პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სადაც პოლიტიკაში ფეხს ვერ იკიდებენ, რწმენითა და ჰუმანიტარული მისიების სახელით ცდილობენ შესვლას" - სომხების მწვავე რეაქცია ლავროვის ინიციატივაზე
"სადაც პოლიტიკაში ფეხს  ვერ იკიდებენ, რწმენითა და ჰუმანიტარული მისიების სახელით ცდილობენ შესვლას" - სომხების მწვავე რეაქცია ლავროვის ინიციატივაზე

"რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებ­შია პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში რუ­სუ­ლი სკო­ლე­ბის გახ­სნა, რათა რუ­სუ­ლი ენის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მოხ­დეს. ტა­ჯი­კეთ­სა და უზ­ბე­კეთ­ში, ხუთი დიდი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლა გა­იხ­სნე­ბა. რუ­სუ­ლი სკო­ლე­ბის გახ­სნის ინ­ტე­რესს იჩენს სომ­ხე­თის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც" – წერს tass.ru, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ლავ­როვ­მა ამის შე­სა­ხებ ტა­ჯი­კეთ­ში გა­მარ­თულ რუს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა კონ­გრეს­ზე ისა­უბ­რა, სა­დაც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის მქო­ნე რუ­სუ­ლი სკო­ლე­ბის გახ­სნის მნიშ­ვნე­ლო­ბა გან­მარ­ტა.

ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით­ვე, ამ­ჟა­მად რუ­სე­თი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბით, "რუ­სუ­ლი ენის, კულ­ტუ­რი­სა და ზო­გა­დად რუ­სუ­ლი სამ­ყა­როს პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბის­თვის" აქ­ტი­ურ ნა­ბი­ჯებს დგამს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სომ­ხუ­რი ოპო­ზი­ცია და პრო­რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რუ­სუ­ლი ენის მი­მართ არ­სე­ბულ არა­სა­თა­ნა­დო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავ­დნენ.

ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბას სომ­ხურ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით უკ­მა­ყო­ფი­ლო სომ­ხე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ რუ­სე­თი ცდი­ლობს და­სავ­ლე­თის პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ იმოქ­მე­დოს.

"ამას წი­ნათ ერთ-ერთ არხზე ვუ­ყუ­რე, ელ­ცინ­მა ის ქვეყ­ნე­ბი ჩა­მოთ­ვა­ლა, სა­დაც მო­ი­სურ­ვებ­და რუ­სუ­ლი სა­უ­ბა­რი მო­ეს­მი­ნათ, მათ შო­რის სომ­ხე­თიც იყო, მაგ­რამ კი­დევ არის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა, რომ­ლის ჩა­მოთ­ვლის­გან თავს შე­ვი­კა­ვე­ბო. ეტყო­ბა, ჯერ არ აქვთ იქ პრო­რუ­სუ­ლი კლა­ნე­ბი მოძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მენ­ტა­ლო­ბით და­სავ­ლეთს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის­კენ ის­წრაფ­ვის..." - წერს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ლე­ვონ გე­ვორ­ქი­ა­ნი.

რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის გახ­სნის კვალ­დაკ­ვალ, აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო სა­უ­ბა­რი რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბუ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან სომ­ხე­თის მი­მართ ღია ინ­ტე­რეს­ზე. სო­მე­ხი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის მო­საზ­რე­ბით, და­სავ­ლე­თის კონ­კუ­რენ­ცი­ის კვა­ლო­ბა­ზე, კრემ­ლი სომ­ხეთ­ში თა­ვი­სი გავ­ლე­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ცდი­ლობს.

"ამ ეჭ­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რუ­სე­თის მარ­თლა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია სომ­ხეთ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად, ერე­ვან­ში, რუ­სუ­ლი ეპარ­ქი­ის გახ­სნას აპი­რებს. ამის შე­სა­ხებ, მათ რუ­სუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზეც და­წე­რეს. სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მათ მოს­კო­ვის პატ­რი­არ­ქა­ტის სა­იტ­ზეც გა­ნა­თავ­სეს" - წე­რენ სო­მე­ხი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი. მა­თი­ვე ცნო­ბით, რუ­სულ ეკ­ლე­სი­ას სომ­ხე­თის ეკ­ლე­სი­ა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა არ აქვს.

"იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას სომ­ხე­თის სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ა­ში შეჭ­რის კა­ნო­ნი­კუ­რი უფ­ლე­ბა არ აქვს, რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა არის ღია მცდე­ლო­ბა სომ­ხეთ­ში თა­ვი­სი გავ­ლე­ნე­ბი გა­აძ­ლი­ე­როს. იქ, სა­დაც პო­ლი­ტი­კა­ში ვერ იკი­დე­ბენ ფეხს, რწმე­ნით სა­ხე­ლით ცდი­ლო­ბენ შეს­ვლას..." - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი ან­დრი­ას გუ­კა­სი­ა­ნი Кавказский Узел -თან სა­უბ­რი­სას.

"მათ იცი­ან, რომ სომ­ხე­თი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში სე­რი­ო­ზულ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ როლს თა­მა­შობს და რუ­სე­თი და­სავ­ლე­თის გაძ­ლი­ე­რე­ბის საფრ­თხეს ხე­დავს. ამი­ტომ გა­და­დის ახა­ლი მე­თო­დე­ბით მუ­შა­ო­ბა­ზე... ის დრო, რო­დე­საც რუ­სე­თი ფიქ­რობ­და სომ­ხეთ­ზე, "სად წაგ­ვი­ვაო", წა­ვი­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სომ­ხეთს აქვს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი. ამი­ტომ რუ­სე­თი ყვე­ლა გზით ცდი­ლობს, სომ­ხე­თი თა­ვი­სი ორ­ბი­ტი­დან არ გა­უშ­ვას, სკო­ლე­ბის გახ­სნა­ზე ალა­პა­რაკ­და. ახლა კი, ეკ­ლე­სი­აც, რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტიც ჩარ­თო" - ამ­ბობს გუ­კა­სი­ა­ნი.

რუ­სუ­ლი ეკ­ლე­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა კი­დევ ერთი პო­ლი­ტო­ლო­გის­თვის. აკოფ ბა­და­ლი­ა­ნის თქმით, რუ­სე­თი ღე­ლავს და­სავ­ლე­თის კონ­კუ­რენ­ცი­ის გამო. ამი­ტომ, კრემ­ლმა სა­სუ­ლი­ე­რო და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, ყვე­ლა შე­საძ­ლო "რბი­ლი ძალა აა­მუ­შა­ვა".

"მან იცის, რომ და­სავ­ლე­თი, ასე­ვე რბი­ლი ძა­ლით ცდი­ლობს გავ­ლე­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, მაგ­რამ თა­ვი­სი პროგ­რა­მე­ბით, ქვე­ყა­ნას გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. რუ­სეთ­მა კი, შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ კო­რუფ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა გა­აძ­ლი­ე­როს", - მი­იჩ­ნევს ბა­და­ლი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
0

გვიან მიხვდნენ სომხები, მაგრამ არა უშავს ჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

aleko
0

ცოტა სომხების ბრალიცაა. ძალიან ბევრს დიდი წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავზე; ყველაზე ძლიერი მშრომელები, ყველაზე დიდი გამომგონებლები, ყველაზე პირველი ადამიანები, ყველაზე დიდი ხელოვნები, ყველაზე ძველი ტერიტორია, ყველაზე დიდი მეომრები და ასე შემდეგ ამათ რეკლამირებას რუსეთიც უწყობდა ხელს. უდაოა რომ ნიჭიერები არიან მაგრამ ყველაფერში ვერ იქნებიან რადგანაც ეს აფსურდია.

ავტორი:

"სადაც პოლიტიკაში ფეხს ვერ იკიდებენ, რწმენითა და ჰუმანიტარული მისიების სახელით ცდილობენ შესვლას" - სომხების მწვავე რეაქცია ლავროვის ინიციატივაზე

"სადაც პოლიტიკაში ფეხს  ვერ იკიდებენ, რწმენითა და ჰუმანიტარული მისიების სახელით ცდილობენ შესვლას" - სომხების მწვავე რეაქცია ლავროვის ინიციატივაზე

"რუსეთის სახელმწიფო ინტერესებშია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული სკოლების გახსნა, რათა რუსული ენის პოპულარიზაცია მოხდეს. ტაჯიკეთსა და უზბეკეთში, ხუთი დიდი რუსულენოვანი სკოლა გაიხსნება. რუსული სკოლების გახსნის ინტერესს იჩენს სომხეთის ახალი ხელისუფლებაც" – წერს tass.ru, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ავრცელებს. რუსული ინტერნეტგამოცემის ცნობით, ლავროვმა ამის შესახებ ტაჯიკეთში გამართულ რუს თანამემამულეთა კონგრესზე ისაუბრა, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში სპეციალური პროგრამის მქონე რუსული სკოლების გახსნის მნიშვნელობა განმარტა.

ლავროვის განცხადებითვე, ამჟამად რუსეთი, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, "რუსული ენის, კულტურისა და ზოგადად რუსული სამყაროს პოზიციების გამყარებისთვის" აქტიურ ნაბიჯებს დგამს. გამოცემის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება, სომხური ოპოზიცია და პრორუსული საზოგადოება რუსული ენის მიმართ არსებულ არასათანადო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, მუდმივად უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

ლავროვის განცხადებას სომხურ საზოგადოების ნაწილში მღელვარება მოჰყვა. ამ ინიციატივით უკმაყოფილო სომხები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ცდილობს დასავლეთის პოლიტიკის წინააღმდეგ იმოქმედოს.

"ამას წინათ ერთ-ერთ არხზე ვუყურე, ელცინმა ის ქვეყნები ჩამოთვალა, სადაც მოისურვებდა რუსული საუბარი მოესმინათ, მათ შორის სომხეთიც იყო, მაგრამ კიდევ არის რამდენიმე ქვეყანა, რომლის ჩამოთვლისგან თავს შევიკავებო. ეტყობა, ჯერ არ აქვთ იქ პრორუსული კლანები მოძლიერებული. საზოგადოება, რომელიც თავისი მენტალობით დასავლეთს ვერ აკმაყოფილებს, დიქტატორული რეჟიმებისკენ ისწრაფვის..." - წერს სამოქალაქო აქტივისტი ლევონ გევორქიანი.

რუსულენოვანი სკოლების გახსნის კვალდაკვალ, აქტიურად დაიწყო საუბარი რუსეთის მართლმადიდებულური ეკლესიის მხრიდან სომხეთის მიმართ ღია ინტერესზე. სომეხი ანალიტიკოსების მოსაზრებით, დასავლეთის კონკურენციის კვალობაზე, კრემლი სომხეთში თავისი გავლენების გაძლიერებას ცდილობს.

"ამ ეჭვების საფუძველზე, რუსეთის მართლადიდებლური ეკლესია სომხეთში, კონკრეტულად, ერევანში, რუსული ეპარქიის გახსნას აპირებს. ამის შესახებ, მათ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ გვერდზეც დაწერეს. სინოდის გადაწყვეტილება, მათ მოსკოვის პატრიარქატის საიტზეც განათავსეს" - წერენ სომეხი ანალიტიკოსები. მათივე ცნობით, რუსულ ეკლესიას სომხეთის ეკლესიაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს.

"იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში შეჭრის კანონიკური უფლება არ აქვს, რუსეთის ეკლესიის გადაწვეტილება არის ღია მცდელობა სომხეთში თავისი გავლენები გააძლიეროს. იქ, სადაც პოლიტიკაში ვერ იკიდებენ ფეხს, რწმენით სახელით ცდილობენ შესვლას..." - ამბობს პოლიტოლოგი ანდრიას გუკასიანი Кавказский Узел -თან საუბრისას.

"მათ იციან, რომ სომხეთი სამხრეთ კავკასიაში სერიოზულ გეოპოლიტიკურ როლს თამაშობს და რუსეთი დასავლეთის გაძლიერების საფრთხეს ხედავს. ამიტომ გადადის ახალი მეთოდებით მუშაობაზე... ის დრო, როდესაც რუსეთი ფიქრობდა სომხეთზე, "სად წაგვივაო", წავიდა. საბედნიეროდ, სომხეთს აქვს გეოპოლიტიკური არჩევანი. ამიტომ რუსეთი ყველა გზით ცდილობს, სომხეთი თავისი ორბიტიდან არ გაუშვას, სკოლების გახსნაზე ალაპარაკდა. ახლა კი, ეკლესიაც, რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიც ჩართო" - ამბობს გუკასიანი.

რუსული ეკლესიის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა კიდევ ერთი პოლიტოლოგისთვის. აკოფ ბადალიანის თქმით, რუსეთი ღელავს დასავლეთის კონკურენციის გამო. ამიტომ, კრემლმა სასულიერო და ჰუმანიტარული მექანიზმები, ყველა შესაძლო "რბილი ძალა აამუშავა".

"მან იცის, რომ დასავლეთი, ასევე რბილი ძალით ცდილობს გავლენების გაძლიერებას, მაგრამ თავისი პროგრამებით, ქვეყანას განვითარებაში ეხმარება. რუსეთმა კი, შეიძლება მხოლოდ კორუფციული სისტემა გააძლიეროს", - მიიჩნევს ბადალიანი.