მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძუძუს კიბო და მისი მკურნალობის უახლესი შესაძლებლობები – ინტერვიუ ნიკოლოზ ფერაძესთან
ძუძუს კიბო და მისი მკურნალობის უახლესი შესაძლებლობები – ინტერვიუ ნიკოლოზ ფერაძესთან

უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბით ძუ­ძუს კიბო ქა­ლე­ბის ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის პირ­ველ ად­გილ­ზეა და მი­სით და­ახ­ლო­ე­ბით ყო­ვე­ლი მე-8 ქალი ავად­დე­ბა. 2020 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი 1585 ქალს და­უს­ვეს.

თუმ­ცა, ის, ასე­ვე, ერთ-ერთ მო­წი­ნა­ვე ად­გილს იკა­ვებს გან­კურ­ნე­ბად სიმ­სივ­ნე­ებს შო­რის. წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი უახ­ლეს­მა სა­მე­დი­ცი­ნო მიღ­წე­ვებ­მაც გა­ზარ­და – გა­მარ­ტივ­და მისი ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბაც და და­იხ­ვე­წა მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბიც.

ძუ­ძუს კი­ბო­ზე და მისი მკურ­ნა­ლო­ბის უახ­ლეს და ინო­ვა­ცი­ურ მე­თო­დებ­ზე იტა­ლი­ა­ში მოღ­ვა­წე ქი­რურგ-მა­მო­ლო­გი ნი­კო­ლოზ ფე­რა­ძე გვე­სა­უბ­რა. ის 2004 წლი­დან მი­ლა­ნის Instituto Europeo di Oncologia-ს სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ცენ­ტრში მუ­შა­ობს და მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ი­სა და კვლე­ვის ავ­ტო­რია. ნი­კო­ლოზ ფე­რა­ძე, ასე­ვე, სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გი­ის პრო­ექ­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია და ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს.

რა არის ძუ­ძუს კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი, რა ზრდის მისი გან­ვი­თა­რე­ბის რისკს?

დღეს ჯერ კი­დევ არ გვაქვს ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი იმა­ზე, თუ რა არის სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბი. თუმ­ცა, მის, ისე­ვე, რო­გორც სხვა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ხელს რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი უწყობს. ესე­ნია: და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო, არა­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბად მოხ­მა­რე­ბა, მწე­ვე­ლო­ბა და სხვა. ამი­ტომ, პირ­ვე­ლა­დი პრე­ვენ­ცია მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე უა­რის თქმა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სია.

გარ­და ამი­სა, დიდ როლს თა­მა­შობს გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად, ორი მთა­ვა­რი გე­ნის მუ­ტა­ცია, რო­მელ­საც BRCA1-ს და BRCA2-ს ვუ­წო­დებთ. პა­ცი­ენტს ამ მუ­ტა­ცი­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ძუ­ძუს კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბის რის­კი ეზ­რდე­ბა. დღეს აქ­ტი­უ­რად მი­დის გე­ნე­ბის კვლე­ვა და მალე BRCA1-ს და BRCA2-ს, სა­ვა­რა­უ­დოდ, 3 ან 4 ახა­ლი და­სა­ხე­ლე­ბის გენი და­ე­მა­ტე­ბა.

რა სიმპტო­მე­ბით ვლინ­დე­ბა ძუ­ძუს კიბო და რო­გორ უნდა ამო­ვიც­ნოთ მისი ნიშ­ნე­ბი? მისი ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია დღეს?

სამ­წუ­ხა­როდ, რო­დე­საც ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი სიმპტო­მა­ტუ­რი ხდე­ბა, ეს უკვე შორსწა­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. ამი­ტომ, ყვე­ლა ქალ­მა თა­ვად უნდა ჩა­ი­ტა­როს პალ­პა­ცია ანუ ხე­ლით გა­სინ­ჯვა. ნა­ხონ აქვთ თუ არა რა­ი­მე კვან­ძო­ვა­ნი წარ­მო­ნაქ­მნი ან გა­მაგ­რე­ბა მკერ­დზე.

ამას­თან ერ­თად, ქა­ლე­ბი უნდა და­აკ­ვირ­დნენ ძუ­ძუს ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც. ხომ არ არის შეც­ვლი­ლი მისი ფორ­მა, კა­ნის ფე­რის შეც­ვლა ან შე­შუ­პე­ბა ხომ არ ვლინ­დე­ბა, ხომ არ შე­იმ­ჩნე­ვა დვ­რი­ლი­დან გა­მო­ნა­დე­ნი. დვ­რი­ლის და არე­ო­ლის შეჭ­მუხ­ნაც შე­იძ­ლე­ბა სიმ­სივ­ნე­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­დეს. ამ დროს მათ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თონ სპე­ცი­ა­ლისტს.

ნა­ად­რე­ვი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის 40 წლის ზე­მოთ ასა­კის ქა­ლებ­მა წე­ლი­წად­ში ერთხელ სკრი­ნინგ-მა­მოგ­რა­ფია უნდა ჩა­ი­ტა­რონ, თუ უახ­ლო­ეს მემ­კვიდ­რე­ბა­ში ძუ­ძუს კი­ბოს შემ­თხვე­ვა არის აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტმა მა­მოგ­რა­ფი­ას 35 წლი­დან უნდა მი­მარ­თოს. ამ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლე­ნილ იქ­ნას ისე­თი კვან­ძიც, რო­მე­ლიც ხე­ლით არ ისინ­ჯე­ბა, ჩანს სა­ეჭ­ვო დაჩ­რდილ­ვე­ბიც და მიკ­რო­კალ­ცი­ნა­ტე­ბი. თა­ნა­მედ­რო­ვე მა­მოგ­რა­ფი­უ­ლი ტო­მო­სინ­თე­ზის აპა­რა­ტი კი სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბის შრე­ე­ბის უფრო დე­ტა­ლუ­რად შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. ამას­თან ერ­თად, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ულტრაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვა ანუ ექოს­კო­პია. ეს პრო­ცე­დუ­რა სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა, მას არ აქვს გა­მოს­ხი­ვე­ბა. ორი­ვე ეს გა­მოკ­ვლე­ვა ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რია და სა­სურ­ვე­ლია ერ­თად ჩა­ტარ­დეს.

დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის, აგ­რეთ­ვე მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სულ ტო­მოგ­რა­ფია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა თუმ­ცა, ის პრე­ვენ­ცი­ის­თვის არ ინიშ­ნე­ბა.

მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სულ ტო­მოგ­რა­ფია კონ­ტრას­ტი­რე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვებ­ში და მა­შინ როცა ეჭვი გვაქვს მრა­ვალ­კე­რი­ან სიმ­სივ­ნე­ზე და და­მა­ტე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი გვჭირ­დე­ბა. აგ­რეთ­ვე, მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სულ ტო­მოგ­რა­ფია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ახალ­გაზ­რდა პა­ცინ­ტებ­ში სა­დაც ძუ­ძუს ქსო­ვი­ლის სიმ­კვრი­ვის გამო მა­მოგ­რა­ფია ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია.

რო­გორც წესი, რა ასაკ­ში ვლინ­დე­ბა ხოლ­მე ძუ­ძუს კიბო?

მისი გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი 40-75 წლის ასაკ­ში მა­ტუ­ლობს. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ სხვა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მსგავ­სად, სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის კი­ბოც გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბუ­ლია და სულ უფრო ხში­რად გვხდე­ბა 20 დან 40 წლამ­დე ასა­კის პა­ცი­ენ­ტე­ბი. ექოს­კო­პი­ის გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა აგ­რეთ­ვე ახლგაზ­რდა ასაკ­შიც არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი და თუკი ეჭვი არის სიმ­სივ­ნე­ზე, რა თქმა უნდა, ნაჩ­ვე­ნე­ბია მა­მოგ­რა­ფი­ის და სხვა გა­მოკ­ვლვე­ბის ჩა­ტა­რე­ბაც.

ძუ­ძუს კი­ბოს რა ძი­რი­თა­დი ტი­პე­ბი არ­სე­ბობს? რა­ტომ არის მისი ზუს­ტად გან­სა­ზღვრა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში?

ძი­რი­თა­დად, ორი ტი­პის სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის კი­ბოს გა­მოვ­ყოფთ. პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვა­თა და­ახ­ლო­ე­ბით 60%-ში ფიქ­სირ­დე­ბა, არის დუქ­ტუ­რი ანუ სა­დინ­რო­ვა­ნი კარ­ცი­ნო­მა. მე­ო­რე კი, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვა­თა და­ახ­ლო­ე­ბით 30%-ში გვხვდე­ბა, წი­ლო­ვა­ნი კარ­ცი­ნო­მაა. და­ნარ­ჩე­ნი 10% ძუ­ძუს კი­ბოს იშ­ვი­ა­თი ტი­პე­ბია.

ამ ტი­პე­ბის გან­სა­ზღვრა ბი­ოფ­სი­ით ხდე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს ის უსაფრ­თხო პრო­ცე­დუ­რად არ მი­აჩ­ნია, სჯე­რა, რომ ამ პრო­ცე­დუ­რი­სას უჯრე­დე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ფან­ტოს და სიმ­სივ­ნე სხვა მი­და­მო­ებ­ში წარ­მო­იქ­მნას. ეს ძა­ლი­ან მცდა­რი მო­საზ­რე­ბაა, რა­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბიც მოწ­მობს.

იმის­თვის, რომ ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ვი­ღოთ, ბი­ოფ­სია მსხვი­ლი ნემ­სით უნდა გა­კეთ­დეს (Core Needle Biopsy). ამ პრო­ცე­დუ­რის წვრი­ლი ნემ­სით ჩა­ტა­რე­ბი­სას ხში­რია მცდა­რი და­დე­ბი­თი­სა ან მცდა­რი უარ­ყო­ფი­თის შე­დე­გე­ბი.

გარ­და ამი­სა, უნდა გან­ვსა­ზღვროთ კი­ბოს ბი­ო­ლო­გი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი იმის­თვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად პერ­სო­ნა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი და სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კა შე­ვი­მუ­შა­ოთ.

რა არის ძუ­ძუს კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის ძი­რი­თა­დი მე­თო­დე­ბი?

ყვე­ლა­ზე ხში­რად ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბას ანუ წარ­მო­ნაქ­მნის ამოკ­ვე­თას მივ­მარ­თავთ. კეთ­დე­ბა შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი ოპე­რა­ცია, რა დრო­საც ნა­წი­ლობ­რი­ვი ამოკ­ვე­თა ხდე­ბა ან მას­ტექ­ტო­მია, ძუ­ძუს მთლი­ა­ნად მოკ­ვე­თა.

ასე­ვე, ვნიშ­ნავთ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა­სა და სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ას. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მთლი­ან სხე­ულ­ზე ვქმე­დებთ იმი­სათ­ვის, რომ, არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თვა­ლის­თვის უხი­ლა­ვი უჯრე­დე­ბიც გა­ვა­ნად­გუ­როთ. სხი­ვუ­რი თე­რა­პია კი ლო­კა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბაა მკერ­დსა და მის მიმ­დე­ბა­რე ზო­ნებ­ზე. ამ დროს უხი­ლა­ვი უჯრე­დე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა აჩ­ქა­რე­ბუ­ლი წვრი­ლი ნა­წი­ლა­კე­ბით ხდე­ბა.

ქი­მი­ო­თე­რა­პია და სხი­ვუ­რი თე­რა­პია ძი­რი­თა­დად ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ინიშ­ნე­ბა პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით. ისი­ნი ცალ-ცალ­კე არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და ერ­თმა­ნე­თის დამ­ხმა­რე და შე­მავ­სე­ბე­ლი მე­თო­დე­ბია.

ინიშ­ნე­ბა მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ანუ ჰორ­მო­ნო­თე­რა­პია, ტარ­გე­ტუ­ლი თე­რა­პია, იმუ­ნო­თე­რა­პია და სხვა. მათი კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა.

რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლია ხოლ­მე დღეს ონ­კოპ­ლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი? რამ­დე­ნად გან­ვი­თარ­და ეს დარ­გი უკა­ნას­კნელ წლებ­ში?

დღეს ძუ­ძუს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შეგ­ვიძ­ლია მა­ში­ნაც, როცა სიმ­სივ­ნე ძა­ლი­ან დი­დია. ეს კი შე­საძ­ლე­ბე­ლია პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის დახ­მა­რე­ბით. ეს დარ­გი სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს.

პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წევ­რია იმ მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი­სა, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბას უძღვე­ბა. წარ­მო­ნაქ­მნის ამოკ­ვე­თის შემ­დეგ პრო­ცეს­ში სწო­რედ ის ერ­თვე­ბა, რათა აღად­გი­ნოს მკერ­დის ფორ­მა და სი­მეტ­რია.

პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ძუ­ძუს აღ­დგე­ნა მას­ტექ­ტო­მი­ის შემ­დე­გაც. დღეს დღე­ო­ბით არ­სე­ბობს ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მას­ტექ­ტო­მია რომ­ლის დრო­საც ძუ­ძუს კა­ნის სა­ფარ­ვე­ლის დვ­რი­ლის და არე­ო­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და იმან­ტით რე­კონ­სტრუქ­ცი­ის შემ­დეგ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ეს­თე­ტი­კურ შე­დე­გებს ვაღ­წევთ. იმ შემ­თხვე­ვა­ში რო­დე­საც დვ­რი­ლი და არე­ო­ლა მოკ­ვე­თი­ლია მათი აღ­დგე­ნა და რეს­კონ­სტრუ­ცი­აც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. უმე­ტე­სად, ქა­ლე­ბი სა­ო­პე­რა­ციო ოთა­ხი­დან მკერ­დის გა­რე­შე აღარ გა­მო­დი­ან.

პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი ძუ­ძუს რე­კონ­სტრუქ­ცი­ას ძი­რი­თა­დად ორი მე­თო­დით აკე­თებს. ერთ შემ­თხვე­ვა­ში სარ­ძე­ვე ჯირ­კვალ­ში იმპლან­ტის ჩად­გმა და ძუ­ძუს ფორ­მის აღ­დგე­ნა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­დეგ მა­შინ­ვე ხდე­ბა. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში კი, როცა მას­ტექ­ტო­მის შემ­დეგ ქსო­ვი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს პლას­ტი­კურ ქი­რურგს და იმპლან­ტის ჩად­გმა ვერ ხერ­ხდე­ბა, იდ­გმე­ბა ე.წ. ექ­სპან­დე­რი. ის დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეტა­პობ­რი­ვად ბურ­თი­ვით იბე­რე­ბა ქი­რურ­გის მიერ და ნელ-ნელა ამ­ზა­დებს კანს, ქსო­ვი­ლებს და კუნ­თებს სა­ბო­ლოო რე­კონ­სტრუქ­ცი­ის­თვის.

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რო­ბო­ტულ ქი­რურ­გი­ას სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში?

მკერ­დი ქა­ლის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნოა და მისი მოკ­ვე­თა ქალ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მედ მოქ­მე­დებს.

რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გი­ის მთა­ვა­რი იდე­აა, რომ ოპე­რა­ცია, რაც შე­იძ­ლე­ბა არა­ინ­ვა­ზი­უ­რად ჩა­ტარ­დეს, ნაკ­ლე­ბი და­ზი­ა­ნე­ბით, ჭრი­ლო­ბით და ნა­წი­ბუ­რით დას­რულ­დეს.

რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გი­ის დახ­მა­რე­ბით შეგ­ვიძ­ლია სულ მცი­რე გა­ნაკ­ვე­თი გა­ვა­კე­თოთ, რო­მელ­შიც პა­ტა­რა მოქ­ნი­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი შეგვყავს და მას დის­ტან­ცი­უ­რად ვმარ­თავთ. მას­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი კა­მე­რა კი გა­ცი­ლე­ბით უკე­თეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას გვაძ­ლევს და პა­ტა­რა დე­ტა­ლე­ბის შემ­ჩნე­ვაც უფრო მარ­ტი­ვია.

ასეთ ოპე­რა­ცი­ებს ჯერ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის ფარ­გლებ­ში ვა­ტა­რებთ. მის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბამ­დე მეტი კვლე­ვა გვჭირ­დე­ბა, რო­ბო­ტი და­სახ­ვე­წია ტექ­ნი­კუ­რა­დაც. თუმ­ცა, სწო­რედ ის არის ქი­რურ­გი­ის მო­მა­ვა­ლი.

ნი­კო­ლოზ ფე­რა­ძე თო­დუ­ას კლი­ნი­კას ეს­ტუმ­რე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ გუნდთან ერ­თად კონ­სი­ლი­უ­მებს და­ეს­წრე­ბა.

27, 28, 29 ოქ­ტომ­ბერს 11:00-17:00 სა­ა­თამ­დე ჩა­ტარ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი.

წი­ნას­წა­რი ჩა­წე­რის­თვის და­რე­კეთ ნო­მერ­ზე – 2 57 57 57

თამო
0

თურქეთში, ჯერ ატარებენ ქიმიოთერაპიას. მაქსიმალურად ამცირებენ სიმსივნის ზომებს მკერდში და თუ არის ლიმფებში. მერე აკეთებენ ოპერაცის და შემდეგ გარანტიისთვის სხივურ თერაპიას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ძუძუს კიბო და მისი მკურნალობის უახლესი შესაძლებლობები – ინტერვიუ ნიკოლოზ ფერაძესთან

ძუძუს კიბო და მისი მკურნალობის უახლესი შესაძლებლობები – ინტერვიუ ნიკოლოზ ფერაძესთან

უახლესი მონაცემებით ძუძუს კიბო ქალების ონკოლოგიურ დაავადებათა შორის პირველ ადგილზეა და მისით დაახლოებით ყოველი მე-8 ქალი ავადდება. 2020 წელს საქართველოში სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი 1585 ქალს დაუსვეს.

თუმცა, ის, ასევე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს განკურნებად სიმსივნეებს შორის. წარმატებული მკურნალობის შემთხვევები უახლესმა სამედიცინო მიღწევებმაც გაზარდა – გამარტივდა მისი ადრეული დიაგნოსტირებაც და დაიხვეწა მკურნალობის მეთოდებიც.

ძუძუს კიბოზე და მისი მკურნალობის უახლეს და ინოვაციურ მეთოდებზე იტალიაში მოღვაწე ქირურგ-მამოლოგი ნიკოლოზ ფერაძე გვესაუბრა. ის 2004 წლიდან მილანის Instituto Europeo di Oncologia-ს სამეცნიერო კვლევით ცენტრში მუშაობს და მრავალი სამეცნიერო სტატიისა და კვლევის ავტორია. ნიკოლოზ ფერაძე, ასევე, სარძევე ჯირკვლის რობოტული ქირურგიის პროექტის დამფუძნებელია და ამ დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

რა არის ძუძუს კიბოს გამომწვევი მიზეზები, რა ზრდის მისი განვითარების რისკს?

დღეს ჯერ კიდევ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები იმაზე, თუ რა არის სარძევე ჯირკვლის კიბოს გამომწვევი კონკრეტული მიზეზები. თუმცა, მის, ისევე, როგორც სხვა ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას, ხელს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი უწყობს. ესენია: დაბინძურებული გარემო, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, მწეველობა და სხვა. ამიტომ, პირველადი პრევენცია მავნე ჩვევებზე უარის თქმა და ჯანსაღი ცხოვრების წესია.

გარდა ამისა, დიდ როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობა. კონკრეტულად, ორი მთავარი გენის მუტაცია, რომელსაც BRCA1-ს და BRCA2-ს ვუწოდებთ. პაციენტს ამ მუტაციების არსებობის შემთხვევაში ძუძუს კიბოთი დაავადების რისკი ეზრდება. დღეს აქტიურად მიდის გენების კვლევა და მალე BRCA1-ს და BRCA2-ს, სავარაუდოდ, 3 ან 4 ახალი დასახელების გენი დაემატება.

რა სიმპტომებით ვლინდება ძუძუს კიბო და როგორ უნდა ამოვიცნოთ მისი ნიშნები? მისი ადრეული დიაგნოსტირების რა შესაძლებლობებია დღეს?

სამწუხაროდ, როდესაც ონკოლოგიური დაავადებები სიმპტომატური ხდება, ეს უკვე შორსწასულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ამიტომ, ყველა ქალმა თავად უნდა ჩაიტაროს პალპაცია ანუ ხელით გასინჯვა. ნახონ აქვთ თუ არა რაიმე კვანძოვანი წარმონაქმნი ან გამაგრება მკერდზე.

ამასთან ერთად, ქალები უნდა დააკვირდნენ ძუძუს ვიზუალურადაც. ხომ არ არის შეცვლილი მისი ფორმა, კანის ფერის შეცვლა ან შეშუპება ხომ არ ვლინდება, ხომ არ შეიმჩნევა დვრილიდან გამონადენი. დვრილის და არეოლის შეჭმუხნაც შეიძლება სიმსივნეზე მიანიშნებდეს. ამ დროს მათ აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს.

ნაადრევი დიაგნოსტირებისთვის 40 წლის ზემოთ ასაკის ქალებმა წელიწადში ერთხელ სკრინინგ-მამოგრაფია უნდა ჩაიტარონ, თუ უახლოეს მემკვიდრებაში ძუძუს კიბოს შემთხვევა არის აღნიშნული პაციენტმა მამოგრაფიას 35 წლიდან უნდა მიმართოს. ამ დროს შეიძლება გამოვლენილ იქნას ისეთი კვანძიც, რომელიც ხელით არ ისინჯება, ჩანს საეჭვო დაჩრდილვებიც და მიკროკალცინატები. თანამედროვე მამოგრაფიული ტომოსინთეზის აპარატი კი სარძევე ჯირკვლების შრეების უფრო დეტალურად შესწავლის საშუალებას გვაძლევს. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ულტრაბგერითი გამოკვლევა ანუ ექოსკოპია. ეს პროცედურა სრულიად უსაფრთხოა, მას არ აქვს გამოსხივება. ორივე ეს გამოკვლევა ფუნდამენტალურია და სასურველია ერთად ჩატარდეს.

დიაგნოსტირებისთვის, აგრეთვე მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია გამოიყენება თუმცა, ის პრევენციისთვის არ ინიშნება.

მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია კონტრასტირებით გამოიყენება საეჭვო შემთხვევებში და მაშინ როცა ეჭვი გვაქვს მრავალკერიან სიმსივნეზე და დამატებითი გამოკვლევები გვჭირდება. აგრეთვე, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია გამოიყენება ახალგაზრდა პაცინტებში სადაც ძუძუს ქსოვილის სიმკვრივის გამო მამოგრაფია ნაკლებად ეფექტურია.

როგორც წესი, რა ასაკში ვლინდება ხოლმე ძუძუს კიბო?

მისი განვითარების რისკი 40-75 წლის ასაკში მატულობს. თუმცა, სამწუხაროდ სხვა ონკოლოგიური დაავადებების მსგავსად, სარძევე ჯირკვლის კიბოც გაახალგაზრდავებულია და სულ უფრო ხშირად გვხდება 20 დან 40 წლამდე ასაკის პაციენტები. ექოსკოპიის გამოკვლევის ჩატარება აგრეთვე ახლგაზრდა ასაკშიც არის რეკომენდირებული და თუკი ეჭვი არის სიმსივნეზე, რა თქმა უნდა, ნაჩვენებია მამოგრაფიის და სხვა გამოკვლვების ჩატარებაც.

ძუძუს კიბოს რა ძირითადი ტიპები არსებობს? რატომ არის მისი ზუსტად განსაზღვრა მნიშვნელოვანი მკურნალობის პროცესში?

ძირითადად, ორი ტიპის სარძევე ჯირკვლის კიბოს გამოვყოფთ. პირველი, რომელიც შემთხვევათა დაახლოებით 60%-ში ფიქსირდება, არის დუქტური ანუ სადინროვანი კარცინომა. მეორე კი, რომელიც შემთხვევათა დაახლოებით 30%-ში გვხვდება, წილოვანი კარცინომაა. დანარჩენი 10% ძუძუს კიბოს იშვიათი ტიპებია.

ამ ტიპების განსაზღვრა ბიოფსიით ხდება. საზოგადოების ნაწილს ის უსაფრთხო პროცედურად არ მიაჩნია, სჯერა, რომ ამ პროცედურისას უჯრედები შეიძლება გაიფანტოს და სიმსივნე სხვა მიდამოებში წარმოიქმნას. ეს ძალიან მცდარი მოსაზრებაა, რასაც მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევებიც მოწმობს.

იმისთვის, რომ ზუსტი მონაცემები მივიღოთ, ბიოფსია მსხვილი ნემსით უნდა გაკეთდეს (Core Needle Biopsy). ამ პროცედურის წვრილი ნემსით ჩატარებისას ხშირია მცდარი დადებითისა ან მცდარი უარყოფითის შედეგები.

გარდა ამისა, უნდა განვსაზღვროთ კიბოს ბიოლოგიური თვისებები იმისთვის, რომ მაქსიმალურად პერსონალიზირებული და სწორი მკურნალობის ტაქტიკა შევიმუშაოთ.

რა არის ძუძუს კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდები?

ყველაზე ხშირად ქირურგიული მკურნალობას ანუ წარმონაქმნის ამოკვეთას მივმართავთ. კეთდება შემანარჩუნებელი ოპერაცია, რა დროსაც ნაწილობრივი ამოკვეთა ხდება ან მასტექტომია, ძუძუს მთლიანად მოკვეთა.

ასევე, ვნიშნავთ ქიმიოთერაპიასა და სხივური თერაპიას. პირველ შემთხვევაში მედიკამენტებით მთლიან სხეულზე ვქმედებთ იმისათვის, რომ, არსებობის შემთხვევაში, თვალისთვის უხილავი უჯრედებიც გავანადგუროთ. სხივური თერაპია კი ლოკალური მკურნალობაა მკერდსა და მის მიმდებარე ზონებზე. ამ დროს უხილავი უჯრედების განადგურება აჩქარებული წვრილი ნაწილაკებით ხდება.

ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია ძირითადად ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ინიშნება პროფილაქტიკის მიზნით. ისინი ცალ-ცალკე არ გამოიყენება და ერთმანეთის დამხმარე და შემავსებელი მეთოდებია.

ინიშნება მედიკამენტოზური ანუ ჰორმონოთერაპია, ტარგეტული თერაპია, იმუნოთერაპია და სხვა. მათი კომბინაციები ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით იცვლება.

რამდენად წარმატებულია ხოლმე დღეს ონკოპლასტიკური ოპერაციები? რამდენად განვითარდა ეს დარგი უკანასკნელ წლებში?

დღეს ძუძუს შენარჩუნება შეგვიძლია მაშინაც, როცა სიმსივნე ძალიან დიდია. ეს კი შესაძლებელია პლასტიკური ქირურგიის დახმარებით. ეს დარგი სწრაფად ვითარდება და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.

პლასტიკური ქირურგი მნიშვნელოვანი წევრია იმ მულტიდისციპლინური გუნდისა, რომელიც პაციენტის მკურნალობას უძღვება. წარმონაქმნის ამოკვეთის შემდეგ პროცესში სწორედ ის ერთვება, რათა აღადგინოს მკერდის ფორმა და სიმეტრია.

პლასტიკური ქირურგიით შესაძლებელი გახდა ძუძუს აღდგენა მასტექტომიის შემდეგაც. დღეს დღეობით არსებობს ეგრეთ წოდებული კონსერვატიული მასტექტომია რომლის დროსაც ძუძუს კანის საფარველის დვრილის და არეოლის შენარჩუნება არის შესაძლებელი და იმანტით რეკონსტრუქციის შემდეგ არაჩვეულებრივ ესთეტიკურ შედეგებს ვაღწევთ. იმ შემთხვევაში როდესაც დვრილი და არეოლა მოკვეთილია მათი აღდგენა და რესკონსტრუციაც არის შესაძლებელი. უმეტესად, ქალები საოპერაციო ოთახიდან მკერდის გარეშე აღარ გამოდიან.

პლასტიკური ქირურგი ძუძუს რეკონსტრუქციას ძირითადად ორი მეთოდით აკეთებს. ერთ შემთხვევაში სარძევე ჯირკვალში იმპლანტის ჩადგმა და ძუძუს ფორმის აღდგენა ქირურგიული ჩარევის შემდეგ მაშინვე ხდება. მეორე შემთხვევაში კი, როცა მასტექტომის შემდეგ ქსოვილების მდგომარეობა არ აკმაყოფილებს პლასტიკურ ქირურგს და იმპლანტის ჩადგმა ვერ ხერხდება, იდგმება ე.წ. ექსპანდერი. ის დროთა განმავლობაში ეტაპობრივად ბურთივით იბერება ქირურგის მიერ და ნელ-ნელა ამზადებს კანს, ქსოვილებს და კუნთებს საბოლოო რეკონსტრუქციისთვის.

რა მნიშვნელობა აქვს რობოტულ ქირურგიას სარძევე ჯირკვლის მკურნალობის პროცესში?

მკერდი ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა და მისი მოკვეთა ქალზე ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ მოქმედებს.

რობოტული ქირურგიის მთავარი იდეაა, რომ ოპერაცია, რაც შეიძლება არაინვაზიურად ჩატარდეს, ნაკლები დაზიანებით, ჭრილობით და ნაწიბურით დასრულდეს.

რობოტული ქირურგიის დახმარებით შეგვიძლია სულ მცირე განაკვეთი გავაკეთოთ, რომელშიც პატარა მოქნილი ინსტრუმენტები შეგვყავს და მას დისტანციურად ვმართავთ. მასზე დამაგრებული კამერა კი გაცილებით უკეთეს გამოსახულებას გვაძლევს და პატარა დეტალების შემჩნევაც უფრო მარტივია.

ასეთ ოპერაციებს ჯერ კლინიკური კვლევის ფარგლებში ვატარებთ. მის ყოველდღიურობაში დამკვიდრებამდე მეტი კვლევა გვჭირდება, რობოტი დასახვეწია ტექნიკურადაც. თუმცა, სწორედ ის არის ქირურგიის მომავალი.

ნიკოლოზ ფერაძე თოდუას კლინიკას ესტუმრება, რომლის ფარგლებშიც მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად კონსილიუმებს დაესწრება.

27, 28, 29 ოქტომბერს 11:00-17:00 საათამდე ჩატარდება პაციენტებისთვის კონსულტაციები.

წინასწარი ჩაწერისთვის დარეკეთ ნომერზე – 2 57 57 57