ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ნგრევის შედეგად გარდაცვლილები არიან დასვენებული, სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს მეხანძრე-მაშველებმა.
მათ გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრეს.
ტაძარში 4 ადამიანია დასვენებული. მათ დღეს დაკრძალავენ.
ბათუმში 8 ოქტომბერს, კორპუსის სადარბაზოს ნგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა.
ვიზიარებ ოჯახების მწუხარებას, უდიდესი ტრაგედიაა.
მაშველები გმირები არიან, მადლობა მათ.
ერთ შესწორებას შევიტან მათ მოქმედებებში: ჯაჭვურად უნდა მოეხდინათ სამშენებლო ნაგვის გამოტანა. ადგილზე უნდა ემუშავა რამდენიმეს, ხოლო დანარჩენებს ცოცხალი ჯაჭვით უნდა გამოეტანათ სამშენებლო ნანგრევები რასაც მოერეოდნენ ხელით ან შესაბამისი ჭურჭელით.
ნახეთ რა ანბავია თბილისში, გაზით ვიწამლებით, ცუდად იწვის გაზი, შიგ ჩარეული რეაგენტი გაზში ყარს, კალონკებიდან არ მიდის წვაა, გაზს მიხედეთ, გაასწორეთ გაზის ხარისხი, იმ პანდემიაზე უფრო ეს დაგვახრჩობს, რა უბედურებაა