პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ოდესმე სააკაშვილი გაბედავდა საქართველოში დაბრუნებას, შეთანხმებული იქნებოდა "ოცნებასთან" - ეს დადასტურდა" - გახარია
"ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ოდესმე სააკაშვილი გაბედავდა საქართველოში დაბრუნებას, შეთანხმებული იქნებოდა "ოცნებასთან" - ეს დადასტურდა" - გახარია

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­გი­ლი ცი­ხე­შია - იმე­დი მაქვს, არ გა­მარ­თლდე­ბა ჩემი პროგ­ნო­ზი, რომ „ოც­ნე­ბა“ მას ამი­ნის­ტი­რე­ბას გა­უ­კე­თებს ისე­ვე, რო­გორც ნიკა მე­ლი­ას გა­უ­კე­თა ,- ასე აფა­სებს პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე, გი­ორ­გი გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თვე­ლი ბრძე­ნი კაცი შე­სა­ბა­მის შე­ფა­სე­ბას მის­ცემს არ­ჩევ­ნებ­ზე იმას, რომ „ნა­ცე­ბი“ და „ოც­ნე­ბა“ მას­კა­რადს აწყო­ბენ“.

"მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­გი­ლი ცი­ხე­შია. ის არის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ და მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­გი­ლი ცი­ხე­შია.

ყო­ველ­თვის ხაზ­გას­მით ვამ­ბობ­დი, რომ თუ ოდეს­მე სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ბე­დავ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, ეს ლო­გი­კუ­რად, შე­თან­ხმე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და „ოც­ნე­ბას­თან“, „ოც­ნე­ბა“ შე­მო­იყ­ვან­და და და­აბ­რუ­ნებ­და მას სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს და­დას­ტურ­და.

იმე­დი მაქვს, არ გა­მარ­თლდე­ბა ჩემი პროგ­ნო­ზი რომ „ოც­ნე­ბა“ მას ამი­ნის­ტი­რე­ბას გა­უ­კე­თებს ისე­ვე, რო­გორც ნიკა მე­ლი­ას გა­უ­კე­თა. ქარ­თვე­ლი კაცი ბრძე­ნია. ეს ქვე­ყა­ნა კი ჩვე­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის.

რო­დე­საც „ნა­ცე­ბი“ და „ოც­ნე­ბა“ პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს ერ­თად გვი­წყო­ბენ ასეთ მას­კა­რადს სიმ­ბო­ლუ­რად არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, რა თქმა უნდა, ბრძე­ნი ქარ­თვე­ლი კაცი, ამას შე­სა­ბა­მის შე­ფა­სე­ბას მის­ცემს არ­ჩევ­ნებ­ზე.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვალს აირ­ჩევს და წინსვლას, არა „ნა­ცე­ბის“ 9 წლი­ან და „ოც­ნე­ბის“ 9 წლი­ან წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბია იმ პრო­ცე­სის ში­ნა­არ­სი, რო­მე­ლიც დღეს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. რა თქმა უნდა, ეს პირ­და­პირ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხვა­ლინ­დელ არ­ჩევ­ნებ­თან. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ცდი­ლობს ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ხოლო „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ცდი­ლობს ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ყვე­ლა­ზე დიდი ან პირ­ვე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის სტა­ტუ­სი. ეს არის ის სა­ფუძ­ვე­ლი, რა­ზეც რო­გორც ჩანს, მათ შო­რის შედ­გა გარ­კვე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა“,- აღ­ნიშ­ნავს გა­ხა­რია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Omg
5

აი ეხლა მივხვდი ნამდვილად რომ ეს ოცნების ტიპია ,, რა ოცნებასთან შეთანხმებული ხო არ გაგიჟდი შემოიპარა სანამ ამათ ეძინა ტრიუკი ჩაუტარა :დ და ამან შეთანხმებულიო ბიძინაობას გილოცავთ

გოგა
2

რას ბოდავ

ავტორი:

"ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ოდესმე სააკაშვილი გაბედავდა საქართველოში დაბრუნებას, შეთანხმებული იქნებოდა "ოცნებასთან" - ეს დადასტურდა" - გახარია

"ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ოდესმე სააკაშვილი გაბედავდა საქართველოში დაბრუნებას, შეთანხმებული იქნებოდა "ოცნებასთან" - ეს დადასტურდა" - გახარია

მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია - იმედი მაქვს, არ გამართლდება ჩემი პროგნოზი, რომ „ოცნება“ მას ამინისტირებას გაუკეთებს ისევე, როგორც ნიკა მელიას გაუკეთა ,- ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

მისივე თქმით, ქართველი ბრძენი კაცი შესაბამის შეფასებას მისცემს არჩევნებზე იმას, რომ „ნაცები“ და „ოცნება“ მასკარადს აწყობენ“.

"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია. ის არის გასამართლებული ქართული სასამართლოს მიერ და მიშა სააკაშვილის ადგილი ციხეშია.

ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი, რომ თუ ოდესმე სააკაშვილი გაბედავდა საქართველოში დაბრუნებას, ეს ლოგიკურად, შეთანხმებული იქნებოდა „ოცნებასთან“, „ოცნება“ შემოიყვანდა და დააბრუნებდა მას საქართველოში, ეს დადასტურდა.

იმედი მაქვს, არ გამართლდება ჩემი პროგნოზი რომ „ოცნება“ მას ამინისტირებას გაუკეთებს ისევე, როგორც ნიკა მელიას გაუკეთა. ქართველი კაცი ბრძენია. ეს ქვეყანა კი ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების.

როდესაც „ნაცები“ და „ოცნება“ პირველ ოქტომბერს ერთად გვიწყობენ ასეთ მასკარადს სიმბოლურად არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, რა თქმა უნდა, ბრძენი ქართველი კაცი, ამას შესაბამის შეფასებას მისცემს არჩევნებზე.

დარწმუნებული ვარ, მომავალს აირჩევს და წინსვლას, არა „ნაცების“ 9 წლიან და „ოცნების“ 9 წლიან წარსულში დაბრუნებას.

ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია იმ პროცესის შინაარსი, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ხვალინდელ არჩევნებთან. „ქართული ოცნება“ ცდილობს ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს ყველაზე დიდი ან პირველი ოპოზიციური ძალის სტატუსი. ეს არის ის საფუძველი, რაზეც როგორც ჩანს, მათ შორის შედგა გარკვეული შეთანხმება“,- აღნიშნავს გახარია.