მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში გარდაცვლილი არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს
ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში გარდაცვლილი არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს

თბი­ლის­ში, ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი Feeds-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას ოჯა­ხი ბა­თუმ­ში შე­ნო­ბის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ძმებს სტი­პენ­დი­ას უნიშ­ნავს. ამის შე­სა­ხებ ოჯა­ხის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ­ლი­თაც ისი­ნი სამ­ძი­მარს უცხა­დე­ბენ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რებს. გან­ცხა­დე­ბას bm.ge ავ­რცე­ლებს:

"მო­ზი­ა­რე ვართ თქვე­ნი დიდი მწუ­ხა­რე­ბის.

ყვე­ლა­ზე კარ­გად ჩვენს ოჯახს ეს­მის, რას გრძნობთ ახლა, რა ტკი­ვი­ლი გაქვთ და რო­გორ დათ­მობ­დით ყვე­ლა­ფერს, რომ თქვე­ნი ცოლი და შვი­ლე­ბი გა­და­გერ­ჩი­ნათ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, თქვენ, ისე­ვე რო­გორც ჩვენ, დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებ­დით თქვენს შვი­ლებ­ზე. ოც­ნე­ბობ­დით, რომ ისი­ნი მა­ინც იცხოვ­რებ­დნენ გან­სხვა­ვე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­კუ­თარ თავ­ზე არ გა­მოს­ცდიდ­ნენ იმ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სიმ­ძი­მე­ებს, რაც ჩვენ­მა თა­ო­ბამ გა­მოს­ცა­და. ვე­რაფ­რით გა­ნუ­გე­შებთ, რად­გან ეს ტკი­ვი­ლი არის გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი. ერ­თა­დერ­თი, რი­თაც ჩვენს ოჯახს შე­უძ­ლია გა­მო­ხა­ტოს თქვენ­და­მი თა­ნად­გო­მა, "ნი­კოს სტი­პენ­დი­აა". ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თქვე­ნი შვი­ლე­ბი ყო­ველ­თვი­უ­რად მი­ი­ღე­ბენ "ნი­კოს სტი­პენ­დი­ას", რომ­ლი­თაც, იმე­დი გვაქვს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უზ­რუნ­ველ­ვყოფთ მათ­თვის უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. გვჯე­რა, რომ მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბულ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ იმ უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლოს მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მელ­შიც ასე გვინ­დო­და, რომ ჩვენს შვი­ლებს ეცხოვ­რათ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას ოჯა­ხის წე­რილ­ში.

ბა­თუმ­ში, 8 ოქ­ტომ­ბერს, კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზოს ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად 9 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის 3 ბავ­შვი. 11 ოქ­ტომ­ბე­რი ქვე­ყა­ნა­ში გლო­ვის დღედ ცხად­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ილო
1

Გაიხარეთ, და შემოგევლეთ კარგო ადამიანებო

kote
1

ღმერთმა შეუწიროს. უდანაშაულო მსხვერპლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში გარდაცვლილი არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს

ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში გარდაცვლილი არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს

თბილისში, ვერაზე მოკლული Feeds-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს. ამის შესახებ ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ისინი სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. განცხადებას bm.ge ავრცელებს:

"მოზიარე ვართ თქვენი დიდი მწუხარების.

ყველაზე კარგად ჩვენს ოჯახს ესმის, რას გრძნობთ ახლა, რა ტკივილი გაქვთ და როგორ დათმობდით ყველაფერს, რომ თქვენი ცოლი და შვილები გადაგერჩინათ. დარწმუნებული ვართ, თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, დიდ იმედებს ამყარებდით თქვენს შვილებზე. ოცნებობდით, რომ ისინი მაინც იცხოვრებდნენ განსხვავებულ საქართველოში და საკუთარ თავზე არ გამოსცდიდნენ იმ ცხოვრებისეულ სიმძიმეებს, რაც ჩვენმა თაობამ გამოსცადა. ვერაფრით განუგეშებთ, რადგან ეს ტკივილი არის განუკურნებელი. ერთადერთი, რითაც ჩვენს ოჯახს შეუძლია გამოხატოს თქვენდამი თანადგომა, "ნიკოს სტიპენდიაა". ჩვენი გადაწყვეტილებით, თქვენი შვილები ყოველთვიურად მიიღებენ "ნიკოს სტიპენდიას", რომლითაც, იმედი გვაქვს, შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოფთ მათთვის უკეთესი განათლების მიცემის შესაძლებლობას. გვჯერა, რომ მხოლოდ განათლებულ, პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალ ადამიანებს შეუძლიათ იმ უკეთესი საქართველოს მშენებლობა, რომელშიც ასე გვინდოდა, რომ ჩვენს შვილებს ეცხოვრათ", - აღნიშნულია ნიკო კვარაცხელიას ოჯახის წერილში.

ბათუმში, 8 ოქტომბერს, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება.