სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა" - პრემიერმა სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტა
"უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა" - პრემიერმა სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტა

მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ვუ­მარ­ტო, მე გუ­შინ, ბუ­ნებ­რი­ვია, ვსა­უბ­რობ­დი შიმ­ში­ლო­ბა­ზე, შიმ­ში­ლო­ბის დე­ფი­ნი­ცია კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არის გან­სა­ზღვრუ­ლი და სწო­რედ ამა­ზე მქონ­და სა­უ­ბა­რი, შემ­დეგ სა­უ­ბა­რი იყო თვით­მკვლე­ლო­ბა­ზეც და შე­იძ­ლე­ბა, ჩემი ნათ­ქვა­მის არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია მოხ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ე­რის თქმით, რა თქმა უნდა, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის და­კა­ვე­ბუ­ლის თუ პა­ტიმ­რის უფ­ლე­ბაა შიმ­ში­ლო­ბა.

„მე ვთქვი, რომ ჩვენ ადა­მი­ანს და პა­ტი­მარს ვერ ავუკ­რძა­ლავთ შიმ­ში­ლო­ბას, უნდა მეთ­ქვა შიმ­ში­ლო­ბა და არა თვით­მკვლე­ლო­ბა. ალ­ბათ, ამით ერ­თგვა­რი არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია მოხ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, მე აღარ შე­ვალ დე­ტა­ლებ­ში და კა­ნო­ნის გან­მარ­ტე­ბას არ და­ვი­წყებ, მაგ­რამ ერთი რამ მინ­და ვთქვა, ჩვენ ად­გილ­ზეც გვყავს მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ექი­მე­ბის ჯგუ­ფიც, რე­ა­ნი­მო­ბი­ლიც, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სრუ­ლი მზა­ო­ბაა. მეტ­საც გე­ტყვით, ჩე­მი­ვე და­ვა­ლე­ბით, ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მა­ნამ, სა­ნამ ეს ფაქ­ტი მოხ­დე­ბო­და, ჩვენ სრუ­ლი გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა, გა­ნახ­ლე­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, უახ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნი­კი­თა და აპა­რა­ტუ­რით აღვჭურ­ვეთ ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო. იქ არის ყვე­ლა პი­რო­ბა იმის­თვის, რომ ნე­ბის­მი­ერ პა­ტი­მარს, მათ შო­რის მო­შიმ­ში­ლე პა­ტი­მარ სა­ა­კაშ­ვილს ვუმ­კურ­ნა­ლოთ", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა "იმე­დის" ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ბატონო ირაკლი ძალიან კარგად თქვით რაც თქვით

მოქალაქე
0

მეორე უკიდურესობა საუბარი ვერ ისწავლა ჯერ კიდო

ავტორი:

"უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა" - პრემიერმა სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტა

"უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა" - პრემიერმა სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტა

მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, მე გუშინ, ბუნებრივია, ვსაუბრობდი შიმშილობაზე, შიმშილობის დეფინიცია კანონმდებლობით არის განსაზღვრული და სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზეც და შეიძლება, ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის, მათ შორის დაკავებულის თუ პატიმრის უფლებაა შიმშილობა.

„მე ვთქვი, რომ ჩვენ ადამიანს და პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას, უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. ბუნებრივია, მე აღარ შევალ დეტალებში და კანონის განმარტებას არ დავიწყებ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ ადგილზეც გვყავს მობილიზებული ექიმების ჯგუფიც, რეანიმობილიც, აბსოლუტურად სრული მზაობაა. მეტსაც გეტყვით, ჩემივე დავალებით, ციხის საავადმყოფოში, მანამ, სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, ჩვენ სრული გადაიარაღება, განახლება განვახორციელეთ, უახლესი სამედიცინო ტექნიკითა და აპარატურით აღვჭურვეთ ციხის საავადმყოფო. იქ არის ყველა პირობა იმისთვის, რომ ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მოშიმშილე პატიმარ სააკაშვილს ვუმკურნალოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა "იმედის" ეთერში.