა­ტე­ბა.

  • Moschino-ს ბრენ­დის გუ­ლის ფორ­მის წი­თე­ლი ჩან­თა, რო­მე­ლიც ემი უა­ი­ნ­ჰა­უსს 2007 წლის დიდი ბრი­ტა­ნე­თის და­ჯილ­დო­ვე­ბის სა­ღა­მო­ზე ეკა­ვა, 204 800$-ად გა­ი­ყი­და.
  • მომ­ღერ­ლის ნა­ქო­ნი Dolce & Gabbana-ს კაბა კი 150 000$-ად გას­ხვის­და.

აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­დუ­ლი ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი ლონ­დონ­ში, დი­ზა­ი­ნის მუ­ზე­უმ­ში, ემი უა­ი­ნ­ჰა­უ­სი­სად­მი მი­ძღვნილ გა­მო­ფე­ნა­ზე იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მათი ნახ­ვა 26 ნო­ემ­ბრი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, შემ­დეგ კი ნივ­თე­ბი ახალ მე­პატ­რო­ნე­ებს გა­და­ე­ცე­მათ.

წყა­რო

თარ­გმნა ანა სი­ბოშ­ვილ­მა

გიორგი
9

მოხმარდება, კაბების მეტად დამოკლებას!

ავტორი:

კაბა, რომელიც ემი უაინჰაუსს უკანასკნელ კონცერტზე ეცვა, აუქციონზე 243 000$-ად გაიყიდა - რას მოხმარდება აუქციონზე შეგროვილი თანხა?

კაბა, რომელიც ემი უაინჰაუსს უკანასკნელ კონცერტზე ეცვა, აუქციონზე 243 000$-ად გაიყიდა - რას მოხმარდება აუქციონზე შეგროვილი თანხა?

27 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი უნიჭიერესი მომღერლის, ემი უაინჰაუსის 800-მდე ნივთი აუქციონზე გაიყიდა. შეგროვილი თანხა, რომელიც 4 მილიონ დოლარს აღემატება, უაინჰაუსის მშობლების შექმნილ საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა და ალკოჰოლ და ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდების მკურნალობას მოხმარდება.

  • აუქციონზე გატანილ ნივთებს შორის იყო ზოლიანი მინი კაბა, რომელიც მომღერალს სიკვდილამდე 1 თვით ადრე, ბელგრადში გამართულ კონცერტზე ეცვა. კაბა 243 000 დოლარად გაიყიდა, რაც მის თავდაპირველ ფასს 16-ჯერ აღემატება.

  • Moschino-ს ბრენდის გულის ფორმის წითელი ჩანთა, რომელიც ემი უაინჰაუსს 2007 წლის დიდი ბრიტანეთის დაჯილდოვების საღამოზე ეკავა, 204 800$-ად გაიყიდა.
  • მომღერლის ნაქონი Dolce & Gabbana-ს კაბა კი 150 000$-ად გასხვისდა.

აუქციონზე გაყიდული ნივთების ნაწილი ლონდონში, დიზაინის მუზეუმში, ემი უაინჰაუსისადმი მიძღვნილ გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი. მათი ნახვა 26 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი ნივთები ახალ მეპატრონეებს გადაეცემათ.

წყარო

თარგმნა ანა სიბოშვილმა