სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისუსტე სახის ფერზეც ეტყობა, მოძრაობა შენელებული აქვს...არ მაქვს სურვილი, ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი" - მეუფე გრიგოლი
"სისუსტე სახის ფერზეც ეტყობა, მოძრაობა შენელებული აქვს...არ მაქვს სურვილი,  ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი" - მეუფე გრიგოლი

ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე გრი­გო­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, არა­მედ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ტი­მა­რია.

რო­გორც მან მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, არ აქვს სურ­ვი­ლი, ახალ­გაზ­რდა პრე­ზი­დენ­ტი იგ­ლო­ვოს.

"შევ­ხვდი, ვე­სა­უბ­რე პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ამ­დე­ნი დღის შიმ­ში­ლო­ბის შემ­დგომ, რა თქმა უნდა, სუს­ტად გრძნობს თავს, თუმ­ცა, მხნე­ო­ბას არ კარ­გავს. სი­სუს­ტე სა­ხის ფერ­ზეც ეტყო­ბა, მოძ­რა­ო­ბა შე­ნე­ლე­ბუ­ლი აქვს, რომ ვი­ცით რო­გო­რი ტყვი­ა­სა­ვით იყო. ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ, თუმ­ცა, ეს თქვენ­თვის ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­როა. რაც შე­ე­ხე­ბა შიმ­ში­ლო­ბას, მან იცის რა­ტომ შიმ­ში­ლობს. მისი სა­უბ­რი­და­ნაც ვნა­ხე, რომ ამ თე­მა­ზე ლა­პა­რაკს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მი­ზეზ­თა გამო. გარ­კვე­ულ მი­ზეზ­თა გამო, ის არ აპი­რებს ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზე თან­ხმო­ბას.

ხში­რად გვეს­მის სა­უ­ბა­რი, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ტი­მა­რია, ვი­ტყვი, რომ კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რია და უნდა იყოს კი­დეც თა­ნას­წო­რი. მაგ­რამ ის სა­უ­ბა­რი, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ტი­მა­რია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ ხომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბა არ არის მო­პყრო­ბი­ლი, ესე იგი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ტი­მა­რია. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე მე­რამ­დე­ნე­დაა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი და პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი. ჩვენ გვეს­მის, მეც მო­ვის­მი­ნე, სა­ყო­ველ­თაო შე­რი­გე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი უც­ნა­უ­რია, იმი­ტომ, რომ შე­რი­გე­ბა რომ მოხ­დეს, პირ­ველ რიგ­ში ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა თან­ხმო­ბა უნდა იყოს. ჩვენ ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა გვაქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი უნდა და­ვარ­ქვათ. თუ რა­ღა­ცა­ში მა­ინც ღი­რე­ბუ­ლე­ბით ნა­წილ­ში შევ­თან­ხმდე­ბო­დით, სა­უ­ბა­რი უკვე შე­იძ­ლე­ბა და­ნარ­ჩენ­ზე. ამ პა­ტიმ­რის ბედი გარ­კვე­ულ­წი­ლად უკავ­შირ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს და სამ­შობ­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ბედს და თუ ამა­ზე დავ­ფიქ­რდე­ბით, შევ­ძლებთ ზღვა­რი გა­ვა­ტა­როთ პი­რა­დულ წყე­ნას, ტრა­გე­დი­ას და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ინ­ტე­რე­სებს შო­რის. ასეთ დროს უფრო შევ­ძლებთ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას.

არ მაქვს სურ­ვი­ლი, რომ ჩვენ ვიგ­ლო­ვოთ ახალ­გაზ­რდა პრე­ზი­დენ­ტი. არის შე­თხვე­ვე­ბი, როცა შიმ­ში­ლო­ბა კი არა თვით­მკვლე­ლო­ბაც კი პი­რი­ქით ეთ­ვლე­ბა ადა­მი­ანს, არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი. პო­ლი­ტი­კო­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ ამ თე­მას ვერ გან­ვსჯით, რად­გან პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის ეს არის ინ­სტრუ­მენ­ტი, მისი არ­ჩე­ვა­ნია. მე მას ვუ­თხა­რი, რომ ეს არის თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანჩო
0

ჭამოს და მოძლიერდება მერე 

მაია
0

თავის თავს დააბრალოს ყველაფერი ჩვენს რა გავაკეთოთ ეხლა 

ავტორი:

"სისუსტე სახის ფერზეც ეტყობა, მოძრაობა შენელებული აქვს...არ მაქვს სურვილი, ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი" - მეუფე გრიგოლი

"სისუსტე სახის ფერზეც ეტყობა, მოძრაობა შენელებული აქვს...არ მაქვს სურვილი,  ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი" - მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არა ჩვეულებრივი, არამედ არაჩვეულებრივი პატიმარია.

როგორც მან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არ აქვს სურვილი, ახალგაზრდა პრეზიდენტი იგლოვოს.

"შევხვდი, ვესაუბრე პრეზიდენტ სააკაშვილს. ბუნებრივია, რომ ამდენი დღის შიმშილობის შემდგომ, რა თქმა უნდა, სუსტად გრძნობს თავს, თუმცა, მხნეობას არ კარგავს. სისუსტე სახის ფერზეც ეტყობა, მოძრაობა შენელებული აქვს, რომ ვიცით როგორი ტყვიასავით იყო. ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა, ეს თქვენთვის ნაკლებ საინტერესო და საჭიროა. რაც შეეხება შიმშილობას, მან იცის რატომ შიმშილობს. მისი საუბრიდანაც ვნახე, რომ ამ თემაზე ლაპარაკს არ აქვს მნიშვნელობა, მიზეზთა გამო. გარკვეულ მიზეზთა გამო, ის არ აპირებს ექიმების დახმარებაზე თანხმობას.

ხშირად გვესმის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, ვიტყვი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა იყოს კიდეც თანასწორი. მაგრამ ის საუბარი, რომ ჩვეულებრივი პატიმარია, ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ ხომ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ესე იგი არაჩვეულებრივი პატიმარია. ჩვენი საზოგადოება უკვე მერამდენედაა დაპირისპირებული და პოლარიზებული. ჩვენ გვესმის, მეც მოვისმინე, საყოველთაო შერიგების შესახებ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უცნაურია, იმიტომ, რომ შერიგება რომ მოხდეს, პირველ რიგში ღირებულებათა თანხმობა უნდა იყოს. ჩვენ ღირებულებითი შეუთანხმებლობა გვაქვს საზოგადოებაში. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. თუ რაღაცაში მაინც ღირებულებით ნაწილში შევთანხმდებოდით, საუბარი უკვე შეიძლება დანარჩენზე. ამ პატიმრის ბედი გარკვეულწილად უკავშირდება სახელმწიფოს და სამშობლოს განვითარების ბედს და თუ ამაზე დავფიქრდებით, შევძლებთ ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენას, ტრაგედიას და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის. ასეთ დროს უფრო შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი. არის შეთხვევები, როცა შიმშილობა კი არა თვითმკვლელობაც კი პირიქით ეთვლება ადამიანს, არის განსაკუთრებული შემთხვევები. პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ჩვენ ამ თემას ვერ განვსჯით, რადგან პოლიტიკოსებისთვის ეს არის ინსტრუმენტი, მისი არჩევანია. მე მას ვუთხარი, რომ ეს არის თქვენი არჩევანი“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.