სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანდორას" დოსიე: მსოფლიო ლიდერების საიდუმლო ქონება - რა წერია პუტინის, ალიევის, ზელენსკისა და სხვათა უკანონო გარიგებებზე მედიაში "გაჟონილ" ოფშორულ დოკუმენტებში?
"პანდორას" დოსიე: მსოფლიო ლიდერების საიდუმლო ქონება -  რა წერია პუტინის, ალიევის, ზელენსკისა და სხვათა უკანონო გარიგებებზე მედიაში "გაჟონილ"  ოფშორულ დოკუმენტებში?

ათო­ბით მსოფ­ლიო ლი­დე­რის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და მი­ლი­არ­დე­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო გა­რი­გე­ბე­ბი და უცხო თვა­ლის­გან და­მა­ლუ­ლი ქო­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­და იმ ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის მას­შტა­ბუ­რი "გა­ჟონ­ვით“, რაც მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში მომ­ხდა­რი მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი­დან ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ახა­ლი ოფ­შო­რუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის დო­სიე Pandora Papers-ის სა­ხელ­წო­დე­ბით მო­ი­ნათ­ლა.

ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სორ­ცი­უ­მის (ICIJ) ეგი­დით, 650-ზე მეტ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა მი­ლი­ო­ნო­ბით ფა­ი­ლი შე­ის­წავ­ლა, რომ­ლებ­შიც ფი­გუ­რი­რებს რიგი ქვეყ­ნე­ბის ათო­ბით ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი ლი­დე­რი, ასე­ვე მათი "ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი".

დო­კუ­მენ­ტე­ბით ირ­კვე­ვა, თუ რა კავ­ში­რე­ბია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტსა და მო­ნა­კო­ში არ­სე­ბულ სა­ი­დუმ­ლო აქ­ტი­ვებს შო­რის და მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ჩე­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ან­დრეი ბა­ბიშს, რო­მელ­საც ერთ კვი­რა­ში არ­ჩევ­ნე­ბი უწევს, თა­ვი­სი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნია თურ­მე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ ჰქო­ნია. არა­და, იმ კომ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით საფ­რან­გე­თის სამ­ხრეთ­ში, "ლაჟ­ვარ­დო­ვან ნა­პირ­ზე“ ორი ვილა შე­უ­ძე­ნია...

ახა­ლი დო­სიე აგ­რძე­ლებს ბოლო 7 წლის ტრა­დი­ცი­ებს, როცა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის "გა­ჟონ­ვა“ ოფ­შო­რე­ბი­დან. მათ­გან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლე­ბია FinCen- ი, Panama Papers- ი და LuxLeaks- ი.

Pandora Papers-ის "გა­ჟონ­ვის“ წყა­ლო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სორ­ცი­უ­მის მე­დია-პარტნი­ო­რებ­მა, მათ შო­რის ბი-ბი-სი-ს გა­და­ცე­მა "პა­ნო­რა­მა­მაც“, იმ კომ­პა­ნი­ე­ბის 12 მი­ლი­ო­ნი დო­კუ­მენ­ტის გაც­ნო­ბის უფ­ლე­ბა მი­ი­ღეს, რომ­ლე­ბიც ფი­ნან­სურ მომ­სა­ხუ­რე­ბას ეწე­ვი­ან ოფ­შო­რულ იუ­რის­დიქ­ცი­ებ­ში, ანუ იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ჟი­მი მოქ­მე­დებს, ლო­ი­ა­ლუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბა და რე­გის­ტრა­ცი­ის გა­ი­ო­ლე­ბუ­ლი წესი არ­სე­ბობს.

დო­კუ­მენ­ტე­ბის "გა­დი­ნე­ბა“ მოხ­და იმ კომ­პა­ნი­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, კერ­ძოდ, ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე, პა­ნა­მა­ში, ბე­ლიზ­ში, სინ­გა­პურ­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ არა­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში და შვე­ი­ცა­რი­ა­ში.

  • ვლა­დი­მერ პუტ­ნის გა­რე­მოც­ვა: კრი­ვო­ნო­გე­ბის ბინა მო­ნა­კო­ში

დო­სიე შე­ი­ცავს დო­კუ­მენ­ტებს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ქო­ნე­ბის ნა­წი­ლი და­მა­ლუ­ლია მო­ნა­კო­ში - ასეთ დას­კვნამ­დე მი­ვიდ­ნენ ბი-ბი-სი-ს გა­და­ცე­მა "პა­ნო­რა­მას“ რე­პორ­ტი­ო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც Pandora Papers-ის ფა­ი­ლე­ბი შე­ის­წავ­ლეს. მათ მი­აკ­ვლი­ეს, რომ მო­ნა­კო­ში მდე­ბა­რე სვეტ­ლა­ნა კრი­ვო­ნო­გის აპარ­ტა­მენ­ტებს კავ­ში­რი აქვთ იმ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მელ­საც გე­ნა­დი ტიმ­ჩენ­კო და პეტ­რე კოლ­ბი­ნი უწევ­დნენ მომ­სა­ხუ­რე­ბას. სა­მი­ვეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ, რომ­ლე­ბიც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­ში შე­დი­ან.

დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ მო­ნა­კო­ში მდე­ბა­რე ბრწყინ­ვა­ლე, მდიდ­რუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ნავ­სად­გურს გა­დაჰ­ყუ­რებს, სვეტ­ლა­ნა კრი­ვო­ნოგს ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც შე­ნო­ბა 2003 წელს შე­ი­ძი­ნა 3,6 მი­ლი­ონ დო­ლა­რად.

ერთი წლის წი­ნათ გა­მო­ცე­მა "პრო­ექ­ტმა“ (რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აკ­რძა­ლეს), სვეტ­ლა­ნა კრი­ვო­ნო­გი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის [საყ­ვა­რელ ქა­ლად] მი­იჩ­ნია და 2003 წელს და­ბა­დე­ბულ გო­გო­ნას დე­დად. ამის თა­ო­ბა­ზე დას­მულ კი­თხვებს პრე­ზი­დენ­ტის პრეს-მდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა არა­ერ­თხელ უპა­სუ­ხა და აცხა­დებ­და, რომ აღ­ნიშ­ნულ ქალ­ზე არა­ფე­რი იცის.

რო­გორც Pandora Papers-ის დო­სიე აჩ­ვე­ნებს, სვეტ­ლა­ნა კრი­ვო­ნო­გის საქ­მე­ე­ბით მო­ნა­კო­ში კომ­პა­ნია Moores Rowland იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მის კლი­ენ­ტებს შო­რის იყო გე­ნა­დი ტიმ­ჩენ­კოც და აწ უკვე გარ­დაც­ვლი­ლი პეტ­რე კოლ­ბი­ნი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ორი­ვე აშშ-ის სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა, რო­გორც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­რე­მოც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

Pandora Papers-ის დო­სი­ეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გე­ნა­დი ტიმ­ჩენ­კოს იუ­რის­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ კლი­ენტს კა­ნო­ნე­ბი არას­დროს არ და­ურ­ღვე­ვია, ხოლო Moores Rowland-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ისი­ნი გულ­მოდ­გი­ნედ აწარ­მო­ე­ბენ ხოლ­მე თა­ვი­ან­თი ახა­ლი კლი­ენ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბებს და მუ­დამ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­მე­დე­ბენ. ცალ­კე­უ­ლი კლი­ენ­ტე­ბის საქ­მე­ე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბა კი მათ არ შე­უძ­ლი­ათ, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო.

  • ბრი­ტა­ნუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა - მაგ­ნი­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვის ოჯა­ხი­სათ­ვის

ზო­გი­ერ­თი სა­ხე­ლი, რო­მელ­საც დო­სი­ე­ში ვხვდე­ბით, უკვე იყო ად­რეც სხვა მა­სა­ლებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი იმ ეჭ­ვე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც გაჩ­ნდა მათი მხრი­დან კო­რუფ­ცი­ა­ში, "ფუ­ლის გა­რე­ცხვა­სა“ და გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა­გან თა­ვის არი­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო. Pandora Papers-ის დო­სი­ეს სი­ახ­ლე ისაა, რომ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, რომ­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ქმნის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ოფ­შო­რუ­ლი მფლო­ბე­ლე­ბის რე­ესტრს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად.

მხო­ლოდ ერთი მა­გა­ლი­თი: რო­გორც ცნო­ბი­ლია, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ილ­ჰამ ალი­ე­ვის ოჯახს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის გა­ძარ­ცვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. Pandora Papers-ის მი­ხედ­ვით კი მარ­თლაც ცხა­დი ხდე­ბა, რომ ილ­ჰამ ალი­ევ­მა და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პი­რებ­მა მარ­თლაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს გა­რი­გე­ბე­ბი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სფე­რო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 400 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გის (თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის) მო­ცუ­ლო­ბით.

ილ­ჰამ ალი­ე­ვის ოჯა­ხის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი გა­რი­გე­ბის გამო დიდი ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სირ­ცხვი­ლი­სა­გან უნდა გა­წით­ლდეს: მა­გა­ლი­თად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ლი­დე­რის ოჯახ­მა, რო­გორც ჩანს, 30 მი­ლი­ონ­ზე მეტი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი მო­ი­გო ერთ-ერთი სა­კუ­თა­რი შე­ნო­ბის გა­ყიდ­ვით Crown Estate-ში ("დე­დოფ­ლის სამ­ფლო­ბე­ლო­ში“), რო­მე­ლიც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის და მი­წის მფლო­ბელ­თა იმ­პე­რი­ას წარ­მო­ად­გენს, ეკუთ­ვნის დე­დო­ფალს, მაგ­რამ იმარ­თე­ბა მისი ქვე­შევ­რდო­მე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით.

  • რო­გორ გახ­და ალი­ე­ვის 11 წლის ბიჭი ლონ­დო­ნუ­რი სახ­ლის მფლო­ბე­ლი

Pandora Papers-ის დო­სიე შე­ი­ცავს ცნო­ბა­საც, თუ რო­გორ შე­ი­ძი­ნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ლი­დე­რის ილ­ჰამ ალი­ე­ვის ოჯახ­მა 17 ობი­ექ­ტი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, მისი 11 წლის ვა­ჟის - ჰე­ი­და­რის სა­ო­ფი­სე შე­ნო­ბის ჩათ­ვლით (რომ­ლის ფასი - 33 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გია).

შე­ნო­ბა მდე­ბა­რე­ობს ლონ­დო­ნის ყვე­ლა­ზე ძვირ და მდიდ­რულ რა­ი­ონ­ში - მე­ი­ფერ­ში. ის შე­ძე­ნი­ლია კომ­პა­ნია Mallnick Holdings - ის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც 2009 წლი­დან ალი­ე­ვის ოჯახს ეკუთ­ვნო­და, ყიდ­ვი­დან ერთი წლის შემ­დეგ კი ჰე­ი­და­რის სა­ხელ­ზე გა­და­ა­ფორ­მეს.

ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ იმა­ვე რა­ი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა სა­ო­ფი­სე შე­ნო­ბე­ბი, ალი­ე­ვე­ბის ოჯახ­მა 2018 წელს Crown Estate-ში 66 მი­ლი­ონ გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გად გა­ყი­და. "დე­დოფ­ლის სამ­ფლო­ბე­ლო­დან“ მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის თა­ნახ­მად, თა­ვის დრო­ზე, ყიდ­ვის წინ, ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ამ­ჯე­რად და­მა­ტე­ბი­თი შე­მოწ­მე­ბა მა­ინც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბამ, თა­ვის მხრივ, და­მარ­წმუ­ნებ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ მუდ­მი­ვად ებ­რძვის ფუ­ლის გა­რე­ცხვას კა­ნო­ნე­ბის გამ­კაც­რე­ბის გზით და მალე და­ამ­ტკი­ცებს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ოფ­შო­რულ მფლო­ბელ­თა რე­ესტრს, რო­გორც კი კა­ნონ­მდებ­ლე­ბი თა­ვი­ანთ გრა­ფიკ­ში ამის­თვის დროს იპო­ვი­ან.

  • იორ­და­ნი­ის მე­ფის კა­ლი­ფორ­ნი­უ­ლი ვილა

დო­კუ­მენ­ტე­ბი ნა­თელს ჰფე­ნენ იმას, რომ იორ­და­ნი­ის მე­ფემ აბ­და­ლა იბნ ჰუ­სე­ინ მე­ო­რემ ფა­რუ­ლად იყი­და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა 100 მი­ლი­ონ დო­ლა­რად აშშ-სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში.

ქვეყ­ნის სა­ჭეს­თან ორი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მდგარ მეფე აბ­და­ლას, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ და­უ­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ათ ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მში, 15 ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სახ­ლი ჰქო­ნია ნა­ყი­დი კა­ლი­ფორ­ნი­ა­სა და ინ­გლის­ში. იორ­და­ნი­ის სა­მე­ფოს იუ­რის­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მე­ფემ ქო­ნე­ბა თა­ვი­სი პი­რა­დი და­ნა­ზო­გით შე­ი­ძი­ნა, რო­მელ­საც, სხვა­თა შო­რის, თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვი­საც უხ­ვად ხარ­ჯავს. ისი­ნი სა­კუთ­რე­ბა­ზე გა­რი­გე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ოფ­შო­რუ­ლი ზო­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ჩვე­უ­ლებ­რივ პრაქ­ტი­კად თვლი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც ქო­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე ზრუ­ნა­ვენ.

  • ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი - "პან­დო­რას დო­სი­ეს“ ფი­გუ­რან­ტი

Pandora Papers-ის დო­კუ­მენ­ტებ­ში უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტი ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიც ფი­გუ­რი­რებს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მას ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბამ­დე ჰქო­ნია წილი იმ ოფ­შო­რულ კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზეა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. 2019 წლის აპ­რილ­ში, არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბამ­დე ერთი თვით ადრე ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის თა­ვი­სი წილი კომ­პა­ნია Maltex-ში მი­უ­ყი­დია თა­ვი­სი მე­გობ­რი­სათ­ვის - სერ­გეი შე­ფი­რი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის პირ­ველ თა­ნა­შემ­წეს წარ­მო­ად­გენს. დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც 2019 წლის ივ­ლი­სით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი, სერ­გეი შე­ფირ­მა თა­ვი­სი წილი Maltex-ში მას შემ­დე­გაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, როცა იგი ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის თა­ნა­შემ­წე გახ­და. სამ­წუ­ხა­როდ, არც მან და არც მის­მა პრე­ზი­დენ­ტმა არ უპა­სუ­ხეს მრა­ვალ­რი­ცხო­ვან თხოვ­ნებს კო­მენ­ტა­რის­თვის.

Pandora Papers-ის სა­ფუძ­ველ­ზე რე­პორ­ტა­ჟე­ბი მა­ს­მე­დი­ა­ში სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. მკი­თხვე­ლე­ბი წა­ი­კი­თხა­ვენ იმ ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ოფ­შო­რულ ზო­ნებ­ში კე­ნი­ის პრე­ზი­დენტს უხუ­რუ კა­ნი­ატს აქვს გა­და­მა­ლუ­ლი, პა­კის­ტა­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის იმ­რან ხა­ნის სიმ­დიდ­რე­ზე და სხვებ­ზე.

მარ­თა­ლია, დო­სი­ე­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი გა­რი­გე­ბა კა­ნო­ნი­ე­რია, მაგ­რამ ნა­თე­ლი ხდე­ბა, თუ რო­გორც ცდი­ლო­ბენ "ძლი­ერ­ნი ამა სოფ­ლი­სა“ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვით სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის გამ­დიდ­რე­ბას, გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა­გან თა­ვის არი­დე­ბას რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხარ­ჯზე.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვინ იძიებდა?
14

მე მგონი არანაკლებ საინტერესოა ვინ აფინანსებდა ამ "გამოძიებას". აბა ეხლა მაგას თუ გაგვიგებთ

აბა
32

მაგ სიებში ივანიშვილზეცაა

ავტორი:

"პანდორას" დოსიე: მსოფლიო ლიდერების საიდუმლო ქონება - რა წერია პუტინის, ალიევის, ზელენსკისა და სხვათა უკანონო გარიგებებზე მედიაში "გაჟონილ" ოფშორულ დოკუმენტებში?

"პანდორას" დოსიე: მსოფლიო ლიდერების საიდუმლო ქონება -  რა წერია პუტინის, ალიევის, ზელენსკისა და სხვათა უკანონო გარიგებებზე მედიაში "გაჟონილ"  ოფშორულ დოკუმენტებში?

ათობით მსოფლიო ლიდერის, პოლიტიკოსებისა და მილიარდერების საიდუმლო გარიგებები და უცხო თვალისგან დამალული ქონება საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა იმ ფინანსური დოკუმენტების მასშტაბური "გაჟონვით“, რაც მსოფლიოს ისტორიაში მომხდარი მსგავსი შემთხვევებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ახალი ოფშორული დოკუმენტების დოსიე Pandora Papers-ის სახელწოდებით მოინათლა.

ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) ეგიდით, 650-ზე მეტმა ჟურნალისტმა მილიონობით ფაილი შეისწავლა, რომლებშიც ფიგურირებს რიგი ქვეყნების ათობით ყოფილი და მოქმედი ლიდერი, ასევე მათი "ჩინოვნიკები".

დოკუმენტებით ირკვევა, თუ რა კავშირებია რუსეთის პრეზიდენტსა და მონაკოში არსებულ საიდუმლო აქტივებს შორის და მიუთითებს იმაზე, რომ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს, რომელსაც ერთ კვირაში არჩევნები უწევს, თავისი ოფშორული კომპანია თურმე დარეგისტრირებული არ ჰქონია. არადა, იმ კომპანიის მეშვეობით საფრანგეთის სამხრეთში, "ლაჟვარდოვან ნაპირზე“ ორი ვილა შეუძენია...

ახალი დოსიე აგრძელებს ბოლო 7 წლის ტრადიციებს, როცა საჯარო სივრცეში რამდენჯერმე მოხდა ფინანსური დოკუმენტების "გაჟონვა“ ოფშორებიდან. მათგან ყველაზე ცნობილებია FinCen- ი, Panama Papers- ი და LuxLeaks- ი.

Pandora Papers-ის "გაჟონვის“ წყალობით ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმის მედია-პარტნიორებმა, მათ შორის ბი-ბი-სი-ს გადაცემა "პანორამამაც“, იმ კომპანიების 12 მილიონი დოკუმენტის გაცნობის უფლება მიიღეს, რომლებიც ფინანსურ მომსახურებას ეწევიან ოფშორულ იურისდიქციებში, ანუ იმ ქვეყნებში, სადაც შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს, ლოიალური ანგარიშგება და რეგისტრაციის გაიოლებული წესი არსებობს.

დოკუმენტების "გადინება“ მოხდა იმ კომპანიებიდან, რომლებიც არსებობენ, კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, პანამაში, ბელიზში, სინგაპურში, გაერთიანებულ არაბულ საემიროებში და შვეიცარიაში.

  • ვლადიმერ პუტნის გარემოცვა: კრივონოგების ბინა მონაკოში

დოსიე შეიცავს დოკუმენტებს, რომლის საფუძველზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქონების ნაწილი დამალულია მონაკოში - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბი-ბი-სი-ს გადაცემა "პანორამას“ რეპორტიორები, რომლებმაც Pandora Papers-ის ფაილები შეისწავლეს. მათ მიაკვლიეს, რომ მონაკოში მდებარე სვეტლანა კრივონოგის აპარტამენტებს კავშირი აქვთ იმ კომპანიასთან, რომელსაც გენადი ტიმჩენკო და პეტრე კოლბინი უწევდნენ მომსახურებას. სამივეს იმ ადამიანებად მიიჩნევენ, რომლებიც ვლადიმერ პუტინის უახლოეს გარემოცვაში შედიან.

დოკუმენტებიდან გამომდინარეობს, რომ მონაკოში მდებარე ბრწყინვალე, მდიდრული აპარტამენტები, რომლებიც ნავსადგურს გადაჰყურებს, სვეტლანა კრივონოგს ეკუთვნის, რომელმაც შენობა 2003 წელს შეიძინა 3,6 მილიონ დოლარად.

ერთი წლის წინათ გამოცემა "პროექტმა“ (რომელიც მოგვიანებით აკრძალეს), სვეტლანა კრივონოგი ვლადიმერ პუტინის [საყვარელ ქალად] მიიჩნია და 2003 წელს დაბადებულ გოგონას დედად. ამის თაობაზე დასმულ კითხვებს პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა არაერთხელ უპასუხა და აცხადებდა, რომ აღნიშნულ ქალზე არაფერი იცის.

როგორც Pandora Papers-ის დოსიე აჩვენებს, სვეტლანა კრივონოგის საქმეებით მონაკოში კომპანია Moores Rowland იყო დაკავებული. მის კლიენტებს შორის იყო გენადი ტიმჩენკოც და აწ უკვე გარდაცვლილი პეტრე კოლბინი. მოგვიანებით ორივე აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა, როგორც ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წარმომადგენლები.

Pandora Papers-ის დოსიესთან დაკავშირებით გენადი ტიმჩენკოს იურისტებმა განაცხადეს, რომ მათ კლიენტს კანონები არასდროს არ დაურღვევია, ხოლო Moores Rowland-ის წარმომადგენლების თქმით, ისინი გულმოდგინედ აწარმოებენ ხოლმე თავიანთი ახალი კლიენტების შეფასებებს და მუდამ დადგენილი წესების ჩარჩოებში მოქმედებენ. ცალკეული კლიენტების საქმეების კომენტირება კი მათ არ შეუძლიათ, კონფიდენციალური გარემოებების გამო.

  • ბრიტანული უძრავი ქონება - მაგნიტი ილჰამ ალიევის ოჯახისათვის

ზოგიერთი სახელი, რომელსაც დოსიეში ვხვდებით, უკვე იყო ადრეც სხვა მასალებში მოხსენიებული იმ ეჭვების გამო, რომლებიც გაჩნდა მათი მხრიდან კორუფციაში, "ფულის გარეცხვასა“ და გადასახადებისაგან თავის არიდებაში მონაწილეობის გამო. Pandora Papers-ის დოსიეს სიახლე ისაა, რომ მსგავსი ფაქტები კვლავ გრძელდება დიდ ბრიტანეთში, რომლის ხელისუფლება არ ქმნის უძრავი ქონების ოფშორული მფლობელების რეესტრს, საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად.

მხოლოდ ერთი მაგალითი: როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოჯახს საკუთარი ქვეყნის გაძარცვაში ადანაშაულებდნენ. Pandora Papers-ის მიხედვით კი მართლაც ცხადი ხდება, რომ ილჰამ ალიევმა და მასთან დაახლოებულმა პირებმა მართლაც განახორციელეს გარიგებები დიდ ბრიტანეთში, უძრავი ქონების სფეროში, დაახლოებით 400 მილიონი გირვანქა სტერლინგის (თითქმის ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის) მოცულობით.

ილჰამ ალიევის ოჯახის მიერ განხორციელებული ზოგიერთი გარიგების გამო დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება სირცხვილისაგან უნდა გაწითლდეს: მაგალითად, აზერბაიჯანის ლიდერის ოჯახმა, როგორც ჩანს, 30 მილიონზე მეტი გირვანქა სტერლინგი მოიგო ერთ-ერთი საკუთარი შენობის გაყიდვით Crown Estate-ში ("დედოფლის სამფლობელოში“), რომელიც უძრავი ქონების და მიწის მფლობელთა იმპერიას წარმოადგენს, ეკუთვნის დედოფალს, მაგრამ იმართება მისი ქვეშევრდომების ინტერესების მიხედვით.

  • როგორ გახდა ალიევის 11 წლის ბიჭი ლონდონური სახლის მფლობელი

Pandora Papers-ის დოსიე შეიცავს ცნობასაც, თუ როგორ შეიძინა აზერბაიჯანის ლიდერის ილჰამ ალიევის ოჯახმა 17 ობიექტი დიდ ბრიტანეთში, მისი 11 წლის ვაჟის - ჰეიდარის საოფისე შენობის ჩათვლით (რომლის ფასი - 33 მილიონი გირვანქა სტერლინგია).

შენობა მდებარეობს ლონდონის ყველაზე ძვირ და მდიდრულ რაიონში - მეიფერში. ის შეძენილია კომპანია Mallnick Holdings - ის მეშვეობით, რომელიც 2009 წლიდან ალიევის ოჯახს ეკუთვნოდა, ყიდვიდან ერთი წლის შემდეგ კი ჰეიდარის სახელზე გადააფორმეს.

ფინანსური დოკუმენტების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ იმავე რაიონში არსებული სხვა საოფისე შენობები, ალიევების ოჯახმა 2018 წელს Crown Estate-ში 66 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდა. "დედოფლის სამფლობელოდან“ მიღებული შეტყობინების თანახმად, თავის დროზე, ყიდვის წინ, ყველაფერი კანონის მიხედვით განხორციელდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ამჯერად დამატებითი შემოწმება მაინც მიმდინარეობს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, თავის მხრივ, დამარწმუნებლად განაცხადა, რომ მუდმივად ებრძვის ფულის გარეცხვას კანონების გამკაცრების გზით და მალე დაამტკიცებს უძრავი ქონების ოფშორულ მფლობელთა რეესტრს, როგორც კი კანონმდებლები თავიანთ გრაფიკში ამისთვის დროს იპოვიან.

  • იორდანიის მეფის კალიფორნიული ვილა

დოკუმენტები ნათელს ჰფენენ იმას, რომ იორდანიის მეფემ აბდალა იბნ ჰუსეინ მეორემ ფარულად იყიდა უძრავი ქონება 100 მილიონ დოლარად აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

ქვეყნის საჭესთან ორი ათეული წლის განმავლობაში მდგარ მეფე აბდალას, რომელიც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ ავტორიტარიზმში, 15 ფეშენებელური სახლი ჰქონია ნაყიდი კალიფორნიასა და ინგლისში. იორდანიის სამეფოს იურისტების განმარტებით, მეფემ ქონება თავისი პირადი დანაზოგით შეიძინა, რომელსაც, სხვათა შორის, თანამემამულეებისთვისაც უხვად ხარჯავს. ისინი საკუთრებაზე გარიგებების განხორციელებას ოფშორული ზონების მეშვეობით ჩვეულებრივ პრაქტიკად თვლიან ცნობილი ადამიანების მიერ, რომლებიც ქონების უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფაზე ზრუნავენ.

  • ვლადიმერ ზელენსკი - "პანდორას დოსიეს“ ფიგურანტი

Pandora Papers-ის დოკუმენტებში უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკიც ფიგურირებს. როგორც ირკვევა, მას ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტზე საქმიანობის დაწყებამდე ჰქონია წილი იმ ოფშორულ კომპანიაში, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. 2019 წლის აპრილში, არჩევნებში გამარჯვებამდე ერთი თვით ადრე ვლადიმერ ზელენსკის თავისი წილი კომპანია Maltex-ში მიუყიდია თავისი მეგობრისათვის - სერგეი შეფირისათვის, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის პირველ თანაშემწეს წარმოადგენს. დოკუმენტების თანახმად, რომელიც 2019 წლის ივლისით არის დათარიღებული, სერგეი შეფირმა თავისი წილი Maltex-ში მას შემდეგაც შეინარჩუნა, როცა იგი ვლადიმერ ზელენსკის თანაშემწე გახდა. სამწუხაროდ, არც მან და არც მისმა პრეზიდენტმა არ უპასუხეს მრავალრიცხოვან თხოვნებს კომენტარისთვის.

Pandora Papers-ის საფუძველზე რეპორტაჟები მასმედიაში სამომავლოდ კიდევ გამოქვეყნდება. მკითხველები წაიკითხავენ იმ ქონების შესახებ, რომელიც ოფშორულ ზონებში კენიის პრეზიდენტს უხურუ კანიატს აქვს გადამალული, პაკისტანის პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის სიმდიდრეზე და სხვებზე.

მართალია, დოსიეში მითითებული ზოგიერთი გარიგება კანონიერია, მაგრამ ნათელი ხდება, თუ როგორც ცდილობენ "ძლიერნი ამა სოფლისა“ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით საკუთარი ოჯახის გამდიდრებას, გადასახადებისაგან თავის არიდებას რიგითი მოქალაქეების ხარჯზე.

მოამზადა სიმონ კილაძემ