სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი კვირის წინ სააკაშვილს შევხვდი... ვუთხარი, რომ გამოიყენოს საკუთარი ძალა და არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია" - მარინა კალიურანდი
"ერთი კვირის წინ სააკაშვილს შევხვდი... ვუთხარი, რომ გამოიყენოს საკუთარი ძალა და არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია" - მარინა კალიურანდი

ეს­ტო­ნე­თის ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იმი­ჯის გა­სამ­ყა­რებ­ლად ყვე­ლა წამ­ყვან­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე უნდა და­დოს პი­რო­ბა, რომ ეუთო/ოდი­რის და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ შე­ფა­სე­ბებს აღი­ა­რე­ბენ.

რო­გორც კა­ლი­უ­რან­დი „ამე­რი­კის ხმას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, ეს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის მიღ­წე­ვის გა­რან­ტია იქ­ნე­ბა.

„ევ­რო­პარ­ლა­მენტს 2020 წელს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და. თუმ­ცა, წლე­ვან­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე ვგეგ­მავთ თბი­ლის­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში ჩას­ვლას და არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას. რა მო­ლო­დი­ნი გვაქვს? ჩვენც იგი­ვეს მო­ვე­ლით, რა­საც სხვე­ბი - თა­ვი­სუ­ფალ, სა­მარ­თლი­ან და ღია არ­ჩევ­ნებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ერთი წე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბა, ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა მკა­ფიო პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დერ­ში­პი და რო­გორც მე ვხე­დავ, ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი და ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მკა­ფიო პო­ლი­ტი­კა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ მა­შინ არ აღი­ა­რა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის შე­დე­გე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით, ეუთო/ოდი­რის შე­ფა­სე­ბე­ბი. ამან კი შე­დე­გად ის მო­ი­ტა­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ერთი წე­ლია პო­ლი­ტი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა არ არ­სე­ბობს. ჩვენ ყვე­ლა რთულ პე­რი­ოდს გავ­დი­ვართ - მიმ­დი­ნა­რე­ობს კო­ვიდ პან­დე­მი­ის კრი­ზი­სი, ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი, ევ­რო­პა თა­ვად გა­ნიც­დის სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებს. სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვხე­დავ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ნიშ­ნებს ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის და მთავ­რო­ბის მიერ ხე­ლის მო­წე­რის შემ­დეგ, ერ­თგვა­რი ოპ­ტი­მიზ­მი იგ­რძნო­ბო­და. აქაც, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ზე მსხვილ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ამ შე­თან­ხმე­ბას ხელი არ მო­ა­წე­რა.

ამის შე­დე­გად კი პო­ლა­რი­ზა­ცია ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად ღრმავ­დე­ბო­და და ღრმავ­დე­ბო­და. დღეს კი პო­ლა­რი­ზა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად და ზოგ­ჯერ სა­ა­თობ­რი­ვად ღრმავ­დე­ბა. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ არ იქ­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბა და რომ ქვე­ყა­ნა შეძ­ლებს ჩა­ა­ტა­როს თა­ვი­სუ­ფა­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და მშვი­დო­ბი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი. ჩვენ ამის მო­ლო­დი­ნი გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლი­უ­რან­დმა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი და კრი­ტი­კუ­ლია; მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო ამ პე­რი­ოდ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლია.

„პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. მე ვუს­მენ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და ისი­ნი ოპო­ზი­ცი­ას სდე­ბენ ბრალს, ვუს­მენ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და ისი­ნი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ყვე­ლა ერ­თმა­ნე­თის­კენ იშ­ვერს ხელს. მე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბა­რი ეს­ტო­ნე­ლი და ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ვამ­ბობ, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა უნდა შემ­ცირ­დეს. ყვე­ლას მი­ზა­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უნდა იყოს.

გთხოვთ, დროა და­ა­ფიქ­სი­როთ თქვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბის მი­მართ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი შე­დე­გებს და­ა­დას­ტუ­რე­ბენ. ეს დიდი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც გას­ცდე­ბა პარ­ტი­ულ თა­მა­შებს და ინ­ტე­რე­სებს. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უნდა გა­მო­ვიდ­ნენ და თქვან, რომ დიახ, თუ „ოდი­რის" დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი აღი­ა­რე­ბენ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, რა შე­დე­გე­ბიც არ უნდა მი­ი­ღოს ამა თუ იმ პარ­ტი­ამ, რომ ისი­ნი ამ შე­დე­გებს აღი­ა­რე­ბენ. ეს იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტია. სტა­ბი­ლუ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დღეს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი პარ­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა უნდა და­ა­ყე­ნონ, დღე­ვან­დე­ლის ნაც­ვლად ხვა­ლინ­დელ დღე­ზე იფიქ­რონ, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მო­იქ­ცნენ და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბის პი­რო­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და­დონ. ასე­ვე, რა თქმა უნდა, უნდა ვახ­სე­ნო შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბაც. ის არ­სად გამ­ქრა­ლა. ევ­რო­კავ­შირ­მა და ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტმა მკა­ფი­ოდ თქვეს, რომ მას შემ­დე­გაც, რაც „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ შე­თან­ხმე­ბი­დან სა­კუ­თა­რი ხელ­მო­წე­რა მოხ­სნა, ჩვენ ყვე­ლა მხა­რის­გან, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის­გან მო­ვე­ლით მისი პი­რო­ბე­ბის და შე­თან­ხმე­ბის გან­ზრახ­ვის შეს­რუ­ლე­ბას“, - აცხა­დებს მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დი.

კა­ლი­უ­რან­დი ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე­ვე სა­უბ­რობს ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის მოს­მე­ნა­ზე და ამ­ბობს, რომ ბრი­უ­სე­ლი ამას უპა­სუ­ხოდ არ და­ტო­ვებს.

„გარ­და კა­ნო­ნი­ე­რი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი­სა, ასე­თი მოს­მე­ნე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია. სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რომ ერთი კვი­რის წინ ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტში „პე­გა­სუ­სის“ საქ­მე­ზე გვქონ­და დის­კუ­სი­ე­ბი და ვსა­უბ­რობ­დით იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად უპა­ტი­ე­ბე­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უკა­ნო­ნო თვალ­თვა­ლი და რამ­დე­ნად დიდ დარ­ტყმას აყე­ნებს ეს დე­მოკ­რა­ტი­ას. იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა სა­ქარ­თვე­ლო­ზეც. იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ამა­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან, კა­ნო­ნის წი­ნა­შე პა­სუ­ხი უნდა აგონ. არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა იმი­სა, რომ ვინ­მემ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე თუ ევ­რო­პელ დიპ­ლო­მა­ტებ­ზე იჯა­შუ­შოს. ევ­რო­კავ­ში­რი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­თა­ნა­დო ზო­მებს მი­ი­ღებს და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას სთხოვს იპო­ვოს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და მას პა­სუ­ხი აგე­ბი­ნოს.

ამ ეტაპ­ზე რთუ­ლია ჩემ­თვის რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ვთქვა, რად­გან ეს მხო­ლოდ სპე­კუ­ლა­ცია იქ­ნე­ბა. რო­გორც თქვენ ახ­სე­ნეთ, ერთ-ერთი ნა­ბი­ჯი ბრი­უ­სელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის ევ­რო­კავ­ში­რის სა­თაო ოფის­ში გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად გა­მო­ძა­ხე­ბა იყო. ახლა ევ­რო­კავ­ში­რი ელო­დე­ბა იმა­ზე და­მა­ტე­ბით გან­მარ­ტე­ბებს, თუ ვინ დგას ამ ყვე­ლაფ­რის უკან, ვინა არის ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და რის გა­კე­თე­ბას აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. იმი­ტომ რომ, ეს ასე, და­მა­ტე­ბი­თი ნა­ბი­ჯე­ბის და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის გა­რე­შე ვერ ჩა­ივ­ლის. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უნდა გა­არ­კვი­ოს რა მოხ­და რად­გან სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­აა და მთავ­რო­ბამ დე­მოკ­რა­ტი­ის ასეთ დარ­ღვე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბა უნდა გა­ა­კე­თოს“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დმა.

კა­ლი­უ­რან­დი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის როლ­ზეც სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მან სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას მაქ­სი­ა­ლუ­რად ხელი უნდა შე­უ­წყოს, ამას­თან, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი არ და­უშ­ვას.

"ერთი კვი­რის წინ, ბა­ტონ სა­ა­კაშ­ვილს ბრი­უ­სელ­ში შევ­ხვდი, სა­დაც ის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სხვა წევ­რებ­საც ხვდე­ბო­და. მე მას­თან ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ ვთქვი, რომ გა­მო­ი­ყე­ნოს სა­კუ­თა­რი ძალა და პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლა­რი­ზა­ცია შემ­სუ­ბუქ­დეს და რომ არ და­უშ­ვას არა­ნა­ი­რი პრო­ვო­კა­ცია, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ პო­ლა­რი­ზა­ცი­ას კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს. ეს იყო მე­სი­ჯი, რო­მე­ლიც ბა­ტონ სა­ა­კაშ­ვილ­თან გა­ვაჟ­ღე­რეთ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლი­უ­რან­დმა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
9

ბსრემ ეგეც აღიარე არეულობისათვის რამდენი გადაუხადე

dato
50

თქვენ საქმეს მიხედეთ

ავტორი:

"ერთი კვირის წინ სააკაშვილს შევხვდი... ვუთხარი, რომ გამოიყენოს საკუთარი ძალა და არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია" - მარინა კალიურანდი

"ერთი კვირის წინ სააკაშვილს შევხვდი... ვუთხარი, რომ გამოიყენოს საკუთარი ძალა და არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია" - მარინა კალიურანდი

ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროპარლამენტის წევრის, მარინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული იმიჯის გასამყარებლად ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებამდე უნდა დადოს პირობა, რომ ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს აღიარებენ.

როგორც კალიურანდი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის გარანტია იქნება.

„ევროპარლამენტს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების საშუალება არ ჰქონდა. თუმცა, წლევანდელ არჩევნებზე ვგეგმავთ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში ჩასვლას და არჩევნებზე დაკვირვებას. რა მოლოდინი გვაქვს? ჩვენც იგივეს მოველით, რასაც სხვები - თავისუფალ, სამართლიან და ღია არჩევნებს. საქართველოში უკვე ერთი წელია პოლიტიკური კრიზისი მიმდინარეობს. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ქვეყანას სჭირდება მკაფიო პოლიტიკური ლიდერშიპი და როგორც მე ვხედავ, ქვეყანას სჭირდება ტრანსატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მკაფიო პოლიტიკა.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სიტუაცია გართულდა. სამწუხაროდ, ქართულმა ოპოზიციამ მაშინ არ აღიარა არჩევნების შედეგები, საერთაშორისო დამკვირვებლების შედეგები და განსაკუთრებით, ეუთო/ოდირის შეფასებები. ამან კი შედეგად ის მოიტანა, რომ საქართველოში უკვე ერთი წელია პოლიტიკურ სტაბილურობა არ არსებობს. ჩვენ ყველა რთულ პერიოდს გავდივართ - მიმდინარეობს კოვიდ პანდემიის კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი, ევროპა თავად განიცდის საკუთარ პრობლემებს. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესების ნიშნებს ამ ერთი წლის განმავლობაში. შარლ მიშელის დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიების და მთავრობის მიერ ხელის მოწერის შემდეგ, ერთგვარი ოპტიმიზმი იგრძნობოდა. აქაც, სამწუხაროდ, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.

ამის შედეგად კი პოლარიზაცია ყოველკვირეულად ღრმავდებოდა და ღრმავდებოდა. დღეს კი პოლარიზაცია ყოველდღიურად და ზოგჯერ საათობრივად ღრმავდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალადობა და რომ ქვეყანა შეძლებს ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი არჩევნები. ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა კალიურანდმა.

მისივე შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი ყველა ქვეყანაში რთული და კრიტიკულია; მაგრამ საქართველო ამ პერიოდში, სამწუხაროდ, ძალიან პოლარიზებულია.

„პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მე ვუსმენ „ქართულ ოცნებას“ და ისინი ოპოზიციას სდებენ ბრალს, ვუსმენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისინი „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ. ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. მე, როგორც საქართველოს მეგობარი ესტონელი და ევროპის პარლამენტის წევრი, ვამბობ, რომ დაძაბულობა უნდა შემცირდეს. ყველას მიზანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა იყოს.

გთხოვთ, დროა დააფიქსიროთ თქვენი ერთგულება არჩევნების შედეგების აღიარების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები შედეგებს დაადასტურებენ. ეს დიდი ნაბიჯი იქნება, რომელიც გასცდება პარტიულ თამაშებს და ინტერესებს. პოლიტიკოსები უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ დიახ, თუ „ოდირის" დამკვირვებლები აღიარებენ არჩევნების შედეგებს, რა შედეგებიც არ უნდა მიიღოს ამა თუ იმ პარტიამ, რომ ისინი ამ შედეგებს აღიარებენ. ეს იქნება პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია. სტაბილურობა საქართველოს დღეს ძალიან სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა ქვეყნის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენონ, დღევანდელის ნაცვლად ხვალინდელ დღეზე იფიქრონ, სახელმწიფოებრივად მოიქცნენ და არჩევნების შედეგების აღიარების პირობა არჩევნებამდე დადონ. ასევე, რა თქმა უნდა, უნდა ვახსენო შარლ მიშელის შეთანხმებაც. ის არსად გამქრალა. ევროკავშირმა და ევროპის პარლამენტმა მკაფიოდ თქვეს, რომ მას შემდეგაც, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებიდან საკუთარი ხელმოწერა მოხსნა, ჩვენ ყველა მხარისგან, ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოველით მისი პირობების და შეთანხმების განზრახვის შესრულებას“, - აცხადებს მარინა კალიურანდი.

კალიურანდი ინტერვიუში ასევე საუბრობს ევროკავშირის ელჩის მოსმენაზე და ამბობს, რომ ბრიუსელი ამას უპასუხოდ არ დატოვებს.

„გარდა კანონიერი საჭიროების შემთხვევებისა, ასეთი მოსმენები მიუღებელია. საინტერესოა ის, რომ ერთი კვირის წინ ევროპის პარლამენტში „პეგასუსის“ საქმეზე გვქონდა დისკუსიები და ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად უპატიებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უკანონო თვალთვალი და რამდენად დიდ დარტყმას აყენებს ეს დემოკრატიას. იგივე შემიძლია ვთქვა საქართველოზეც. იმ ადამიანებმა, რომლებიც ამაში დამნაშავეები არიან, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. არ არსებობს არანაირი გამართლება იმისა, რომ ვინმემ საქართველოს პოლიტიკოსებზე თუ ევროპელ დიპლომატებზე იჯაშუშოს. ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით სათანადო ზომებს მიიღებს და საქართველოს მთავრობას სთხოვს იპოვოს დამნაშავეები და მას პასუხი აგებინოს.

ამ ეტაპზე რთულია ჩემთვის რაიმე კონკრეტული ვთქვა, რადგან ეს მხოლოდ სპეკულაცია იქნება. როგორც თქვენ ახსენეთ, ერთ-ერთი ნაბიჯი ბრიუსელში საქართველოს ელჩის ევროკავშირის სათაო ოფისში განმარტებების გასაკეთებლად გამოძახება იყო. ახლა ევროკავშირი ელოდება იმაზე დამატებით განმარტებებს, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვინა არის ამაზე პასუხისმგებელი და რის გაკეთებას აპირებს საქართველოს მთავრობა ამ საქმესთან დაკავშირებით. იმიტომ რომ, ეს ასე, დამატებითი ნაბიჯების და პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე ვერ ჩაივლის. საქართველოს მთავრობამ უნდა გაარკვიოს რა მოხდა რადგან საქართველო დემოკრატიაა და მთავრობამ დემოკრატიის ასეთ დარღვევაზე რეაგირება უნდა გააკეთოს“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

კალიურანდი ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის როლზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მან საქართველოში პოლარიზაციის შემსუბუქებას მაქსიალურად ხელი უნდა შეუწყოს, ამასთან, პროვოკაციები არ დაუშვას.

"ერთი კვირის წინ, ბატონ სააკაშვილს ბრიუსელში შევხვდი, სადაც ის ევროპარლამენტის სხვა წევრებსაც ხვდებოდა. მე მასთან ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ გამოიყენოს საკუთარი ძალა და პოლიტიკური კაპიტალი იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შემსუბუქდეს და რომ არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია, რომელიც პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს. ეს იყო მესიჯი, რომელიც ბატონ სააკაშვილთან გავაჟღერეთ“, - განაცხადა კალიურანდმა.