პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იპყრობდა საბჭოური და რუსული მაფია ამერიკას - "გრუზინის", "იაპონჩიკას" და შულაიას გახმაურებული კრიმინალური საქმეები
როგორ იპყრობდა საბჭოური და რუსული მაფია ამერიკას - "გრუზინის", "იაპონჩიკას" და შულაიას გახმაურებული კრიმინალური საქმეები

1970-იან წლებ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა თა­მა­მი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს - ად­გი­ლობ­რივ ებ­რა­ე­ლებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გამ­გზავ­რე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეს. ქვეყ­ნი­დან უზარ­მა­ზა­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კა­პი­ტა­ლის გა­დი­ნე­ბა და­ი­წყო. პო­ტენ­ცი­უ­რი ემიგ­რან­ტე­ბი თა­ვის ოჯა­ხე­ბით მა­სობ­რი­ვად მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ ოკე­ა­ნის მიღ­მა და "ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის“ დევ­ნას იწყებ­დნენ. თუმ­ცა ახა­ლი კონ­ტი­ნენ­ტის ათ­ვი­სე­ბა სურ­დათ არა მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით იყ­ვნენ მიჩ­ვე­უ­ლი "პუ­რის ფუ­ლის“ გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, არა­მედ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბას, რო­გორც ქო­ნე­ბი­სა და გავ­ლე­ნის მოხ­ვე­ჭის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ისე უყუ­რებ­დნენ.

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, რო­მელ­მაც ამე­რი­კა­ში ფეხი შედ­გა ევ­სეი აგ­რო­ნი იყო. აგ­რო­ნი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ვე­ტე­რა­ნიც გახ­ლდათ და თა­ვის დრო­ზე ლე­ნინ­გრა­დის ბლო­კა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ჯერ კი­დევ სამ­შობ­ლო­ში მას არა­ერ­თი ბრალ­დე­ბით მო­უ­წია ცი­ხე­ში ჩაჯ­დო­მა, მათ შო­რის იყო ქურ­დო­ბა და ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბიც.

ევ­სეი აგ­რო­ნი

საზ­რი­ან­მა ევ­სე­იმ სა­ბი­ნად­რო ად­გი­ლად ნიუ-იორ­კი აარ­ჩია. იმ პე­რი­ოდ­ში ეს შტა­ტი ერ­თა­დერ­თი იყო, სა­დაც შე­სას­ვლელ ვი­ზა­ში 100 დო­ლარს არ ახ­დე­ვი­ნებ­დნენ.

დი­ას­პო­რა სამ­ხრეთ ბრუკ­ლინ­ში, ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის ნა­პირ­ზე "ჩა­ი­სა­ხა“. ცენ­ტრი კი ბრა­ი­ტონ-ბიჩი გახ­და, რო­მელ­საც ასე­ვე, "პა­ტა­რა ოდე­სა“ შე­არ­ქვეს. სწო­რედ იქ, 1977 წელს აგ­რონ­მა თა­ვის­ნა­ი­რი საბ­ჭო­თა კრი­მი­ნა­ლე­ბის­გან შექ­მნა ბან­და. ამ გზით ლე­ნინ­გრა­დე­ლი ევ­სეი ამე­რი­კა­ში "რუ­სუ­ლი მა­ფი­ის“ პირ­ვე­ლი ბოსი გახ­და.

იტა­ლი­უ­რი "კოზა ნოს­ტრას“ წევ­რე­ბიც კი გა­ო­ცე­ბუ­ლი იყ­ვნენ აგ­რო­ნის უსას­ტი­კე­სი მე­თო­დე­ბით და ეგუ­ე­ბოდ­ნენ, რომ ქა­ლაქ­ში ნამ­დვი­ლად ახა­ლი "შე­რი­ფი“ გა­მოჩ­ნდა. კოჰორ­ტა ძი­რი­თა­დად ად­გი­ლობ­რი­ვი მე­წარ­მე­ე­ბის რე­კე­ტით შო­უ­ლობ­და ფულს, თუმ­ცა არ ერი­დე­ბოდ­ნენ სხვა სა­ხის "სა­მუ­შა­ო­საც“: ძარ­ცვას, შეკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბებ­სა და სუ­ტი­ნი­ო­რო­ბას.

FBI-ის საბ­ჭო­უ­რი სკო­ლის კრი­მი­ნალ­თან გამ­კლა­ვე­ბა გა­უ­ჭირ­და. აგ­რო­ნის მო­ძა­ლა­დის რე­პუ­ტა­ცი­ით შე­ში­ნე­ბუ­ლი მოწ­მე­ე­ბი პო­ლი­ცი­ას ჩვე­ნე­ბას ვერ აძ­ლევ­დნენ. თუ კი ვინ­მე გა­ბე­დუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და და შე­ეც­დე­ბო­და მისი ბან­დის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას, სა­მა­გა­ლი­თოდ სჯიდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, 1980 წელს ერ­თმა ქალ­მა ევ­სე­ის დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბის ამოც­ნო­ბა შეძ­ლო, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ­დე ვერ მი­აღ­წია. ის სას­ტი­კად მოკ­ლეს, ხოლო სიკ­ვდი­ლამ­დე თვა­ლე­ბი დას­თხა­რეს. ასე­ვე, არ და­ინ­დეს მისი ვაჟი, რო­მელ­საც საქ­მეს­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქონ­და.

80-იან წლებ­ში "რუ­სულ­მა მა­ფი­ამ“ იტა­ლი­ურ კლან­თან - კო­ლომ­ბოს­თან და­ი­წყო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ისი­ნი ძი­რი­თა­დად ეწე­ოდ­ნენ საწ­ვა­ვის გა­და­სა­ხა­დე­ბის მა­ქი­ნა­ცი­ებს, რო­მელ­საც მათ­თვის ასო­ბით მი­ლი­ო­ნის მო­გე­ბა მოჰ­ქონ­და. სქე­მა აგ­რო­ნის უახ­ლო­ეს­მა მრჩე­ველ­მა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფილ­მა ოფი­ცერ­მა და­ვიდ ბო­გა­ტინ­მა მო­ი­ფიქ­რა.

მა­იკლ ფრან­ჩე­ზე, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი კო­ლომ­ბოს ოჯა­ხის ბოსი იყო, იხ­სე­ნებს: "საწ­ვა­ვის მა­ქი­ნა­ცი­ის იდეა და­ვა­მუ­შა­ვეთ და იმ პე­რი­ოდ­ში, კვი­რა­ში 8 000 000 დო­ლა­რი მო­გე­ბა მოჰ­ქონ­და".

გარ­კვე­ულ მო­მენ­ტამ­დე ბო­გა­ტინ­მა შეძ­ლო ამ სქე­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ევ­სე­ის ავ­ლით. თუმ­ცა ერთხელ ლე­ნინ­გრა­დელ­მა შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მისი მრჩე­ვე­ლი მის ზურგს უკან იტა­ლი­ურ მა­ფი­ას­თან მი­ლი­ო­ნებს შო­უ­ლობ­და, რა­მაც ბო­სის გან­რის­ხე­ბა გა­მო­იწ­ვია. ევ­სე­იმ სცა­და წილ­ში შეს­ვლა, მაგ­რამ "კოზა ნოს­ტრა“ ამის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო.

1984 წელს აგ­რო­ნი სა­ხე­სა და ყელ­ში დაჭ­რეს, თუმ­ცა გა­დარ­ჩა. შემ­დეგ წელს კი მკვლე­ლი "რუ­სუ­ლი მა­ფი­ის“ ბოსს მი­სი­ვე სახ­ლის ლიფტ­თან დახ­ვდა და თავ­ში ორ­ჯერ ეს­რო­ლა.

ბო­გა­ტი­ნი მალე ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა, 90-ია­ნებ­ში კი პო­ლო­ნეთ­ში და­ი­ჭი­რეს და აშშ-ს გა­დას­ცეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1984 წელს და­ვიდ­მა ცნო­ბილ ცა­თამ­ბრჯენ Trump Tower-ში 5 აპარ­ტა­მენ­ტი შე­ი­ძი­ნა, რაც 6 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­უჯ­და. ასეთ მსხვილ გა­რი­გე­ბას თა­ვად დო­ნალდ ტრამ­პიც ეს­წრე­ბო­და.

  • "გრუ­ზი­ნი“ და "ია­პონ­ჩი­კი“

ევ­სეი აგ­რო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ახა­ლი ბოსი ოდე­სე­ლი მა­რატ ბა­ლა­გუ­ლა გახ­და, რომ­ლის მეტ­სა­ხე­ლი "გრუ­ზი­ნი“ იყო. მან იტა­ლი­ურ მა­ფი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­აგ­რძე­ლა და ლუ­კ­კე­ზეს ოჯა­ხის ნა­წი­ლიც გახ­და. აგ­რო­ნის­გან "გრუ­ზინს“ აზ­როვ­ნე­ბა და ამ­ბი­ცი­ე­ბი გა­ნას­ხვა­ვებ­და. ევ­სეი ძი­რი­თა­დად ჩა­მო­სულ საბ­ჭო­ურ მე­წარ­მე­ებს ერ­ჩო­და, მა­რატ­მა კი მას­შტა­ბი გა­ზარ­და და ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნეს­მე­ნებ­საც გა­დას­წვდა.

საწ­ვა­ვის გა­და­სა­ხა­დე­ბის კრი­მი­ნა­ლუ­რი სქე­მა სა­ა­თი­ვით მუ­შა­ობ­და, მის შექ­მნე­ლე­ბის­თვის კი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მო­გე­ბა მოჰ­ქონ­და. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში "კოზა ნოს­ტრა“ ბა­ლა­გუ­ლას იცავ­და. 1986 წელს "პა­ტა­რა ოდე­სა­ში“ ვლა­დი­მირ რეზ­ნი­კოვ­მა თა­ვი­სი ბან­და შექ­მნა, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი იყო და მა­ფი­ო­ზურ კა­ნო­ნებს პა­ტივს არ სცემ­და. ცნო­ბი­ლია ეპი­ზო­დი, რო­დე­საც "გრუ­ზინ­თან“ ღა­მის კლუბ "ოდე­სა­ში“ მი­ვი­და, პირ­ში ია­რა­ღი ჩა­უ­დო, მის­გან 600 000 დო­ლა­რი და ყვე­ლა სხვა შე­მო­სავ­ლი­დან სა­კუ­თა­რი წილი მო­ი­თხო­ვა. სხვა წყა­როს მი­ხედ­ვით, რეზ­ნი­კო­ვი ბა­ლა­გუ­ლას ოფის­ში ეახ­ლა, ჯერ გა­რე­დან გა­უხ­სნა ცე­ცხლი, ხოლო შემ­დეგ სა­ფეთ­ქელ­ზე მი­ა­დო ია­რა­ღი და იგი­ვე ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნა.

მა­რატ ბა­ლა­გუ­ლა

მა­რატს იმ­დე­ნად შე­ში­ნე­ბია, რომ გუ­ლის შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა. მკურ­ნა­ლო­ბა კი სა­კუ­თარ სახ­ლში გა­აგ­რძე­ლა. პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა იტა­ლი­ე­ლებ­მა მათ­თვის კარ­გად ნა­ცა­დი მე­თო­დით გა­და­წყვი­ტეს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში "ნაგ­ლი" განგსტე­რი ბრა­ი­ტონ-ბიჩ­ზე დღი­სით და მზი­სით და­ცხრი­ლეს.

მცი­რე ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით გა­ტა­ცე­ბამ ბა­ლა­გუ­ლას კი­სე­რი წა­უმტვრია და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მის კვალ­ზე გა­ვიდ­ნენ. მას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია.

ავან­ტი­უ­რის­ტი ოდე­სე­ლი ჯერ სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში გა­იქ­ცა, შემ­დეგ კი სი­ე­რა-ლე­ო­ნე­ში გა­და­ბარ­გდა, სა­დაც ალ­მა­სე­ბის არა­ლე­გა­ლურ ვაჭ­რო­ბას მიჰ­ყო ხელი. შემ­დეგ წლებ­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში იმოგ­ზა­უ­რა და თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ა­ფარ­თო­ვა, ვიდ­რე 1989 წელს, ფრან­კფურ­ტში არ და­ა­პა­ტიმ­რეს და აშშ-ში არ გაგ­ზავ­ნეს. ცხი­დი­ან 2004 წელს გა­მო­ვი­და, როცა "რუ­სუ­ლი მა­ფი­ის“ თა­ო­ბა სრუ­ლად შეც­ვლი­ლი იყო. 2019 წელს კი სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი რუსი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი - ვი­ა­ჩეს­ლავ ივან­კო­ვი, მეტ­სა­ხე­ლად "ია­პონ­ჩი­კა", ასე­ვე, ერთი პე­რი­ო­დი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბას ამე­რი­კა­ში.

ვი­ა­ჩეს­ლავ ივან­კო­ვი

ჩეჩ­ნურ კრი­მი­ნა­ლურ ჯგუფ­თან კონ­ფლიქ­ტის თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, ის ამე­რი­კა­ში 1992 წელს ჩა­ვი­და. მისი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო­ში შე­დი­ო­და აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი­სა და ნავ­თო­ბის ბიზ­ნე­სი, ვაჭ­რო­ბა ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბი­თა და ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტით. ასე­ვე, და­დი­ო­და ხმე­ბი, რომ ივან­კო­ვი კო­კა­ი­ნი­სა და ჰე­რო­ინს ყიდ­და, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტებს არა­ერ­თხელ გა­ნუ­ცხა­და, რომ მსგავ­სი საქ­მი­ა­ნო­ბა მის მო­რა­ლურ პრინ­ცი­პებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და.

"ია­პონ­ჩი­კას“ FBI იმ დღი­დან უთ­ვალ­თვა­ლებ­და, როცა მან პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი შედ­გა კონ­ტი­ნენტზე. თავ­და­პირ­ვე­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბას ვერ ახერ­ხებ­დნენ, თუმ­ცა 1993 წელს ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის ეჭ­ვით მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს. სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფირ­მის Summit International-ის პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრ ვოლ­კოვ­მა და მის­მა პარტნი­ორ­მა ვლა­დი­მირ ვო­ლო­შინ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი მოს­კო­ვუ­რი ბან­კი­დან 2.7 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ისეს­ხეს. კრე­დი­ტო­რებ­მა არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და ფუ­ლის დიდი ნა­წი­ლი და­კარ­გეს. ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ინ­ფორ­მა­ცია ივან­კოვს გა­დას­ცეს, ამ უკა­ნას­კნელ­მა კი საკ­რე­დი­ტო მი­ლი­ო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა თა­ვი­სი მე­თო­დე­ბით გა­და­წყვი­ტა.

ვოლ­კოვ­მა პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა, შემ­თხვე­ვით FBI-მ ისარ­გებ­ლა და 1995 წელს "ია­პონ­ჩი­კა“ და­ა­პა­ტიმ­რეს.

1997 წელს დამ­ნა­შა­ვეს ჯამ­ში 9 წელი და 7 თვე მი­უ­სა­ჯეს, 2004 წელს კი რუ­სეთს გა­დას­ცეს. ასე სრულ­დე­ბა ვი­ა­ჩეს­ლა­ვის "ამე­რი­კუ­ლი ერა“.

მომ­დევ­ნო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა ამე­რი­კა­ში შე­სუს­ტდა. არ არ­სე­ბობ­და ისე­თი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც სხვა კრი­მი­ნა­ლებს გა­უ­ძღვე­ბო­და და ერ­თი­ან დაჯ­გუ­ფე­ბად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებ­და. ასე­ვე, შემ­ცირ­და უშუ­ა­ლოდ და­ნა­შა­უ­ლის მას­შტა­ბიც. ბრი­ტა­ნე­ლი პო­ლიგ­ლო­ტი მარკ გა­ლე­ოტ­ტი, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ნა­შა­უ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტია, აცხა­დებს, რომ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში წა­კი­დე­ბუ­ლი ბან­დე­ბია, რომ­ლებ­საც აღარ აქვთ ერ­თი­ა­ნი იერ­არ­ქი­ე­ბი და სა­ერ­თო მიზ­ნე­ბი.

"რუ­სუ­ლი მა­ფი­ის“ ერთ-ერთი ბოლო დარ­ტყმა ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ რაჟ­დენ შუ­ლა­ი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა გახ­და. სა­სა­მარ­თლო­ში პრო­კუ­რორ­მა შუ­ლა­ია და­ა­ხა­სი­ა­თა, რო­გორც: "ნიუ-იორ­კის აღ­მო­სავ­ლე­თევ­რო­პუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის მთა­ვა­რი ბოსი“.

შუ­ლა­ი­ამ აღ­მას­ვლა სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი­დან და­ი­წყო. ის შაქ­რო კა­ლა­შოვ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი და სან­დო პირი იყო.

მან ქურ­დუ­ლი ტი­ტუ­ლი 2013 წელს, კვიპ­როს­ში მი­ი­ღო, შემ­დეგ კი ამე­რი­კა­ში გა­და­ბარ­გდა. იქ მან და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბა შექ­მნა, სა­დაც 30-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­დი­ო­და - ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლე­ბი და რუ­სე­ბი. ტრა­დი­ცი­უ­ლი კრი­მი­ნა­ლის გარ­და, ჯგუფ­მა აით­ვი­სა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო: მა­გა­ლი­თად, მათ შე­ეძ­ლოთ ატ­ლან­ტიკ-სი­თი­სა და ლას-ვე­გას­ში სა­თა­მა­შო ავ­ტო­მა­ტე­ბის კო­დე­ბის გა­ტეხ­ვა, რი­თაც მო­გე­ბის შან­სებს ზრდიდ­ნენ.

რაჟ­დენ შუ­ლა­ია

რაჟ­დე­ნის მკვლე­ლო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ცნო­ბი­ლი არა­ფე­რია, მაგ­რამ დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რი არ ერი­დე­ბო­და ძა­ლა­დო­ბას. სა­სა­მარ­თლო­ზე გა­იხ­სე­ნეს ამ­ბა­ვი თუ რო­გორ გა­უმკლავ­და კონ­კუ­რენტ ბან­დას, რომ­ლის დიდ ნა­წილს სომ­ხე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ. შუ­ა­ლა­ი­ას ხალ­ხი სა­ბი­ლი­არ­დო­ში შე­იჭ­რა, სა­დაც მათი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ის­ვე­ნებ­დნენ. ისი­ნი ჯერ კიით სცე­მეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა რაჟ­დენ­მა მთე­ლი ლექ­ცია წა­უ­კი­თხა.

ასე­ვე შუ­ა­ლა­ი­ას საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და რუსი ჰა­კე­რის გა­ტა­ცე­ბა, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბით, სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მას ფლობ­და, რის მეშ­ვე­ო­ბი­თაც სა­თა­მა­შო აპა­რა­ტებს ატყუ­ებ­და და დი­დძალ ფულს უგებ­და. რაჟ­დე­ნის საქ­მე­ში, ფი­გუ­რი­რებ­და მო­პა­რუ­ლი ძვირ­ფა­სი სა­ა­თე­ბი­თა და სი­გა­რე­ტე­ბით ყიდ­ვა-ვაჭ­რო­ბა. ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ ქურ­დო­ბად კი 5 ტონა შო­კო­ლა­დია, რო­მე­ლიც უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბულ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ზე იდო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შუ­ლა­ი­ას საქ­მი­ა­ნო­ბა არ იყო ისე­თი მას­შტა­ბუ­რი, რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, ევ­სეი აგ­რო­ნის, მო­სა­მარ­თლემ ის არ და­ინ­დო და 45 წელი მი­უ­სა­ჯა. ჯა­რი­მის სა­ხით კი 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
2

მაგრად გაუსწორდება 45 წელი ციხეში...მიმიფურთხებია ქურდულისათვის!!! მაგარი ქურდული ყოფილა ძვირფასეულობით ვაჭრობა...ჩემი პატიოსანი შრომით ნაშოვნი ლუკმა მირჩევნია ძარცვით, მკვლელობით და ნარკოტიკების გაყიდვით ნაშოვნ მილიონებს!!!

ქურდი არა იხვის ტოლმა...

არა იპარო!!!

დიდება უფალს!!!

goga
1

თანამედროვე დიდი ბიზნესის საკმაოდ სოლიდური წილი კრიმინალში ნაშოვნი ფულია. სამწუხაროა რომ ეს ჩვენი კრიმინალები ვერ გაცდნენ ამ დროებით კრიმინალობას და სწრაფადვე ფლანგავენ კრიმინალით ნაშოვნ ფულს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

როგორ იპყრობდა საბჭოური და რუსული მაფია ამერიკას - "გრუზინის", "იაპონჩიკას" და შულაიას გახმაურებული კრიმინალური საქმეები

როგორ იპყრობდა საბჭოური და რუსული მაფია ამერიკას - "გრუზინის", "იაპონჩიკას" და შულაიას გახმაურებული კრიმინალური საქმეები

1970-იან წლებში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებმა თამამი გადაწყვეტილება მიიღეს - ადგილობრივ ებრაელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების უფლება მისცეს. ქვეყნიდან უზარმაზარი ინტელექტუალური კაპიტალის გადინება დაიწყო. პოტენციური ემიგრანტები თავის ოჯახებით მასობრივად მიემგზავრებოდნენ ოკეანის მიღმა და "ამერიკული ოცნების“ დევნას იწყებდნენ. თუმცა ახალი კონტინენტის ათვისება სურდათ არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც პატიოსანი შრომით იყვნენ მიჩვეული "პურის ფულის“ გამომუშავებას, არამედ კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომლებიც ამერიკაში გამგზავრებას, როგორც ქონებისა და გავლენის მოხვეჭის შესაძლებლობას, ისე უყურებდნენ.

ერთ-ერთი პირველი კრიმინალური ავტორიტეტი, რომელმაც ამერიკაში ფეხი შედგა ევსეი აგრონი იყო. აგრონი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანიც გახლდათ და თავის დროზე ლენინგრადის ბლოკადაში მონაწილეობდა. ჯერ კიდევ სამშობლოში მას არაერთი ბრალდებით მოუწია ციხეში ჩაჯდომა, მათ შორის იყო ქურდობა და ფინანსური მაქინაციებიც.

ევსეი აგრონი

საზრიანმა ევსეიმ საბინადრო ადგილად ნიუ-იორკი აარჩია. იმ პერიოდში ეს შტატი ერთადერთი იყო, სადაც შესასვლელ ვიზაში 100 დოლარს არ ახდევინებდნენ.

დიასპორა სამხრეთ ბრუკლინში, ატლანტის ოკეანის ნაპირზე "ჩაისახა“. ცენტრი კი ბრაიტონ-ბიჩი გახდა, რომელსაც ასევე, "პატარა ოდესა“ შეარქვეს. სწორედ იქ, 1977 წელს აგრონმა თავისნაირი საბჭოთა კრიმინალებისგან შექმნა ბანდა. ამ გზით ლენინგრადელი ევსეი ამერიკაში "რუსული მაფიის“ პირველი ბოსი გახდა.

იტალიური "კოზა ნოსტრას“ წევრებიც კი გაოცებული იყვნენ აგრონის უსასტიკესი მეთოდებით და ეგუებოდნენ, რომ ქალაქში ნამდვილად ახალი "შერიფი“ გამოჩნდა. კოჰორტა ძირითადად ადგილობრივი მეწარმეების რეკეტით შოულობდა ფულს, თუმცა არ ერიდებოდნენ სხვა სახის "სამუშაოსაც“: ძარცვას, შეკვეთილ მკვლელობებსა და სუტინიორობას.

FBI-ის საბჭოური სკოლის კრიმინალთან გამკლავება გაუჭირდა. აგრონის მოძალადის რეპუტაციით შეშინებული მოწმეები პოლიციას ჩვენებას ვერ აძლევდნენ. თუ კი ვინმე გაბედული აღმოჩნდებოდა და შეეცდებოდა მისი ბანდის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, სამაგალითოდ სჯიდნენ. მაგალითად, 1980 წელს ერთმა ქალმა ევსეის დაჯგუფების წევრების ამოცნობა შეძლო, თუმცა სასამართლომდე ვერ მიაღწია. ის სასტიკად მოკლეს, ხოლო სიკვდილამდე თვალები დასთხარეს. ასევე, არ დაინდეს მისი ვაჟი, რომელსაც საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონდა.

80-იან წლებში "რუსულმა მაფიამ“ იტალიურ კლანთან - კოლომბოსთან დაიწყო თანამშრომლობა. ისინი ძირითადად ეწეოდნენ საწვავის გადასახადების მაქინაციებს, რომელსაც მათთვის ასობით მილიონის მოგება მოჰქონდა. სქემა აგრონის უახლოესმა მრჩეველმა და საბჭოთა კავშირის ყოფილმა ოფიცერმა დავიდ ბოგატინმა მოიფიქრა.

მაიკლ ფრანჩეზე, რომელიც ყოფილი კოლომბოს ოჯახის ბოსი იყო, იხსენებს: "საწვავის მაქინაციის იდეა დავამუშავეთ და იმ პერიოდში, კვირაში 8 000 000 დოლარი მოგება მოჰქონდა".

გარკვეულ მომენტამდე ბოგატინმა შეძლო ამ სქემის განხორციელება ევსეის ავლით. თუმცა ერთხელ ლენინგრადელმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მისი მრჩეველი მის ზურგს უკან იტალიურ მაფიასთან მილიონებს შოულობდა, რამაც ბოსის განრისხება გამოიწვია. ევსეიმ სცადა წილში შესვლა, მაგრამ "კოზა ნოსტრა“ ამის წინააღმდეგი იყო.

1984 წელს აგრონი სახესა და ყელში დაჭრეს, თუმცა გადარჩა. შემდეგ წელს კი მკვლელი "რუსული მაფიის“ ბოსს მისივე სახლის ლიფტთან დახვდა და თავში ორჯერ ესროლა.

ბოგატინი მალე ქვეყნიდან გაიქცა, 90-იანებში კი პოლონეთში დაიჭირეს და აშშ-ს გადასცეს. აღსანიშნავია, რომ 1984 წელს დავიდმა ცნობილ ცათამბრჯენ Trump Tower-ში 5 აპარტამენტი შეიძინა, რაც 6 მილიონი დოლარი დაუჯდა. ასეთ მსხვილ გარიგებას თავად დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.

  • "გრუზინი“ და "იაპონჩიკი“

ევსეი აგრონის გარდაცვალების შემდეგ, ახალი ბოსი ოდესელი მარატ ბალაგულა გახდა, რომლის მეტსახელი "გრუზინი“ იყო. მან იტალიურ მაფიასთან თანამშრომლობა გააგრძელა და ლუკკეზეს ოჯახის ნაწილიც გახდა. აგრონისგან "გრუზინს“ აზროვნება და ამბიციები განასხვავებდა. ევსეი ძირითადად ჩამოსულ საბჭოურ მეწარმეებს ერჩოდა, მარატმა კი მასშტაბი გაზარდა და ადგილობრივ ბიზნესმენებსაც გადასწვდა.

საწვავის გადასახადების კრიმინალური სქემა საათივით მუშაობდა, მის შექმნელებისთვის კი ასტრონომიული მოგება მოჰქონდა. ზოგიერთ შემთხვევაში "კოზა ნოსტრა“ ბალაგულას იცავდა. 1986 წელს "პატარა ოდესაში“ ვლადიმირ რეზნიკოვმა თავისი ბანდა შექმნა, რომელიც სრულიად თავზე ხელაღებული იყო და მაფიოზურ კანონებს პატივს არ სცემდა. ცნობილია ეპიზოდი, როდესაც "გრუზინთან“ ღამის კლუბ "ოდესაში“ მივიდა, პირში იარაღი ჩაუდო, მისგან 600 000 დოლარი და ყველა სხვა შემოსავლიდან საკუთარი წილი მოითხოვა. სხვა წყაროს მიხედვით, რეზნიკოვი ბალაგულას ოფისში ეახლა, ჯერ გარედან გაუხსნა ცეცხლი, ხოლო შემდეგ საფეთქელზე მიადო იარაღი და იგივე ულტიმატუმი წაუყენა.

მარატ ბალაგულა

მარატს იმდენად შეშინებია, რომ გულის შეტევა დაემართა. მკურნალობა კი საკუთარ სახლში გააგრძელა. პრობლემის გადაჭრა იტალიელებმა მათთვის კარგად ნაცადი მეთოდით გადაწყვიტეს. რამდენიმე დღეში "ნაგლი" განგსტერი ბრაიტონ-ბიჩზე დღისით და მზისით დაცხრილეს.

მცირე ფინანსური მაქინაციებით გატაცებამ ბალაგულას კისერი წაუმტვრია და სამართალდამცავები მის კვალზე გავიდნენ. მას ქვეყნის დატოვება მოუწია.

ავანტიურისტი ოდესელი ჯერ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიქცა, შემდეგ კი სიერა-ლეონეში გადაბარგდა, სადაც ალმასების არალეგალურ ვაჭრობას მიჰყო ხელი. შემდეგ წლებში სხვადასხვა ქვეყნებში იმოგზაურა და თავის საქმიანობა გააფართოვა, ვიდრე 1989 წელს, ფრანკფურტში არ დააპატიმრეს და აშშ-ში არ გაგზავნეს. ცხიდიან 2004 წელს გამოვიდა, როცა "რუსული მაფიის“ თაობა სრულად შეცვლილი იყო. 2019 წელს კი სიმსივნით გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი კანონიერი ქურდი - ვიაჩესლავ ივანკოვი, მეტსახელად "იაპონჩიკა", ასევე, ერთი პერიოდი ხელმძღვანელობდა კრიმინალურ დაჯგუფებას ამერიკაში.

ვიაჩესლავ ივანკოვი

ჩეჩნურ კრიმინალურ ჯგუფთან კონფლიქტის თავის არიდების მიზნით, ის ამერიკაში 1992 წელს ჩავიდა. მისი ინტერესების სფეროში შედიოდა აზარტული თამაშებისა და ნავთობის ბიზნესი, ვაჭრობა ძვირფასეულობითა და ანტიკვარიატით. ასევე, დადიოდა ხმები, რომ ივანკოვი კოკაინისა და ჰეროინს ყიდდა, თუმცა ჟურნალისტებს არაერთხელ განუცხადა, რომ მსგავსი საქმიანობა მის მორალურ პრინციპებს არ შეესაბამებოდა.

"იაპონჩიკას“ FBI იმ დღიდან უთვალთვალებდა, როცა მან პირველი ნაბიჯი შედგა კონტინენტზე. თავდაპირველად სერიოზული ბრალის წაყენებას ვერ ახერხებდნენ, თუმცა 1993 წელს ფულის გამოძალვის ეჭვით მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. საინვესტიციო ფირმის Summit International-ის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვოლკოვმა და მისმა პარტნიორმა ვლადიმირ ვოლოშინმა ადგილობრივი მოსკოვური ბანკიდან 2.7 მილიონი დოლარი ისესხეს. კრედიტორებმა არაეფექტიანი ინვესტიციები განახორციელეს და ფულის დიდი ნაწილი დაკარგეს. ბანკის წარმომადგენლებმა ინფორმაცია ივანკოვს გადასცეს, ამ უკანასკნელმა კი საკრედიტო მილიონების დაბრუნება თავისი მეთოდებით გადაწყვიტა.

ვოლკოვმა პოლიციას მიმართა, შემთხვევით FBI-მ ისარგებლა და 1995 წელს "იაპონჩიკა“ დააპატიმრეს.

1997 წელს დამნაშავეს ჯამში 9 წელი და 7 თვე მიუსაჯეს, 2004 წელს კი რუსეთს გადასცეს. ასე სრულდება ვიაჩესლავის "ამერიკული ერა“.

მომდევნო 20 წლის განმავლობაში რუსული კრიმინალური საქმიანობა ამერიკაში შესუსტდა. არ არსებობდა ისეთი ლიდერი, რომელიც სხვა კრიმინალებს გაუძღვებოდა და ერთიან დაჯგუფებად ჩამოაყალიბებდა. ასევე, შემცირდა უშუალოდ დანაშაულის მასშტაბიც. ბრიტანელი პოლიგლოტი მარკ გალეოტტი, რომელიც საერთაშორისო დანაშაულის სპეციალისტია, აცხადებს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის კრიმინალური დაჯგუფებები ერთმანეთში წაკიდებული ბანდებია, რომლებსაც აღარ აქვთ ერთიანი იერარქიები და საერთო მიზნები.

"რუსული მაფიის“ ერთ-ერთი ბოლო დარტყმა ქართული წარმოშობის "კანონიერი ქურდის“ რაჟდენ შულაიას დაპატიმრება გახდა. სასამართლოში პროკურორმა შულაია დაახასიათა, როგორც: "ნიუ-იორკის აღმოსავლეთევროპული დანაშაულებრივი ჯგუფის მთავარი ბოსი“.

შულაიამ აღმასვლა სანკტ-პეტერბურგიდან დაიწყო. ის შაქრო კალაშოვთან დაახლოებული და სანდო პირი იყო.

მან ქურდული ტიტული 2013 წელს, კვიპროსში მიიღო, შემდეგ კი ამერიკაში გადაბარგდა. იქ მან დანაშაულებრივი დაჯგუფება შექმნა, სადაც 30-ზე მეტი ადამიანი შედიოდა - ძირითადად ქართველები და რუსები. ტრადიციული კრიმინალის გარდა, ჯგუფმა აითვისა თანამედროვე ტექნოლოგიების სფერო: მაგალითად, მათ შეეძლოთ ატლანტიკ-სითისა და ლას-ვეგასში სათამაშო ავტომატების კოდების გატეხვა, რითაც მოგების შანსებს ზრდიდნენ.

რაჟდენ შულაია

რაჟდენის მკვლელობებში მონაწილეობაზე ცნობილი არაფერია, მაგრამ დაჯგუფების მეთაური არ ერიდებოდა ძალადობას. სასამართლოზე გაიხსენეს ამბავი თუ როგორ გაუმკლავდა კონკურენტ ბანდას, რომლის დიდ ნაწილს სომხები წარმოადგენდნენ. შუალაიას ხალხი საბილიარდოში შეიჭრა, სადაც მათი მოწინააღმდეგეები ისვენებდნენ. ისინი ჯერ კიით სცემეს, მოგვიანებით კი შეიარაღებულმა რაჟდენმა მთელი ლექცია წაუკითხა.

ასევე შუალაიას საქმეში ფიგურირებდა რუსი ჰაკერის გატაცება, რომელიც გავრცელებული ხმებით, სპეციალურ პროგრამას ფლობდა, რის მეშვეობითაც სათამაშო აპარატებს ატყუებდა და დიდძალ ფულს უგებდა. რაჟდენის საქმეში, ფიგურირებდა მოპარული ძვირფასი საათებითა და სიგარეტებით ყიდვა-ვაჭრობა. ყველაზე გამორჩეულ ქურდობად კი 5 ტონა შოკოლადია, რომელიც უყურადღებოდ დატოვებულ სატვირთო მანქანაზე იდო.

მიუხედავად იმისა, რომ შულაიას საქმიანობა არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორიც, მაგალითად, ევსეი აგრონის, მოსამართლემ ის არ დაინდო და 45 წელი მიუსაჯა. ჯარიმის სახით კი 2 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

ავტორი: ანრი კურტანიძე