მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ რას მისცა ხმა - პოლიტიკოსთა შაბლონური ფრაზები საარჩევნო უბნებიდან
ვინ რას მისცა ხმა - პოლიტიკოსთა შაბლონური ფრაზები საარჩევნო უბნებიდან

დღეს, 30 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი 07:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნა, ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა კი 08:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. მე­ო­რე ტურ­ში 5 თვით­მმარ­თველ ქა­ლაქ­სა და 15 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მე­რებს აირ­ჩე­ვენ. 24 სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში კი, საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის 42 მა­ჟო­რი­ტა­რი წევ­რია ასარ­ჩე­ვი.

დი­ლი­დან სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი უკვე და­ა­ფიქ­სი­რეს პო­ლი­ტი­კო­სებ­მა. პირ­ვე­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე კახა კუ­ჭა­ვა გა­მო­ცხად­და.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ხმა თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ კახა კა­ლა­ძეს მის­ცა.

"რა თქმა უნდა, ხმა მი­ვე­ცი კახა კა­ლა­ძეს, კან­დი­დატს, რო­მელ­საც ვთვლი­დი და ვთვლი, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს იმ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც ყვე­ლამ ნახა ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც, თუ რას აპი­რებს კახა მო­მა­ვა­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მის გა­მარ­ჯვე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ჭა­ვამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თუ ვის მის­ცა ხმა, ამის და­კონ­კრე­ტე­ბა დარ­ღვე­ვა არ არის.

"დარ­ღვე­ვა არ არის ჩემ არ­ჩე­ვან­ზე სა­უ­ბა­რი, მე არას­დროს მო­მი­წო­დე­ბია სხვამ რა გა­ა­კე­თოს, ყვე­ლას ვურ­ჩევ­დი რა თქმა უნდა, უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი. მე არც ვმა­ლავ, ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნია და ვამ­ბობ კი­დეც.

და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა იყო პირ­ველ ტურ­ში ზუს­ტა­დაც ჩვენ მიერ 47%-ის აღე­ბა და რა თქმა უნდა, პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში კა­ხას საკ­მა­ოდ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა. ზუს­ტად ეს არის ამ ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტია, რომ ზოგი ქა­ლა­ქი იყო, სა­დაც მე­ო­რე ტუ­რია. თუ არ ვცდე­ბი, ორი ად­გი­ლი იყო, სა­დაც ჩვე­ნი კან­დი­და­ტი მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და 63 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მას­შტა­ბით. ამა­ზე მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა გა­მარ­ჯვე­ბა­ში რა უნდა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ჭა­ვამ.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი კახა კა­ლა­ძე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე შვილ­თან ერ­თად მი­ვი­და. ის აცხა­დებს, რომ ხმა სა­კუ­თარ თავს მის­ცა. კახა კა­ლა­ძემ მო­სახ­ლე­ო­ბას აქ­ტი­უ­რო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და.

"ხმა მი­ვე­ცი გან­ვი­თა­რე­ბას, იმას, რომ მეტი სი­ცო­ცხლე შე­ვი­ტა­ნოთ ყვე­ლა უბან­ში. რა თქმა უნდა, შე­მოვ­ხა­ზე კახა კა­ლა­ძე - 41, იმის­თვის, რომ ის აღმშე­ნებ­ლო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა, რაც და­წყე­ბუ­ლი გვაქვს 2017 წლი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში, გაგ­რძელ­დეს. ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი ვერ შე­ა­ჩე­რებს ამ გან­ვი­თა­რე­ბას, ეს არის ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა ამ ქა­ლაქს. ჩვენ ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გმუ­ლი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რე­ფორ­მე­ბი, სი­ახ­ლე­ე­ბი, ეს აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა. მინ­და დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ვუ­წო­დო - იაქ­ტი­უ­რეთ მე­გობ­რე­ბო, თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა, თქვე­ნი თა­ნად­გო­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სი გახ­დეს და ყვე­ლამ ერ­თად შევ­ძლოთ იმ კარ­გი საქ­მე­ე­ბის გა­კე­თე­ბა ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის, ამ ქვეყ­ნის და მო­მავ­ლის­თვის, რაც სჭირ­დე­ბა დე­და­ქა­ლაქს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა რო­გორც ორ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, ასე­ვე კან­დი­და­ტებს შო­რის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია.

"დღეს არ­ჩე­ვა­ნი არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, რო­გორც კან­დი­და­ტებს შო­რის, ასე­ვე ორ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას შო­რის. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს, ერთ მხა­რეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, რო­მე­ლიც ხალ­ხს ჰპირ­დე­ბა არე­უ­ლო­ბას, ქა­ოსს, მე­ო­რე მხა­რეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, რო­მე­ლიც ხალ­ხს ჰპირ­დე­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბას, მშვი­დო­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა კან­დი­და­ტებს, თბი­ლი­სის შემ­თხვე­ვა­ში ერთ მხა­რეს არის კან­დი­და­ტი, რო­მელ­საც არაფ­რით გა­მო­უ­ჩე­ნია თავი გარ­და იმი­სა, რომ კომ­პა­ნი­ებს აკოტ­რებ­და, იჭ­რე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შე­ნო­ბებ­ში და ხუ­ლიგ­ნობ­და გა­მუდ­მე­ბით, მე­ო­რე მხა­რეს არის კან­დი­და­ტი, რო­მე­ლიც 4 წელი ზრუ­ნავ­და თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც აქვს თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი ხედ­ვა შემ­დე­გი 4 წლის­თვის. ამი­ტომ, მე მგო­ნი, არ­ჩე­ვა­ნი არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და შე­სა­ბა­მი­სი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე მეც“, - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ხმის მი­ცე­მის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნა, რომ 2021 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ცუდი არ­ჩევ­ნე­ბი იყო.

"სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ­ჩევ­ნე­ბი არც სა­მარ­თლი­ა­ნი იყო, არც თა­ვი­სუ­ფა­ლი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ცუდი არ­ჩევ­ნე­ბი იყო. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა თუ არ დავ­ფიქ­რდით არ­ჩევ­ნებ­ში ფუ­ლის როლ­ზე, თუ არ დავ­ფიქ­რდით არ­ჩევ­ნებ­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის როლ­ზე და თუ არ დავ­ფიქ­რდით პო­ლი­ტი­კუ­რად ნე­იტ­რა­ლურ სა­ჯა­რო კლას­ზე, სა­ერ­თოდ, შე­საძ­ლოა, არ­ჩევ­ნებ­მა აზრი და­კარ­გოს.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ტურს, რა თქმა უნდა, მე ჩემი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უნდა მო­მე­ხა­და. მე მო­ვი­ხა­დე ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ხმა მი­ვე­ცი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. დღეს ჩვენს 11 მა­ჟო­რი­ტარს და მე­რო­ბის ერთ კან­დი­დატს აქვს სა­არ­ჩევ­ნო დღე და დღე­საც მინ­და, თი­თო­ე­ულ ამომ­რჩე­ველს მო­ცე­მუ­ლი ხმის­თვის მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო“,- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზუგ­დი­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნის თქმით, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში ფონი და­ძა­ბუ­ლი არ არის, და­ძა­ბუ­ლო­ბის შექ­მნას კი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ. ჩი­ქო­ვა­ნი მხარ­დამ­ჭე­რებს მო­უ­წო­დებს, რომ არა­ნა­ირ პრო­ვო­კა­ცი­ას არ აყვნენ და მშვი­დად გა­ა­კე­თონ არ­ჩე­ვა­ნი.

„ყვე­ლას, ზუგ­დი­დე­ლებს მო­ვუ­წო­დებ, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს გან­ვი­თარ­დეს ჩვე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, კი­დევ უფრო გა­ლა­მაზ­დეს, ხმა უნდა მის­ცეს მა­მუ­კა წო­წე­რი­ას. პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნი გვაქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია და უკვე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც იყო პირ­ველ ტურ­ში და დიდი იმე­დი გვაქვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა მა­მუ­კა წო­წე­რი­ას გა­მარ­ჯვე­ბით,” - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში ხმის მი­ცე­მის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ ხმა სი­კე­თეს და გან­ვი­თა­რე­ბას მის­ცა.

„"2024 წლამ­დე აღარ გვექ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, ამი­ტომ მო­ქა­ლა­ქე­ებს ახლა აქვთ კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­არ­ჩევ­ნო ურ­ნებ­თან სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი და­ა­ფიქ­სი­რონ. მე პი­რა­დად ხმა მი­ვე­ცი თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბას, თა­ნად­გო­მას, სი­კე­თეს და რა თქმა უნდა, ხმა მი­ვე­ცი კახა კა­ლა­ძეს" - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ზუგ­დი­დის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა, მა­მუ­კა წო­წე­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს ხმის მი­ცე­მის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, რომ ხმა სტა­ბი­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას მის­ცა.

მისი თქმით, მო­ლო­დი­ნი აქვს იმი­სა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ღირ­სე­ულ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თებს.

"არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თეთ და მხა­რი მი­ვე­ცი სტა­ბი­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას, ჩვე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გა­მოც­დი­ლე­ბას, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და ადა­მი­ა­ნურ მმარ­თვე­ლო­ბას სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ რეპ­რე­სი­უ­ლი სტი­ლის მქო­ნე პარ­ტი­ი­სა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვე­ლო­დე­ბით, რომ ზუგ­დი­დის მო­სახ­ლე­ო­ბა ღირ­სე­ულ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თებს. პირ­ვე­ლი ტუ­რის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ზუგ­დი­დე­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო არი­ან და მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლიზ­დე­ბი­ან, აქ­ტი­უ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად გა­მარ­ჯვე­ბას ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ. მერე იწყე­ბა მთა­ვა­რი - ზრუნ­ვა ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ზე და გან­ვი­თა­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. ასე რომ, ჩვენ გვინ­და მშვი­დო­ბა, რო­გორც დღეს ისე მო­მა­ვალ­ში, ამას “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს”, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა წო­წე­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იია
0

კალაძე უალტერნატივოა ნადმვილად 

მილე გრაციე
0

მოხრაც როგორი საოცარი ინტელექტუალური აქვს ბატონ კახის. ის იქნება ახალი ყაიდის მერი, მილანური, ევროპული, რაფინირებული. მისგან ვისწავლით თუ როგორია ნამდვილი ევროპა. მადლობა მას

ავტორი:

ვინ რას მისცა ხმა - პოლიტიკოსთა შაბლონური ფრაზები საარჩევნო უბნებიდან

ვინ რას მისცა ხმა - პოლიტიკოსთა შაბლონური ფრაზები საარჩევნო უბნებიდან

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო. მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს აირჩევენ. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრია ასარჩევი.

დილიდან საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს პოლიტიკოსებმა. პირველი საარჩევნო უბანთან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გამოცხადდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მისცა.

"რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახა კალაძეს, კანდიდატს, რომელსაც ვთვლიდი და ვთვლი, რომ ალტერნატივა არ აქვს იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით, რაც ყველამ ნახა ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში და იმის გათვალისწინებითაც, თუ რას აპირებს კახა მომავალი 4 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში“, - განაცხადა კუჭავამ.

მისივე განმარტებით, თუ ვის მისცა ხმა, ამის დაკონკრეტება დარღვევა არ არის.

"დარღვევა არ არის ჩემ არჩევანზე საუბარი, მე არასდროს მომიწოდებია სხვამ რა გააკეთოს, ყველას ვურჩევდი რა თქმა უნდა, უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი. მე არც ვმალავ, ეს ჩემი არჩევანია და ვამბობ კიდეც.

დამაჯერებელი გამარჯვება იყო პირველ ტურში ზუსტადაც ჩვენ მიერ 47%-ის აღება და რა თქმა უნდა, პირველივე ტურში კახას საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება. ზუსტად ეს არის ამ ქვეყნის დემოკრატია, რომ ზოგი ქალაქი იყო, სადაც მეორე ტურია. თუ არ ვცდები, ორი ადგილი იყო, სადაც ჩვენი კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდა 63 მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ამაზე მეტი დამაჯერებლობა გამარჯვებაში რა უნდა იყოს“, - განაცხადა კუჭავამ.

დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა. ის აცხადებს, რომ ხმა საკუთარ თავს მისცა. კახა კალაძემ მოსახლეობას აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე - 41, იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დაწყებული გვაქვს 2017 წლიდან დედაქალაქში, გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ამ განვითარებას, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ყველა მიმართულებით, რეფორმები, სიახლეები, ეს აუცილებლად გაგრძელდება. მინდა დედაქალაქის მოსახლეობას მოვუწოდო - იაქტიურეთ მეგობრებო, თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თბილისის განვითარება შეუქცევადი პროცესი გახდეს და ყველამ ერთად შევძლოთ იმ კარგი საქმეების გაკეთება ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ამ ქვეყნის და მომავლისთვის, რაც სჭირდება დედაქალაქს“, - განაცხადა კალაძემ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არჩევანის გაკეთება როგორც ორ პოლიტიკურ პარტიას, ასევე კანდიდატებს შორის ძალიან მარტივია.

"დღეს არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც კანდიდატებს შორის, ასევე ორ პოლიტიკურ ძალას შორის. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებს, ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას. რაც შეეხება კანდიდატებს, თბილისის შემთხვევაში ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელსაც არაფრით გამოუჩენია თავი გარდა იმისა, რომ კომპანიებს აკოტრებდა, იჭრებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში და ხულიგნობდა გამუდმებით, მეორე მხარეს არის კანდიდატი, რომელიც 4 წელი ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე, რომელსაც აქვს თბილისის განვითარების ძალიან კონკრეტული ხედვა შემდეგი 4 წლისთვის. ამიტომ, მე მგონი, არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც“, - აღნიშნა კობახიძემ.

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ აღნიშნა, რომ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო.

"სამწუხაროდ, ეს არჩევნები არც სამართლიანი იყო, არც თავისუფალი. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო. საერთოდ, ყველა თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ფულის როლზე, თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების როლზე და თუ არ დავფიქრდით პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ, შესაძლოა, არჩევნებმა აზრი დაკარგოს.

რაც შეეხება მეორე ტურს, რა თქმა უნდა, მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა მომეხადა. მე მოვიხადე ეს ვალდებულება. ხმა მივეცი საქართველოსთვის. დღეს ჩვენს 11 მაჟორიტარს და მერობის ერთ კანდიდატს აქვს საარჩევნო დღე და დღესაც მინდა, თითოეულ ამომრჩეველს მოცემული ხმისთვის მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა გახარიამ.

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ფონი დაძაბული არ არის, დაძაბულობის შექმნას კი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ცდილობენ. ჩიქოვანი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ არანაირ პროვოკაციას არ აყვნენ და მშვიდად გააკეთონ არჩევანი.

„ყველას, ზუგდიდელებს მოვუწოდებ, ვისაც სურვილი აქვს განვითარდეს ჩვენი მუნიციპალიტეტი, კიდევ უფრო გალამაზდეს, ხმა უნდა მისცეს მამუკა წოწერიას. პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. საზოგადოების ჩართულობა გაცილებით მეტია და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა იმასთან შედარებით, რაც იყო პირველ ტურში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება მამუკა წოწერიას გამარჯვებით,” - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ ხმა სიკეთეს და განვითარებას მისცა.

„"2024 წლამდე აღარ გვექნება არჩევნები, ამიტომ მოქალაქეებს ახლა აქვთ კარგი საშუალება, რომ საარჩევნო ურნებთან საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებები დააფიქსირონ. მე პირადად ხმა მივეცი თბილისის განვითარებას, თანადგომას, სიკეთეს და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახა კალაძეს" - განაცხადა პაპუაშვილმა.

"ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა, რომ ხმა სტაბილურ განვითარებას მისცა.

მისი თქმით, მოლოდინი აქვს იმისა, რომ მოსახლეობა ღირსეულ არჩევანს გააკეთებს.

"არჩევანი გავაკეთეთ და მხარი მივეცი სტაბილურ განვითარებას, ჩვენი მუნიციპალიტეტის გამოცდილებას, პროფესიონალიზმს და ადამიანურ მმართველობას საწინააღმდეგოდ რეპრესიული სტილის მქონე პარტიისა. აქედან გამომდინარე, ველოდებით, რომ ზუგდიდის მოსახლეობა ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე ზუგდიდელი ამომრჩევლები უკმაყოფილო არიან და მაქსიმალურად მობილიზდებიან, აქტიურები იქნებიან. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ. მერე იწყება მთავარი - ზრუნვა ჩვენს მუნიციპალიტეტზე და განვითარების გაგრძელება. ასე რომ, ჩვენ გვინდა მშვიდობა, როგორც დღეს ისე მომავალში, ამას “ქართული ოცნების” ხელისუფლება უზრუნველყოფს”, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.