პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 ოქ­ტომ­ბერს კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტს, "ავერ­სის კლი­ნი­კა­სა" და კ. ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი და კლი­ნი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრს შო­რის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მი­ზა­ნი მე­დი­კო­სი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ცე­მა და და­საქ­მე­ბის პერ­სპე­ტი­ვის შექ­მნაა.

- ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, მო­მა­ვალ ექი­მებს გან­ვი­თა­რე­ბის, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­ცეთ, - აღ­ნიშ­ნა "ავერ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა პა­ა­ტა კურ­ტა­ნი­ძემ. მი­სი­ვე თქმით, მო­მა­ვა­ლი ექი­მე­ბის­თვის პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. "ავერ­სის" სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი პი­რო­ბე­ბია - ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბის გუნ­დი მო­მა­ვალ მე­დი­კო­სებს ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა კახა შენ­გე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით გან­მტკი­ცე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა:

- კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან, რომ­ლებ­საც "ავერ­სი" წარ­მო­ად­გენს. ეს არის და­სა­წყი­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და პარტნი­ო­რო­ბი­სა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სის პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კას "ავერ­სის" კლი­ნი­კებ­ში გა­ივ­ლი­ან.

ლაშა ბა­ზა­ძემ, კ. ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი და კლი­ნი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, აღ­ნიშ­ნა, რომ ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს მო­უ­ტანს რო­გორც კლი­ნი­კას, ისე უნი­ვერ­სი­ტეტს და, რაც მთა­ვა­რია, თი­თო­ე­ულ პა­ცი­ენტს:

- კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი და პროგ­რე­სუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლია, სა­დაც ხდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ხედ­ვე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მე­დი­ცი­ნის პრაქ­ტი­კუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ისეთ სფე­რო­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა ბირ­თვუ­ლი მე­დი­ცი­ნა, რა­დი­ო­თე­რა­პია, სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვა ჩვენ­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე კად­რე­ბის შექ­მნა, მე­დი­კოს­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, პა­ცი­ენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მე­მო­რან­დუ­მი გრძელ­ვა­დი­ა­ნია და არა­ერთ სტუ­დენ­ტსა და მო­მა­ვალ მე­დი­კოსს მის­ცემს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
4

კავკასიის უნივერსიტეტი არ არის სტუდენტებს რომ აძალებს ვაქცინის გაკეთებას?

ავტორი:

"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 ოქტომბერს კავკასიის უნივერსიტეტს, "ავერსის კლინიკასა" და კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანი მედიკოსი სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიცემა და დასაქმების პერსპეტივის შექმნაა.

- ჩვენი სურვილია, მომავალ ექიმებს განვითარების, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზაციის შესაძლებლობა მივცეთ, - აღნიშნა "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ. მისივე თქმით, მომავალი ექიმებისთვის პრაქტიკულ გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. "ავერსის" სამედიცინო დაწესებულებებში კი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის შესანიშნავი პირობებია - ტექნიკური აღჭურვილობა, უახლესი აპარატურა, პროფესიონალი ექიმების გუნდი მომავალ მედიკოსებს ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაში დაეხმარება.

უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ აღნიშნა, რომ თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით განმტკიცება პროფესიონალად ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა:

- კავკასიის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებსაც "ავერსი" წარმოადგენს. ეს არის დასაწყისი მნიშვნელოვანი თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, რომლის ფარგლებშიც კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტები პრაქტიკას "ავერსის" კლინიკებში გაივლიან.

ლაშა ბაზაძემ, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა საუკეთესო შედეგს მოუტანს როგორც კლინიკას, ისე უნივერსიტეტს და, რაც მთავარია, თითოეულ პაციენტს:

- კავკასიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული და პროგრესული სასწავლებელია, სადაც ხდება თანამედროვე ხედვების გაზიარება მაღალტექნოლოგიური მედიცინის პრაქტიკული მიმართულებით. ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბირთვული მედიცინა, რადიოთერაპია, სიახლეების დანერგვა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მქონე კადრების შექმნა, მედიკოსთა კვალიფიკაციის ამაღლება, პირველ რიგში, პაციენტების ინტერესებს ემსახურება.

მემორანდუმი გრძელვადიანია და არაერთ სტუდენტსა და მომავალ მედიკოსს მისცემს კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას.

R