სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვალის არევის მიზნით, ისინი იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს" - შსს კვარაცხელიას საქმეზე ახალ დეტალებს ასაჯაროებს
"კვალის არევის მიზნით, ისინი იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს" - შსს კვარაცხელიას საქმეზე ახალ დეტალებს ასაჯაროებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ასა­ჯა­რო­ვებს.

რო­გორც თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა- თორ­ნი­კე მარ­სა­გიშ­ვილ­მა დღეს უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­ფარ­თოვ­დეს ბრალ­დე­ბულ­თა წრე.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 2021 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, ძებ­ნი­ლი პი­რე­ბი და­ა­კა­ვეს. საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­გეგ­მეს ნ.კ.-ის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, რის­თვი­საც მათ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ი­ძი­ნეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის­გან იქი­რა­ვეს ავ­ტო­მო­ბი­ლი. მიმ­დი­ნა­რე წლის 15 სექ­ტემ­ბერს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ნა­ქი­რა­ვე­ბი ავ­ტო­მან­ქა­ნით თბი­ლის­ში, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან ჩა­უ­საფ­რდნენ ნ.კ.-ს და გან­ზრახ­ვის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით, ა.ჭ.-მ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ნ.კ.-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით 10-ზე მეტი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან, გ.კ.-სთან ერ­თად, ნა­ქი­რა­ვე­ბი ავ­ტო­მან­ქა­ნით მი­ი­მა­ლა.

მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­მა, ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად, დე­ტა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, აი­ღეს სხვა­დას­ხვა კვა­ლი, ასე­ვე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მას­რე­ბი და სხვა­დას­ხვა ნივ­თი. საქ­მე­ზე და­ი­კი­თხა ათე­უ­ლო­ბით მოწ­მე, მათ შო­რის და­ნა­შა­უ­ლის უშუ­ა­ლო თვითმხილ­ვე­ლე­ბი, გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რე­ბი, ნაც­ნო­ბე­ბი და საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბი.

ჩვე­ნე­ბე­ბი­სა და საქ­მის დე­ტა­ლე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვის და­სად­გე­ნად და­ი­სა­ხა რამ­დე­ნი­მე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ვერ­სია, რო­მელ­თა გა­და­სა­მოწ­მებ­ლად ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ყვე­ლა სა­ჭი­რო ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბა.

ოპე­რა­ტი­ულ­მა ჯგუფ­მა უმოკ­ლეს დრო­ში მი­აკ­ვლია იმ ავ­ტო­მან­ქა­ნას, რომ­ლი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი დათ­ვა­ლი­ერ­და ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბის მიერ და ამო­ღე­ბულ იქნა საქ­მი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე კვლე­ბი.დად­გინ­და ავ­ტო­მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლიც და მისი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ნა­შა­უ­ლის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის - გ.კ.-ის ვი­ნა­ო­ბა.ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის მიერ ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თან­მიმ­დევ­რუ­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად დად­გე­ნილ იქნა და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი - უშუ­ა­ლოდ მსრო­ლე­ლი პი­რის - ა.ჭ.-ის ვი­ნა­ო­ბაც.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობ­დნენ მუ­შა­ო­ბას ყვე­ლა იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, რომ­ლე­ბიც უტყუ­ა­რად და­ა­დას­ტუ­რებ­დნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას.გა­მო­ძი­ე­ბამ მო­ი­პო­ვა ბრალ­დე­ბულ­თა გა­და­ად­გი­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ჩა­ნა­წე­რი და მოხ­და მათი დე­ტა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა.

გა­ი­ჩხრი­კა ათამ­დე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა და სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტი, მათ შო­რის გ.კ.-ის მა­ღა­ზია, სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ გა­მო­იც­ვა­ლეს სის­ხლი­ა­ნი ტან­საც­მე­ლი, რაც ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით იქნა ამო­ღე­ბუ­ლი.საქ­მე­ზე ამო­ღე­ბულ ნივთმტკი­ცე­ბებ­ზე ჩა­ტარ­და დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი, ოდო­რო­ლო­გი­უ­რი, ბა­ლის­ტი­კუ­რი, ქი­მი­უ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი და სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რო­მელ­თა დას­კვნე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ გ.კ.-ის მა­ღა­ზი­ი­დან ამო­ღე­ბულ ა.ჭ.-ის ტან­საც­მელ­ზე აღ­მოჩ­ნდა დენ­თის კვა­ლი, ხოლო მას­ზე არ­სე­ბუ­ლი სის­ხლის ლა­ქე­ბი ეკუთ­ვნის გარ­დაც­ვლილ ნ.კ.-ს.საქ­მე­ზე შეკ­რე­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მიმ­დი­ნა­რე წლის 18 სექ­ტემ­ბერს, ორი­ვე პირს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით, და­უს­წრებ­ლად წა­რუდ­გი­ნა და მათ­ზე ძებ­ნა გა­მო­ცხად­და.

ძებ­ნილ ბრალ­დე­ბულ­თა და­სა­კა­ვებ­ლად ორი­ენ­ტი­რე­ბულ იქნა ყვე­ლა ოპე­რა­ტი­უ­ლი და­ნა­ყო­ფი.სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ძებ­ნა­ში მყო­ფი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, უწყვეტ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლეს მუ­შა­ო­ბა. ჩა­ტარ­და არა­ერ­თი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა, და­ი­კი­თხა ათე­უ­ლო­ბით მოწ­მე, დად­გინ­და იმ პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა, ვის­თა­ნაც შე­საძ­ლოა, კავ­ში­რი ჰქო­ნო­დათ ბრალ­დე­ბუ­ლებს, ასე­ვე, დად­გინ­და ყვე­ლა ის ად­გი­ლი, სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი დრო­ე­ბით თავს აფა­რებ­დნენ, გა­მოვ­ლე­ნი­ლი იქნა ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლი და მათი მძღო­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის კვა­ლის არე­ვის მიზ­ნით, პე­რი­ო­დუ­ლად იც­ვლიდ­ნენ ტან­საც­მელს, ავ­ტო­მან­ქა­ნებს და თავ­შე­სა­ფარ ად­გი­ლებს, რაც არ­თუ­ლებ­და მათი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის დრო­უ­ლად დად­გე­ნას და და­კა­ვე­ბას.

2021 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო-ოპე­რა­ტი­უ­ლი და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ორი­ვე ძებ­ნი­ლი პირი წყნეთ­ში და­ა­კა­ვეს.პო­ლი­ცი­ის მიერ დად­გე­ნილ იქნა ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს აფა­რებ­დნენ.ორი­ვე ბრალ­დე­ბულ­მა და­კა­ვე­ბი­სას მი­მალ­ვა სცა­და, თუმ­ცა აქ­ტი­უ­რი დევ­ნის შე­დე­გად მოხ­და მათი და­კა­ვე­ბა.ბრალ­დე­ბულ­თა პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბულ იქნა და­ნე­ბი, ხოლო მათ ხელ­ბარ­გში ნა­ნა­ხი იქნა მათი კუთ­ვნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტე­ბი, ტან­საც­მე­ლი და სხვა პი­რა­დი ნივ­თე­ბი.საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­ფარ­თოვ­დეს ბრალ­დე­ბულ­თა წრე.და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს" - ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tako
2

ეგ უსამართლობა რათ უნდა მაგათ ციხე ? პირდაპირი დახვრეტვა უნდა რომ მეორე მსგაცსი არ მოხდეს და ყველას ქონდეს მაგის შიში.

თენგო
0

ყოჩაღ!

ავტორი:

"კვალის არევის მიზნით, ისინი იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს" - შსს კვარაცხელიას საქმეზე ახალ დეტალებს ასაჯაროებს

"კვალის არევის მიზნით, ისინი იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს" - შსს კვარაცხელიას საქმეზე ახალ დეტალებს ასაჯაროებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროვებს.

როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა- თორნიკე მარსაგიშვილმა დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს ნ.კ.-ის განზრახ მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს და განზრახვის აღსრულების მიზნით, ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ის მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან, გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შეტყობინების მიღებისთანავე, ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფმა, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, დეტალურად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, აიღეს სხვადასხვა კვალი, ასევე, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღის მასრები და სხვადასხვა ნივთი. საქმეზე დაიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის დანაშაულის უშუალო თვითმხილველები, გარდაცვლილის მეგობრები, ნაცნობები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.

ჩვენებებისა და საქმის დეტალების ანალიზის საფუძველზე, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობისა და დანაშაულის მოტივის დასადგენად დაისახა რამდენიმე საგამოძიებო ვერსია, რომელთა გადასამოწმებლად ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდა ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიება.

ოპერატიულმა ჯგუფმა უმოკლეს დროში მიაკვლია იმ ავტომანქანას, რომლითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს გადაადგილდებოდნენ. აღნიშნული ავტომობილი დათვალიერდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ და ამოღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვლები.დადგინდა ავტომანქანის მფლობელიც და მისი ჩვენების საფუძველზე, დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის - გ.კ.-ის ვინაობა.ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის მიერ ინტენსიურ რეჟიმში განხორციელებული თანმიმდევრული და კვალიფიციური მუშაობის შედეგად დადგენილ იქნა დანაშაულის ჩამდენი - უშუალოდ მსროლელი პირის - ა.ჭ.-ის ვინაობაც.

სამართალდამცველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდნენ მუშაობას ყველა იმ მტკიცებულების მოპოვების მიზნით, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ბრალდებულების მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.გამოძიებამ მოიპოვა ბრალდებულთა გადაადგილების ამსახველი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების რამდენიმე ათეული ჩანაწერი და მოხდა მათი დეტალური დათვალიერება.

გაიჩხრიკა ათამდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის გ.კ.-ის მაღაზია, სადაც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რაც ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული.საქმეზე ამოღებულ ნივთმტკიცებებზე ჩატარდა დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური, ბალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების შედეგად დადგინდა, რომ გ.კ.-ის მაღაზიიდან ამოღებულ ა.ჭ.-ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დენთის კვალი, ხოლო მასზე არსებული სისხლის ლაქები ეკუთვნის გარდაცვლილ ნ.კ.-ს.საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ორივე პირს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით, დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა.

ძებნილ ბრალდებულთა დასაკავებლად ორიენტირებულ იქნა ყველა ოპერატიული დანაყოფი.სამართალდამცველებმა, ძებნაში მყოფი ბრალდებულების ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში გააგრძელეს მუშაობა. ჩატარდა არაერთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, დაიკითხა ათეულობით მოწმე, დადგინდა იმ პირების ვინაობა, ვისთანაც შესაძლოა, კავშირი ჰქონოდათ ბრალდებულებს, ასევე, დადგინდა ყველა ის ადგილი, სადაც ბრალდებულები დროებით თავს აფარებდნენ, გამოვლენილი იქნა ყველა ავტომობილი და მათი მძღოლების ვინაობა, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ.

ბრალდებულები, სამართალდამცველებისთვის კვალის არევის მიზნით, პერიოდულად იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და დაკავებას.

2021 წლის 7 ოქტომბერს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი წყნეთში დააკავეს.პოლიციის მიერ დადგენილ იქნა ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ბრალდებულები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს აფარებდნენ.ორივე ბრალდებულმა დაკავებისას მიმალვა სცადა, თუმცა აქტიური დევნის შედეგად მოხდა მათი დაკავება.ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დანები, ხოლო მათ ხელბარგში ნანახი იქნა მათი კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პასპორტები, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები.საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე.დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.