სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი ვაკელის დაკეტილ აგარაკზე იმალებოდნენ... ჭელიძემ გაქცევა სცადა, მაგრამ..." - ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების დეტალები
"ერთი ვაკელის დაკეტილ აგარაკზე იმალებოდნენ... ჭელიძემ გაქცევა სცადა, მაგრამ..." - ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების დეტალები

დღეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და მი­მალ­ვა­ში მყო­ფი აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე და­ა­კა­ვეს. ის, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ა­კა­ვეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­ცხა­დე­ბუ­ლა.

თუმ­ცა AMBEBI.GE-მ წყნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია. რო­გორც სან­დო წყა­რო გვიყ­ვე­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ერთ-ერთი ვა­კე­ლის აგა­რაკ­ზე იმა­ლე­ბოდ­ნენ.

"და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ათ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის შე­მოვ­ლის ჯგუფს წყნეთ­ში, ქუ­ჩა­ში ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი და­უ­ნა­ხავს და ამო­უცვნია (რო­გორც ჩანს, მა­ღა­ზი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და). სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მის კვალს მიჰ­ყვნენ და როცა აკა­ვებ­დნენ, ჭე­ლი­ძემ გაქ­ცე­ვა სცა­და. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ტყეს ალყა შე­მო­არ­ტყეს და სპეც­რაზ­მის მო­ბი­ლი­ზე­ბის შემ­დეგ, მისი და­კა­ვე­ბაც შეძ­ლეს. რო­გორც გა­ირ­კვა, ჭე­ლი­ძე და კა­ვი­ლა­ძე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­დან არ გა­სუ­ლან და ისი­ნი ერთ-ერთი ვა­კე­ლის და­კე­ტილ აგა­რაკ­ზე იმა­ლე­ბოდ­ნენ", - გვიყ­ვე­ბა წყა­რო.

და­კა­ვე­ბუ­ლებს 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ. სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­მაც:

"თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 2021 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, ძებ­ნი­ლი პი­რე­ბი და­ა­კა­ვეს.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ და­გეგ­მეს ნ.კ.-ის მკვლე­ლო­ბა, რის­თვი­საც მათ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ი­ძი­ნეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის­გან იქი­რა­ვეს ავ­ტო­მო­ბი­ლი. მიმ­დი­ნა­რე წლის 15 სექ­ტემ­ბერს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ნა­ქი­რა­ვე­ბი ავ­ტო­მან­ქა­ნით თბი­ლის­ში, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე ჩა­უ­საფ­რდნენ ნ.კ.-ს.

ასე­ვე დად­გინ­და, რომ ა.ჭ.-მ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ნ.კ.-ს მი­მარ­თუ­ლე­ბით 10-ზე მეტი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ნა­ქი­რა­ვე­ბი ავ­ტო­მან­ქა­ნით გ.კ.-სთან ერ­თად მი­ი­მა­ლა.

მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, ნ.კ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

მიმ­დი­ნა­რე წლის 18 სექ­ტემ­ბერს, ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) და 236-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბა) და­უს­წრებ­ლად წა­რუდ­გი­ნა და მათ­ზე ძებ­ნა გა­მო­ცხად­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო-ოპე­რა­ტი­უ­ლი და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ორი­ვე ძებ­ნი­ლი პირი ა. ჭ. და გ.კ. ქა­ლაქ თბი­ლის­ში, წყნეთ­ში და­ა­კა­ვეს.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აკო ჭე­ლი­ძე­სა და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს ეძებ­და. მათ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პოლკოვ-ნიკი!!!
37

გომელაური, ყოჩაღ!!!!

გია
1

რისთვის გაიმეტეს ცხონებული...

ავტორი:

"ერთი ვაკელის დაკეტილ აგარაკზე იმალებოდნენ... ჭელიძემ გაქცევა სცადა, მაგრამ..." - ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების დეტალები

"ერთი ვაკელის დაკეტილ აგარაკზე იმალებოდნენ... ჭელიძემ გაქცევა სცადა, მაგრამ..." - ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების დეტალები

დღეს სამართალდამცველებმა 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული და მიმალვაში მყოფი აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. ის, თუ რა ვითარებაში დააკავეს ბრალდებულები, ოფიციალურად არ გაცხადებულა.

თუმცა AMBEBI.GE-მ წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები გაარკვია. როგორც სანდო წყარო გვიყვება, ბრალდებულები ერთ-ერთი ვაკელის აგარაკზე იმალებოდნენ.

"დაახლოებით 4 საათზე პოლიციელების შემოვლის ჯგუფს წყნეთში, ქუჩაში ერთ-ერთი ბრალდებული დაუნახავს და ამოუცვნია (როგორც ჩანს, მაღაზიაში იმყოფებოდა). სამართალდამცველები მის კვალს მიჰყვნენ და როცა აკავებდნენ, ჭელიძემ გაქცევა სცადა. პოლიციელებმა ტყეს ალყა შემოარტყეს და სპეცრაზმის მობილიზების შემდეგ, მისი დაკავებაც შეძლეს. როგორც გაირკვა, ჭელიძე და კავილაძე დანაშაულის ჩადენის შემდეგ საქართველოდან არ გასულან და ისინი ერთ-ერთი ვაკელის დაკეტილ აგარაკზე იმალებოდნენ", - გვიყვება წყარო.

დაკავებულებს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც:

"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ დაგეგმეს ნ.კ.-ის მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს.

ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ს მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები ავტომანქანით გ.კ.-სთან ერთად მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი ა. ჭ. და გ.კ. ქალაქ თბილისში, წყნეთში დააკავეს.

საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ეძებდა. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.