Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკი : ელექტროენერგიის ტარიფი არ იზრდება
სემეკი : ელექტროენერგიის ტარიფი არ იზრდება

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია (სე­მე­კი) ეხ­მი­ა­ნე­ბა ერთ-ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფის ზრდის შე­სა­ხებ. სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს და გა­მოვ­თქვამთ ვა­რა­უდს, რომ ტა­რი­ფე­ბის შე­სა­ხებ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა წარ­მო­ად­გენს მი­ზან­მი­მარ­თულ პრო­ვო­კა­ცი­ას. აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ არ მომ­ხდა­რა სე­მეკ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, კო­მენ­ტა­რის გა­მო­თხო­ვა ან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა.

სე­მეკ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფე­ბის დად­გე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც წარ­მო­ად­გენს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სტან­დარ­ტულ პრო­ცე­დუ­რულ ნა­წილს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ბა­ზარ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღე­ი­სათ­ვის არ არ­სე­ბობს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფე­ბის არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფის მა­ტე­ბა არ იგეგ­მე­ბა.

სე­მე­კი მო­უ­წო­დებს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, არ გა­ავ­რცე­ლონ არას­წო­რი, გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია და თავი შე­ი­კა­ვონ სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის­გან.

NS

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
7

სიტყვებით თამაშობთ!!! თავად დააანონსეთ, რომ ახალი წლიდან მომატებულ 3.5 თეთრს აღარ დაასუბსიდირებთ, რაც მინიმუმ მაგ 3.5 თეთრით გაძვირებას გამოიწვევს..

თედო
0

მართლაც ასეთი ნამუსგარეცხილები კი არ არიან წელიწადში 3-ჯერ,რომ მოუმატონ კომუნალურებს>>>>> 2-ჯერ მოსულა,ეს სტანდარტია ამათი...

ავტორი:

სემეკი : ელექტროენერგიის ტარიფი არ იზრდება

სემეკი : ელექტროენერგიის ტარიფი არ იზრდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ სტატიას ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ. სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ტარიფების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას. აქვე აღვნიშნავთ, რომ მედიასაშუალების მიერ არ მომხდარა სემეკთან კომუნიკაცია, კომენტარის გამოთხოვა ან ინფორმაციის გადამოწმება.

სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტულ პროცედურულ ნაწილს ელექტროენერგიის ბაზარზე განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების არსებითი ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატება არ იგეგმება.

სემეკი მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და დაინტერესებულ პირებს, არ გაავრცელონ არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.

NS