პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროტესტი გასაგებია, მაგრამ მან არ უნდა მიიღოს რევოლუციური განზომილება -  ეს უპერსპექტივოა" - გია ხუხაშვილი
"პროტესტი გასაგებია, მაგრამ მან არ უნდა მიიღოს რევოლუციური განზომილება -  ეს უპერსპექტივოა" - გია ხუხაშვილი

რო­გორც პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, სჯობს ოპო­ზი­ცი­ამ აირ­ჩი­ოს უფრო გრძელ­ვა­დი­ა­ნი, უფრო ნაკ­ლე­ბად კომ­ფორ­ტუ­ლი, უფრო დამ­ღლე­ლი, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად სწო­რი გზა და არა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გზით, არა­მედ ნა­ბიჯ- ნა­ბიჯ შე­იქ­მნას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­არ­ჩევ­ნო გზით მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ბა­რე­ბის პი­რო­ბე­ბი.

ამას­თან, რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი აცხა­დებს, დღეს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია ქვე­ყა­ნა­ში არაა, შე­სა­ბა­მი­სად ეს არის ომი, რო­მელ­შიც ოპო­ზი­ცია გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მა­ინც ვერ გა­მო­ვა და არც არას­დროს გა­მო­სუ­ლა.

"აქ­ცი­ე­ბი, პრო­ტეს­ტი გა­სა­გე­ბი და კა­ნონ­ზო­მი­ე­რია, გარ­კვე­ულ­წი­ლად ლო­გი­კუ­რიც, იმი­ტომ, რომ მარ­თლა ჰქონ­და ად­გი­ლი რე­სურ­სის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას, ყვე­ლამ ვი­ხი­ლეთ. შე­სა­ბა­მი­სად, ამას რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა აპ­რო­ტეს­ტებ­დეს. ეს პრო­ტეს­ტი არის ლო­გი­კუ­რი, თუმ­ცა, მე არ მგო­ნია, რომ ამ პრო­ტეს­ტმა უნდა მი­ი­ღოს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გან­ზო­მი­ლე­ბა. ოპო­ზი­ცი­ის მუდ­მი­ვი ჟინი, რომ სა­კი­თხი გა­და­წყდეს სწრა­ფად ანუ დი­ლას და­ვი­წყოთ და სა­ღა­მოს და­ვამ­თავ­როთ, გა­ვა­ფორ­მოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­ლე­გი­ტი­მა­ცია, ვა­ი­ძუ­ლოთ ნორ­მა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მიღ­მა მოხ­დეს სის­ტე­მის ჩა­მოშ­ლა და რიგ­გა­რე­შე პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყოს, ჯერ ერთი, რომ უპერ­სპექ­ტი­ვოა და გარ­და ამი­სა, საკ­მა­ოდ ბუნ­დო­ვან გან­ვი­თა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, რაც მა­ღა­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი რის­კე­ბის შემ­ცვე­ლი­ცაა. და­ვუშ­ვათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ნიშ­ნა დღეს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი, თუ ჩვენ ეს მან­კი­ე­რე­ბე­ბი, რაც არ­ჩევ­ნებს ახა­სი­ა­თებს, მათ შო­რის, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, არ მო­ვაგ­ვა­რეთ და რე­ა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი არ გავ­ხა­დეთ, ასეთ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს რა აზრი აქვს?! შე­სა­ბა­მი­სად, მი­ნი­მუმ ეს გზა გა­სავ­ლე­ლი გვაქვს. ჩემ­თვის გა­სა­გე­ბია, რომ ოპო­ზი­ცია ამას აპ­რო­ტეს­ტებს, თა­ვის ამომ­რჩე­ველს ხარკს უხ­დის, რო­მე­ლიც იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სწრაფ შე­დეგ­ზე, თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, ამას არ უნდა მი­ე­ცეს სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი ანუ არ უნდა გა­და­ი­ზარ­დოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი რყე­ვე­ბის ფა­ზა­ში. ეს სა­ზი­ა­ნოა და ასე­ვე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ასეთ ბრძო­ლებ­ში, რო­გორც წესი, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია და ის იმედ­გაც­რუ­ე­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, კი­დევ უფრო მძი­მე ფორ­მებს შე­ი­ძენს. ეს არის ომი, რო­მელ­შიც ოპო­ზი­ცია გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მა­ინც ვერ გა­მო­ვა და არც არას­დროს გა­მო­სუ­ლა. არ არის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია ქვე­ყა­ნა­ში. პრო­ტეს­ტი გა­სა­გე­ბია, უნდა გა­აპ­რო­ტეს­ტონ, უნდა შე­ე­ცა­დონ, რომ სა­ხელ­მწი­ფომ აქე­დან მაქ­სი­მუ­მი მი­ი­ღოს, მაგ­რამ არა­უ­მე­ტეს ამი­სა,“- გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას აზრი აქვს მხო­ლოდ მა­შინ, თუ კონ­კუ­რენ­ტუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ბაზა შე­იქ­მნე­ბა.

"ასე რომ, ოპო­ზი­ცი­ა­ში უნდა მიყ­ვნენ პრო­ცესს. ნუ იქ­ნე­ბი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. დღეს არის ვი­თა­რე­ბა, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­ლე­გი­ტი­მა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს დე­ლე­გი­ტი­მა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ფერს დათ­მობს, ამი­ტომ არის პრო­ტეს­ტი კარ­გი. უნდა იყოს პრო­ტეს­ტი რა თქმა უნდა, მაგ­რამ ეს პრო­ტეს­ტი არ უნდა იყოს მყი­სი­ერ შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სა­ა­კაშ­ვი­ლის თემა და მო­ცე­მუ­ლო­ბა, მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ის, რომ მოდი, ახლა ჩვენ და­ვი­წყოთ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ვამ­თავ­როთ, ამის შე­დე­გებ­ზე უნდა დავ­ფიქ­რდეთ. ვთქვათ გავ­ყა­რეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მერე რა ხდე­ბა? ასე რომ, ყვე­ლას ვურ­ჩევ­დი, როცა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზე ზრუ­ნა­ვენ, თუნ­დაც, სა­მარ­თლი­ა­ნად, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ რის­კე­ბი. ულ­ტი­მა­ტუ­მის სა­ხით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დად­გო­მის და სრუ­ლი დე­ლე­გი­ტი­მა­ცი­ის გზას არ ვემ­ხრო­ბი. სჯობს რომ ნა­ბიჯ- ნა­ბიჯ შე­იქ­მნას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­არ­ჩევ­ნო გზით მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ბა­რე­ბის პი­რო­ბე­ბი და არა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გზით. არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა იმის, რომ შე­იქ­მნე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის პი­რო­ბე­ბი. თვი­თონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს იძუ­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ არა დღეს და არა მეყ­სე­უ­ლად. ამას სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­ფუძ­ვე­ლი. დღეს ეს გან­წყო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რომ და­ვამ­თავ­როთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მოდი და დღეს­ვე დავ­ნიშ­ნოთ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი, არ არ­სე­ბობს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ნი­მუმ ორად არის გა­ყო­ფი­ლი და ამ გზას ბევ­რი არ ეთან­ხმე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საყ­რდე­ნი. მოდი ვი­პო­ვოთ, შე­იძ­ლე­ბა უფრო გრძელ­ვა­დი­ა­ნი, უფრო ნაკ­ლე­ბად კომ­ფორ­ტუ­ლი, უფრო დამ­ღლე­ლი, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად სწო­რი გზა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ოპო­ზი­ცია თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად რე­გი­ო­ნებ­ში აქ­ცი­ებს გეგ­მავს, თბი­ლის­ში კი მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია 6 ნო­ემ­ბერ­საა და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გულუბრყვილოებს
10

რუსული მთავრობა არასოდეს მიდის არჩევნების გზით. ისინი მხოლოდ მაშინ გარბიან ქვეყნიდან რუსეთში როცა მათ ხალხი დააპანღურეს. ვისაც იმის ილუზია აქვს რომ ესეთი მშვიდობიანი გზით წავლენ მას არაფერში ესაქმება არც პოლიტიკაში და არც ექსპერტობაში 

Simartle
3

ვინმეს სჯერა რომ თუნდაც სამი წლის თავზე კობახიძე, ღარიბაშვილი თუ მდინარაძე ჩაატარებენ ნორმალურ არჩევნებს და გვერძე გადგებიან?

ეს კომკავშირული შემართების ახალგაზრდობა გაჟღენთილი არის მხოლოდ ძალაუფლებით ,კორუპციით და მხოლოდ ერთი პიროვნების დაცვით.არც კი იფიქროთ რომ მათ რაიმე სხვა პრობლემა აწუხებთ.იდეალში ფიქრობენ რომ სიბერემდე ასე გაატარებენ ქვეყანას გაჭირვებაში,ვალებში და უპერსპექტივობაში.ამათ ვერც წარმოუდგენიათ რომ სხვა ქვეყანაში იცხოვრონ. 

პრემიერის ფუნქციის შემსრულებელი საერთოდ ფიგურაა რომელსაც ფეხებით წინ თუ გამოიტანენ კაბინეტიდან( თუ ბიძინა არ შეატყობინებს ტვ იმედის მეშვეობით)

წარმოგიდგენიათ ვინმეს კიდე სამი წელი ასეთ მარაზმია და სტაგნაციაში ცხოვრება? საგარეო ვალები შეგვჭამს მარტო.

ავტორი:

"პროტესტი გასაგებია, მაგრამ მან არ უნდა მიიღოს რევოლუციური განზომილება -  ეს უპერსპექტივოა" - გია ხუხაშვილი

"პროტესტი გასაგებია, მაგრამ მან არ უნდა მიიღოს რევოლუციური განზომილება -  ეს უპერსპექტივოა" - გია ხუხაშვილი

როგორც პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სჯობს ოპოზიციამ აირჩიოს უფრო გრძელვადიანი, უფრო ნაკლებად კომფორტული, უფრო დამღლელი, მაგრამ სახელმწიფოებრივად სწორი გზა და არა რევოლუციური გზით, არამედ ნაბიჯ- ნაბიჯ შეიქმნას ხელისუფლების საარჩევნო გზით მშვიდობიანი გადაბარების პირობები.

ამასთან, როგორც ხუხაშვილი აცხადებს, დღეს რევოლუციური სიტუაცია ქვეყანაში არაა, შესაბამისად ეს არის ომი, რომელშიც ოპოზიცია გამარჯვებული მაინც ვერ გამოვა და არც არასდროს გამოსულა.

"აქციები, პროტესტი გასაგები და კანონზომიერია, გარკვეულწილად ლოგიკურიც, იმიტომ, რომ მართლა ჰქონდა ადგილი რესურსის ბოროტად გამოყენებას, ყველამ ვიხილეთ. შესაბამისად, ამას როგორც პოლიტიკური ელიტა, ისე საზოგადოება უნდა აპროტესტებდეს. ეს პროტესტი არის ლოგიკური, თუმცა, მე არ მგონია, რომ ამ პროტესტმა უნდა მიიღოს რევოლუციური განზომილება. ოპოზიციის მუდმივი ჟინი, რომ საკითხი გადაწყდეს სწრაფად ანუ დილას დავიწყოთ და საღამოს დავამთავროთ, გავაფორმოთ ხელისუფლების დელეგიტიმაცია, ვაიძულოთ ნორმალური საარჩევნო პროცესის მიღმა მოხდეს სისტემის ჩამოშლა და რიგგარეშე პროცესები დაიწყოს, ჯერ ერთი, რომ უპერსპექტივოა და გარდა ამისა, საკმაოდ ბუნდოვან განვითარებას გულისხმობს, რაც მაღალი სახელმწიფოებრივი რისკების შემცველიცაა. დავუშვათ, ხელისუფლებამ დანიშნა დღეს რიგგარეშე არჩევნები, თუ ჩვენ ეს მანკიერებები, რაც არჩევნებს ახასიათებს, მათ შორის, კანონმდებლობაში, არ მოვაგვარეთ და რეალური არჩევნები კონკურენტული არ გავხადეთ, ასეთ რიგგარეშე არჩევნებს რა აზრი აქვს?! შესაბამისად, მინიმუმ ეს გზა გასავლელი გვაქვს. ჩემთვის გასაგებია, რომ ოპოზიცია ამას აპროტესტებს, თავის ამომრჩეველს ხარკს უხდის, რომელიც იმედგაცრუებულია და ორიენტირებულია სწრაფ შედეგზე, თუმცა, მეორე მხრივ, ამას არ უნდა მიეცეს სისტემური ხასიათი ანუ არ უნდა გადაიზარდოს სახელმწიფოებრივი რყევების ფაზაში. ეს საზიანოა და ასევე, ხელისუფლება ასეთ ბრძოლებში, როგორც წესი, გამარჯვებულია და ის იმედგაცრუება, რაც საზოგადოებას აქვს, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო მძიმე ფორმებს შეიძენს. ეს არის ომი, რომელშიც ოპოზიცია გამარჯვებული მაინც ვერ გამოვა და არც არასდროს გამოსულა. არ არის რევოლუციური სიტუაცია ქვეყანაში. პროტესტი გასაგებია, უნდა გააპროტესტონ, უნდა შეეცადონ, რომ სახელმწიფომ აქედან მაქსიმუმი მიიღოს, მაგრამ არაუმეტეს ამისა,“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ კონკურენტული არჩევნების შესაბამისი ბაზა შეიქმნება.

"ასე რომ, ოპოზიციაში უნდა მიყვნენ პროცესს. ნუ იქნებიან ორიენტირებული რევოლუციურ განვითარებაზე. დღეს არის ვითარება, როცა ხელისუფლების დელეგიტიმაციამ შეიძლება სახელმწიფოს დელეგიტიმაცია გამოიწვიოს. ხელისუფლება არაფერს დათმობს, ამიტომ არის პროტესტი კარგი. უნდა იყოს პროტესტი რა თქმა უნდა, მაგრამ ეს პროტესტი არ უნდა იყოს მყისიერ შედეგზე ორიენტირებული. სააკაშვილის თემა და მოცემულობა, მისი გათავისუფლების მოთხოვნა გასაგებია, მაგრამ ის, რომ მოდი, ახლა ჩვენ დავიწყოთ და ხელისუფლება დავამთავროთ, ამის შედეგებზე უნდა დავფიქრდეთ. ვთქვათ გავყარეთ ხელისუფლება, მერე რა ხდება? ასე რომ, ყველას ვურჩევდი, როცა პოლიტიკურ პროცესზე ზრუნავენ, თუნდაც, სამართლიანად, აუცილებლად გაითვალისწინონ რისკები. ულტიმატუმის სახით ხელისუფლების გადადგომის და სრული დელეგიტიმაციის გზას არ ვემხრობი. სჯობს რომ ნაბიჯ- ნაბიჯ შეიქმნას ხელისუფლების საარჩევნო გზით მშვიდობიანი გადაბარების პირობები და არა რევოლუციური გზით. არის ძალიან მაღალი ალბათობა იმის, რომ შეიქმნება რიგგარეშე არჩევნების პირობები. თვითონ ხელისუფლება შეიძლება გახდეს იძულებული, მაგრამ არა დღეს და არა მეყსეულად. ამას სჭირდება შესაბამისი საფუძველი. დღეს ეს განწყობა საზოგადოებაში, რომ დავამთავროთ ხელისუფლება და მოდი და დღესვე დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები, არ არსებობს. საზოგადოება მინიმუმ ორად არის გაყოფილი და ამ გზას ბევრი არ ეთანხმება. ხელისუფლებასაც აქვს საზოგადოებაში საყრდენი. მოდი ვიპოვოთ, შეიძლება უფრო გრძელვადიანი, უფრო ნაკლებად კომფორტული, უფრო დამღლელი, მაგრამ სახელმწიფოებრივად სწორი გზა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად რეგიონებში აქციებს გეგმავს, თბილისში კი მასშტაბური აქცია 6 ნოემბერსაა დაანონსებული.