სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინას პოლიტიკაზე რაღაც ვკითხე და მიპასუხა, არ მაინტერესებსო... ამჟამად ჭორვილაში არიან, ბერა კორეაშია გადაღებებზე" - რას ჰყვება ივანიშვილების ოჯახის ახლობელი?
"ბიძინას პოლიტიკაზე რაღაც ვკითხე და მიპასუხა, არ მაინტერესებსო... ამჟამად ჭორვილაში არიან, ბერა კორეაშია გადაღებებზე" - რას ჰყვება ივანიშვილების ოჯახის ახლობელი?

წლის და­სა­წყის­ში ყვე­ლას ჰქონ­და კი­თხვა, მარ­თლა წა­ვი­და თუ არა პო­ლი­ტი­კი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათი ოჯა­ხი ტო­ვებ­და სა­ქარ­თვე­ლოს და სა­ცხოვ­რებ­ლად საფ­რან­გეთ­ში გა­და­დი­ო­და. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და მისი მე­უღ­ლის ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძის ახლო მე­გო­ბარ­მა, მხატ­ვარ - ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას მე­უღ­ლემ ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძემ მა­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ საფ­რან­გეთ­ში გა­დას­ვლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბი ხალ­ხის ბოდ­ვა იყო და ისი­ნი არ­სად წას­ვლას არ აპი­რებ­დნენ.

ვი­ნა­ი­დან ეკა­ტე­რი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძეს ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი აქვს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ინ­ტე­რე­სი დი­დია - თუ სად იმ­ყო­ფე­ბა და რას ფიქ­რობს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ამის გა­სარ­კვე­ვად ჭი­ჭი­ნა­ძეს კი­დევ ერთხელ და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, რას ამ­ბობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თე­ლო­ში შექ­მნილ პო­ლი­ტი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე?

- ჩვენ ძა­ლი­ან ხში­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს, მაგ­რამ ასეთ თე­მებ­ზე ნამ­დვი­ლად არ ვსა­უბ­რობთ, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია. ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კას და თან იმ­დე­ნად რომ, ერთხელ რა­ღაც პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე ვკი­თხე და მი­პა­სუ­ხა, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ ვიცი მა­გის შე­სა­ხებ და არც მა­ინ­ტე­რე­სებ­სო. მა­შინ მივ­ხვდი, რომ მე­ო­რედ პო­ლი­ტი­კა­ზე აღარ უნდა მე­კი­თხა...

ზუს­ტად ვიცი, დღეს ეს ოჯა­ხი სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კუ­რად ცხოვ­რობს! ბერა სამ­ხრეთ კო­რე­ა­შია, იქ გა­და­ღე­ბე­ბი აქვს, გვან­ცა ამე­რი­კა­ში, უტა საფ­რან­გეთ­ში, ცოტ­ნე პა­ტა­რაა და ჯერ­ჯე­რო­ბით მშობ­ლებ­თან არის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ბერა და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე კო­რე­ა­ში

ამ­ჯე­რად ჭორ­ვი­ლა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ძა­ლი­ან კარგ გან­წყო­ბა­ზე არი­ან, სრუ­ლი­ად სხვა თე­მებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ერ­თმა­ნეთს თბი­ლად მო­ვი­კი­თხავთ ხოლ­მე. არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა, მორ­ჩა და გა­თავ­და! პრინ­ციპ­ში ჩვე­ნი ოჯა­ხიც აპო­ლი­ტი­კუ­რად ცხოვ­რობს. სა­ერ­თოდ აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა ხდე­ბა.

18 წელი გა­ვი­და ამ წი­ოკ­ში და და­ვი­ღა­ლე... უკვე ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც გარ­კვე­უ­ლია, თუ ვინ არის უშნო ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. ყვე­ლას ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა გვაქვს. ამი­ტო­მაც სულ სხვა რა­მე­ზე გა­და­ვერ­თე, უფრო მეტი პო­ზი­ტი­ვია ირ­გვლივ. ყვე­ლა ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლეთ... ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რაც შეძ­ლო გა­ა­კე­თა - ქვე­ყა­ნა აა­შე­ნა, და­ა­ლა­გა და და­ვარ­ცხნა. მად­ლო­ბაც არა­ვის არ უთ­ქვამს. "ბი­ძი­ნის­ტი" - ასე­თი მცნე­ბა არც არ­სე­ბობს, არა­და რამ­დე­ნია სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს კი ხე­დავთ.

- ვის გუ­ლის­ხმობთ?

- "მი­შის­ტე­ბი", გიჟს ან­გე­ლოზს ეძა­ხი­ან, მაგ მარ­თლა ბე­ლა­დო­მა­ნი­ე­ბი... მე არ შევ­ხვედ­რი­ვარ ბი­ძი­ნისტს და არც გა­მი­გია სად­მე - ბი­ძი­ნა, ბი­ძი­ნას ძა­ხე­ბა. მი­შას კი­დევ დღემ­დე იძა­ხი­ან ავად­მყო­ფე­ბი და სად არი­ან ჩარ­ჩე­ნი­ლე­ბი ღმერ­თო ჩემო... იმე­დია, ქვე­ყა­ნა დამ­შვიდ­დე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზე დად­გე­ბა!

მკითხველის კომენტარები / 102 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პასუხი ეკატერინეს
16

იმდენი შენ რა გითხარი,,,, თუ შენთან არ საუბრობს, ამით რატომ გამოგაქვს დასკვნა, რომ ის პოლიტიკას ჩამოშორდა? ჩამოშორდა კი არა, ჩაგვაბარა ლამის მის მამა-მარჩენალ პუტინს.

telavi
8

rodemde unda gvakurebinot amat rojebs......

ავტორი:

"ბიძინას პოლიტიკაზე რაღაც ვკითხე და მიპასუხა, არ მაინტერესებსო... ამჟამად ჭორვილაში არიან, ბერა კორეაშია გადაღებებზე" - რას ჰყვება ივანიშვილების ოჯახის ახლობელი?

"ბიძინას პოლიტიკაზე რაღაც ვკითხე და მიპასუხა, არ მაინტერესებსო... ამჟამად ჭორვილაში არიან, ბერა კორეაშია გადაღებებზე" - რას ჰყვება ივანიშვილების ოჯახის ახლობელი?

წლის დასაწყისში ყველას ჰქონდა კითხვა, მართლა წავიდა თუ არა პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ოჯახი ტოვებდა საქართველოს და საცხოვრებლად საფრანგეთში გადადიოდა. ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის ახლო მეგობარმა, მხატვარ - ნიკუშა შენგელაიას მეუღლემ ეკატერინე ჭიჭინაძემ მაშინ განაცხადა, რომ საფრანგეთში გადასვლაზე გავრცელებული ხმები ხალხის ბოდვა იყო და ისინი არსად წასვლას არ აპირებდნენ.

ვინაიდან ეკატერინე ჭიჭინაძეს ივანიშვილების ოჯახთან მუდმივი კონტაქტი აქვს და ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების მხრიდან ინტერესი დიდია - თუ სად იმყოფება და რას ფიქრობს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, ამის გასარკვევად ჭიჭინაძეს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით:

- ქალბატონო ეკა, რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი საქართელოში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე?

- ჩვენ ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს, მაგრამ ასეთ თემებზე ნამდვილად არ ვსაუბრობთ, ძალიან უხერხულია. ჩამოცილებულია პოლიტიკას და თან იმდენად რომ, ერთხელ რაღაც პოლიტიკურ ვითარებაზე ვკითხე და მიპასუხა, საერთოდ არაფერი არ ვიცი მაგის შესახებ და არც მაინტერესებსო. მაშინ მივხვდი, რომ მეორედ პოლიტიკაზე აღარ უნდა მეკითხა...

ზუსტად ვიცი, დღეს ეს ოჯახი სრულიად აპოლიტიკურად ცხოვრობს! ბერა სამხრეთ კორეაშია, იქ გადაღებები აქვს, გვანცა ამერიკაში, უტა საფრანგეთში, ცოტნე პატარაა და ჯერჯერობით მშობლებთან არის საქართველოში.

ბერა და ნანუკა გუდავაძე კორეაში

ამჯერად ჭორვილაში იმყოფებიან. ძალიან კარგ განწყობაზე არიან, სრულიად სხვა თემებზე ვსაუბრობთ, ერთმანეთს თბილად მოვიკითხავთ ხოლმე. არანაირი პოლიტიკა, მორჩა და გათავდა! პრინციპში ჩვენი ოჯახიც აპოლიტიკურად ცხოვრობს. საერთოდ აღარ მაინტერესებს, რა ხდება.

18 წელი გავიდა ამ წიოკში და დავიღალე... უკვე ყველაფერი ისედაც გარკვეულია, თუ ვინ არის უშნო ქართულ პოლიტიკაში. ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს. ამიტომაც სულ სხვა რამეზე გადავერთე, უფრო მეტი პოზიტივია ირგვლივ. ყველა ძალიან დავიღალეთ... ბიძინა ივანიშვილმა რაც შეძლო გააკეთა - ქვეყანა ააშენა, დაალაგა და დავარცხნა. მადლობაც არავის არ უთქვამს. "ბიძინისტი" - ასეთი მცნება არც არსებობს, არადა რამდენია საპირისპირო მხარეს კი ხედავთ.

- ვის გულისხმობთ?

- "მიშისტები", გიჟს ანგელოზს ეძახიან, მაგ მართლა ბელადომანიები... მე არ შევხვედრივარ ბიძინისტს და არც გამიგია სადმე - ბიძინა, ბიძინას ძახება. მიშას კიდევ დღემდე იძახიან ავადმყოფები და სად არიან ჩარჩენილები ღმერთო ჩემო... იმედია, ქვეყანა დამშვიდდება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება!