სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გეგმა არის ერთადერთი! ივანიშვილო, თუ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, მთელი საქართველო შევიკრიბებით" - ნიკა მელია
"გეგმა არის ერთადერთი! ივანიშვილო, თუ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, მთელი საქართველო შევიკრიბებით" - ნიკა მელია

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლო, ძვირ­ფა­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ხე­ლით გე­ტყვი, რომ თუ შენ 30 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მე­ო­რებ იმას, რაც გა­ა­კე­თე 2 ოქ­ტომ­ბერს, ჩვენ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შე­ვიკ­რი­ბე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და შენ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვენ ვი­ზე­ი­მებთ გა­მარ­ჯვე­ბას, რომ­ლის მო­პო­ვე­ბა­შიც მან­კი­ე­რად ხელი არ უნდა შეგ­ვი­შა­ლო, თუ და­ვი­ცავთ ამ ქვეყ­ნის აწ­მყოს და მო­მა­ვალს, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ და თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა, ნიკა მე­ლი­ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას, სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თხოვ­ნაა, რომ არ იყოს ჭი­რი­სუფ­ლო­ბა და მწუხ­რი.

„მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თხოვ­ნა იყო, რომ არ გვინ­და ჭი­რი­სუფ­ლო­ბა, არ გვინ­და მწუხ­რი, ბრძო­ლის ყი­ჟი­ნა გვინ­და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ფორ­მით. სიმ­ღე­რაც იყოს, დრო­შაც ფრი­ა­ლებ­დეს, ღი­მი­ლიც იყოს, ბედ­ნი­ე­რე­ბაც იყოს, იმი­ტომ, რომ ჩვენ ხე­ლის­გაწ­ვდე­ნის მან­ძილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა გვე­ლო­დე­ბა, რო­მელ­საც არ გა­ვა­ტანთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს.

თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 30 ოქ­ტომ­ბერს გა­ბე­დავს და იგი­ვეს იკად­რებს, რაც 2 ოქ­ტომ­ბერს იკად­რა და გვა­კად­რა ხალ­ხს, იკად­რებს ძა­ლა­დო­ბას, მოს­ყიდ­ვას, მუ­ქა­რას, ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას და ათას მან­კი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი მის­თვის გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის, არა­ვის­თვის სი­ურპრი­ზი არ უნდა იყოს, რომ კი­დევ უფრო მეტ­ნი გა­მო­ვალთ, კი­დევ უფრო მკა­ფიო ხმას გა­ვა­გო­ნებთ, არა უბ­რა­ლოდ ხმას ხალ­ხო! თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩვე­ნი ძალა არის სიმ­რავ­ლე­ში! ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლო, თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემ და ძვირ­ფა­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ხე­ლით გე­ტყვი, რომ თუ შენ 30 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მე­ო­რებ იმას, რაც გა­ა­კე­თე 2 ოქ­ტომ­ბერს, ჩვენ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შე­ვიკ­რი­ბე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და შენ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვენ, ხალ­ხი, ვი­ზე­ი­მებთ გა­მარ­ჯვე­ბას, რომ­ლის მო­პო­ვე­ბა­შიც მან­კი­ე­რად ხელი არ უნდა შეგ­ვი­შა­ლო, თუ და­ვი­ცავთ ამ ქვეყ­ნის აწ­მყოს და მო­მა­ვალს, რაც მთა­ვა­რია ღირ­სე­ბას. ეს არ არის ხუმ­რო­ბა. არ­ცერთ ჩვენ­განს არ გვი­ღირს ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა“, - აღ­ნიშ­ნავს მე­ლია.

რო­გორც მე­ლია აღ­ნიშ­ნავს, ერ­თა­დერ­თი გეგ­მა გა­მარ­ჯვე­ბაა, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე „უნდა აღვმარ­თოთ მშვი­დო­ბი­ა­ნი, ცო­ცხა­ლი კე­დე­ლი“.

„გეგ­მა არის ერ­თა­დერ­თი, მე­ო­რე ვერ და არ იქ­ნე­ბა. ეს გეგ­მა არის გა­მარ­ჯვე­ბა! გა­მარ­ჯვე­ბა! არა­ფე­რი მეტი სხვა! ჩემი თხოვ­ნა იქ­ნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე დამ­კვირ­ვებ­ლე­ბად და წა­მო­მად­გენ­ლე­ბად გა­დავ­ნა­წილ­დეთ. არ და­ვი­ზა­როთ, იქ უნდა აღვმარ­თოთ მშვი­დო­ბი­ა­ნი, ცო­ცხა­ლი კე­დე­ლი, რომ პა­რა­ზი­ტებ­მა ვერ მო­ი­პა­რონ ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი. გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით შევ­ხე­დავთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებს“,- აღ­ნიშ­ნავს მე­ლია.

მი­სი­ვე თქმით, მათი თვით­მი­ზა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა ძა­ლა­დო­ბა და თავ­დას­ხმა.

„შე­საძ­ლე­ბე­ლია, დღეს მა­ვან­ნი ელო­დე­ბო­და, რომ ამ აუ­რა­ცხე­ლი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბის შემ­დეგ აგ­რე­სი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბო­და ჩვენს მიერ. სა­დღაც ცოტა ადა­მი­ან­მა რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კოს­მა თქვა, რომ იცით რა, ჩვენ არ მი­ვალთ იქ, სა­დაც არ ვი­ცით რა ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სა­კი­თხე­ბია, რო­გორც გა­და­წყდა, ამი­ტომ შო­რი­დან და­ვაკ­ვირ­დე­ბი­თო. რა­ტომ ჰქონ­და ვინ­მეს მო­ლო­დი­ნი, რომ ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი ძა­ლა­დო­ბაა?! ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი ძა­ლა­დო­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი ვინ­მე­ზე თავ­დას­ხმა არას­დროს ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბის, ოჯა­ხე­ბის, სა­ხელ­მწი­ფოს და ხმე­ბის დაც­ვა“,- აღ­ნიშ­ნავს მე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kusa
6

ra gaaketa ?

sss
11

2 ოქტომბერი იქნება ისტორიული და თქვენი დასაწყისის დასასრული.

ავტორი:

"გეგმა არის ერთადერთი! ივანიშვილო, თუ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, მთელი საქართველო შევიკრიბებით" - ნიკა მელია

"გეგმა არის ერთადერთი! ივანიშვილო, თუ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, მთელი საქართველო შევიკრიბებით" - ნიკა მელია

ბიძინა ივანიშვილო, ძვირფასი საზოგადოების სახელით გეტყვი, რომ თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ, მთელი საქართველო შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული ჩვენ ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომლის მოპოვებაშიც მანკიერად ხელი არ უნდა შეგვიშალო, თუ დავიცავთ ამ ქვეყნის აწმყოს და მომავალს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის თხოვნაა, რომ არ იყოს ჭირისუფლობა და მწუხრი.

„მიხეილ სააკაშვილის თხოვნა იყო, რომ არ გვინდა ჭირისუფლობა, არ გვინდა მწუხრი, ბრძოლის ყიჟინა გვინდა ცივილიზებული ფორმით. სიმღერაც იყოს, დროშაც ფრიალებდეს, ღიმილიც იყოს, ბედნიერებაც იყოს, იმიტომ, რომ ჩვენ ხელისგაწვდენის მანძილზე გამარჯვება გველოდება, რომელსაც არ გავატანთ ბიძინა ივანიშვილს.

თუ ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს გაბედავს და იგივეს იკადრებს, რაც 2 ოქტომბერს იკადრა და გვაკადრა ხალხს, იკადრებს ძალადობას, მოსყიდვას, მუქარას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ათას მანკიერებას, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი მისთვის გამარჯვების მოპოვებისთვის, არავისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს, რომ კიდევ უფრო მეტნი გამოვალთ, კიდევ უფრო მკაფიო ხმას გავაგონებთ, არა უბრალოდ ხმას ხალხო! თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ძალა არის სიმრავლეში! ბიძინა ივანიშვილო, თავს უფლებას მივცემ და ძვირფასი საზოგადოების სახელით გეტყვი, რომ თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ მთელი საქართველო შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული ჩვენ, ხალხი, ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომლის მოპოვებაშიც მანკიერად ხელი არ უნდა შეგვიშალო, თუ დავიცავთ ამ ქვეყნის აწმყოს და მომავალს, რაც მთავარია ღირსებას. ეს არ არის ხუმრობა. არცერთ ჩვენგანს არ გვიღირს ღირსების შელახვა“, - აღნიშნავს მელია.

როგორც მელია აღნიშნავს, ერთადერთი გეგმა გამარჯვებაა, საარჩევნო უბნებზე „უნდა აღვმართოთ მშვიდობიანი, ცოცხალი კედელი“.

„გეგმა არის ერთადერთი, მეორე ვერ და არ იქნება. ეს გეგმა არის გამარჯვება! გამარჯვება! არაფერი მეტი სხვა! ჩემი თხოვნა იქნება საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად და წამომადგენლებად გადავნაწილდეთ. არ დავიზაროთ, იქ უნდა აღვმართოთ მშვიდობიანი, ცოცხალი კედელი, რომ პარაზიტებმა ვერ მოიპარონ ამ ქვეყნის მომავალი. გამადიდებელი შუშით შევხედავთ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს“,- აღნიშნავს მელია.

მისივე თქმით, მათი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ძალადობა და თავდასხმა.

„შესაძლებელია, დღეს მავანნი ელოდებოდა, რომ ამ აურაცხელი ადამიანის შეკრების შემდეგ აგრესიული ნაბიჯები გადაიდგმებოდა ჩვენს მიერ. სადღაც ცოტა ადამიანმა რამდენიმე პოლიტიკოსმა თქვა, რომ იცით რა, ჩვენ არ მივალთ იქ, სადაც არ ვიცით რა ორგანიზაციული საკითხებია, როგორც გადაწყდა, ამიტომ შორიდან დავაკვირდებითო. რატომ ჰქონდა ვინმეს მოლოდინი, რომ ჩვენი თვითმიზანი ძალადობაა?! ჩვენი თვითმიზანი ძალადობა არასდროს ყოფილა. ჩვენი თვითმიზანი ვინმეზე თავდასხმა არასდროს ყოფილა. ჩვენი თვითმიზანი იქნება საკუთარი თავების, ოჯახების, სახელმწიფოს და ხმების დაცვა“,- აღნიშნავს მელია.