პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოშების მეფის“ 27 წლის ასაკში მოგებული მთავარი ბრძოლა, შემდეგ: დეპრესია, ნარკოტიკები, სიმსუქნე და... კვლავ რინგზე - "ამბობდი, რომ დასრულებული ვიყავი. შენთვის ვბრუნდები, პატარავ!"
"ბოშების მეფის“ 27 წლის ასაკში მოგებული მთავარი ბრძოლა, შემდეგ: დეპრესია, ნარკოტიკები, სიმსუქნე და... კვლავ რინგზე - "ამბობდი, რომ დასრულებული ვიყავი. შენთვის ვბრუნდები, პატარავ!"

ვლა­დი­მირ კლი­ჩკოს და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ჩან­და. გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, ცივ­სის­ხლი­ა­ნი, მშვი­დი უკ­რა­ი­ნე­ლი ზე­დი­ზედ 11 წელი მარ­ცხის გა­რე­შე წინ მი­ი­წევ­და. 2004 წლის შემ­დეგ ვლა­დი­მირ­მა 22 მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, პრაქ­ტი­კუ­ლად, უმარ­ტი­ვე­სად გა­ა­ნად­გუ­რა და კრი­ვის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დო­მი­ნან­ტურ სპორ­ტსმე­ნად ჩა­ი­წე­რა. ყვე­ლა­ფე­რი ლო­გი­კუ­რი და­სას­რუ­ლის­კენ მი­დი­ო­და და უკ­რა­ი­ნე­ლი დიდი ტრი­უმ­ფე­ბის შემ­დეგ, ლურ­სმან­ზე ხელ­თათ­მა­ნებს და­კი­დებ­და, თუმ­ცა გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მის რე­ზი­უ­მე­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა.

ტრა­დი­ცი­უ­ლი, ნამ­დვი­ლი ბოშა ტა­ი­სონ ფი­უ­რი 2015 წელს ვლა­დი­მირს ხვდე­ბა და სენ­სა­ცი­უ­რად ას­რუ­ლებს მის 11 - წლი­ან დო­მი­ნან­ტო­ბას.

"ბო­შე­ბის მეფე“ მა­შინ 27 წლის იყო და ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ გა­მარ­ჯვე­ბას ვერ გა­უმკლავ­და: ჩა­ვარ­და დეპ­რე­სი­ა­ში, შეჯ­და ნარ­კო­ტი­კებ­ზე, გა­ლოთ­და და არა­რე­ა­ლუ­რად გა­სუქ­და.

"ყო­ველ­თვის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი მქონ­და - და­მე­მარ­ცხე­ბი­ნა კლი­ჩკო. ეს მი­ზა­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ცავ­და და სწორ გზა­ზე და­მა­ტა­რებ­და. რო­დე­საც მი­ზანს მი­ვაღ­წიე, სა­ერ­თოდ აღა­რა­ფე­რი დარ­ჩა, რაც მო­ტი­ვა­ცი­ას მომ­ცემ­და. სი­ცო­ცხლე აღარ მინ­დო­და, სი­მარ­თლე გი­თხრათ, უბედ­ნი­ე­რე­სი ვიქ­ნე­ბო­დი თუ 27 წლის ასაკ­ში მოვ­კვდე­ბო­დი", - აღი­ა­რა ფი­უ­რიმ.

საქ­მე იმა­შია, რომ ტა­ი­სო­ნი ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბით იტან­ჯე­ბა. ეს მან გა­და­ცე­მა "Gloves Are Off-შიც“ აღი­ა­რა. გა­და­ცე­მა­ში ფი­უ­რი მშვი­დი იყო და კლი­ჩკოს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ფაქ­ტობ­რი­ვად, ანად­გუ­რებ­და. არა­და, ამ გა­და­ცე­მამ­დე, "ბო­შე­ბის მეფე“ იმ­პულ­სუ­რი, ეპა­ტა­ჟუ­რი საქ­ცი­ე­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და - მო­დი­ო­და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ბეტ­მე­ნის ფორ­მით, აყი­რა­ვებ­და მა­გი­დას, იკ­რავ­და ლე­ი­კოს პირ­ზე, იცი­ნო­და, მხი­ა­რუ­ლობ­და. თა­ვად ვლად­მაც აღი­ა­რა: "ეს ბიჭი ბი­პო­ლა­რუ­ლია, ვე­რას­დროს გა­ი­გებ რა აქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი“. კლი­ჩკოს და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ სა­კუ­თარ თავ­ზე კონ­ტრო­ლი სრუ­ლად და­კარ­გა. 2 წელი რინგზე არ გა­სუ­ლა, ყვე­ლა ტი­ტუ­ლი ჩა­მო­არ­თვეს, დო­პინგ-კონ­ტრო­ლი კო­კა­ი­ნის შემ­ცვე­ლო­ბა­ზე ჩა­აგ­დო და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ფსკერ­ზე და­ეშ­ვა.

"2016 წელს უახ­ლე­სი "ფერ­ა­რი“ ვი­ყი­დე, დიდი სი­ჩა­რე ავაკ­რე­ფი­ნე და ხი­დის­კენ გა­ვე­მარ­თე. ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თი იყო, ცხოვ­რე­ბა მე­კი­და, მაგ­რამ როცა მი­ვუ­ახ­ლოვ­დი იმ ნა­წილს, რო­მელ­ზეც შე­ჯა­ხე­ბას ვა­პი­რებ­დი, თავ­ში ხმა ჩა­მეს­მა: "არა, ტა­ი­სონ, ეს არ გა­ა­კე­თო! იფიქ­რე შვი­ლებ­ზე, ოჯახ­ზე, ბავ­შვებ­ზე, რომ­ლე­ბიც მა­მის გა­რე­შე გა­იზ­რდე­ბი­ან“.

იმ პე­რი­ოდ­ში ფი­უ­რი უი­მე­დოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და - მისი კრივ­ში დაბ­რუ­ნე­ბის აღა­რა­ვის სჯე­რო­და, ხოლო ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი, თა­ნაგ­რძნო­ბას კი არა, სიბ­რა­ლულს, სა­ცო­და­ო­ბის შეგ­რძნე­ბას იწ­ვევ­და. ჩემ­პი­ო­ნი, რო­მელ­მაც 1 წლის წინ კლი­ჩკო და­ა­მარ­ცხა, 170 კგ-ს იწო­ნი­და და მტკივ­ნე­უ­ლად ჭარ­ბწო­ნი­ა­ნად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

"მწყუ­რია კრი­ვი? ღო­რი­ვით მსუ­ქა­ნი ვარ და ერ­თა­დერ­თი რა­ზეც ვოც­ნე­ბობ, ბუ­ტერბრო­დე­ბია“, - ხუმ­რო­ბით ამ­ბობ­და ფი­უ­რი, როცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ეკი­თხე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა სი­ცი­ლის უკან ტა­ი­სო­ნი სე­რი­ო­ზულ მენ­ტა­ლურ პრობ­ლე­მებს მა­ლავ­და, რომ­ლე­ბაც მოკ­რი­ვე თით­ქმის და­მარ­ხეს.

"ბო­შე­ბის მეფე“, ფაქ­ტობ­რი­ვად, 2 წე­ლი­წა­დი დეპ­რე­სი­ა­ში იყო, ვიდ­რე არ მიხ­ვდა, რომ დრო იყო ფსკე­რი­დან წა­მომ­დგა­რი­ყო და კრივს დაბ­რუ­ნე­ბო­და. ეს კი საკ­მა­ოდ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და.

"ჰე­ლუ­ი­ნის“ წვე­უ­ლე­ბა იყო, 29 წლის ვი­ყა­ვი, ჩონ­ჩხის ფორ­მა მეც­ვა. ვი­ფიქ­რე: "აი, ეს მინ­და მე ამ ცხოვ­რე­ბის­გან? თავს და­ბე­რე­ბუ­ლად ვგრძნობ, ეს მე არ ვარ.“ წვე­უ­ლე­ბა დავ­ტო­ვე და შინ დავ­ბრუნ­დი. ყვე­ლა­ზე ბნელ ოთახ­ში შე­ვი­კე­ტე, გა­ვი­ხა­დე ჩონ­ჩხის კოს­ტი­უ­მი, შორს მო­ვის­რო­ლე და ღმერ­თს ვთხოვ­დი, რომ დამ­ხმა­რე­ბო­და. ხში­რად ვლო­ცუ­ლობ­დი, მაგ­რამ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. ვტი­რო­დი, ცრემ­ლე­ბი მომ­დი­ო­და და მთე­ლი ნი­კა­პი და მკერ­დი სვე­ლი მქონ­და. ღმერ­თს ვთხოვ­დი, ვეხ­ვე­წე­ბო­დი, ვე­მუ­და­რე­ბო­დი, ვე­ვედ­რე­ბო­დი, რომ დამ­ხმა­რე­ბო­და. ათი წუთი ვლო­ცუ­ლობ­დი. როცა და­ვას­რუ­ლე და ფეხ­ზე წა­მოვ­დე­ქი, თით­ქოს მთე­ლი ჩემი წონა მო­მეხ­სნა. გუ­ლახ­დი­ლად ვამ­ბობ, მო­მეშ­ვა. უკვე შე­გუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლოთი გავ­ხდი და ლო­თო­ბით და­ვას­რუ­ლებ­დი სი­ცო­ცხლეს. მაგ­რამ ამ ლოც­ვის შემ­დეგ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი, რომ მე კრივ­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დი“, - იხ­სე­ნებს მოკ­რი­ვე ჯო რო­გა­ნის პოდ­კას­ტში.

ეს იყო 2017 წლის ბოლო პე­რი­ო­დი - ზუს­ტად მა­შინ ხე­ლახ­ლა ირ­წმუ­ნა ფი­უ­რიმ ღმერ­თის და და­უბ­რუნ­და ვარ­ჯი­შებს. ჩვე­უ­ლებ­რივ, ტა­ი­სო­ნი ბრძო­ლამ­დე 120 კგ-ს იწო­ნი­და, ეს კი იმას ნიშ­ნავ­და, რომ 60 კი­ლოგ­რა­მი უნდა და­ეკ­ლო. ექსჩემ­პი­ო­ნის მო­ტი­ვა­ცია კი იმ მო­მენ­ტის­თვის და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი დე­ონ­ტეი უა­ილ­დე­რი გახ­და.

ამე­რი­კე­ლი მძი­მე წო­ნის ყვე­ლა­ზე სა­შიშ მებ­რძო­ლად მი­იჩ­ნე­ო­და - 39 მო­გე­ბა ჰქონ­და და აქე­დან 38 ნო­კა­უ­ტით. უა­ილ­დერს მი­იჩ­ნევ­დნენ, კრი­ვის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ერ დამ­რტყმე­ლად. მო­წი­ნა­აღ­მდე­გის უგო­ნოდ და­მარ­ცხე­ბის­თვის მას სულ რა­ღაც ერ­თა­დერ­თი სუფ­თა დარ­ტყმა სჭირ­დე­ბო­და.

იმ წლის დე­კემ­ბერ­ში ტა­ი­სონ­მა ის­ტო­რი­უ­ლი ვი­დეო ჩა­წე­რა, რი­თაც უა­ილ­დერ­თან ტრი­ლო­გი­ას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ფი­უ­რი სარ­ბე­ნად გა­ვი­და და ემი­ნე­მის "without me"-ს ფონ­ზე დე­ონ­ტე­ის მი­მარ­თა:

"გა­მო­ი­ცა­ნით, ვინ დაბ­რუნ­და? ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი. მე მივ­მარ­თავ დე­ონ­ტეი უა­ილ­დერს. დიდი მად­ლო­ბა, რომ მო­ტი­ვა­ცია მო­მე­ცი. ამ­ბობ­დი, რომ ამას ვერ გა­ვა­კე­თებ­დი და დას­რუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. შენ­თვის ვბრუნ­დე­ბი, პა­ტა­რავ, შენ­თვის ვბრუნ­დე­ბი!“

ფი­უ­რი ვარ­ჯი­შებს და­უბ­რუნ­და, რათა 2018 წლის­თვის უკვე რინგზე გა­სუ­ლი­ყო. ის არას­დროს გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ათ­ლე­ტუ­რად, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში ტა­ი­სო­ნის გა­რეგ­ნო­ბა ნამ­დვი­ლად კო­მი­კუ­რი ჩან­და.

თუმ­ცა სწორ­მა დი­ე­ტამ, დის­ციპ­ლი­ნურ­მა ვარ­ჯი­შებ­მა ეფექ­ტი­ა­ნად იმოქ­მე­და და მორ­კი­ვემ 60 კგ და­იკ­ლო. 2018 წლის ივ­ნის­ში ფი­უ­რი სე­ფერ სე­ფე­რის შეხ­ვდა, რა დრო­საც 125 კგ-ს იწო­ნი­და, აგ­ვის­ტო­ში უკვე ფრან­ჩეს­კო პი­ა­ნე­ტას და­უ­პი­რის­პირ­და და უკვე 117 კგ იყო. ეს კი შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გია, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ადა­მი­ა­ნი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვის ორ­გა­ნიზმს ანად­გუ­რებ­და, ხოლო ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში ასე გახ­და.

"მან არა მხო­ლოდ წონა და­იკ­ლო, არა­მედ გან­წყო­ბა და ხა­სი­ა­თიც და­იბ­რუ­ნა. ეს მებ­რძო­ლის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია“, - ამ­ბობ­და დი­ე­ტო­ლო­გი.

შემ­დეგ წლებ­ში კი ფი­უ­რიმ ის­ტო­რია კი­დევ ერთხელ და­წე­რა: უა­ილ­დერ­თან პირ­ველ შეხ­ვედ­რა ფრედ დას­რულ­და. მე-12 რა­უნდში დე­ონ­ტე­იმ ბრი­ტა­ნე­ლი უმ­ძი­მეს ნოკ­და­უნ­ში გაგ­ზავ­ნა, ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­თი­შუ­ლი იყო, თუმ­ცა არა­მი­წი­ე­რი ძა­ლის დახ­მა­რე­ბით გა­მო­ფხიზ­ლდა და 10 თვლა­ზე ფეხ­ზე იდგა. მსგავ­სი რამ, ზო­გა­დად, საბ­რძო­ლო სამ­ყა­როს­თვი­საც კი უპ­რე­ცე­დენ­ტო იყო. მე­ო­რე ბრძო­ლა­ში ამე­რი­კე­ლი ჩემ­პი­ო­ნი უსას­ტი­კე­სად გა­ა­ნად­გუ­რა და მერ­ვე რა­უნდში და­ას­რუ­ლა ბრძო­ლა. გა­სულ კვი­რას მებ­რძო­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს, უკვე მე­სა­მედ შეხ­ვდნენ. მათი შეხ­ვედ­რა იყო ლო­მე­ბის ჯახი, კრი­ვის ექ­სპერ­ტე­ბი 21-ე სა­უ­კუ­ნის ორ­თაბ­რძო­ლა­დაც კი ასა­ხე­ლე­ბენ. მე­სა­მე რა­უნდში ჯერ ფი­უ­რიმ გა­უშ­ვა ნოკ­და­უნ­ში უა­ილ­დე­რი, მე-4-ში კი თა­ვად, თა­ნაც ორ­ჯერ აღ­მოჩ­ნდა ია­ტაკ­ზე. თუმ­ცა უდ­რეკ­მა ხა­სი­ათ­მა და ჩემ­პი­ო­ნის გულ­მა თა­ვის საქ­მე გა­ა­კე­თა, ფეხ­ზე წა­მოდ­გა და მე-11 რა­უნდში და­ა­ნო­კა­უ­ტა უა­ილ­დე­რი.

ერ­თა­დერ­თი მოკ­რი­ვე, რო­მე­ლიც მის­თვის ახლა გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს, უკ­რა­ი­ნე­ლი ოლექ­სან­დრ უსი­კია. უსი­კი 4 ძი­რი­თა­დი ტი­ტუ­ლი­დან 3-ს ფლობს, ერ­თიც ფი­უ­რის აქვს, მათ შო­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მძი­მე წო­ნის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩემ­პი­ო­ნი ხდე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო მოკ­რი­ვედ შევა ის­ტო­რი­ა­ში.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამრიკო
0

გეთანხმებით! ნამდვილად შესანიშნავი სტატიაა. ასე გააგრძელეთ! შესაძლებელია, მოტივაციაც აუმაღლოს ბევრს. ამდენი მდარე ხარისხის ჟურნალისტური ავანტიურების ფონზე, უკვე გიკვირს, როცა ასეთი ხარისხის კორესპონდენციას შეხვდები. 

ვაჟიკო
1

სასიამოვნო წასაკითხია, ბევრი სპორტული საიტი გაოცდებოდა ასეთი სტატიით. ფიურის რაც შეეხება, მგონია, მაიკ ტაისონზე უკეთესი მოკრივეა, მოსიარულე ინტელექტია და ძველებურ გიგანტებსაც მოუგებდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ბოშების მეფის“ 27 წლის ასაკში მოგებული მთავარი ბრძოლა, შემდეგ: დეპრესია, ნარკოტიკები, სიმსუქნე და... კვლავ რინგზე - "ამბობდი, რომ დასრულებული ვიყავი. შენთვის ვბრუნდები, პატარავ!"

"ბოშების მეფის“ 27 წლის ასაკში მოგებული მთავარი ბრძოლა, შემდეგ: დეპრესია, ნარკოტიკები, სიმსუქნე და... კვლავ რინგზე - "ამბობდი, რომ დასრულებული ვიყავი. შენთვის ვბრუნდები, პატარავ!"

ვლადიმირ კლიჩკოს დამარცხება შეუძლებელი ჩანდა. გაწონასწორებული, ცივსისხლიანი, მშვიდი უკრაინელი ზედიზედ 11 წელი მარცხის გარეშე წინ მიიწევდა. 2004 წლის შემდეგ ვლადიმირმა 22 მოწინააღმდეგე, პრაქტიკულად, უმარტივესად გაანადგურა და კრივის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დომინანტურ სპორტსმენად ჩაიწერა. ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა და უკრაინელი დიდი ტრიუმფების შემდეგ, ლურსმანზე ხელთათმანებს დაკიდებდა, თუმცა გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც მის რეზიუმეში ცვლილებები შეიტანა.

ტრადიციული, ნამდვილი ბოშა ტაისონ ფიური 2015 წელს ვლადიმირს ხვდება და სენსაციურად ასრულებს მის 11 - წლიან დომინანტობას.

"ბოშების მეფე“ მაშინ 27 წლის იყო და ცხოვრების ყველაზე დიდ გამარჯვებას ვერ გაუმკლავდა: ჩავარდა დეპრესიაში, შეჯდა ნარკოტიკებზე, გალოთდა და არარეალურად გასუქდა.

"ყოველთვის ერთადერთი მიზანი მქონდა - დამემარცხებინა კლიჩკო. ეს მიზანი წლების განმავლობაში მიცავდა და სწორ გზაზე დამატარებდა. როდესაც მიზანს მივაღწიე, საერთოდ აღარაფერი დარჩა, რაც მოტივაციას მომცემდა. სიცოცხლე აღარ მინდოდა, სიმართლე გითხრათ, უბედნიერესი ვიქნებოდი თუ 27 წლის ასაკში მოვკვდებოდი", - აღიარა ფიურიმ.

საქმე იმაშია, რომ ტაისონი ბიპოლარული აშლილობით იტანჯება. ეს მან გადაცემა "Gloves Are Off-შიც“ აღიარა. გადაცემაში ფიური მშვიდი იყო და კლიჩკოს ფსიქოლოგიურად, ფაქტობრივად, ანადგურებდა. არადა, ამ გადაცემამდე, "ბოშების მეფე“ იმპულსური, ეპატაჟური საქციელებით გამოირჩეოდა - მოდიოდა პრესკონფერენციაზე ბეტმენის ფორმით, აყირავებდა მაგიდას, იკრავდა ლეიკოს პირზე, იცინოდა, მხიარულობდა. თავად ვლადმაც აღიარა: "ეს ბიჭი ბიპოლარულია, ვერასდროს გაიგებ რა აქვს ჩაფიქრებული“. კლიჩკოს დამარცხების შემდეგ საკუთარ თავზე კონტროლი სრულად დაკარგა. 2 წელი რინგზე არ გასულა, ყველა ტიტული ჩამოართვეს, დოპინგ-კონტროლი კოკაინის შემცველობაზე ჩააგდო და ცხოვრებისეულ ფსკერზე დაეშვა.

"2016 წელს უახლესი "ფერარი“ ვიყიდე, დიდი სიჩარე ავაკრეფინე და ხიდისკენ გავემართე. ყველაფერი სულერთი იყო, ცხოვრება მეკიდა, მაგრამ როცა მივუახლოვდი იმ ნაწილს, რომელზეც შეჯახებას ვაპირებდი, თავში ხმა ჩამესმა: "არა, ტაისონ, ეს არ გააკეთო! იფიქრე შვილებზე, ოჯახზე, ბავშვებზე, რომლებიც მამის გარეშე გაიზრდებიან“.

იმ პერიოდში ფიური უიმედოდ გამოიყურებოდა - მისი კრივში დაბრუნების აღარავის სჯეროდა, ხოლო ინტერნეტში გავრცელებული სურათები, თანაგრძნობას კი არა, სიბრალულს, საცოდაობის შეგრძნებას იწვევდა. ჩემპიონი, რომელმაც 1 წლის წინ კლიჩკო დაამარცხა, 170 კგ-ს იწონიდა და მტკივნეულად ჭარბწონიანად გამოიყურებოდა.

"მწყურია კრივი? ღორივით მსუქანი ვარ და ერთადერთი რაზეც ვოცნებობ, ბუტერბროდებია“, - ხუმრობით ამბობდა ფიური, როცა ჟურნალისტები მის დაბრუნებაზე ეკითხებოდნენ. თუმცა სიცილის უკან ტაისონი სერიოზულ მენტალურ პრობლემებს მალავდა, რომლებაც მოკრივე თითქმის დამარხეს.

"ბოშების მეფე“, ფაქტობრივად, 2 წელიწადი დეპრესიაში იყო, ვიდრე არ მიხვდა, რომ დრო იყო ფსკერიდან წამომდგარიყო და კრივს დაბრუნებოდა. ეს კი საკმაოდ მოულოდნელად მოხდა.

"ჰელუინის“ წვეულება იყო, 29 წლის ვიყავი, ჩონჩხის ფორმა მეცვა. ვიფიქრე: "აი, ეს მინდა მე ამ ცხოვრებისგან? თავს დაბერებულად ვგრძნობ, ეს მე არ ვარ.“ წვეულება დავტოვე და შინ დავბრუნდი. ყველაზე ბნელ ოთახში შევიკეტე, გავიხადე ჩონჩხის კოსტიუმი, შორს მოვისროლე და ღმერთს ვთხოვდი, რომ დამხმარებოდა. ხშირად ვლოცულობდი, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ. ვტიროდი, ცრემლები მომდიოდა და მთელი ნიკაპი და მკერდი სველი მქონდა. ღმერთს ვთხოვდი, ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი, ვევედრებოდი, რომ დამხმარებოდა. ათი წუთი ვლოცულობდი. როცა დავასრულე და ფეხზე წამოვდექი, თითქოს მთელი ჩემი წონა მომეხსნა. გულახდილად ვამბობ, მომეშვა. უკვე შეგუებული ვიყავი, რომ ჩვეულებრივი ლოთი გავხდი და ლოთობით დავასრულებდი სიცოცხლეს. მაგრამ ამ ლოცვის შემდეგ, წლების განმავლობაში პირველად ვიგრძენი, რომ მე კრივში დავბრუნდებოდი“, - იხსენებს მოკრივე ჯო როგანის პოდკასტში.

ეს იყო 2017 წლის ბოლო პერიოდი - ზუსტად მაშინ ხელახლა ირწმუნა ფიურიმ ღმერთის და დაუბრუნდა ვარჯიშებს. ჩვეულებრივ, ტაისონი ბრძოლამდე 120 კგ-ს იწონიდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ 60 კილოგრამი უნდა დაეკლო. ექსჩემპიონის მოტივაცია კი იმ მომენტისთვის დაუმარცხებელი დეონტეი უაილდერი გახდა.

ამერიკელი მძიმე წონის ყველაზე საშიშ მებრძოლად მიიჩნეოდა - 39 მოგება ჰქონდა და აქედან 38 ნოკაუტით. უაილდერს მიიჩნევდნენ, კრივის ისტორიაში ყველაზე ძლიერ დამრტყმელად. მოწინააღმდეგის უგონოდ დამარცხებისთვის მას სულ რაღაც ერთადერთი სუფთა დარტყმა სჭირდებოდა.

იმ წლის დეკემბერში ტაისონმა ისტორიული ვიდეო ჩაწერა, რითაც უაილდერთან ტრილოგიას ჩაუყარა საფუძველი. ფიური სარბენად გავიდა და ემინემის "without me"-ს ფონზე დეონტეის მიმართა:

"გამოიცანით, ვინ დაბრუნდა? ერთადერთი და განუმეორებელი. მე მივმართავ დეონტეი უაილდერს. დიდი მადლობა, რომ მოტივაცია მომეცი. ამბობდი, რომ ამას ვერ გავაკეთებდი და დასრულებული ვიყავი. შენთვის ვბრუნდები, პატარავ, შენთვის ვბრუნდები!“

ფიური ვარჯიშებს დაუბრუნდა, რათა 2018 წლისთვის უკვე რინგზე გასულიყო. ის არასდროს გამოიყურებოდა ათლეტურად, თუმცა იმ პერიოდში ტაისონის გარეგნობა ნამდვილად კომიკური ჩანდა.

თუმცა სწორმა დიეტამ, დისციპლინურმა ვარჯიშებმა ეფექტიანად იმოქმედა და მორკივემ 60 კგ დაიკლო. 2018 წლის ივნისში ფიური სეფერ სეფერის შეხვდა, რა დროსაც 125 კგ-ს იწონიდა, აგვისტოში უკვე ფრანჩესკო პიანეტას დაუპირისპირდა და უკვე 117 კგ იყო. ეს კი შთამბეჭდავი შედეგია, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი 2 წლის განმავლობაში თავის ორგანიზმს ანადგურებდა, ხოლო ნახევარ წელიწადში ასე გახდა.

"მან არა მხოლოდ წონა დაიკლო, არამედ განწყობა და ხასიათიც დაიბრუნა. ეს მებრძოლისთვის უმნიშვნელოვანესია“, - ამბობდა დიეტოლოგი.

შემდეგ წლებში კი ფიურიმ ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა: უაილდერთან პირველ შეხვედრა ფრედ დასრულდა. მე-12 რაუნდში დეონტეიმ ბრიტანელი უმძიმეს ნოკდაუნში გაგზავნა, ის, ფაქტობრივად, გათიშული იყო, თუმცა არამიწიერი ძალის დახმარებით გამოფხიზლდა და 10 თვლაზე ფეხზე იდგა. მსგავსი რამ, ზოგადად, საბრძოლო სამყაროსთვისაც კი უპრეცედენტო იყო. მეორე ბრძოლაში ამერიკელი ჩემპიონი უსასტიკესად გაანადგურა და მერვე რაუნდში დაასრულა ბრძოლა. გასულ კვირას მებრძოლები ერთმანეთს, უკვე მესამედ შეხვდნენ. მათი შეხვედრა იყო ლომების ჯახი, კრივის ექსპერტები 21-ე საუკუნის ორთაბრძოლადაც კი ასახელებენ. მესამე რაუნდში ჯერ ფიურიმ გაუშვა ნოკდაუნში უაილდერი, მე-4-ში კი თავად, თანაც ორჯერ აღმოჩნდა იატაკზე. თუმცა უდრეკმა ხასიათმა და ჩემპიონის გულმა თავის საქმე გააკეთა, ფეხზე წამოდგა და მე-11 რაუნდში დაანოკაუტა უაილდერი.

ერთადერთი მოკრივე, რომელიც მისთვის ახლა გამოწვევას წარმოადგენს, უკრაინელი ოლექსანდრ უსიკია. უსიკი 4 ძირითადი ტიტულიდან 3-ს ფლობს, ერთიც ფიურის აქვს, მათ შორის გამარჯვებული მძიმე წონის აბსოლუტური ჩემპიონი ხდება და თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივედ შევა ისტორიაში.

ავტორი: ანრი კურტანიძე