საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძის სამადლობელი წვეულება - ვინ ესწრებოდა ხალხმრავალ თავყრილობას და რა უთხრა ახალარჩეულმა მერმა მხარდამჭერებს?
კახა კალაძის სამადლობელი წვეულება - ვინ ესწრებოდა ხალხმრავალ თავყრილობას და რა უთხრა ახალარჩეულმა მერმა მხარდამჭერებს?

თბი­ლი­სის უკვე მე­ო­რედ არ­ჩე­ულ­მა მერ­მა კახი კა­ლა­ძემ გუ­შინ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი წვე­უ­ლე­ბა­ზე და­პა­ტი­ჟა და მათ გვერ­დში დგო­მის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. ხალ­ხმრა­ვალ წვე­უ­ლე­ბა­ზე, რო­გორც ეს ად­გი­ლი­დან გავ­რცე­ლე­ბულ ლა­ივ­ვი­დე­ო­ში ჩანს, კა­ლა­ძემ შეკ­რე­ბი­ლებს მი­მარ­თა და უთხრა: "ეს არ არის მხო­ლოდ ჩემი და ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბა, ეს არის ამ ქა­ლა­ქის გა­მარ­ჯვე­ბა, თბი­ლი­სე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა...“

კახი კა­ლა­ძის წვე­უ­ლე­ბა­ზე მი­მა­ვალ­მა დალი ჩი­ტა­ლა­ძემ "ინ­სტაგ­რა­მის" სთო­რი­ში ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ მი­დი­ან მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე დალი ჩი­ტა­ლა­ძე, ნინო ნა­დი­რა­ძე, დი­ზა­ი­ნე­რი ნანა შუკ­ვა­ნი, რო­მე­ლიც დებ კვი­ცი­ა­ნე­ბის დე­დაა, მო­დე­ლი კრის­ტი ყიფ­ში­ძე და ია ფა­რუ­ლა­ვა...

"ჩვენ მივ­დი­ვართ კა­ხის "ტუსოვ­კა­ზე...“ - ამ­ბობს ია ფა­რუ­ლა­ვა, რამ­დე­ნი­მე წამ­ში კი დას­ძენს, - არა­ვინ და­ი­ჯე­როს, რე­ა­ლუ­რად კა­ხის სტუმ­რე­ბი მე კი არა, ნინო და დალი არი­ა­ნო.

"მე და დალი მარ­თლა მივ­დი­ვართ", - ამ­ბობს ნინო ნა­დი­რა­ძე ვი­დე­ო­ში.

ვი­დეო და ფო­ტო­კად­რე­ბი­დან ჩანს, რომ სტუმ­რებს შო­რის ასე­ვე იყ­ვნენ: თა­მარ ივე­რი, და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლი, თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი, ქეთი დო­ლი­ძე, აჩი მე­ფა­რი­ძე... დე­ტა­ლე­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად ambebi.ge თე­მურ თა­თა­რაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა:

"კი ბა­ტო­ნო ვი­ყა­ვი, კა­ხიმ თა­ვად გა­დაგ­ვი­ხა­და მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის, მეტი ისე­თი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. თბი­ლი­სის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხი ეს­წრე­ბო­და სა­ღა­მოს".

დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან ს ამ­ბობს, რომ სა­ღა­მო­ზე სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე ისა­უბ­რეს.

"კა­ხიმ მად­ლო­ბა გა­და­ი­ხა­და თა­ნად­გო­მის­თვის. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩაგ­ვა­ბა­რა ან­გა­რი­ში, თუ რას აპი­რებს. ჩვენც აღ­ვუთ­ქვით, რომ ყო­ველ­თვის მის გვერ­დით ვიქ­ნე­ბით. მისი სი­ტყვე­ბი იყო, - დად­გა დრო შე­რი­გე­ბის, ერ­თად მო­ვუ­ა­როთ თბი­ლის­სო. ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ, რომ წა­გე­ბულ­მაც და მო­გე­ბულ­მაც ერ­თმა­ნეთს ხელი ჩა­მო­ვარ­თვათ.

სა­ღა­მო­ზე ბევ­რი სტუ­მა­რი იყო, ერთს გე­ტყვით - ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, ამით ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი. და­ახ­ლო­ე­ბით 100-150 ადა­მი­ა­ნი შე­ვიკ­რი­ბეთ.

ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბიც იყ­ვნენ. ეს ძა­ლი­ან ცი­ვი­ლუ­რი ფორ­მაა, რომ ადა­მი­ა­ნი იხ­დის მად­ლო­ბას. ჩემი გან­წყო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ოპო­ზი­ცი­ა­საც ვე­ტყვი, დავ­ლაგ­დეთ, შევ­რიგ­დეთ, ერ­თად ვა­შე­ნოთ მო­მა­ვა­ლი. რო­დე­საც ამას ვამ­ბობთ, დაგ­ვცი­ნი­ან მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, - თქვენ­თან რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­რი­გე­ბაო. მე არა­ვი­სი ცი­ხე­ში ყოფ­ნა არ მი­ხა­რია და არც ცუ­დად ყოფ­ნა. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რულ­დეს ეს გახ­ლეჩ­ვა.

ყვე­ლას, მინ­და, მო­ვუ­წო­დო, რომ რამ­დე­ნა­დაც რთუ­ლი არ უნდა იყოს, გა­დავ­დოთ წყე­ნა. ალ­ბათ ფიქ­რობთ, რა ამო­ჩე­მე­ბა აქვს ამ ოქი­ტაშ­ვილს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­სო", ჩემ ოჯახ­ზე და ჩემ თავ­ზე გა­და­ი­ა­რა მათი მმარ­თვე­ლო­ბის სიმ­ძი­მემ, ჩემი 12 წლის ქა­ლიშ­ვი­ლით მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ, მე თა­ვად ავ­ტო­ფა­რეხ­ში მე­ზო­ბელ­მა შემ­თხვე­ვით მი­პო­ვა, უფალ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა.

ვიცი, ეს ვინც გა­მი­კე­თა, მაგ­რამ არა­სო­დეს ვი­ტყვი, მის სა­ხელს, რათა მის შვი­ლებს არ შერ­ცხვეთ. მინ­და, დიდი მად­ლო­ბა კა­ხას გა­და­ვუ­ხა­დო, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მად­ლი­ე­რია, ძა­ლი­ან კარ­გია, თუ ოპო­ზი­ცია და­მი­ძა­ხებს, მათ­თა­ნაც სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვალ და მო­ვუს­მენ".

მკითხველის კომენტარები / 148 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭორლეონე
7

უეჭველი იქნებოდნენ...გოგა ხაინდრავა, გრეჩიხები, კორკოტა, ქეთი დოლიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ჯაპანა და მისი და, შენგელაია სა მთელი მედროვე წითელი ინრელიგენციისა და ქუჩის ბიჭების ნაზავი.

🙂
16

ᲗქვენᲗვის არ არის პანდემია.. იზეიმეᲗ სანამ დრო გაქვᲗ, ვაი Თქვენს პატრონს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

კახა კალაძის სამადლობელი წვეულება - ვინ ესწრებოდა ხალხმრავალ თავყრილობას და რა უთხრა ახალარჩეულმა მერმა მხარდამჭერებს?

კახა კალაძის სამადლობელი წვეულება - ვინ ესწრებოდა ხალხმრავალ თავყრილობას და რა უთხრა ახალარჩეულმა მერმა მხარდამჭერებს?

თბილისის უკვე მეორედ არჩეულმა მერმა კახი კალაძემ გუშინ მხარდამჭერები წვეულებაზე დაპატიჟა და მათ გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა. ხალხმრავალ წვეულებაზე, როგორც ეს ადგილიდან გავრცელებულ ლაივვიდეოში ჩანს, კალაძემ შეკრებილებს მიმართა და უთხრა: "ეს არ არის მხოლოდ ჩემი და ჩემი პოლიტიკური პარტიის გამარჯვება, ეს არის ამ ქალაქის გამარჯვება, თბილისელების გამარჯვება...“

კახი კალაძის წვეულებაზე მიმავალმა დალი ჩიტალაძემ "ინსტაგრამის" სთორიში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ მიდიან მელიქიშვილის გამზირზე დალი ჩიტალაძე, ნინო ნადირაძე, დიზაინერი ნანა შუკვანი, რომელიც დებ კვიციანების დედაა, მოდელი კრისტი ყიფშიძე და ია ფარულავა...

"ჩვენ მივდივართ კახის "ტუსოვკაზე...“ - ამბობს ია ფარულავა, რამდენიმე წამში კი დასძენს, - არავინ დაიჯეროს, რეალურად კახის სტუმრები მე კი არა, ნინო და დალი არიანო.

"მე და დალი მართლა მივდივართ", - ამბობს ნინო ნადირაძე ვიდეოში.

ვიდეო და ფოტოკადრებიდან ჩანს, რომ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ: თამარ ივერი, დავით ოქიტაშვილი, თემურ თათარაშვილი, ქეთი დოლიძე, აჩი მეფარიძე... დეტალების დასაზუსტებლად ambebi.ge თემურ თათარაშვილს დაუკავშირდა, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"კი ბატონო ვიყავი, კახიმ თავად გადაგვიხადა მადლობა მხარდაჭერისთვის, მეტი ისეთი არაფერი ყოფილა. თბილისის მოყვარული ხალხი ესწრებოდა საღამოს".

დათო ოქიტაშვილი ambebi.ge-სთან ს ამბობს, რომ საღამოზე საინტერესო თემებზე ისაუბრეს.

"კახიმ მადლობა გადაიხადა თანადგომისთვის. საზოგადოებას ჩაგვაბარა ანგარიში, თუ რას აპირებს. ჩვენც აღვუთქვით, რომ ყოველთვის მის გვერდით ვიქნებით. მისი სიტყვები იყო, - დადგა დრო შერიგების, ერთად მოვუაროთ თბილისსო. ამ ქვეყანაში ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ წაგებულმაც და მოგებულმაც ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ.

საღამოზე ბევრი სტუმარი იყო, ერთს გეტყვით - ნონა გაფრინდაშვილი, ამით ყველაფერია ნათქვამი. დაახლოებით 100-150 ადამიანი შევიკრიბეთ.

ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ. ეს ძალიან ცივილური ფორმაა, რომ ადამიანი იხდის მადლობას. ჩემი განწყობის მიუხედავად, ოპოზიციასაც ვეტყვი, დავლაგდეთ, შევრიგდეთ, ერთად ვაშენოთ მომავალი. როდესაც ამას ვამბობთ, დაგვცინიან მათი მხარდამჭერები, - თქვენთან როგორ შეიძლება შერიგებაო. მე არავისი ციხეში ყოფნა არ მიხარია და არც ცუდად ყოფნა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს გახლეჩვა.

ყველას, მინდა, მოვუწოდო, რომ რამდენადაც რთული არ უნდა იყოს, გადავდოთ წყენა. ალბათ ფიქრობთ, რა ამოჩემება აქვს ამ ოქიტაშვილს "ნაციონალებისო", ჩემ ოჯახზე და ჩემ თავზე გადაიარა მათი მმართველობის სიმძიმემ, ჩემი 12 წლის ქალიშვილით მემუქრებოდნენ, მე თავად ავტოფარეხში მეზობელმა შემთხვევით მიპოვა, უფალმა გადამარჩინა.

ვიცი, ეს ვინც გამიკეთა, მაგრამ არასოდეს ვიტყვი, მის სახელს, რათა მის შვილებს არ შერცხვეთ. მინდა, დიდი მადლობა კახას გადავუხადო, როდესაც ადამიანი მადლიერია, ძალიან კარგია, თუ ოპოზიცია დამიძახებს, მათთანაც სიამოვნებით მივალ და მოვუსმენ".