სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოდით, გავაკეთოთ შოკოლადის ფილა, რომელიც სპორტული ქურთუკის ჯიბეში ჩაეტევა“ - ერთი ფრაზით დაწყებული წარმატების ტკბილი ისტორია
"მოდით, გავაკეთოთ შოკოლადის ფილა, რომელიც სპორტული ქურთუკის ჯიბეში ჩაეტევა“ - ერთი ფრაზით დაწყებული წარმატების ტკბილი ისტორია

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნუ­ლი ბრენ­დის შო­კო­ლა­დის - Ritter Sport-ის ის­ტო­რია იწყე­ბა იქ, სა­დაც რო­გორც წესი, მთავ­რდე­ბა ფილ­მე­ბი სიყ­ვა­რულ­ზე: - ქორ­წი­ლი­დან. 1912 წელს, კონ­დი­ტერ­მა ალფ­რედ ეუ­გენ რი­ტერ­მა და ტკბი­ლე­უ­ლის მა­ღა­ზი­ის მფლო­ბელ­მა, კლა­რა გი­ოტლმა, ერ­თმა­ნეთს თა­ვი­ან­თი ბედი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­უ­კავ­ში­რეს და იქორ­წი­ნეს. მა­ლე­ვე, ერ­თად და­ა­ფუძ­ნეს სა­კონ­დიტ­რო ფაბ­რი­კა სა­ხე­ლად - Alfred Ritter Cannstatt და ტკბი­ლე­უ­ლის და შო­კო­ლა­დის წარ­მო­ე­ბას შე­უდ­გნენ.

ბრენ­დის ის­ტო­რია

1932 წელს, შო­კო­ლა­დის და სპორ­ტის მოყ­ვა­რულ­მა კლა­რა რი­ტერ­მა მე­უღ­ლეს შეს­თა­ვა­ზა კვად­რა­ტუ­ლი შო­კო­ლა­დის ფი­ლის წარ­მო­ე­ბა. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა მა­ლე­ვე მო­ი­წო­ნეს ოჯა­ხურ წრე­ში. – „მო­დით, გა­ვა­კე­თოთ შო­კო­ლა­დის ფილა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი სპორ­ტუ­ლი ქურ­თუ­კის ჯი­ბე­ში ჩა­ე­ტე­ვა, არ გა­ტყდე­ბა და ამას­თან ერ­თად, ექ­ნე­ბა შო­კო­ლა­დის ფი­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა თვი­სე­ბა“ - ასე ჟღერ­და კლა­რას იდეა და შო­კო­ლად­მა მი­ი­ღო სა­ხე­ლი - Ritter’s Sport Schokolade.

1952 წელს, კომ­პა­ნი­ის მმარ­თვე­ლო­ბა მთლი­ა­ნად დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის ვა­ჟის - ოტო რი­ტე­რის ხელ­ში გა­და­ვი­და. მან ძა­ლი­ან სა­რის­კო ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, როცა გა­და­წყვი­ტა შე­ემ­ცი­რე­ბი­ნა სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მის სა­ხე­ო­ბე­ბი და მხო­ლოდ Ritter Sport-ის შო­კო­ლა­დის წარ­მო­ე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ასე გა­და­ვი­და ფაბ­რი­კა კვად­რა­ტუ­ლი ფორ­მის შო­კო­ლა­დე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე, რომ­ლის სა­ბო­ლოო სტი­ლი 1974 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და. Ritter Sport-ის შო­კო­ლა­დის ყო­ველ ფი­ლას დღემ­დე კვად­რა­ტის ფორ­მა აქვს, რო­მე­ლიც და­ყო­ფი­ლია 16 პა­ტა­რა კვად­რა­ტად. ბოლო შტრი­ხი იყო ფერი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­ირ­ჩა.

„გა­ტეხ­ვის ხრიკ­მა და ჯი­ბე­ში ჩა­სა­დებ­მა ფორ­მატ­მა“ გა­ა­მარ­თლა. 1976 წელს შე­იქ­მნა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი შე­ფუთ­ვა Knick -Pack, რომ­ლის გახ­სნაც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, ფი­ლის გა­და­ტეხ­ვით ხდე­ბა. ეს ხრი­კი ბრენ­დის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და!

ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ, რო­მელ­მაც გა­და­ი­ტა­ნა ორი მსოფ­ლიო ომი და უთ­ვა­ლა­ვი რა­ო­დე­ნო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი, ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე, ღირ­სე­უ­ლი კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წია თა­ვის სფე­რო­ში არ­სე­ბულ კომ­პა­ნი­ებს. მა­შინ, რო­დე­საც წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბი აგ­რძე­ლებ­დნენ ქვეყ­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის თით­ქმის მო­ნუ­რი შრო­მის ხარ­ჯზე არ­სე­ბო­ბას, Ritter Sport-ი ყი­დუ­ლობს პლან­ტა­ცი­ებს ნი­კა­რა­გუ­ა­ში, მოჰ­ყავს კა­კაო, აშე­ნებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, სკო­ლებ­სა და სახ­ლებს, ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­შე­ბის­თვის. კომ­პა­ნია ყი­დუ­ლობს „სუფ­თა შო­კო­ლადს“ Côte d'Ivoire-სგან (კოტ-დ’ივუ­ა­რი) და იბ­რძვის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის, რომ იყოს მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი „კვად­რა­ტი“.

Ritter Sport-ის სა­ხე­ო­ბე­ბი და დამ­ზა­დე­ბის სპე­ცი­ფი­კა

1970 წელს გერ­მა­ნია ფაქ­ტობ­რი­ვად კვად­რა­ტულ­მა Ritter Sport-მა და­ი­პყრო. არ არ­სე­ბობ­და ადა­მი­ა­ნი, ვინც ჭკუ­ას არ კარ­გავ­და სა­ო­ცარ გე­მო­ზე, რო­მე­ლიც უმაღ­ლე­სი სორ­ტის კა­კა­ოს მარ­ცვლე­ბის­გან მზად­დე­ბო­და. ამ პე­რი­ო­დი­დან და­წყე­ბუ­ლი, შო­კო­ლა­დი ახალ სა­ხე­ო­ბებს და შიგ­თავ­სებს იძენ­და. ყო­ვე­ლი სა­ხე­ო­ბა, თეთ­რი შო­კო­ლა­დი­დან - მწა­რემ­დე, შიგ­თავ­სით და მის გა­რე­შე, გა­მო­ირ­ჩე­ვა ხა­რის­ხით და უნი­კა­ლუ­რო­ბით. გერ­მა­ნუ­ლი დე­ლი­კა­ტე­სი შე­ი­ცავს ნა­ტუ­რა­ლურ კომ­პო­ნენ­ტებს და სა­სარ­გებ­ლო ინ­გრე­დი­ენ­ტებს: ბუ­ნებ­რივ სე­რო­ტო­ნინს და კად­მი­უმს, ხილ­თან, თხი­ლე­ულ­თან და კრე­მის და­ნა­მა­ტებ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში. ასე­ვე, მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის მაგ­ნი­უ­მი, კალ­ცი­უ­მი და კა­ლი­უ­მი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მის­თვის.

Ritter Sport-ის ყო­ვე­ლი გემო ემ­ყა­რე­ბა რჩე­ულ რძეს, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის კა­კა­ოს მარ­ცვალს, ხილს, კენკრას, ცხიმს, ნა­ტუ­რა­ლურ არო­მა­ტი­ზა­ტო­რებს, შა­ქარს და სა­სარ­გებ­ლო ზე­თებს. მთა­ვარ როლს წარ­მო­ე­ბა­ში ას­რუ­ლებს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ნე­ლებ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან. ისი­ნი დე­სერტს ანი­ჭებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ნო­ტებს, პი­კან­ტუ­რო­ბას და მო­მენ­ტა­ლუ­რად იპყრობს ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლებს.

გე­მოვ­ნუ­რი შერ­წყმა - რძის, თეთ­რი და შავი, მწა­რე შო­კო­ლა­დის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა.

მსოფ­ლიო წარ­მა­ტე­ბა

დღეს ამ ბრენ­დს მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში იც­ნო­ბენ და უყ­ვართ, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი ის­ტო­რია 2017 წლი­დან იწყე­ბა. მა­შინ, რო­დე­საც სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­მა „ ევ­როპ­რო­დუქტმა“ გა­და­წყვი­ტა ქარ­თვე­ლი მომ­ხა­რებ­ლე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ე­ხა­და ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი და ჯა­დოს­ნუ­რი გემო. გემო, რო­მელ­საც თუ ერთხელ მა­ინც გა­სინ­ჯავ, ვე­ღა­რა­სო­დეს და­ი­ვი­წყებ!

აქვე, იმა­საც გე­ტყვით, რომ რად­გან Ritter Sport-ის ერ­თა­დერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი იმ­პორ­ტი­ო­რი „ევ­როპ­რო­დუქ­ტია“, ამ ქსელ­ში, ყვე­ლა­ზე და­ბალ ფა­სად შეძ­ლებთ მის შე­ძე­ნას.

ავ­ტო­რი: თეა ინა­სა­რი­ძე

etegnel
0

"ევროპროდუქტი" შესაძლოა ოფიციალური იმპორტიორია, მაგრამ თავად შოკოლადი 2017 წელზე ბევრად ადრეც იყო ხელმისაწვდომი მარკეტებში.

ავტორი:

"მოდით, გავაკეთოთ შოკოლადის ფილა, რომელიც სპორტული ქურთუკის ჯიბეში ჩაეტევა“ - ერთი ფრაზით დაწყებული წარმატების ტკბილი ისტორია

"მოდით, გავაკეთოთ შოკოლადის ფილა, რომელიც სპორტული ქურთუკის ჯიბეში ჩაეტევა“ - ერთი ფრაზით დაწყებული წარმატების ტკბილი ისტორია

მსოფლიოში ცნობილი გერმანული ბრენდის შოკოლადის - Ritter Sport-ის ისტორია იწყება იქ, სადაც როგორც წესი, მთავრდება ფილმები სიყვარულზე: - ქორწილიდან. 1912 წელს, კონდიტერმა ალფრედ ეუგენ რიტერმა და ტკბილეულის მაღაზიის მფლობელმა, კლარა გიოტლმა, ერთმანეთს თავიანთი ბედი ოფიციალურად დაუკავშირეს და იქორწინეს. მალევე, ერთად დააფუძნეს საკონდიტრო ფაბრიკა სახელად - Alfred Ritter Cannstatt და ტკბილეულის და შოკოლადის წარმოებას შეუდგნენ.

ბრენდის ისტორია

1932 წელს, შოკოლადის და სპორტის მოყვარულმა კლარა რიტერმა მეუღლეს შესთავაზა კვადრატული შოკოლადის ფილის წარმოება. განსხვავებული ფორმა მალევე მოიწონეს ოჯახურ წრეში. – „მოდით, გავაკეთოთ შოკოლადის ფილა, რომელიც ნებისმიერი სპორტული ქურთუკის ჯიბეში ჩაეტევა, არ გატყდება და ამასთან ერთად, ექნება შოკოლადის ფილისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება“ - ასე ჟღერდა კლარას იდეა და შოკოლადმა მიიღო სახელი - Ritter’s Sport Schokolade.

1952 წელს, კომპანიის მმართველობა მთლიანად დამფუძნებლების ვაჟის - ოტო რიტერის ხელში გადავიდა. მან ძალიან სარისკო ნაბიჯი გადადგა, როცა გადაწყვიტა შეემცირებინა საკონდიტრო ნაწარმის სახეობები და მხოლოდ Ritter Sport-ის შოკოლადის წარმოება გაეგრძელებინა. ასე გადავიდა ფაბრიკა კვადრატული ფორმის შოკოლადების წარმოებაზე, რომლის საბოლოო სტილი 1974 წელს ჩამოყალიბდა. Ritter Sport-ის შოკოლადის ყოველ ფილას დღემდე კვადრატის ფორმა აქვს, რომელიც დაყოფილია 16 პატარა კვადრატად. ბოლო შტრიხი იყო ფერი, რომელიც სხვადასხვა სახეობისთვის ინდივიდუალურად შეირჩა.

„გატეხვის ხრიკმა და ჯიბეში ჩასადებმა ფორმატმა“ გაამართლა. 1976 წელს შეიქმნა რევოლუციური შეფუთვა Knick -Pack, რომლის გახსნაც ძალიან მარტივად, ფილის გადატეხვით ხდება. ეს ხრიკი ბრენდის განუყოფელი ნაწილი გახდა!

ოჯახის საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ, რომელმაც გადაიტანა ორი მსოფლიო ომი და უთვალავი რაოდენობის ეკონომიკური კრიზისი, ბოლო ათწლეულების მანძილზე, ღირსეული კონკურენცია გაუწია თავის სფეროში არსებულ კომპანიებს. მაშინ, როდესაც წამყვანი ბრენდები აგრძელებდნენ ქვეყნის მაცხოვრებლების თითქმის მონური შრომის ხარჯზე არსებობას, Ritter Sport-ი ყიდულობს პლანტაციებს ნიკარაგუაში, მოჰყავს კაკაო, აშენებს საავადმყოფოებს, სკოლებსა და სახლებს, ადგილობრივი მუშებისთვის. კომპანია ყიდულობს „სუფთა შოკოლადს“ Côte d'Ivoire-სგან (კოტ-დ’ივუარი) და იბრძვის უფლების მოპოვებისთვის, რომ იყოს მსოფლიოში ერთადერთი „კვადრატი“.

Ritter Sport-ის სახეობები და დამზადების სპეციფიკა

1970 წელს გერმანია ფაქტობრივად კვადრატულმა Ritter Sport-მა დაიპყრო. არ არსებობდა ადამიანი, ვინც ჭკუას არ კარგავდა საოცარ გემოზე, რომელიც უმაღლესი სორტის კაკაოს მარცვლებისგან მზადდებოდა. ამ პერიოდიდან დაწყებული, შოკოლადი ახალ სახეობებს და შიგთავსებს იძენდა. ყოველი სახეობა, თეთრი შოკოლადიდან - მწარემდე, შიგთავსით და მის გარეშე, გამოირჩევა ხარისხით და უნიკალურობით. გერმანული დელიკატესი შეიცავს ნატურალურ კომპონენტებს და სასარგებლო ინგრედიენტებს: ბუნებრივ სეროტონინს და კადმიუმს, ხილთან, თხილეულთან და კრემის დანამატებთან კომბინაციაში. ასევე, მის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი, კალციუმი და კალიუმი, რაც აუცილებელია ორგანიზმისთვის.

Ritter Sport-ის ყოველი გემო ემყარება რჩეულ რძეს, უმაღლესი ხარისხის კაკაოს მარცვალს, ხილს, კენკრას, ცხიმს, ნატურალურ არომატიზატორებს, შაქარს და სასარგებლო ზეთებს. მთავარ როლს წარმოებაში ასრულებს შესანიშნავი სანელებლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ისინი დესერტს ანიჭებს განსაკუთრებულ ნოტებს, პიკანტურობას და მომენტალურად იპყრობს ადამიანების გულებს.

გემოვნური შერწყმა - რძის, თეთრი და შავი, მწარე შოკოლადის საშუალებით ხდება.

მსოფლიო წარმატება

დღეს ამ ბრენდს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იცნობენ და უყვართ, ხოლო საქართველოში მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება. მაშინ, როდესაც სუპერმარკეტების ქსელმა „ ევროპროდუქტმა“ გადაწყვიტა ქართველი მომხარებლებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა ყველაზე ფერადი და ჯადოსნური გემო. გემო, რომელსაც თუ ერთხელ მაინც გასინჯავ, ვეღარასოდეს დაივიწყებ!

აქვე, იმასაც გეტყვით, რომ რადგან Ritter Sport-ის ერთადერთი ოფიციალური იმპორტიორი „ევროპროდუქტია“, ამ ქსელში, ყველაზე დაბალ ფასად შეძლებთ მის შეძენას.

ავტორი: თეა ინასარიძე