პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნატოს სამხედრო ძალა ქართველი სტრატეგიებისთვის საკმარისი აღარაა, ბოლო წლებია, თბილისი აქტიურად აღრმავებს სამხედრო კავშირებს ანკარასთან და ბაქოსთან" - აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო
"ნატოს სამხედრო ძალა ქართველი სტრატეგიებისთვის საკმარისი აღარაა, ბოლო წლებია, თბილისი აქტიურად აღრმავებს სამხედრო კავშირებს ანკარასთან და ბაქოსთან" - აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი სა­მე­თა­უ­რო-საშ­ტა­ბო სწავ­ლე­ბა „ETERNITY 2021“-ის და­წყე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და მას სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან სა­შიშ პრო­ვო­კა­ცი­ულ გა­მოხ­ტო­მას უწო­დებს, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო ამ­ბი­ცი­ის წა­ხა­ლი­სე­ბის­კენ.

„იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სე­რი­ო­ზუ­ლად გა­და­წყვი­ტა შექ­მნას თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვი­სე­ბუ­რი პო­ლი­გო­ნი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად უსა­ხე­ლო მტრის წი­ნა­აღ­მდეგ. თა­ნაც ამე­რი­კი­სა და ნა­ტოს სამ­ხედ­რო ძალა და პო­ტენ­ცი­ა­ლი ქარ­თვე­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის­თვის უკვე აღარ არის საკ­მა­რი­სი და ბოლო წლე­ბია, თბი­ლი­სი აქ­ტი­უ­რად აღ­რმა­ვებს სამ­ხედ­რო კავ­ში­რებს ან­კა­რას­თან და ბა­ქოს­თან“, - ნათ­ქვა­მია დე ფაქ­ტო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მას­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ „აფხა­ზი დიპ­ლო­მა­ტე­ბი“ ეჭვქვეშ აყე­ნე­ბენ სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის გა­ცხა­დე­ბულ მიზ­ნებს.

„ოდეს­ღაც სა­უბ­რობ­დნენ რკი­ნიგ­ზის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, ახლა კი შე­საძ­ლოა სა­ჭი­რო გახ­დეს რე­გი­ო­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტე­ბის დაც­ვა“, - აცხა­დე­ბენ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში.

დე ფაქ­ტო უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნეს, რომ აფხა­ზეთ­ში უყუ­რა­დღე­ბოდ არ ტო­ვე­ბენ „სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მზად არი­ან შე­სა­ბა­მი­სი ქმე­დე­ბე­ბის­თვის თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ის და­სა­ცა­ვად და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად“.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

ესენი ვიღას დაკარგვია

ნანა
0

თქვენ პროვოკატორი ხართ?

ავტორი:

"ნატოს სამხედრო ძალა ქართველი სტრატეგიებისთვის საკმარისი აღარაა, ბოლო წლებია, თბილისი აქტიურად აღრმავებს სამხედრო კავშირებს ანკარასთან და ბაქოსთან" - აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო

"ნატოს სამხედრო ძალა ქართველი სტრატეგიებისთვის საკმარისი აღარაა, ბოლო წლებია, თბილისი აქტიურად აღრმავებს სამხედრო კავშირებს ანკარასთან და ბაქოსთან" - აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ETERNITY 2021“-ის დაწყებას ეხმაურება და მას საქართველოს მხრიდან საშიშ პროვოკაციულ გამოხტომას უწოდებს, რომელიც მიმართულია საქართველოს სამხედრო ამბიციის წახალისებისკენ.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად გადაწყვიტა შექმნას თავის ტერიტორიაზე თავისებური პოლიგონი საბრძოლო მოქმედებების დასამუშავებლად უსახელო მტრის წინააღმდეგ. თანაც ამერიკისა და ნატოს სამხედრო ძალა და პოტენციალი ქართველი სტრატეგიებისთვის უკვე აღარ არის საკმარისი და ბოლო წლებია, თბილისი აქტიურად აღრმავებს სამხედრო კავშირებს ანკარასთან და ბაქოსთან“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

მასში აღნიშნულია, რომ „აფხაზი დიპლომატები“ ეჭვქვეშ აყენებენ სამხედრო წვრთნების გაცხადებულ მიზნებს.

„ოდესღაც საუბრობდნენ რკინიგზის დაცვის აუცილებლობაზე, ახლა კი შესაძლოა საჭირო გახდეს რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვა“, - აცხადებენ ოკუპირებულ აფხაზეთში.

დე ფაქტო უწყებაში აღნიშნეს, რომ აფხაზეთში უყურადღებოდ არ ტოვებენ „საქართველოში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესს და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან შესაბამისი ქმედებებისთვის თავისი ტერიტორიის დასაცავად და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.