მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქციის 7 ნოემბერს ჩატარება წამოცდენა იყო, თუ ქვეცნობიერის ამოძახილი, ვერ გეტყვით... შემთხვევით არაფერი ხდება " - გია ვოლსკი
"აქციის 7 ნოემბერს ჩატარება წამოცდენა იყო, თუ ქვეცნობიერის ამოძახილი, ვერ გეტყვით... შემთხვევით არაფერი ხდება " - გია ვოლსკი

პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე - სპი­კე­რის, გია ვოლ­სკის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის მიერ აქ­ცი­ე­ბის თავ­და­პირ­ვე­ლად 7 ნო­მე­ბერს და­ა­ნონ­სე­ბა შემ­თხვე­ვი­თი არ იყო.

მისი თქმით, შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა და თა­რი­ღე­ბის დამ­თხვე­ვა შემ­თხვე­ვი­თო­ბას არ მი­ე­წე­რე­ბა.

"სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ფაქ­ტია 90- იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, გრი­გა­ლის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო. ბოლო პე­რი­ოდ­ში ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა ახალ მუხტს იღებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპო­ზი­ცია რო­გორც ასე­თი, მისი უმ­რავ­ლე­სი ნა­წი­ლი არ ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას და მთა­ვა­რი თემა იმ დღის წეს­რი­გი­დან არ გა­მოს­ვლაა, რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა შეს­თა­ვა­ზა, ეს არის რე­ვო­ლუ­ცია, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია. გა­და­ხედ­ვა მარ­თებს ოპო­ზი­ცი­ას, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სიც გა­აჩ­ნია, მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც საკ­მა­ოდ ჰყავს იმი­სათ­ვის, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ეფექ­ტუ­რი მარ­თვა ამ პრო­ცე­სე­ბის, ჩა­ერ­თოს ეკო­ნო­მი­კურ, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა­ში. წარ­მო­მად­გენ­ლო­ბაც საკ­მა­რი­სი ჰყავს.

აქ­ცი­ის 7 ნო­ემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბა წა­მოც­დე­ნა იყო, თუ ქვეც­ნო­ბი­ე­რის ამო­ძა­ხი­ლი, ვერ გე­ტყვით, 7 ნო­ემ­ბე­რი არის ერთ - ერთი სიმ­ბო­ლო „ნაც­მოძ­რა­ო­ბის" სა­დის­ტუ­რი სა­ხის. ასე რომ, შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა და თა­რი­ღე­ბის დამ­თხვე­ვა შემ­თხვე­ვი­თო­ბას არ მი­ე­წე­რე­ბა,"- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ხა­ზა­რა­ძის პარ­ლა­მენ­ტი­დან გას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და გა­ნა­ცხა­და, რომ მო­გო­ნი­ლი მი­ზე­ზით უა­რის თქმა პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბა­ზე იმას ნიშ­ნავს, რომ მუ­შა­ო­ბის რე­სურ­სი არ აქვს.

"ოპო­ზი­ცი­ას აქვს მძლავ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რათა მარ­თოს სი­ტუ­ა­ცია, შექ­მნას სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ე­ბი, მო­ი­თხო­ვოს მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის ან­გა­რი­შე­ბი და როცა ამ რე­სურ­სზე უარს მო­გო­ნი­ლი მი­ზე­ზით ამ­ბობ, იმას ნიშ­ნავს, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლად მუ­შა­ო­ბის რე­სურ­სი არ გა­აჩ­ნი­ათ. სამ­წუ­ხა­როა, რომ ოპო­ზი­ცია არ გვყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში, გვყავს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უპი­რის­პირ­დე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფოს და ნე­ბის­მი­ე­რი გზით ცდი­ლო­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუნ­დნენ. მაგ­რამ არის ოპო­ზი­ცი­აც, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს, კრი­ტი­კუ­ლია და პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბა აინ­ტე­რე­სებს“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ვოლ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქო
0

თუ იცი, რომ 7 ნოემბერს დიდი ოქტომბრის რევოლუცია მოხდა და ამის აღნიშვნა ხომ არ უნდოდათ.

ბიჯოს
1

ეს მართლა საბჭოთა დროინდელი წამოცდენა და ამოძახილი რა ამბავშია?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"აქციის 7 ნოემბერს ჩატარება წამოცდენა იყო, თუ ქვეცნობიერის ამოძახილი, ვერ გეტყვით... შემთხვევით არაფერი ხდება " - გია ვოლსკი

"აქციის 7 ნოემბერს ჩატარება წამოცდენა იყო, თუ ქვეცნობიერის ამოძახილი, ვერ გეტყვით... შემთხვევით არაფერი ხდება " - გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მიერ აქციების თავდაპირველად 7 ნომებერს დაანონსება შემთხვევითი არ იყო.

მისი თქმით, შემთხვევით არაფერი ხდება და თარიღების დამთხვევა შემთხვევითობას არ მიეწერება.

"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია 90- იანი წლებიდან მოყოლებული, გრიგალის პირობებში ცხოვრობს საქართველო. ბოლო პერიოდში ეს დაძაბულობა ახალ მუხტს იღებს, საქართველოში ოპოზიცია როგორც ასეთი, მისი უმრავლესი ნაწილი არ ასრულებს თავის მოვალეობას და მთავარი თემა იმ დღის წესრიგიდან არ გამოსვლაა, რაც სააკაშვილმა შესთავაზა, ეს არის რევოლუცია, დესტაბილიზაცია. გადახედვა მართებს ოპოზიციას, ინტელექტუალური რესურსიც გააჩნია, მხარდამჭერებიც საკმაოდ ჰყავს იმისათვის, რომ განახორციელოს ეფექტური მართვა ამ პროცესების, ჩაერთოს ეკონომიკურ, სოციალური საკითხების განხილვაში. წარმომადგენლობაც საკმარისი ჰყავს.

აქციის 7 ნოემბერს ჩატარება წამოცდენა იყო, თუ ქვეცნობიერის ამოძახილი, ვერ გეტყვით, 7 ნოემბერი არის ერთ - ერთი სიმბოლო „ნაცმოძრაობის" სადისტური სახის. ასე რომ, შემთხვევით არაფერი ხდება და თარიღების დამთხვევა შემთხვევითობას არ მიეწერება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა ხაზარაძის პარლამენტიდან გასვლის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ მოგონილი მიზეზით უარის თქმა პარლამენტში მუშაობაზე იმას ნიშნავს, რომ მუშაობის რესურსი არ აქვს.

"ოპოზიციას აქვს მძლავრი მექანიზმები, რათა მართოს სიტუაცია, შექმნას საგამოძიებო კომისიები, მოითხოვოს მთავრობის წევრების ანგარიშები და როცა ამ რესურსზე უარს მოგონილი მიზეზით ამბობ, იმას ნიშნავს, რომ ელემენტარულად მუშაობის რესურსი არ გააჩნიათ. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია არ გვყავს საქართველოში, გვყავს ადამიანები, რომლებიც უპირისპირდებიან სახელმწიფოს და ნებისმიერი გზით ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. მაგრამ არის ოპოზიციაც, რომელიც მუშაობს, კრიტიკულია და პარლამენტში მუშაობა აინტერესებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.