მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 რამ, რასაც  ინტერიერის დიზაინერი რემონტისას თქვენზე უკეთ გააკეთებს
6 რამ, რასაც  ინტერიერის დიზაინერი რემონტისას თქვენზე უკეთ გააკეთებს

პირ­ვე­ლი, რა­ზეც რე­მონ­ტის და­წყე­ბი­სას ვფიქ­რობთ, სივ­რცის სწო­რად ათ­ვი­სე­ბაა, რათა სახ­ლში ყვე­ლა წერ­ტი­ლი ფუნ­ქცი­უ­რი და სწო­რად და­გეგ­მა­რე­ბუ­ლი იყოს. შე­საძ­ლოა, Pinterest-სა თუ Instagram-ზე ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო იდეა ვნა­ხოთ და მათი ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში გად­მო­ტა­ნაც მო­ვინ­დო­მოთ, მაგ­რამ ცალ­კე­უ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი სახლზე არას­დროს იძ­ლე­ვა სრულ წარ­მოდ­გე­ნას.

რო­გორც წესი, დი­ზა­ი­ნი სახ­ლის ფარ­თო­ბის მი­ხედ­ვით ირ­ჩე­ვა, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თვა­ლით კი ამის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, შეც­დო­მე­ბი უკვე რე­მონ­ტი­სას ჩნდე­ბა ხოლ­მე, მათი გა­მოს­წო­რე­ბა კი უკვე გა­ღე­ბუ­ლი ფი­ნან­სე­ბის გამო ვე­ღარ ხერ­ხდე­ბა. არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი მა­სა­ლე­ბის, ფერ­თა გრა­და­ცი­ე­ბის, გა­ნა­თე­ბის, ფარ­თობ­თან არა­რე­ლე­ვან­ტუ­რი ზო­მე­ბი­სა და ფორ­მე­ბის გამო, ხში­რად პრო­ფე­სი­ო­ნალ ხე­ლოს­ნებ­საც უჭირთ იმის გა­კე­თე­ბა, რაც შე­ვუკ­ვე­თეთ და შე­დე­გით უკ­მა­ყო­ფი­ლო ვრჩე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­მონ­ტის დროს ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნერს და­სახ­მა­რებ­ლად 100-დან მხო­ლოდ 3 ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავს. სწო­რედ ამი­ტომ სა­ცხოვ­რებ­ლის მო­წყო­ბი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა ხში­რად იმა­ზე 3-ჯერ მეტი ღირს, რაც დი­ზა­ი­ნე­რის და­ქი­რა­ვე­ბის­თვის იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო. ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნიც ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წი­ლია, რა­საც ნიჭი, ხედ­ვა, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა და რაც მთა­ვა­რია, შეს­წავ­ლა სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი, რომ­ლებ­საც სპე­ცი­ა­ლის­ტი ჩვენ­ზე უკეთ გა­ა­კე­თებს. უფრო ვრცლად გა­ი­გებთ სტა­ტი­ი­დან.

ობი­ექ­ტის აზომ­ვა

ობი­ექ­ტის პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და შე­ფა­სე­ბა, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის აგე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს ბი­ნი­სა თუ სახ­ლის ზუს­ტი ნა­ხა­ზის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. ნა­ხა­ზის თა­ვად შედ­გე­ნა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა, არა­და მის გა­რე­შე სა­ცხოვ­რებ­ლის სწო­რად გეგ­მა­რე­ბა ნაკ­ლე­ბად შე­საძ­ლე­ბე­ლია.

გეგ­მა­რე­ბა

დამ­კვეთ­თან შე­თან­ხმე­ბით, ავე­ჯი­სა და ტიხ­რე­ბის გეგ­მა­რე­ბა, მათი ერ­გო­ნო­მი­უ­ლი სტან­დარ­ტით გან­ლა­გე­ბა და არ­სე­ბუ­ლი სივ­რცის მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად ათ­ვი­სე­ბა. სულ მცი­რე ფარ­თო­ბის, 40 კვ/მ ბი­ნაც კი შეგ­ვიძ­ლია ისე და­ვა­გეგ­მა­როთ, რომ სრულ­ფა­სოვ­ნად და კომ­ფორ­ტუ­ლად ცხოვ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა კუ­თხე მო­ვი­წყოთ, იქ­ნე­ბა ეს სა­მუ­შაო ან სა­მე­ცა­დი­ნო, სტუმ­რე­ბის მი­სა­ღე­ბი თუ და­სა­ძი­ნე­ბე­ლი. ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი კი სწო­რედ ამ საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან.

დი­ზა­ი­ნის შერ­ჩე­ვა

ეს სა­მუ­შაო პრო­ცე­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი კომ­პო­ნენ­ტია, რა­საც დი­ზა­ი­ნე­რი ყვე­ლა­ზე დიდ დროს უთ­მობს. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, დამ­კვე­თებს თა­ვი­ან­თი მო­მა­ვა­ლი სა­ცხოვ­რებ­ლის ვი­ზუ­ა­ლის წარ­მოდ­გე­ნა უფრო მარ­ტი­ვად შე­უძ­ლი­ათ. თა­ვის მხრივ, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რებ­საც საქ­მე უმარ­ტივ­დე­ბათ, რად­გან ბი­ნის რე­მონ­ტის და­წყე­ბამ­დე ერ­თგვა­რი მა­კე­ტი უკვე შედ­გე­ნი­ლი აქვთ.

მა­გა­ლი­თად, „მი­ჰა­უ­სის“ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი იყე­ნე­ბენ Moodboard – 3D ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას, მათ მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დის რე­ფე­რენ­ცი­ე­ბის შერ­ჩე­ვა და ახა­ლი დი­ზა­ი­ნის შექ­მნა. გეგ­მა­რე­ბის მი­ხედ­ვით, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის დი­ზა­ი­ნის კონ­ცეფ­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და დამ­კვე­თის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბა, რაც ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი ვი­ზუ­ა­ლის შერ­ჩე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

ტექ­ნი­კუ­რი ნა­ხა­ზე­ბის მომ­ზა­დე­ბა

ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი დამ­კვეთ­თან შე­თან­ხმე­ბით თა­ვად ამ­ზა­დე­ბენ ტექ­ნი­კურ ნა­ხა­ზებს. ავე­ჯი­სა და ტიხ­რე­ბის გეგ­მა­რე­ბა, მათი ერ­გო­ნო­მი­უ­ლი სტან­დარ­ტით გან­ლა­გე­ბა და არ­სე­ბუ­ლი სივ­რცის მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად ათ­ვი­სე­ბა სწო­რედ მათი ძლი­ე­რი მხა­რეა და ამის გა­კე­თე­ბა არაპრო­ფე­სი­ო­ნალს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, მათ კომ­პე­ტენ­ცი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა სან­ტექ­ნი­კი­სა და გათ­ბო­ბის სის­ტე­მე­ბის სქე­მის შედ­გე­ნა, კედ­ლის სა­ფა­რის გა­და­ნა­წი­ლე­ბის სქე­მა, ელექტრო­ბის გეგ­მა­რე­ბა, ტიხ­რე­ბის ცვლი­ლე­ბა, ჭე­რი­სა და ია­ტა­კის სქე­მის შედ­გე­ნა და ავე­ჯის ტექ­ნი­კუ­რი ნა­ხა­ზი.

მა­სა­ლე­ბის შერ­ჩე­ვა და რა­ო­დე­ნო­ბის აღ­რი­ცხვა

ავე­ჯი­სა და ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის მა­სა­ლის რა­ო­დე­ნო­ბის დათ­ვლას ფარ­თო­ბის მი­ხედ­ვით ხში­რად ხე­ლოს­ნებს მი­ვან­დობთ ხოლ­მე, თუმ­ცა შემ­დეგ სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მა იჩენს თავს, იქ­ნე­ბა ეს უხა­რის­ხო პრო­დუქ­ტი თუ და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბი. დი­ზა­ი­ნე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბა ამ პრობ­ლე­მებ­საც აგ­ვა­რი­დებს თა­ვი­დან, რად­გან ის ჩვენ­თან ერ­თად შე­არ­ჩევს სა­ჭი­რო ნივ­თებ­სა და პრო­დუქ­ცი­ას, მა­სა­ლე­ბის ზუსტ რა­ო­დე­ნო­ბა­სა და ფასს დაგ­ვით­ვლის, ყო­ველ­გვა­რი გა­და­ხარ­ჯვის გა­რე­შე.

სა­ავ­ტო­რო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა

სწო­რი გეგ­მა­რე­ბის, ტექ­ნი­კუ­რი ნა­ხა­ზე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და მა­სა­ლე­ბის შე­ძე­ნის შემ­დეგ სა­ჭი­როა რე­მონ­ტის პრო­ცე­სის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, რაც ასე­ვე პრო­ფე­სი­ო­ნალს უნდა მი­ვან­დოთ, რად­გან თა­ვად გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა, სრუ­ლი სი­ზუს­ტით მივ­ყვეთ მის მიერ შედ­გე­ნილ ნა­ხა­ზებს.

ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რი ხე­ლოს­ნებ­თან და დამ­კვეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ით ახერ­ხებს, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი ყვე­ლა პუნ­ქტი შეს­რულ­დეს და და­სას­რულს სწო­რედ ის მი­ვი­ღოთ, რაც შე­ვუკ­ვე­თეთ.

ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სით გა­მო­ირ­ჩე­ვა ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის ჰი­პერ­მარ­კე­ტი მი­ჰა­უ­სი, რომ­ლის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლილ მომ­სა­ხუ­რე­ბას გაგ­ვი­წე­ვენ და ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სებ­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან.

დი­ზა­ი­ნე­რებს სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია შე­გიძ­ლი­ათ, შემ­დეგ ბმულ­ზე და­უ­ტო­ვოთ და ისი­ნი თა­ვად და­გი­კავ­შირ­დე­ბი­ან: https://cutt.ly/PR8z6sU

ნუ წარ­მო­იდ­გენ, და­ი­ნა­ხე შენი მო­მა­ვა­ლი სახ­ლი!

ავტორი:

6 რამ, რასაც  ინტერიერის დიზაინერი რემონტისას თქვენზე უკეთ გააკეთებს

6 რამ, რასაც  ინტერიერის დიზაინერი რემონტისას თქვენზე უკეთ გააკეთებს

პირველი, რაზეც რემონტის დაწყებისას ვფიქრობთ, სივრცის სწორად ათვისებაა, რათა სახლში ყველა წერტილი ფუნქციური და სწორად დაგეგმარებული იყოს. შესაძლოა, Pinterest-სა თუ Instagram-ზე ინტერიერის დიზაინის ბევრი საინტერესო იდეა ვნახოთ და მათი ჩვენს რეალობაში გადმოტანაც მოვინდომოთ, მაგრამ ცალკეული ფოტოსურათები სახლზე არასდროს იძლევა სრულ წარმოდგენას.

როგორც წესი, დიზაინი სახლის ფართობის მიხედვით ირჩევა, არაპროფესიონალი თვალით კი ამის გაკეთება რთულია. შესაბამისად, შეცდომები უკვე რემონტისას ჩნდება ხოლმე, მათი გამოსწორება კი უკვე გაღებული ფინანსების გამო ვეღარ ხერხდება. არასწორად შერჩეული მასალების, ფერთა გრადაციების, განათების, ფართობთან არარელევანტური ზომებისა და ფორმების გამო, ხშირად პროფესიონალ ხელოსნებსაც უჭირთ იმის გაკეთება, რაც შევუკვეთეთ და შედეგით უკმაყოფილო ვრჩებით.

საქართველოში რემონტის დროს ინტერიერის დიზაინერს დასახმარებლად 100-დან მხოლოდ 3 ადამიანი მიმართავს. სწორედ ამიტომ საცხოვრებლის მოწყობისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება ხშირად იმაზე 3-ჯერ მეტი ღირს, რაც დიზაინერის დაქირავებისთვის იქნებოდა საჭირო. ინტერიერის დიზაინიც ხელოვნების ნაწილია, რასაც ნიჭი, ხედვა, კრეატიულობა და რაც მთავარია, შესწავლა სჭირდება, ამიტომ არსებობს რამდენიმე დეტალი, რომლებსაც სპეციალისტი ჩვენზე უკეთ გააკეთებს. უფრო ვრცლად გაიგებთ სტატიიდან.

ობიექტის აზომვა

ობიექტის პირველადი დათვალიერება და შეფასება, არსებული მდგომარეობის აგება, რაც გულისხმობს ბინისა თუ სახლის ზუსტი ნახაზის უზრუნველყოფას. ნახაზის თავად შედგენა გაგვიჭირდება, არადა მის გარეშე საცხოვრებლის სწორად გეგმარება ნაკლებად შესაძლებელია.

გეგმარება

დამკვეთთან შეთანხმებით, ავეჯისა და ტიხრების გეგმარება, მათი ერგონომიული სტანდარტით განლაგება და არსებული სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად ათვისება. სულ მცირე ფართობის, 40 კვ/მ ბინაც კი შეგვიძლია ისე დავაგეგმაროთ, რომ სრულფასოვნად და კომფორტულად ცხოვრებისთვის საჭირო ყველა კუთხე მოვიწყოთ, იქნება ეს სამუშაო ან სამეცადინო, სტუმრების მისაღები თუ დასაძინებელი. ინტერიერის დიზაინერები კი სწორედ ამ საქმის პროფესიონალები არიან.

დიზაინის შერჩევა

ეს სამუშაო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე რთული კომპონენტია, რასაც დიზაინერი ყველაზე დიდ დროს უთმობს. თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, დამკვეთებს თავიანთი მომავალი საცხოვრებლის ვიზუალის წარმოდგენა უფრო მარტივად შეუძლიათ. თავის მხრივ, ინტერიერის დიზაინერებსაც საქმე უმარტივდებათ, რადგან ბინის რემონტის დაწყებამდე ერთგვარი მაკეტი უკვე შედგენილი აქვთ.

მაგალითად, „მიჰაუსის“ დიზაინერები იყენებენ Moodboard – 3D ვიზუალიზაციას, მათ მოვალეობაში შედის რეფერენციების შერჩევა და ახალი დიზაინის შექმნა. გეგმარების მიხედვით, სხვადასხვა მიმართულების დიზაინის კონცეფციის ჩამოყალიბება და დამკვეთისთვის შეთავაზება, რაც ყველაზე მისაღები ვიზუალის შერჩევაში დაგეხმარებათ.

ტექნიკური ნახაზების მომზადება

ინტერიერის დიზაინერები დამკვეთთან შეთანხმებით თავად ამზადებენ ტექნიკურ ნახაზებს. ავეჯისა და ტიხრების გეგმარება, მათი ერგონომიული სტანდარტით განლაგება და არსებული სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად ათვისება სწორედ მათი ძლიერი მხარეა და ამის გაკეთება არაპროფესიონალს ძალიან გაუჭირდება.

გარდა ამისა, მათ კომპეტენციას განეკუთვნება სანტექნიკისა და გათბობის სისტემების სქემის შედგენა, კედლის საფარის გადანაწილების სქემა, ელექტრობის გეგმარება, ტიხრების ცვლილება, ჭერისა და იატაკის სქემის შედგენა და ავეჯის ტექნიკური ნახაზი.

მასალების შერჩევა და რაოდენობის აღრიცხვა

ავეჯისა და ნებისმიერი ტიპის მასალის რაოდენობის დათვლას ფართობის მიხედვით ხშირად ხელოსნებს მივანდობთ ხოლმე, თუმცა შემდეგ სხვადასხვა პრობლემა იჩენს თავს, იქნება ეს უხარისხო პროდუქტი თუ დამატებითი ხარჯები. დიზაინერის მომსახურება ამ პრობლემებსაც აგვარიდებს თავიდან, რადგან ის ჩვენთან ერთად შეარჩევს საჭირო ნივთებსა და პროდუქციას, მასალების ზუსტ რაოდენობასა და ფასს დაგვითვლის, ყოველგვარი გადახარჯვის გარეშე.

საავტორო ზედამხედველობა

სწორი გეგმარების, ტექნიკური ნახაზების მომზადებისა და მასალების შეძენის შემდეგ საჭიროა რემონტის პროცესის ზედამხედველობა, რაც ასევე პროფესიონალს უნდა მივანდოთ, რადგან თავად გაგვიჭირდება, სრული სიზუსტით მივყვეთ მის მიერ შედგენილ ნახაზებს.

ინტერიერის დიზაინერი ხელოსნებთან და დამკვეთთან კომუნიკაციით ახერხებს, წინასწარ განსაზღვრული ყველა პუნქტი შესრულდეს და დასასრულს სწორედ ის მივიღოთ, რაც შევუკვეთეთ.

ინტერიერის დიზაინერის მომსახურების სერვისით გამოირჩევა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი, რომლის დიზაინერები ყველა ჩამოთვლილ მომსახურებას გაგვიწევენ და ყველაზე ხელმისაწვდომ ფასებში ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენაში დაგვეხმარებიან.

დიზაინერებს საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ, შემდეგ ბმულზე დაუტოვოთ და ისინი თავად დაგიკავშირდებიან: https://cutt.ly/PR8z6sU

ნუ წარმოიდგენ, დაინახე შენი მომავალი სახლი!