სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოემბერი და ალბათ,  დეკემბერიც შედარებით რთული იქნება" - მაია ბუწაშვილი
"ნოემბერი და ალბათ,  დეკემბერიც შედარებით რთული იქნება" - მაია ბუწაშვილი

ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ მაია ბუ­წაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბო და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია.

რო­გორც მან მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ნო­ემ­ბე­რი და ალ­ბათ, დე­კემ­ბე­რიც შე­და­რე­ბით რთუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის აღ­მავ­ლო­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

"ეპიდ­ვი­თა­რე­ბა ნამ­დვი­ლად სა­ყუ­რა­დღე­ბო და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია. ჩვენ ვვა­რა­უ­დობთ, რომ აღ­მავ­ლო­ბა შე­საძ­ლოა, კი­დევ უფრო მე­ტად შე­ი­ნიშ­ნე­ბო­დეს ნო­ემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბის­კენ. რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მოც­ვას, რა თქმა უნდა, და­ბა­ლია, თუ სხვა ქვეყ­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლებს შე­ვა­და­რებთ. რო­გორც წესი, თა­ვი­დან უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იც­რე­ბა იმი­ტომ, რომ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ვაქ­ცი­ნას ელო­დე­ბი­ან, ის ხალ­ხი თა­ვი­დან სწრა­ფად იც­რე­ბა, მერე უფრო რთუ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თვა“,-გა­ნა­ცხა­და ბუ­წაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის აც­რა­ზე და­ყო­ლი­ე­ბას, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გია. გარ­და ამი­სა, მისი თქმით, დღეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ის, რომ და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სა­თა­ნა­დოდ არ სრულ­დე­ბა.

"ყო­ველ­თვის ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე შე­ზღუდ­ვებს იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მძი­მედ აი­სა­ხე­ბა ეს ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, რომ არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა არის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც არ ხდე­ბა. ამ აღ­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმ ფაქტს, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ ხდე­ბა იზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის სწო­რი დაც­ვა.

კონ­ტაქ­ტე­ბის იზო­ლა­ცია ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არ ხდე­ბა, თვით კო­ვიდ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბიც კი თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი თუ სწო­რად და­ვი­ცა­ვით და აღ­სრუ­ლე­ბა­ზე ვი­მუ­შა­ვეთ, ესეც სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, დღეს არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ნორ­მა­ლუ­რად არ სრულ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბათ კონ­ტაქ­ტში მყოფ პი­რებს, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი­ად თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და გარ­შე­მო მყო­ფებს აინ­ფი­ცი­რე­ბენ“,-გა­ნა­ცხა­და ბუ­წაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბბბ
4

ნუ აპანიკებთ ისედაც გაუბედურებილ ხალხს .

bombora
1

ვიცით ხო აწივდა და გავცივდებით ზოგი ნუ პანიკიორობთ)))

ავტორი:

"ნოემბერი და ალბათ,  დეკემბერიც შედარებით რთული იქნება" - მაია ბუწაშვილი

"ნოემბერი და ალბათ,  დეკემბერიც შედარებით რთული იქნება" - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის შეფასებით, საქართველოში ამჟამად არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებო და ძალიან სერიოზულია.

როგორც მან მედიაცენტრ "მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მაღალი ალბათობით, ნოემბერი და ალბათ, დეკემბერიც შედარებით რთული იქნება, რადგან გრიპის შემთხვევების აღმავლობაა მოსალოდნელი.

"ეპიდვითარება ნამდვილად საყურადღებო და ძალიან სერიოზულია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აღმავლობა შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად შეინიშნებოდეს ნოემბრის შუა რიცხვებისკენ. რაც შეეხება ვაქცინაციის მოცვას, რა თქმა უნდა, დაბალია, თუ სხვა ქვეყნის მაჩვენებლებს შევადარებთ. როგორც წესი, თავიდან უფრო მეტი ადამიანი იცრება იმიტომ, რომ მოტივირებული ადამიანები, ვინც ვაქცინას ელოდებიან, ის ხალხი თავიდან სწრაფად იცრება, მერე უფრო რთულია ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა“,-განაცხადა ბუწაშვილმა.

მისი თქმით, ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება იმ ადამიანების აცრაზე დაყოლიებას, რომელიც ვაქცინაციის კატეგორიული წინააღმდეგია. გარდა ამისა, მისი თქმით, დღეს სერიოზული პრობლემაა ის, რომ დაწესებული რეგულაციები სათანადოდ არ სრულდება.

"ყოველთვის ვეწინააღმდეგები განსაკუთრებულად მძიმე შეზღუდვებს იმიტომ, რომ ძალიან მძიმედ აისახება ეს ჩვენს მოსახლეობაზე, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ არსებული შეზღუდვების აღსრულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რაც არ ხდება. ამ აღმავლობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ფაქტობრივად აღარ ხდება იზოლაციის წესების სწორი დაცვა.

კონტაქტების იზოლაცია ხშირ შემთხვევაში არ ხდება, თვით კოვიდ ინფიცირებულებიც კი თავისუფლად გადაადგილდებიან. არსებული რეგულაციები თუ სწორად დავიცავით და აღსრულებაზე ვიმუშავეთ, ესეც სრულიად საკმარისია, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს არსებული შეზღუდვები ნორმალურად არ სრულდება, განსაკუთრებით ეს ეხებათ კონტაქტში მყოფ პირებს, რომლებიც სრულიად თავისუფლად გადაადგილდებიან და გარშემო მყოფებს აინფიცირებენ“,-განაცხადა ბუწაშვილმა.