სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემმა ცოლმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა... თინის გარეშე არაფერი გამოვიდოდა" - რას ჰყვება აჩი არველაძე ოჯახზე, პოკერით გატაცებასა და პოლიტიკაზე?
"ჩემმა ცოლმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა... თინის გარეშე არაფერი გამოვიდოდა" - რას ჰყვება აჩი არველაძე ოჯახზე, პოკერით გატაცებასა და პოლიტიკაზე?

აჩი არ­ვე­ლა­ძე "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე“ და­ვით გორ­გი­ლა­ძის გა­და­ცე­მას "გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქე“ სტუმ­რობ­და. სპორ­ტსმენ­მა გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რო­გორ ცხოვ­რობს ფეხ­ბურ­თი­დან წას­ვლის შემ­დეგ, რა­ტომ თქვა პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა­ზე უარი და ვინ არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მის თორ­მეტ­წ­ლი­ან სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა.

პო­ლი­ტი­კა­ზე...

- რო­გორც კი მე პო­ლი­ტი­კურ მო­ე­დან­ზე შე­ვალ, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ხაზს ვუს­ვამ 50%-ს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვი­საც ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვა არ მო­ე­წო­ნე­ბა. მე ვერ გავცვლი ამას პო­ლი­ტი­კა­ზე, ღმერ­თმა არ და­მა­ჭირ­ვოს და გა­მა­ჭირ­ვოს, რომ წა­ვი­დე პო­ლი­ტი­კა­ში. მქო­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ უნდა ყო­ფი­ლი­ყო თინა ხი­და­შე­ლი, მინ­და, მას ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვო. ისე­თი პარ­ტი­ი­დან მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ უპ­რობ­ლე­მოდ მო­ვი­გებ­დი. პირ­ვე­ლი­ვე შეგ­რძნე­ბა რაც მქონ­და, ის იყო, რომ თინა ათა­სი კი­ლო­მეტ­რით მჯო­ბია იმ ყვე­ლა­ფერ­ში, რა­შიც ვე­ჯიბ­რე­ბო­დი. და იმის გამო, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და სა­არ­ჩევ­ნოდ პარ­ტი­ას შე­ვე­ფუ­თე და ვიტ­რი­ნა­ში გა­მო­ვე­ჩი­ნე, ამა­ზე არ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი... ამი­ტო­მაც არ დავ­თან­ხმდი.

ლექ­სე­ბი

- მიყ­ვარ­ხარ, ვგიჟ­დე­ბი, გა­მო­ხატ­ვის ასე­თი მი­მარ­თვე­ბი არ მაქვს. ჩვენ დროს წე­რი­ლებს ვწერ­დით შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს. იმ ერთი წე­რი­ლის წა­კი­თხვა რამ­დენ რა­მეს ნიშ­ნავ­და. რამ­დენ­ჯერ დავ­წერ­დი, გა­დავ­შლი­დი, ჩა­ვას­წო­რებ­დი. მერე შო­თის წა­ვა­კი­თხებ­დი, რე­ზის, ისევ ჩა­ვას­წო­რებ­დი. ლექ­სებ­საც ვწერ­დი, ისე­თი ლექ­სე­ბი მაქვს და­წე­რი­ლი, გა­გიჟ­დე­ბით. ჩემ მე­უღ­ლეს თი­ნის დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი აქვს.

პო­კერ­ზე

- ცოტა კარ­გი მა­მაც შე­მიძ­ლია ვიყო, ცოტა კარ­გი მე­უღ­ლეც, უფრო ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნიც. ყვე­ლა­ფე­რი ვარ ცოტ-ცოტა, აზარ­ტუ­ლიც ვარ, კარ­ტის თა­მა­შიც მიყ­ვარს და კა­ზი­ნო­შიც მი­თა­მა­შია ძა­ლი­ან ხში­რად. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად როცა ფეხ­ბურთს თავი და­ვა­ნე­ბე, ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ტვი­ნის გა­თიშ­ვა, ად­რე­ნა­ლი­ნი მაკ­ლდა. ძა­ლი­ან გა­და­ვერ­თე პო­კე­რის თა­მაშ­ზე. თინი, ჩემი მე­უღ­ლე სულ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, მაგ­რამ ხვდე­ბო­და, რომ რა­ღაც ნა­წი­ლის გა­თიშ­ვა მინ­დო­და ჩემი პრობ­ლე­მე­ბის. არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ ძა­ლი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მე თუ წა­ვე­დი კა­ზი­ნო­ში სა­თა­მა­შოდ, იმას არ ნიშ­ნავს, რომ მთელ ქო­ნე­ბას წა­ვა­გებ. რეს­ტო­რან­ში წას­ვლა­სა­ვით არის. ეს ჩემ ცოლ­თან ერ­თა­დაც ხდე­ბა და ჩემ მე­გობ­რებ­თან ერ­თა­დაც. ჩემი გა­დამ­კი­დე და ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის, ჩემ­მა ცოლ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ის 12 წელი ჩემი ტრამ­ვი­რე­ბუ­ლი ფე­ხით მე­თა­მა­შა. არა­ფე­რი არ მე­ხე­ბო­და, გარ­და იმი­სა, ადე­ქი, წა­მა­ლი და­ლიე, მერე ყი­ნულ­ში ჩა­წე­ქი ორი სა­ა­თი. ბავ­შვი, სწავ­ლა, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პრობ­ლე­მე­ბი არ მე­ხე­ბო­და. დღე­საც მე­უბ­ნე­ბა, - ძა­ლი­ან კარ­გად მო­ირ­გე ეს რო­ლიო. თი­ნის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და.

ფილ­მი არ­ვე­ლა­ძე­ებ­ზე...

- ალ­ბათ, მა­ინც ემირ კუს­ტუ­რი­ცას გა­და­ვა­ღე­ბი­ნებ­დი არ­ვე­ლა­ძე­ებ­ზე ფილ­მს. მას აქვს თა­ვი­სი დე­გე­ნე­რა­ტო­ბე­ბი, მაგ­რამ სა­ხა­სი­ა­თო ფილ­მი ასეთ ტიპს უფრო მო­უხ­დე­ბა. ვა­ტოს (რეზი არ­ვე­ლა­ძის შვი­ლი) ვა­თა­მა­შებ­დი რე­ზის ან შო­თის როლს, ფეხ­ბურ­თე­ლია. შო­თის შვი­ლიც ჩემ შვილ­თან შე­და­რე­ბით უკეთ თა­მა­შობს, მაგ­რამ ვა­ტოს­თან შე­და­რე­ბით - ვერა. შო­თის ორი ბიჭი ჰყავს, მაგ­რამ ნიკა არ თა­მა­შობს. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი ამე­რი­კა­ში სწავ­ლობს, ექ­ვსი წლის წინ წა­ვი­და, დე­ნი­სო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­ნოპ­რო­დი­უ­სინგს ამ­თავ­რებს, ლოს - ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს. ქა­ლიშ­ვი­ლი მად­რიდ­შია და პა­ტა­რა, ლიზა თბი­ლის­შია. მას უნდა ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში, მაგ­რამ მე ვცდი­ლობ, რომ არ ითა­მა­შოს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
10

მიყვარს აჩის მოსმენა,გულახდილია.

777
11

გაიხარე წარმატებები. შენ კი იცი რო პოლიტიკაში მოუმზადებელი არ უნდა წახვიდე, მიუხედავად იმისა ბევრ შენ ყოფილ კოლეგაზე უკვეთესად გამოგივა მაგრამ ბევრმა არ იცის ეგ და გადაყვა მოზღვავებულ ამბიციას

ავტორი:

"ჩემმა ცოლმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა... თინის გარეშე არაფერი გამოვიდოდა" - რას ჰყვება აჩი არველაძე ოჯახზე, პოკერით გატაცებასა და პოლიტიკაზე?

"ჩემმა ცოლმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა... თინის გარეშე არაფერი გამოვიდოდა" - რას ჰყვება აჩი არველაძე ოჯახზე, პოკერით გატაცებასა და პოლიტიკაზე?

აჩი არველაძე "საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დავით გორგილაძის გადაცემას "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ სტუმრობდა. სპორტსმენმა გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, რატომ თქვა პოლიტიკაში მოსვლაზე უარი და ვინ არის ადამიანი, რომელმაც მის თორმეტწლიან საფეხბურთო კარიერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

პოლიტიკაზე...

- როგორც კი მე პოლიტიკურ მოედანზე შევალ, მარტივად რომ ვთქვათ, ხაზს ვუსვამ 50%-ს იმ ადამიანების, ვისაც ჩემი პოლიტიკური ხედვა არ მოეწონება. მე ვერ გავცვლი ამას პოლიტიკაზე, ღმერთმა არ დამაჭირვოს და გამაჭირვოს, რომ წავიდე პოლიტიკაში. მქონია შემოთავაზება, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ვყოფილიყავი, ჩემს წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო თინა ხიდაშელი, მინდა, მას ჯანმრთელობა ვუსურვო. ისეთი პარტიიდან მქონდა შემოთავაზება, რომ უპრობლემოდ მოვიგებდი. პირველივე შეგრძნება რაც მქონდა, ის იყო, რომ თინა ათასი კილომეტრით მჯობია იმ ყველაფერში, რაშიც ვეჯიბრებოდი. და იმის გამო, რომ საშუალება მქონდა საარჩევნოდ პარტიას შევეფუთე და ვიტრინაში გამოვეჩინე, ამაზე არ უნდა წავსულიყავი... ამიტომაც არ დავთანხმდი.

ლექსები

- მიყვარხარ, ვგიჟდები, გამოხატვის ასეთი მიმართვები არ მაქვს. ჩვენ დროს წერილებს ვწერდით შეყვარებულებს. იმ ერთი წერილის წაკითხვა რამდენ რამეს ნიშნავდა. რამდენჯერ დავწერდი, გადავშლიდი, ჩავასწორებდი. მერე შოთის წავაკითხებდი, რეზის, ისევ ჩავასწორებდი. ლექსებსაც ვწერდი, ისეთი ლექსები მაქვს დაწერილი, გაგიჟდებით. ჩემ მეუღლეს თინის დღემდე შენახული აქვს.

პოკერზე

- ცოტა კარგი მამაც შემიძლია ვიყო, ცოტა კარგი მეუღლეც, უფრო ყურადღებიანიც. ყველაფერი ვარ ცოტ-ცოტა, აზარტულიც ვარ, კარტის თამაშიც მიყვარს და კაზინოშიც მითამაშია ძალიან ხშირად. განსაკუთრებულად როცა ფეხბურთს თავი დავანებე, ძალიან მიჭირდა ტვინის გათიშვა, ადრენალინი მაკლდა. ძალიან გადავერთე პოკერის თამაშზე. თინი, ჩემი მეუღლე სულ მელაპარაკებოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ რაღაც ნაწილის გათიშვა მინდოდა ჩემი პრობლემების. არასოდეს ვყოფილვარ ძალიან დამოკიდებული. მე თუ წავედი კაზინოში სათამაშოდ, იმას არ ნიშნავს, რომ მთელ ქონებას წავაგებ. რესტორანში წასვლასავით არის. ეს ჩემ ცოლთან ერთადაც ხდება და ჩემ მეგობრებთან ერთადაც. ჩემი გადამკიდე და ჩემი ჯანმრთელობის, ჩემმა ცოლმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ის 12 წელი ჩემი ტრამვირებული ფეხით მეთამაშა. არაფერი არ მეხებოდა, გარდა იმისა, ადექი, წამალი დალიე, მერე ყინულში ჩაწექი ორი საათი. ბავშვი, სწავლა, საყოფაცხოვრებო პრობლემები არ მეხებოდა. დღესაც მეუბნება, - ძალიან კარგად მოირგე ეს როლიო. თინის გარეშე არაფერი გამოვიდოდა.

ფილმი არველაძეებზე...

- ალბათ, მაინც ემირ კუსტურიცას გადავაღებინებდი არველაძეებზე ფილმს. მას აქვს თავისი დეგენერატობები, მაგრამ სახასიათო ფილმი ასეთ ტიპს უფრო მოუხდება. ვატოს (რეზი არველაძის შვილი) ვათამაშებდი რეზის ან შოთის როლს, ფეხბურთელია. შოთის შვილიც ჩემ შვილთან შედარებით უკეთ თამაშობს, მაგრამ ვატოსთან შედარებით - ვერა. შოთის ორი ბიჭი ჰყავს, მაგრამ ნიკა არ თამაშობს. ჩემი უფროსი შვილი ამერიკაში სწავლობს, ექვსი წლის წინ წავიდა, დენისონის უნივერსიტეტში კინოპროდიუსინგს ამთავრებს, ლოს - ანჯელესში ცხოვრობს. ქალიშვილი მადრიდშია და პატარა, ლიზა თბილისშია. მას უნდა ფეხბურთის თამაში, მაგრამ მე ვცდილობ, რომ არ ითამაშოს.