სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე, მე ჯანმრთელი ვარ და ლადო აღარ მყავს" - რას ჰყვება ხათუნა ჟორდანია სიმსივნეზე გამარჯვებასა და თავს დატეხილ ტრაგედიაზე?
"მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე, მე ჯანმრთელი ვარ და ლადო აღარ მყავს" - რას ჰყვება ხათუნა ჟორდანია სიმსივნეზე გამარჯვებასა და თავს დატეხილ ტრაგედიაზე?

სიმ­სივ­ნეს­თან ორ­წლი­ა­ნი ბრძო­ლა ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ ერთი თვის წინ და­ას­რუ­ლა. მკურ­ნა­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ მო­უ­ყო­ლია თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მებ­ში სტუმ­რო­ბი­სას. მას შემ­დეგ რაც გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გო, პირ­ვე­ლად ვრცლად გა­და­ცე­მა­ში "სხვა ნა­ნუ­კა“ ისა­უბ­რა.

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ ისა­უბ­რა პირ­ველ დღე­ებ­ზე, რო­დე­საც დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, მკურ­ნა­ლო­ბის გზა­ზე და იმ ტრა­გე­დი­ა­ზე, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ შე­ემ­თხვა.

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია: "ექიმ­თან ჩემი ნე­ბით არ მივ­სულ­ვარ, ხვე­ლა მა­წუ­ხებ­და, ვიხ­რჩო­ბო­დი. ერთ დღეს მან­ქა­ნა­ში ჩა­ვუ­ჯე­ქი ნი­ნის, მთხო­ვა, ერთ ად­გი­ლას მი­ვირ­ბენ და და­მე­ლო­დეო. ასე აღ­მოვ­ჩნდი დი­ღომ­ში ელე­ნე შე­რო­ზი­ას­თან, რო­მე­ლიც ნი­ნის მა­მას მკურ­ნა­ლობ­და ფილ­ტვებ­ზე. პირ­ვე­ლად მან გამ­სინ­ჯა და რა­ღაც არ მო­ე­წო­ნა, მი­თხრა კატე გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ერთი კვი­რა ვი­ჭი­და­ვე ნი­ნის­თან, არ მივ­ყვე­ბო­დი. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ნი­ნის გა­რე­შე გა­დავ­წყვი­ტე წას­ვლა. გია წივ­წი­ვა­ძეს­თან მი­ვე­დი, კა­ტეს გა­და­ღე­ბის შემ­დეგ რომ გა­მო­ვი­და, სა­ხე­ზე აღარ მო­მე­წო­ნა ეს კაცი და მივ­ხვდი, რა­ღაც კარ­გი არ ხდე­ბო­და, მი­თხრა ბრონ­ხოს­კო­პია გა­ი­კე­თეო...

მა­შინ­ვე ნი­ნის და­ვუ­რე­კე, დე, მგო­ნი ცუ­დად არის ჩემი საქ­მე-მეთ­ქი და ორ წუთ­ში იქ გაჩ­ნდა. მა­ნამ­დე კი ყვე­ლას და­უ­რე­კა, ზუ­რას, ჩემ ძმას, ოჯა­ხის წევ­რებს და ყვე­ლა იქ მო­იყ­ვა­ნა. სახ­ლში რომ მო­ვე­დი, მივ­ხვდი, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა დამ­თავ­რდა. სიმ­სივ­ნე ჩემ­თვის უკვე დი­აგ­ნო­ზი იყო, სტა­დი­ას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქო­ნია. კიბო იყო მე­ხის და­ცე­მა თავ­ზე. მერე ნი­ნიმ შე­მიმ­სუ­ბუ­ქა ყვე­ლა­ფე­რი და წა­მო­მა­ყე­ნა".

მან გა­და­ცე­მა­ში ასე­ვე ისა­უბ­რა დრო­ულ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე. მისი თქმით, ბევ­რი მი­ნიშ­ნე­ბა ჰქონ­და ორ­გა­ნიზ­მის­გან, მაგ­რამ ექიმ­თან არ მი­დი­ოდა.

"ჩემ შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლი დი­აგ­ნო­ზი­რე­ბა არ იყო, მე­ტას­ტა­ზე­ბი ლიმ­ფა­ში იყო გა­სუ­ლი. მა­ნამ­დე ბევ­რი მი­ნიშ­ნე­ბა მქონ­და, მაგ­რამ ცოტა ზე­და­პი­რუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ისე­თი ჯან­მრთე­ლი ვი­ყა­ვი, რომ არა­ფე­რი მა­წუ­ხებ­და. არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ სიმ­სივ­ნე და­მე­მარ­თე­ბო­და.

ნინი ისე მღლი­და, პე­რი­ო­დუ­ლად მისი და­ნახ­ვა არ მინ­დო­და. ჩემი მკურ­ნა­ლო­ბა შუა პე­რი­ოდ­ში იყო, რომ გა­თხოვ­და, ვი­ფიქ­რე, ახლა და­ვის­ვე­ნებ-მეთ­ქი, მაგ­რამ დილა იმით იწყე­ბო­და, წა­მა­ლი დავ­ლიე თუ არა.

ზრუნ­ვა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ყუ­რა­დღე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ზუ­რას მო­ვა­კე­ლი. მინ­და, რომ ჩემი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა მას მი­ვუ­ძღვნა, რო­მე­ლიც ცოტა გულ­ნატ­კე­ნიც არის. რაც მას გავ­ყე­ვი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასეა - ხან ჩემ ძმას ვჭირ­დე­ბი, ხან - ნი­ნის, ხან ჩემ ძმის­შვი­ლებს... ზურა თა­ვის რიგს ელო­დე­ბო­და და მო­ვი­და ეს რიგი, თუ არ და­ვაგ­ვი­ა­ნე.

ნინი ამ­ბობ­და ხოლ­მე, დედა, მგო­ნი, ზუ­რას და­უ­ცურ­და, ისე იქ­ცე­ო­და ხოლ­მე და ისეთ რა­ღა­ცებს ლა­პა­რა­კობ­დაო. ვე­რაფ­რით შე­ე­გუა, რომ ავად გავ­ხდი. ამ­ბობ­და, ნეტა მე დამ­მარ­თნო­და, შენ ისე­თი ძლი­ე­რი ხარ, ყვე­ლა­ფერს მო­ე­რე­ო­დიო", - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნამ.

თურ­ქეთ­ში ბოლო ვი­ზი­ტი­სას, რო­დე­საც ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გის შე­სა­ხებ უნდა გა­ე­გო, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, პრო­დი­უ­სერ მაია ყი­ფი­ა­ნის შვი­ლი ლადო ზე­ინ­კლიშ­ვი­ლი ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ლა­დოს ხა­თუ­ნა შვი­ლო­ბილს ეძახ­და და თავ­სდამ­ტყდა­რი ტრა­გე­დია ძა­ლი­ან მძი­მე გა­და­სა­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა მის­თვის.

"ეს ბიჭი ჩემი შვი­ლო­ბი­ლი იყო, მისი დედა ჩემი სის­ხლი და ხორ­ცია, ძა­ლი­ან მა­გა­რი ბიჭი და­კარ­გა ქვე­ყა­ნამ. ჩემი მაია ყი­ფი­ა­ნი არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად დამ­ყვე­ბო­და ქი­მი­ებ­ზე. და­მან­გრია ამ ტრა­გე­დი­ამ. გულ­წრფე­ლად გე­ტყვი, მრცხვე­ნო­და ეს პა­სუ­ხი რომ მი­ვი­ღე, მე ჯან­მრთე­ლი ვარ და ლადო აღარ მყავს. ძა­ლი­ან რთუ­ლია, რო­დე­საც ასე­თი ადა­მი­ა­ნი მი­დის ამ ქვეყ­ნი­დან.

ბევ­რი ვი­ტი­რე ექი­მის კა­ბი­ნეტ­ში, ეს იყო ჩემი წვა­ლე­ბის დამ­თავ­რე­ბა. ეს იყო დღე, რო­დე­საც მე­ო­რედ და­ვი­ბა­დე. სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბა და ალ­ბათ ამ სას­წა­უ­ლებ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა. მთა­ვა­რი ის არის, რომ უნდა იბ­რძო­ლო, არ უნდა და­ყა­რო ფარ-ხმა­ლი.

ერთ-ერთ შვიდგზის ზე­თის ცხე­ბა­ზე ავე­დი ჩემ მო­ძღვარ­თან. მო­ვი­და ჩემ­თან უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი და გა­მეც­ნო. მი­თხრა, მეც გა­მო­ვი­ა­რე იგი­ვე, ახლა სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ვარ, იქ ვმკურ­ნა­ლობ­დი სა­დაც შენ, მაგ­რამ ახლა ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა მაქვს, თურ­ქეთ­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ონ­კო­ლო­გია და თუ მი­ი­ღებ ჩემ სა­ჩუ­ქარს, მინ­და, ჩახ­ვი­დე ამ ქალ­თა­ნო. მე­ო­რე დღეს მოგ­ვარ­თვეს ბი­ლე­თე­ბი, სას­ტუმ­რო და­ჯავ­შნი­ლი იყო და ასე მოვ­ხვდი იმ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც დამ­თავ­რდა ჩემი წა­მე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი ჩემი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი იქ­ნე­ბა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე".

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ისევ ექიმი
2

naTia-მ თქვა ყველას სათქმელი, მეც იგივე დავწერე. უხერხულია თქვენ გამოჯანმრთელებაზე ლაპარაკი , როდესაც ფინანსებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. გაჭირვებულებიც არსებობენ მაგ დავდებით და იმათთვის ძალიან მძიმე მოსასმენია თქვენი ეს " აღსარება' უხერხულია და ნუთუ ამას ვერ ხვდებით.

ექიმი პენსიონერი
0

ონკოლუგიურმა, გაჭირვებულმა ავადმყოფებმა რა ქნან. ცოტა უფრო დელიკატურად უნდა წეროთ. ძალიან კარგი რომ მოერიეთ ამ დაავადებას, მაგრამ თურქეთის კლინიკა და კიდე სხვაც ბვრი რამ ასე იოლად არ გამოდის ზოგიერთებისათვის. დაოკდით და დაფიქრდით, არ არის საჭირო ამგვარად მოყოლა თქვენი განკურნების საშუალებების. ბილეთი ეგრევე, ფულები ეგრევე, მაგარი ექიმის პოვნა ეგრევე.. დახმარება ეგრევე და მისთ.მოკლედ რაღაც უსიმპათიო და ყალბი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებთ. თუმცა უფრო ბრიყვი მგონიხართ.

ავტორი:

"მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე, მე ჯანმრთელი ვარ და ლადო აღარ მყავს" - რას ჰყვება ხათუნა ჟორდანია სიმსივნეზე გამარჯვებასა და თავს დატეხილ ტრაგედიაზე?

"მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე, მე ჯანმრთელი ვარ და ლადო აღარ მყავს" - რას ჰყვება ხათუნა ჟორდანია სიმსივნეზე გამარჯვებასა და თავს დატეხილ ტრაგედიაზე?

სიმსივნესთან ორწლიანი ბრძოლა ხათუნა ჟორდანიამ ერთი თვის წინ დაასრულა. მკურნალობის განმავლობაში არაერთხელ მოუყოლია თავისი მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა გადაცემებში სტუმრობისას. მას შემდეგ რაც გამოჯანმრთელების შესახებ გაიგო, პირველად ვრცლად გადაცემაში "სხვა ნანუკა“ ისაუბრა.

ხათუნა ჟორდანიამ ისაუბრა პირველ დღეებზე, როდესაც დიაგნოზის შესახებ შეიტყო, მკურნალობის გზაზე და იმ ტრაგედიაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ შეემთხვა.

ხათუნა ჟორდანია: "ექიმთან ჩემი ნებით არ მივსულვარ, ხველა მაწუხებდა, ვიხრჩობოდი. ერთ დღეს მანქანაში ჩავუჯექი ნინის, მთხოვა, ერთ ადგილას მივირბენ და დამელოდეო. ასე აღმოვჩნდი დიღომში ელენე შეროზიასთან, რომელიც ნინის მამას მკურნალობდა ფილტვებზე. პირველად მან გამსინჯა და რაღაც არ მოეწონა, მითხრა კატე გამეკეთებინა. ერთი კვირა ვიჭიდავე ნინისთან, არ მივყვებოდი. ერთ მშვენიერ დღეს ნინის გარეშე გადავწყვიტე წასვლა. გია წივწივაძესთან მივედი, კატეს გადაღების შემდეგ რომ გამოვიდა, სახეზე აღარ მომეწონა ეს კაცი და მივხვდი, რაღაც კარგი არ ხდებოდა, მითხრა ბრონხოსკოპია გაიკეთეო...

მაშინვე ნინის დავურეკე, დე, მგონი ცუდად არის ჩემი საქმე-მეთქი და ორ წუთში იქ გაჩნდა. მანამდე კი ყველას დაურეკა, ზურას, ჩემ ძმას, ოჯახის წევრებს და ყველა იქ მოიყვანა. სახლში რომ მოვედი, მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა. სიმსივნე ჩემთვის უკვე დიაგნოზი იყო, სტადიას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. კიბო იყო მეხის დაცემა თავზე. მერე ნინიმ შემიმსუბუქა ყველაფერი და წამომაყენა".

მან გადაცემაში ასევე ისაუბრა დროულ დიაგნოსტირების აუცილებლობაზე. მისი თქმით, ბევრი მინიშნება ჰქონდა ორგანიზმისგან, მაგრამ ექიმთან არ მიდიოდა.

"ჩემ შემთხვევაში დროული დიაგნოზირება არ იყო, მეტასტაზები ლიმფაში იყო გასული. მანამდე ბევრი მინიშნება მქონდა, მაგრამ ცოტა ზედაპირულად ვუყურებდი. მთელი ცხოვრება ისეთი ჯანმრთელი ვიყავი, რომ არაფერი მაწუხებდა. არასოდეს მიფიქრია, რომ სიმსივნე დამემართებოდა.

ნინი ისე მღლიდა, პერიოდულად მისი დანახვა არ მინდოდა. ჩემი მკურნალობა შუა პერიოდში იყო, რომ გათხოვდა, ვიფიქრე, ახლა დავისვენებ-მეთქი, მაგრამ დილა იმით იწყებოდა, წამალი დავლიე თუ არა.

ზრუნვაში ყველაზე მეტად ყურადღება და სიყვარული ზურას მოვაკელი. მინდა, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება მას მივუძღვნა, რომელიც ცოტა გულნატკენიც არის. რაც მას გავყევი, მთელი ცხოვრება ასეა - ხან ჩემ ძმას ვჭირდები, ხან - ნინის, ხან ჩემ ძმისშვილებს... ზურა თავის რიგს ელოდებოდა და მოვიდა ეს რიგი, თუ არ დავაგვიანე.

ნინი ამბობდა ხოლმე, დედა, მგონი, ზურას დაუცურდა, ისე იქცეოდა ხოლმე და ისეთ რაღაცებს ლაპარაკობდაო. ვერაფრით შეეგუა, რომ ავად გავხდი. ამბობდა, ნეტა მე დამმართნოდა, შენ ისეთი ძლიერი ხარ, ყველაფერს მოერეოდიო", - განაცხადა ხათუნამ.

თურქეთში ბოლო ვიზიტისას, როდესაც ხანგრძლივი მკურნალობის საბოლოო შედეგის შესახებ უნდა გაეგო, რამდენიმე დღით ადრე, პროდიუსერ მაია ყიფიანის შვილი ლადო ზეინკლიშვილი ავტოავარიაში გარდაიცვალა. ლადოს ხათუნა შვილობილს ეძახდა და თავსდამტყდარი ტრაგედია ძალიან მძიმე გადასატანი აღმოჩნდა მისთვის.

"ეს ბიჭი ჩემი შვილობილი იყო, მისი დედა ჩემი სისხლი და ხორცია, ძალიან მაგარი ბიჭი დაკარგა ქვეყანამ. ჩემი მაია ყიფიანი არის ის ადამიანი, რომელიც მუდმივად დამყვებოდა ქიმიებზე. დამანგრია ამ ტრაგედიამ. გულწრფელად გეტყვი, მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე, მე ჯანმრთელი ვარ და ლადო აღარ მყავს. ძალიან რთულია, როდესაც ასეთი ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან.

ბევრი ვიტირე ექიმის კაბინეტში, ეს იყო ჩემი წვალების დამთავრება. ეს იყო დღე, როდესაც მეორედ დავიბადე. სასწაულები ხდება და ალბათ ამ სასწაულებმა გადამარჩინა. მთავარი ის არის, რომ უნდა იბრძოლო, არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი.

ერთ-ერთ შვიდგზის ზეთის ცხებაზე ავედი ჩემ მოძღვართან. მოვიდა ჩემთან უცნობი ადამიანი და გამეცნო. მითხრა, მეც გამოვიარე იგივე, ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ, იქ ვმკურნალობდი სადაც შენ, მაგრამ ახლა ახალი აღმოჩენა მაქვს, თურქეთში არაჩვეულებრივი ონკოლოგია და თუ მიიღებ ჩემ საჩუქარს, მინდა, ჩახვიდე ამ ქალთანო. მეორე დღეს მოგვართვეს ბილეთები, სასტუმრო დაჯავშნილი იყო და ასე მოვხვდი იმ კლინიკაში, სადაც დამთავრდა ჩემი წამება. ეს ადამიანი ჩემი მფარველი ანგელოზი იქნება სიცოცხლის ბოლომდე".