პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდუმლო ქორწინება და გაქცევა ვენიდან ზუგდიდში - ვინ იყო მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალი, რომელიც 9 წელი საქართველოში ცხოვრობდა და რა აკავშირებდა ეკატერინე ჭავჭავაძესთან?
საიდუმლო ქორწინება და გაქცევა ვენიდან ზუგდიდში - ვინ იყო მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალი, რომელიც 9 წელი საქართველოში ცხოვრობდა და რა აკავშირებდა ეკატერინე ჭავჭავაძესთან?

ალ­ბათ, ბევ­რმა არც კი იცის, რომ XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულ­სა და XX სა­უ­კუ­ნის დამ­დეგს, მშვი­დო­ბის დარ­გში პირ­ვე­ლი ნო­ბე­ლი­ან­ტი ქალი, რო­მელ­თან შეხ­ვედ­რას, სა­უ­ბარ­სა და ნაც­ნო­ბო­ბას სა­ხელ­მწი­ფო­თა მე­თა­უ­რე­ბი დიდ პა­ტი­ვად მი­იჩ­ნევ­დნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ცხრა წელი ცხოვ­რობ­და.

ბერ­ტა ფონ ზუტ­ნე­რი 1843 წელს და­ი­ბა­და პრა­ღა­ში (იმ­ჟა­მად ავ­სტრია-უნ­გრე­თი), ავ­სტრი­ე­ლი გრა­ფის, გე­ნერლ ფრანც - იო­ზეფ კინ­სკი ში­ნიკ უნდ ტე­ტა­უს ოჯახ­ში. გრა­ფი გო­გო­ნას და­ბა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა და მისი აღ­ზრდა იტ­ვირ­თეს დე­დამ სო­ფია ვილ­ჰელ­მი­ნამ და მის­მა მე­ურ­ვემ, ორი­ვე მათ­გა­ნი საკ­მა­ოდ მი­ღე­ბუ­ლი ფი­გუ­რე­ბი იყ­ვნენ ავ­სტრი­ის სა­მე­ფო კარ­ზე. ისე მოხ­და, რომ ბერ­ტა კინ­სკი აღი­ზარ­და ავ­სტრი­ის არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ლი­ტა­რის­ტულ ტრა­დი­ცი­ებ­ში. იმ ტრა­დი­ცი­ე­ბით, რო­მელ­საც იგი ებ­რძო­და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მე­ო­რე ნა­წილ­ში.

რო­დე­საც ბერ­ტა წა­მო­ი­ზარ­და, მისი ოჯა­ხი გა­კოტ­რდა და იგი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გახ­და, ვე­ნა­ში, ბა­რონ ფონ ზუტ­ნე­რის ოჯახ­ში გუ­ვერ­ნან­ტად ემუ­შა­ვა. სწო­რედ აქ გა­იც­ნო მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე - ბა­რო­ნის ვაჟს მას­ზე შვი­დი წლით უფ­რო­სი აღ­მზრდე­ლი შე­უყ­ვარ­და. არ­ტურ ფონ ზუტ­ნე­რის მშობ­ლებ­მა ბერ­ტა არა­სა­სურ­ველ სარ­ძლოდ მი­იჩ­ნი­ეს და ქალი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი შე­ეც­ვა­ლა - პა­რიზ­ში გა­ემ­გზავ­რა...

1876 წელს ერთ-ერთ გა­ზეთ­ში გა­მოჩ­ნდა ასე­თი გან­ცხა­დე­ბა: “პა­რიზ­ში მცხოვ­რებ ასა­კო­ვან ჯენტლმენს სურს და­ი­ქი­რა­ვოს სრულ­წლო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მისი მდი­ვა­ნი და მარ­ჯვე­ნა ხელი”. ბერ­ტა კინ­სკიმ გა­და­წყვი­ტა ამ ვა­კან­სი­ა­ზე ეცა­და ბედი... გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რი გახ­ლდა ალფ­რედ ნო­ბე­ლი. ქალ­მა მას­თან და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ მა­ლე­ვე ბერ­ტას სამ­შობ­ლო მო­ე­ნატ­რა და უკან ვე­ნა­ში დაბ­რუნ­და, თუმ­ცა მას­თან კონ­ტაქ­ტი არ გა­უ­წყვე­ტია. მათ შო­რის მი­მო­წე­რა გა­ჩაღ­და, მათ შო­რის მსოფ­ლი­ო­ში მშვი­დო­ბის თე­მა­ზე. ბერ­ტას რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი ჰქონ­და მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ალფ­რედ­მაც მისი ფი­ნან­სუ­რად დახ­მა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბერ­ტამ იქო­ნია გავ­ლე­ნა ნო­ბე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, და­არ­სე­ბუ­ლი­ყო პრე­მია მშვი­დო­ბის დარ­გში. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბერ­ტას უი­მე­დოდ ალფ­რედ ნო­ბე­ლიც ეტროფ­და.

ალფ­რედ ნო­ბე­ლი

ვე­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ბერ­ტამ არ­ტურ ფონ ზუტ­ნერ­თან მა­ლუ­ლად იქორ­წი­ნა. შემ­დეგ წყვილ­მა ვენა და­ტო­ვა და მომ­დევ­ნო ცხრა წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც მათი მას­პინ­ძე­ლი სა­მეგ­რე­ლოს სამ­თავ­როს უკა­ნას­კნე­ლი დე­დო­ფა­ლი ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძე იყო.

  • რო­გორ და­უ­მე­გობ­რდა ბერ­ტა ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძეს?

1866 წელს ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძის ოჯა­ხი გერ­მა­ნი­ის კუ­რორტ ჰამ­ბურ­გში ის­ვე­ნებ­და. სწო­რედ ამ დროს შეხ­ვდნენ ავ­სტრი­ე­ლი ბერ­ტა და ქარ­თვე­ლი ეკა­ტე­რი­ნე ერ­თმა­ნეთს. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ბერ­ტა თურ­მე სულ უკან დაჰ­ყვე­ბო­და ეკა­ტე­რი­ნეს და მის ამა­ლას. ეს უკანსკნე­ლი ძა­ლი­ან ბევ­რს უყ­ვე­ბო­და ბერ­ტას სა­ქარ­თვე­ლო­ზე, მის ის­ტო­რი­ა­ზე, ბუ­ნე­ბა­ზე. სწო­რედ ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­და­უ­წყვე­ტია ბერ­ტას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა. “ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო იმ ქვე­ყა­ნა­ში მოხ­ვედ­რა, - წერს ბერ­ტა თა­ვის წიგნ­ში, - სა­ი­და­ნაც ია­ზონ­მა ოქ­როს საწ­მი­სი გა­ი­ტა­ცა…"

ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძე
  • ბერ­ტას "ქარ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბა"

რო­გორ აღ­მოჩ­ნდა მწე­რა­ლი ქალი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად გი­ამ­ბობთ:

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, არ­ტურ ფონ ზუტ­ნე­რის მშობ­ლე­ბი ბერ­ტას არა­სა­სურ­ველ სარ­ძლოდ მი­იჩ­ნევ­დნენ, ამი­ტო­მაც მან ზუნ­ტე­რე­ბის მემ­კვიდ­რე­ზე მა­ლუ­ლად იქორ­წი­ნა, ამის მერე წყვი­ლი ვე­ნა­ში ვე­ღარ გა­ჩერ­დე­ბო­და, ამი­ტომ მი­ი­ღეს ეკა­ტე­რი­ნეს მიწ­ვე­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ.

"ჩვენს წი­ნა­შე მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბით აღ­სავ­სე ახა­ლი სამ­ყა­რო გა­და­ი­შა­ლა”, - წერ­და ბერ­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ზე.

ის თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს დე­დოფ­ლის გე­მოვ­ნე­ბით მო­კაზ­მულ აპარ­ტა­მენ­ტსაც და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იმ სურ­ნელ­საც კი, რო­მე­ლიც ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძის საბ­რძა­ნე­ბელ­ში სუ­ფევ­და:

"რუ­სუ­ლი სი­გა­რე­ტი­სა და ყა­ვის სუნი შე­ზა­ვე­ბუ­ლი იყო ფორ­თოხ­ლის ყვა­ვი­ლე­ბის სუნ­თან. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნა­ხავს დე­დო­ფა­ლი ეკა­ტე­რი­ნე სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას და სა­დაც კი ის და­ი­დებ­და ბი­ნას, უმალ ეს სურ­ნე­ლე­ბა დგე­ბო­და. მისი ნივ­თე­ბი ყველ­გან ასე "სუნ­თქავ­დნენ".

დე­დო­ფალ ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძეს­თან ავ­სტრი­ელ­მა სტუ­მარ­მა პრინ­ცი ერეკ­ლე გა­იც­ნო - ალექ­სან­დრე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის ვაჟი, ერეკ­ლე მე­ო­რის შვი­ლიშ­ვი­ლი. ბერ­ტა თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში არ მა­ლავს, რომ ქარ­თვე­ლი პრინ­ცი მო­ე­წო­ნა და იმა­საც ამ­ტკი­ცებს, პრინცსაც მო­ვე­წო­ნეო. ბერ­ტას სიყ­ვა­რუ­ლის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძე ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ქარ­თველ­მა პრინცმა ავ­სტრი­ე­ლი მწერ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი უარ­ყო და ცო­ლად ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძის ძმის­შვი­ლი შე­ირ­თო. სხვა­თა შო­რის, ბერ­ტას მე­მუ­ა­რებ­ში ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე პი­კან­ტურ დე­ტა­ლებ­საც ამო­ი­კი­თხავთ. იმ­ჟა­მინ­დელ თბი­ლისს ელ­ვის სის­წრა­ფით მო­ე­დო ჭორი, - ეკა­ტე­რი­ნე, და­დი­ა­ნის ქვრი­ვი, ბა­რა­თაშ­ვი­ლის სატ­რფო, ეს­პა­ნე­თის მდი­დარ­სა და დიდ­გვა­რო­ვან ელჩს ცო­ლად გაჰ­ყვაო, თუმ­ცა, მა­ლე­ვე ყვე­ლამ ჩათ­ვა­ლა, რომ ეს მხო­ლოდ ჭორი გახ­ლდათ. არა­და, ბერ­ტა მე­მუ­ა­რებ­ში წერს, რომ ეკა­ტე­რი­ნეს­თვის ბი­ა­რიც­ში ეს­პა­ნელ დიდ­გვა­რო­ვანს, ჰერ­ცოგ დე ოსუ­ნას, ხელი მარ­თლაც უთხო­ვია. ბერ­ტა იგო­ნებს, რომ ეკა­ტე­რი­ნემ თან­ხმო­ბა ვერ გა­ბე­და. ის თა­ვი­სი შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის­თვის ცო­ცხლობ­და და გული სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მო­უ­წევ­დაო.

ზუტ­ნე­რე­ბი ზუგ­დიდ­ში

ზუგ­დიდ­ში ბერ­ტა და მისი მე­უღ­ლე, მწე­რა­ლი არ­ტურ გუნ­და­კარ ფონ ზუტ­ნე­რი ფრანგ ჟურ­ნა­ლისტ ჟიულ მუ­რი­ე­სა და იონა მე­უ­ნარ­გი­ას "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ფრან­გუ­ლად თარ­გმნა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

არ­ტურ გუნ­და­კარ ზუტ­ნე­რი წერ­და:

“რუს­თა­ვე­ლი უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით ეკი­დე­ბო­და თა­ვის მთა­ვარ საქ­მეს. პო­ე­მას თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გას­დევს ერთი მთა­ვა­რი აზრი: ამაღ­ლე­ბუ­ლი, წმინ­და და მტკი­ცე სიყ­ვა­რუ­ლი. რო­მა­ნის ეპი­ზო­დე­ბი და­ხა­ტუ­ლია უაღ­რე­სად ნათ­ლად. მკი­თხვე­ლი იო­ლად აღიქ­ვამს გმი­რე­ბის გო­ნი­ე­რე­ბა­სა და მშვე­ნი­ე­რე­ბას. სა­დაც არ უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს მოქ­მე­დე­ბა, "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" იყო და იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი. ის მაღ­ლა დგას "რო­ლან­დზე" და სა­ერ­თო­დაც მსგავსს ვე­რა­ფერს იპო­ვით და­სავ­ლე­თის ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში”.

არ­ტურ გუნ­და­კარ ზუტ­ნე­რი

1882 წელს, ეკა­ტე­რი­ნეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ავ­სტრი­ე­ლი ცოლ-ქმა­რი თბი­ლის­ში და­სახ­ლდა. არ­ტუ­რი ავე­ჯის ფაბ­რი­კა­ში მხატ­ვარ-გამ­ფორ­მებ­ლად მუ­შა­ობ­და, ბერ­ტა კი - ფრან­გულ და გერ­მა­ნულ ენებს, ასე­ვე მუ­სი­კას ას­წავ­ლი­და. რაც მთა­ვა­რია, ბერ­ტაც და არ­ტუ­რიც მწერ­ლე­ბად და პუბ­ლი­ცის­ტე­ბად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, რა­ღაც პე­რი­ოდ­ში წყვი­ლი ქუ­თა­ის­შიც ცხოვ­რობ­და.

  • ბერ­ტას ბრძო­ლა

ბერ­ტა ზუტ­ნე­რი მშვი­დო­ბი­სათ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლი მებ­რძო­ლი იყო და ომს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი რო­მა­ნი "ძირს ია­რა­ღი" მი­უ­ძღვნა, რო­მე­ლიც 1889 წელს გა­მო­ვო­და და 16 ენა­ზეა თარ­გმნი­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მისი პირ­ვე­ლი ეგ­ზემპლა­რი ზუგ­დიდ­ში, და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ინა­ხე­ბა. გერ­მა­ნულ ვი­კი­პე­დი­ა­ში ამ რო­მა­ნის შე­სა­ხებ ვკი­თხუ­ლობთ, რომ, ვიდ­რე რე­მარ­კის “და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია” გა­მოჩ­ნდე­ბო­და (1929 წ.), “ძირს ია­რა­ღი!” ომის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­რილ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წარ­მო­ე­ბად მი­იჩ­ნე­ო­და.

ბერ­ტა თა­ვის ლექ­ცი­ებ­ში მსოფ­ლი­ოს აფრ­თხი­ლებ­და ჩი­ნე­თის მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის საფრ­თხე­ებ­ზე და მტკი­ცედ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას.

მის ცხოვ­რე­ბა­ში 1892 წელი ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა: შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ბერნ­ში შედ­გა პა­ცი­ფის­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრე­სი, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რი იყო ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი ბენ­ჯა­მინ ჰა­რი­სო­ნი. მან მო­უ­წო­და ევ­რო­პის მთავ­რო­ბებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ და შე­ექ­მნათ სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლო. ამ კონ­გრესს და­ეს­წრო ალფ­რედ ნო­ბე­ლიც.

ბერ­ნის კონ­გრე­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ალფ­რედ ნო­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე დღეს ცი­უ­რიხ­ში იყო. მარ­ტოს რომ არ და­ეს­ვე­ნა, თა­ვის იახ­ტა­ზე (ცი­უ­რი­ხის ტბა­ზე) მი­იწ­ვია ბერ­ტა ფონ ზუტ­ნე­რი და მისი მე­უღ­ლე. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნო­ბელ­მა სა­ბო­ლო­ოდ სწო­რედ ცი­უ­რი­ხის ტბა­ზე გა­და­წყვი­ტა, თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა მშვი­დო­ბის საქ­მე­ში, რაც შემ­დგომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კი­დეც.

ბერ­ტა ფონ ზუტ­ნერს ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ე­ნი­ჭა 1905 წელს და გა­და­ე­ცა 1906 წლის 18 აპ­რილს, ოს­ლო­ში. ზუტ­ნე­რი გახ­და მშვი­დო­ბის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მი­ის პირ­ვე­ლი ლა­უ­რე­ა­ტი ქალი და მე­ო­რე ქალი ზო­გა­დად ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტებს შო­რის, მარი სკლო­დოვ­სკა-კი­უ­რის შემ­დეგ.

XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და XX-ის დამ­დეგს ბერ­ტა ფონ ზუტ­ნე­რი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ქალი იყო მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­თან შეხ­ვედ­რას, სა­უ­ბარს, ნაც­ნო­ბო­ბას დიდ პა­ტი­ვად მი­იჩ­ნევ­დნენ სა­ხელ­მწი­ფო­თა მე­თა­უ­რე­ბი (1904 წელს იგი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა თე­ო­დორ რუზ­ველტმა თეთრ სახ­ლში მი­იწ­ვია სა­სა­უბ­როდ).

გერ­მა­ნულ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ პრე­სა­ში მას "პა­ცი­ფიზ­მის ფი­უ­რერს“ უწო­დებ­დნენ, მი­ლი­ტა­რის­ტულ წრე­ებ­ში - "მო­ღა­ლა­ტეს“. 1913 წელს ჰა­ა­გის "სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო კონ­გრეს­ზე“ მას არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად უბო­ძეს პა­ცი­ფის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის "გე­ნე­რა­ლი­სი­მუ­სის“ წო­დე­ბა.

ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის ოპე­რა­ცი­ა­ზე უა­რის თქმის შემ­დეგ, ბერტ ფონ ზუტ­ნე­რი, 1914 წლის 21 ივ­ნისს, ვე­ნა­ში, სა­რა­ე­ვოს მკვლე­ლო­ბამ­დე ერთი კვი­რით და პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბამ­დე 5 კვი­რით ადრე გარ­და­იც­ვა­ლა...

  • მომ­ზა­დე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ­მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
0

მისი სახელობის ქუჩაა დიდ დიღომში და სამწუხაროდ, ხალხმა არ იცის მისი ვინაობა და კავშირი საქართველოსთან. 

რუსუდანი
0

მადლობა, ძალიან საინტერესო ინფორმაციაა.

ავტორი:

საიდუმლო ქორწინება და გაქცევა ვენიდან ზუგდიდში - ვინ იყო მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალი, რომელიც 9 წელი საქართველოში ცხოვრობდა და რა აკავშირებდა ეკატერინე ჭავჭავაძესთან?

საიდუმლო ქორწინება და გაქცევა ვენიდან ზუგდიდში - ვინ იყო მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალი, რომელიც 9 წელი საქართველოში ცხოვრობდა და რა აკავშირებდა ეკატერინე ჭავჭავაძესთან?

ალბათ, ბევრმა არც კი იცის, რომ XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დამდეგს, მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალი, რომელთან შეხვედრას, საუბარსა და ნაცნობობას სახელმწიფოთა მეთაურები დიდ პატივად მიიჩნევდნენ, საქართველოში, მეუღლესთან ერთად, ცხრა წელი ცხოვრობდა.

ბერტა ფონ ზუტნერი 1843 წელს დაიბადა პრაღაში (იმჟამად ავსტრია-უნგრეთი), ავსტრიელი გრაფის, გენერლ ფრანც - იოზეფ კინსკი შინიკ უნდ ტეტაუს ოჯახში. გრაფი გოგონას დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა და მისი აღზრდა იტვირთეს დედამ სოფია ვილჰელმინამ და მისმა მეურვემ, ორივე მათგანი საკმაოდ მიღებული ფიგურები იყვნენ ავსტრიის სამეფო კარზე. ისე მოხდა, რომ ბერტა კინსკი აღიზარდა ავსტრიის არისტოკრატიული საზოგადოების მილიტარისტულ ტრადიციებში. იმ ტრადიციებით, რომელსაც იგი ებრძოდა თავისი ცხოვრების მეორე ნაწილში.

როდესაც ბერტა წამოიზარდა, მისი ოჯახი გაკოტრდა და იგი იძულებული გახდა გახდა, ვენაში, ბარონ ფონ ზუტნერის ოჯახში გუვერნანტად ემუშავა. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე - ბარონის ვაჟს მასზე შვიდი წლით უფროსი აღმზრდელი შეუყვარდა. არტურ ფონ ზუტნერის მშობლებმა ბერტა არასასურველ სარძლოდ მიიჩნიეს და ქალი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა - პარიზში გაემგზავრა...

1876 წელს ერთ-ერთ გაზეთში გამოჩნდა ასეთი განცხადება: “პარიზში მცხოვრებ ასაკოვან ჯენტლმენს სურს დაიქირავოს სრულწლოვანი ქალბატონი, რომელიც იქნება მისი მდივანი და მარჯვენა ხელი”. ბერტა კინსკიმ გადაწყვიტა ამ ვაკანსიაზე ეცადა ბედი... განცხადების ავტორი გახლდა ალფრედ ნობელი. ქალმა მასთან დაიწყო მუშაობა, მაგრამ მალევე ბერტას სამშობლო მოენატრა და უკან ვენაში დაბრუნდა, თუმცა მასთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. მათ შორის მიმოწერა გაჩაღდა, მათ შორის მსოფლიოში მშვიდობის თემაზე. ბერტას რამდენიმე საინტერესო პროექტი ჰქონდა მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით და ალფრედმაც მისი ფინანსურად დახმარება გადაწყვიტა. როგორც ამბობენ, ბერტამ იქონია გავლენა ნობელის გადაწყვეტილებაზე, დაარსებულიყო პრემია მშვიდობის დარგში. როგორც ამბობენ, ბერტას უიმედოდ ალფრედ ნობელიც ეტროფდა.

ალფრედ ნობელი

ვენაში დაბრუნებულმა ბერტამ არტურ ფონ ზუტნერთან მალულად იქორწინა. შემდეგ წყვილმა ვენა დატოვა და მომდევნო ცხრა წელი საქართველოში გაატარა, სადაც მათი მასპინძელი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე იყო.

  • როგორ დაუმეგობრდა ბერტა ეკატერინე ჭავჭავაძეს?

1866 წელს ეკატერინე ჭავჭავაძის ოჯახი გერმანიის კურორტ ჰამბურგში ისვენებდა. სწორედ ამ დროს შეხვდნენ ავსტრიელი ბერტა და ქართველი ეკატერინე ერთმანეთს. აღფრთოვანებული ბერტა თურმე სულ უკან დაჰყვებოდა ეკატერინეს და მის ამალას. ეს უკანსკნელი ძალიან ბევრს უყვებოდა ბერტას საქართველოზე, მის ისტორიაზე, ბუნებაზე. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაუწყვეტია ბერტას საქართველოში ჩამოსვლა. “ჩვენი მიზანი იყო იმ ქვეყანაში მოხვედრა, - წერს ბერტა თავის წიგნში, - საიდანაც იაზონმა ოქროს საწმისი გაიტაცა…"

ეკატერინე ჭავჭავაძე
  • ბერტას "ქართული ცხოვრება"

როგორ აღმოჩნდა მწერალი ქალი საქართველოში, ქრონოლოგიურად გიამბობთ:

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არტურ ფონ ზუტნერის მშობლები ბერტას არასასურველ სარძლოდ მიიჩნევდნენ, ამიტომაც მან ზუნტერების მემკვიდრეზე მალულად იქორწინა, ამის მერე წყვილი ვენაში ვეღარ გაჩერდებოდა, ამიტომ მიიღეს ეკატერინეს მიწვევა და საქართველოში ჩამოვიდნენ.

"ჩვენს წინაშე მოულოდნელობით აღსავსე ახალი სამყარო გადაიშალა”, - წერდა ბერტა საქართველოზე.

ის თავის მოგონებებში დეტალურად აღწერს დედოფლის გემოვნებით მოკაზმულ აპარტამენტსაც და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ სურნელსაც კი, რომელიც ეკატერინე ჭავჭავაძის საბრძანებელში სუფევდა:

"რუსული სიგარეტისა და ყავის სუნი შეზავებული იყო ფორთოხლის ყვავილების სუნთან. მრავალი წლის განმავლობაში მინახავს დედოფალი ეკატერინე სხვადასხვა ადგილას და სადაც კი ის დაიდებდა ბინას, უმალ ეს სურნელება დგებოდა. მისი ნივთები ყველგან ასე "სუნთქავდნენ".

დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძესთან ავსტრიელმა სტუმარმა პრინცი ერეკლე გაიცნო - ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟი, ერეკლე მეორის შვილიშვილი. ბერტა თავის მოგონებებში არ მალავს, რომ ქართველი პრინცი მოეწონა და იმასაც ამტკიცებს, პრინცსაც მოვეწონეო. ბერტას სიყვარულის გულშემატკივარი ეკატერინე ჭავჭავაძე ყოფილა, მაგრამ ქართველმა პრინცმა ავსტრიელი მწერლის სიყვარული უარყო და ცოლად ეკატერინე ჭავჭავაძის ძმისშვილი შეირთო. სხვათა შორის, ბერტას მემუარებში ეკატერინე ჭავჭავაძეზე პიკანტურ დეტალებსაც ამოიკითხავთ. იმჟამინდელ თბილისს ელვის სისწრაფით მოედო ჭორი, - ეკატერინე, დადიანის ქვრივი, ბარათაშვილის სატრფო, ესპანეთის მდიდარსა და დიდგვაროვან ელჩს ცოლად გაჰყვაო, თუმცა, მალევე ყველამ ჩათვალა, რომ ეს მხოლოდ ჭორი გახლდათ. არადა, ბერტა მემუარებში წერს, რომ ეკატერინესთვის ბიარიცში ესპანელ დიდგვაროვანს, ჰერცოგ დე ოსუნას, ხელი მართლაც უთხოვია. ბერტა იგონებს, რომ ეკატერინემ თანხმობა ვერ გაბედა. ის თავისი შვილების მომავლისთვის ცოცხლობდა და გული საქართველოსკენ მოუწევდაო.

ზუტნერები ზუგდიდში

ზუგდიდში ბერტა და მისი მეუღლე, მწერალი არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი ფრანგ ჟურნალისტ ჟიულ მურიესა და იონა მეუნარგიას "ვეფხისტყაოსნის" ფრანგულად თარგმნაში ეხმარებოდნენ.

არტურ გუნდაკარ ზუტნერი წერდა:

“რუსთაველი უდიდესი სიყვარულით ეკიდებოდა თავის მთავარ საქმეს. პოემას თავიდან ბოლომდე გასდევს ერთი მთავარი აზრი: ამაღლებული, წმინდა და მტკიცე სიყვარული. რომანის ეპიზოდები დახატულია უაღრესად ნათლად. მკითხველი იოლად აღიქვამს გმირების გონიერებასა და მშვენიერებას. სადაც არ უნდა მიმდინარეობდეს მოქმედება, "ვეფხისტყაოსანი" იყო და იქნება ქართული ნაწარმოები. ის მაღლა დგას "როლანდზე" და საერთოდაც მსგავსს ვერაფერს იპოვით დასავლეთის ლიტერატურაში”.

არტურ გუნდაკარ ზუტნერი

1882 წელს, ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ, ავსტრიელი ცოლ-ქმარი თბილისში დასახლდა. არტური ავეჯის ფაბრიკაში მხატვარ-გამფორმებლად მუშაობდა, ბერტა კი - ფრანგულ და გერმანულ ენებს, ასევე მუსიკას ასწავლიდა. რაც მთავარია, ბერტაც და არტურიც მწერლებად და პუბლიცისტებად საქართველოში ჩამოყალიბდნენ. როგორც ამბობენ, რაღაც პერიოდში წყვილი ქუთაისშიც ცხოვრობდა.

  • ბერტას ბრძოლა

ბერტა ზუტნერი მშვიდობისათვის თავდადებული მებრძოლი იყო და ომს გახმაურებული რომანი "ძირს იარაღი" მიუძღვნა, რომელიც 1889 წელს გამოვოდა და 16 ენაზეა თარგმნილი. საინტერესოა, რომ მისი პირველი ეგზემპლარი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ინახება. გერმანულ ვიკიპედიაში ამ რომანის შესახებ ვკითხულობთ, რომ, ვიდრე რემარკის “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” გამოჩნდებოდა (1929 წ.), “ძირს იარაღი!” ომის წინააღმდეგ დაწერილ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნეოდა.

ბერტა თავის ლექციებში მსოფლიოს აფრთხილებდა ჩინეთის მილიტარიზაციის საფრთხეებზე და მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა სამხედრო თვითმფრინავების მშენებლობას.

მის ცხოვრებაში 1892 წელი ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: შვეიცარიის ქალაქ ბერნში შედგა პაციფისტების საერთაშორისო კონგრესი, რომლის ინიციატორი იყო ამერიკის პრეზიდენტი ბენჯამინ ჰარისონი. მან მოუწოდა ევროპის მთავრობებს გაერთიანებულიყვნენ და შეექმნათ საარბიტრაჟო სასამართლო. ამ კონგრესს დაესწრო ალფრედ ნობელიც.

ბერნის კონგრესის დამთავრების შემდეგ ალფრედ ნობელი რამდენიმე დღეს ციურიხში იყო. მარტოს რომ არ დაესვენა, თავის იახტაზე (ციურიხის ტბაზე) მიიწვია ბერტა ფონ ზუტნერი და მისი მეუღლე. როგორც ამბობენ, ნობელმა საბოლოოდ სწორედ ციურიხის ტბაზე გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეეტანა მშვიდობის საქმეში, რაც შემდგომ განახორციელა კიდეც.

ბერტა ფონ ზუტნერს ნობელის პრემია მიენიჭა 1905 წელს და გადაეცა 1906 წლის 18 აპრილს, ოსლოში. ზუტნერი გახდა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი და მეორე ქალი ზოგადად ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის, მარი სკლოდოვსკა-კიურის შემდეგ.

XIX საუკუნის ბოლოს და XX-ის დამდეგს ბერტა ფონ ზუტნერი ყველაზე ცნობილი ქალი იყო მსოფლიოში, რომელთან შეხვედრას, საუბარს, ნაცნობობას დიდ პატივად მიიჩნევდნენ სახელმწიფოთა მეთაურები (1904 წელს იგი ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელმა პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა თეთრ სახლში მიიწვია სასაუბროდ).

გერმანულ ნაციონალისტურ პრესაში მას "პაციფიზმის ფიურერს“ უწოდებდნენ, მილიტარისტულ წრეებში - "მოღალატეს“. 1913 წელს ჰააგის "საერთაშორისო სამშვიდობო კონგრესზე“ მას არაოფიციალურად უბოძეს პაციფისტური მოძრაობის "გენერალისიმუსის“ წოდება.

ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაციაზე უარის თქმის შემდეგ, ბერტ ფონ ზუტნერი, 1914 წლის 21 ივნისს, ვენაში, სარაევოს მკვლელობამდე ერთი კვირით და პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 5 კვირით ადრე გარდაიცვალა...

  • მომზადებულია ინტერნეტმასალებზე დაყრდნობით