სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისტერ და მისის კოდუები" - ალექსანდრა პაიჭაძემ საზოგადოებას საყვარელი მამაკაცი გააცნო: ცნობილი ბიზნესმენისა და მოდელის რომანტიკული ფოტოსესია
"მისტერ და მისის კოდუები" - ალექსანდრა პაიჭაძემ საზოგადოებას საყვარელი მამაკაცი გააცნო: ცნობილი ბიზნესმენისა და მოდელის რომანტიკული ფოტოსესია

მო­დელ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა, ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი სა­ზო­გა­დო­ე­ბას და გულ­შე­მატ­კივ­რებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით წა­რუდ­გი­ნა. მას­ზე ასა­კით უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჯერ კი­დევ ორი თვის წინ სა­უბ­რობ­და, ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით კო­დუაა.

"მის­ტერ და მი­სის კო­დუ­ე­ბი", - წერს ალექ­სან­დრა "ფე­ის­ბუქ­ში" და და­ვით კო­დუ­ას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ რო­მან­ტი­კულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

სკან­და­ლუ­რი "ლავ­სთო­რის" შე­სა­ხებ თბი­ლის­ში დიდი ხა­ნია სა­უბ­რობ­დნენ, თუმ­ცა მე­დი­ა­ში არა­სო­დეს და­წე­რი­ლა პა­ი­ჭა­ძის საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ.

პირ­ვე­ლად ალექ­სან­დრამ Ambebi.ge-სთან და­ა­დას­ტუ­რა, რომ მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ასა­კით უფ­რო­სი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი იყო, თუმ­ცა ვი­ნა­ო­ბა არც ჩვენ­თვის გა­უმ­ხე­ლია.

ასევე დაგაინტერესებთ
19:12 / 12-08-2021

"უგონოდ შეყვარებული ვარ და ვუფრთხილდები ჩემს ძვირფას ადამიანს" - ალექსანდრა პაიჭაძის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია 20 წლით უფროს ცნობილ მამაკაცთან

08:07 / 14-08-2021

"მინდოდა, დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე… მადლობა, ჩემს სიყვარულს, ამხელა ძალისთვის" - ალექსანდრა პაიჭაძე მეორე შვილის დედა ხდება

15:09 / 19-10-2021

"მალე ქორწინებას და თეთრ კაბასაც დავაანონსებთ - პაიჭაძე-კოდუა ვიქნები" - ცნობილი მოდელი სკანდალური "ლავსთორის" დეტალებზე (ექსკლუზიური ფოტოები)

14:46 / 21-10-2021

“დათოს მე ვთხოვე, რომ ყოფილი ცოლისთვის ბინა შეენარჩუნებინა… ცილისწამებისთვის და ამ სტრესისთვის პასუხი მოგეთხოვება!” - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე მარიამ კუკუნაშვილს

ჭო­რებს იმის შე­სა­ხებ, რომ ცნო­ბილ მა­მა­კაცს ოჯა­ხი და­უნ­გრია, ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ ასე უპა­სუ­ხა:

  • "ოჯა­ხე­ბი თვი­თონ ინ­გრე­ვა, მე არა­სო­დეს მი­ზე­ზი არ ვყო­ფილ­ვარ. უბ­რა­ლოდ ასეთ გი­ჟურ პე­რი­ოდ­ში გა­და­ვე­ყა­რეთ ერ­თმა­ნეთს და უფრო ნა­თე­ლი გახ­და, ვის რა სურს ცხოვ­რე­ბა­ში... უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ და ვუფრ­თხილ­დე­ბი ჩემ ძვირ­ფას ადა­მი­ანს. სა­ერ­თოდ ასეა ცხოვ­რე­ბა­ში, მე­სა­მე და გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი არა­ფერ შუ­ა­შია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ ერ­თად ყოფ­ნა აღარ უნ­დათ, იქ არა­ფერ შუ­ა­ში არ არის მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი. მე ასე ვთვლი, ჩემს ურ­თი­ერ­თო­ბას რომ ბზა­რი გა­უჩ­ნდე­ბა, ეს მხო­ლოდ ჩემი და ჩემი მე­ო­რე ნა­ხევ­რის ბრა­ლი იქ­ნე­ბა. ძლი­ე­რი ქალი ამით გა­მო­ირ­ჩე­ვა სუს­ტის­გან."

მო­დელ­მა მალე ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­გან ბავ­შვს ელო­დე­ბო­და და სქე­სი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ამ­ხი­ლა. წყვილს შვი­ლი ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში ეყო­ლე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­ვით კო­დუა მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მე­უღ­ლე, ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი და შვი­ლი, კატო კო­დუა მას ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში სდებ­დნენ ბრალს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბიზ­ნეს­მე­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ნა­თი­ას და და­ვითს ოთხი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ. ცნო­ბის­თვის, და­ვი­თი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ო­დის შსს-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის (სოდ) უფ­რო­სის, ერეკ­ლე კო­დუ­ას ძმაა.

რაც შე­ე­ხე­ბა ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძეს, ის ამ­ჟა­მად ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლა­ში" მუ­შა­ობს, არის გა­და­ცე­მა "ქა­ლე­ბის" ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი. პა­ი­ჭა­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი ვაჟი ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 93 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
0

რა სულ ტიტრიკანა ხარ გოგო შენ, შიშველი სახეულის გარდა სხვა წარმოსაჩენი არაფერი გქვს?

გოგი
89

იხარეთ, იბედნიერეთ

ავტორი:

"მისტერ და მისის კოდუები" - ალექსანდრა პაიჭაძემ საზოგადოებას საყვარელი მამაკაცი გააცნო: ცნობილი ბიზნესმენისა და მოდელის რომანტიკული ფოტოსესია

"მისტერ და მისის კოდუები" - ალექსანდრა პაიჭაძემ საზოგადოებას საყვარელი მამაკაცი გააცნო: ცნობილი ბიზნესმენისა და მოდელის რომანტიკული ფოტოსესია

მოდელმა და ტელეწამყვანმა, ალექსანდრა პაიჭაძემ საყვარელი მამაკაცი საზოგადოებას და გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით წარუდგინა. მასზე ასაკით უფროსი ადამიანი, რომლის შესახებაც Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ჯერ კიდევ ორი თვის წინ საუბრობდა, ბიზნესმენი დავით კოდუაა.

"მისტერ და მისის კოდუები", - წერს ალექსანდრა "ფეისბუქში" და დავით კოდუასთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს.

სკანდალური "ლავსთორის" შესახებ თბილისში დიდი ხანია საუბრობდნენ, თუმცა მედიაში არასოდეს დაწერილა პაიჭაძის საყვარელი მამაკაცის ვინაობის შესახებ.

პირველად ალექსანდრამ Ambebi.ge-სთან დაადასტურა, რომ მისი შეყვარებული ასაკით უფროსი და საზოგადოებისთვის ცნობილი მამაკაცი იყო, თუმცა ვინაობა არც ჩვენთვის გაუმხელია.

ჭორებს იმის შესახებ, რომ ცნობილ მამაკაცს ოჯახი დაუნგრია, ალექსანდრა პაიჭაძემ ასე უპასუხა:

  • "ოჯახები თვითონ ინგრევა, მე არასოდეს მიზეზი არ ვყოფილვარ. უბრალოდ ასეთ გიჟურ პერიოდში გადავეყარეთ ერთმანეთს და უფრო ნათელი გახდა, ვის რა სურს ცხოვრებაში... უგონოდ შეყვარებული ვარ და ვუფრთხილდები ჩემ ძვირფას ადამიანს. საერთოდ ასეა ცხოვრებაში, მესამე და გარემო ფაქტორები არაფერ შუაშია. როდესაც ადამიანები აცნობიერებენ, რომ ერთად ყოფნა აღარ უნდათ, იქ არაფერ შუაში არ არის მესამე ადამიანი. მე ასე ვთვლი, ჩემს ურთიერთობას რომ ბზარი გაუჩნდება, ეს მხოლოდ ჩემი და ჩემი მეორე ნახევრის ბრალი იქნება. ძლიერი ქალი ამით გამოირჩევა სუსტისგან."

მოდელმა მალე ისიც განაცხადა, რომ შეყვარებულისგან ბავშვს ელოდებოდა და სქესი ტელევიზიით გაამხილა. წყვილს შვილი ნოემბრის დასაწყისში ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ დავით კოდუა მიმდინარე წლის აპრილში ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მეუღლე, ნათია გედევანიშვილი და შვილი, კატო კოდუა მას ფიზიკურ ძალადობაში სდებდნენ ბრალს. მოგვიანებით, ბიზნესმენი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ნათიას და დავითს ოთხი საერთო შვილი ჰყავთ. ცნობისთვის, დავითი სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდის შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) უფროსის, ერეკლე კოდუას ძმაა.

რაც შეეხება ალექსანდრა პაიჭაძეს, ის ამჟამად ტელეკომპანია "ფორმულაში" მუშაობს, არის გადაცემა "ქალების" ერთ-ერთი წამყვანი. პაიჭაძეს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს.