სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სად ვართ ჩვენ და სად არის დანარჩენი სამყარო" - მსოფლიოში პანდემიის დასასრულს 2022 წლის გაზაფხულზე ვარაუდობენ, რა ელის საქართველოს?
"სად ვართ ჩვენ და სად არის დანარჩენი სამყარო" - მსოფლიოში პანდემიის დასასრულს 2022 წლის გაზაფხულზე ვარაუდობენ, რა ელის საქართველოს?

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. კო­ვი­დის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ჩარ­თულ­მა არა­ერ­თმა გავ­ლე­ნი­ან­მა პირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მსოფ­ლიო ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, გა­ზა­ფხუ­ლი­დან და­უბ­რუნ­დე­ბა.

"კო­ვიდ-19“-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შემ­ქმნე­ლი კომ­პა­ნია "ფა­ი­ზე­რის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა ალ­ბერტ ბურ­ლამ გა­ნა­ცხა­და, რომ პროგ­რე­სი მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლია ვაქ­ცი­ნე­ბის ათ­ვი­სე­ბა­სა და ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტის ზო­მა­ზე. ბურ­ლას გან­ცხა­დე­ბით, ამი­ე­რი­დან ნორ­მად და­წეს­დე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია და შე­იქ­მნე­ბა ვაქ­ცი­ნე­ბი, რო­მელ­თა მოქ­მე­დე­ბა სულ მცი­რე ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

ალ­ბერტ ბურ­ლა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მსგავ­სი პროგ­ნო­ზი გა­ა­კე­თა აშშ-ის მთა­ვარ­მა ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა ან­ტო­ნი ფა­უ­ჩი­მაც. მისი ვა­რა­უ­დით, პან­დე­მია გა­ზა­ფხუ­ლის­თვის დას­რულ­დე­ბა, თუმ­ცა დას­ძი­ნა, რომ ახალ-ახა­ლი შტა­მე­ბის გა­მო­ჩე­ნის გამო ამის აბ­სო­ლუ­ტუ­რი გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს. ახა­ლი შტა­მე­ბის გა­ჩე­ნის სა­ფუძ­ვლის მაქ­სი­მა­ლუ­რი შემ­ცი­რე­ბა კი მხო­ლოდ და მხო­ლოდ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბი იქ­ნე­ბა ისევ ფარ­თო, მა­შინ ახა­ლი შტა­მე­ბის საფრ­თხეც დიდი იქ­ნე­ბა და პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლის პროგ­ნო­ზი­რე­ბაც გა­ჭირ­დე­ბა...

  • რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რას ამ­ბო­ბენ ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი?

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის გან­ცხა­დე­ბით, მსოფ­ლიო პან­დე­მი­ა­ზე გა­მარ­ჯვე­ბას 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე შეძ­ლებს, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, მისი თქმით, ჩვენ­თან, ალ­ბათ, ეს თა­რი­ღი გა­და­ი­წევს.

"თუ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაქ­სი­მა­ლურ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­ვაღ­წევთ, კლი­ნი­კებ­ში არ მოვ­ხვდე­ბით და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კებს შე­ვიმ­ცი­რებთ, ეს ნიშ­ნავს რომ პან­დე­მია დას­რუ­ლე­ბუ­ლია. მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სამ­ყა­რო ამას 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე მი­აღ­წევს და სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ დაგ­ვიგ­ვი­ან­დე­ბა თუ ფეხს ვერ ავუ­ბამთ ამ ყვე­ლა­ფერს".

ექ­სპერ­ტი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში სერ­გო ჩიხ­ლა­ძე კი ამ­ბობს, რომ გა­ზა­ფხუ­ლამ­დე ჯერ წინ ზამ­თა­რი და მე­ხუ­თე ტალ­ღაა, რო­მე­ლიც, მისი ვა­რა­უ­დით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ისე­თი­ვე მძი­მე იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც იყო მე­ო­თხე. იგი ამის მი­ზე­ზად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პის ვარ­დნას ასა­ხე­ლე­ბენ.

"არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, მა­გა­ლი­თად, და­ნი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ბრი­ტა­ნეთ­სა და საფ­რან­გეთ­ში რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი კარ­გა ხა­ნია მოხ­სნი­ლია, ისი­ნი უკვე უბ­რუნ­დე­ბი­ან ცხოვ­რე­ბის პან­დე­მი­ამ­დელ რიტმს. მსგავ­სი ვი­თა­რე­ბის მო­ლო­დინ­შია მთე­ლი მსოფ­ლიო, რად­გან გარ­და ვაქ­ცი­ნე­ბი­სა, მუ­შავ­დე­ბა კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბიც, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბა­ში. წე­სით, პან­დე­მია 2022 წელს უნდა დას­რულ­დეს, მაგ­რამ ვინ უფრო მალე და წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­ა­მარ­ცხებს მას, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ეპი­დე­მი­ის მარ­თვის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის დო­ნე­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო მო­წი­ნა­ვე­თა რი­გებ­ში ვერ იქ­ნე­ბა. რად­გა­ნაც მე­ო­თხე ტალ­ღის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ქვეყ­ნე­ბი რე­გუ­ლა­ცი­ებს ხსნი­ან, ჩვენ გავ­ხდით პირ­ვე­ლე­ბი რო­გორც სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის, ისე გავ­რცე­ლე­ბის მხრივ. ეს არის მკა­ფიო მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ სად ვართ ჩვენ და სად არის და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­რო", - აცხა­დებს ჩიხ­ლა­ძე.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც წლის და­სა­წყის­ში შე­ად­გა, სრულ­ყო­ფი­ლად უნდა აც­რი­ლი­ყო მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 60%, ანუ მი­ლი­ონ შვი­და­სი ათა­სი ადა­მი­ა­ნი. თუმ­ცა დელ­ტა შტა­მის გავ­რცე­ლე­ბის გამო ამ ნიშ­ნულ­მა 70%-მდე აი­წია. ამ ფონ­ზე, სრუ­ლად აც­რილ­თა სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს ნამ­დვი­ლად არ იძ­ლე­ვა. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, ორი­ვე დო­ზით აც­რი­ლია მოზ­რდი­ლი მო­ახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 27. 5%. აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტთა თქმით, სა­გან­გა­შოა.

ეპი­დე­მი­ო­ლო­გი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი ambebi.ge-ს ეუბ­ნე­ბა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პი მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში კი­დევ უფრო და­იკ­ლებს.

"თა­ვი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად აიც­რა ის ხალ­ხი, რომ­ლებ­საც მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცია ჰქონ­და, ვინც ელო­დე­ბო­და ვაქ­ცი­ნებს და აც­რის­თვის აგი­ტა­ცია არ სჭირ­დე­ბო­და. ახლა კი ის სეგ­მენ­ტია დარ­ჩე­ნი­ლი, 50 წელს ზე­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მელ­თა­ნაც ყვე­ლა­ზე მეტი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო. ამი­ტომ ძნე­ლია იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა თუ რა დრო დაგ­ვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ 70 %-ს მი­ვაღ­წი­ოთ. არა­და, სწო­რედ ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­დის შევ­ძლებთ თა­ვი­სუფ­ლად ცხოვ­რე­ბას. ამ ტემ­პით ჯერ­ჯე­რო­ბით იმის მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ქარ­თვე­ლო ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­უბ­რუნ­დე­ბა, ვერ გვექ­ნე­ბა. იმე­დია, რომ ზო­გა­დად 2022 წელი იქ­ნე­ბა სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის წელი და და­ვუბ­რუნ­დე­ბით ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას . " - ამ­ბობს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიანა
12

მსოფლიო არ ვიცი,და ჩვენ ყოველმხვრივ 90-იან წლებში,რომ ვართ,ეს ფაქტია.

civi
18

მარტის ბოლომდე ამ ტემპითაც რო გაგრძელდეს აცრა ყველა განგარიშებით საქართველოშიც დასრულდება პანდემია თქვენ თუ არ იცით ჩართეთ მათემატიკოსები და გეტყვიან . .

ავტორი:

"სად ვართ ჩვენ და სად არის დანარჩენი სამყარო" - მსოფლიოში პანდემიის დასასრულს 2022 წლის გაზაფხულზე ვარაუდობენ, რა ელის საქართველოს?

"სად ვართ ჩვენ და სად არის დანარჩენი სამყარო" - მსოფლიოში პანდემიის დასასრულს 2022 წლის გაზაფხულზე ვარაუდობენ, რა ელის საქართველოს?

მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები პანდემიის დასრულების მოახლოებაზე ალაპარაკდნენ. კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულმა არაერთმა გავლენიანმა პირმა განაცხადა, რომ მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რიტმს, დიდი ალბათობით, გაზაფხულიდან დაუბრუნდება.

"კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი კომპანია "ფაიზერის“ ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ პროგრესი მთლიანად დამოკიდებულია ვაქცინების ათვისებასა და ჯოგური იმუნიტეტის ზომაზე. ბურლას განცხადებით, ამიერიდან ნორმად დაწესდება ყოველწლიური ვაქცინაცია და შეიქმნება ვაქცინები, რომელთა მოქმედება სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ალბერტ ბურლა

რამდენიმე დღის წინ მსგავსი პროგნოზი გააკეთა აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ანტონი ფაუჩიმაც. მისი ვარაუდით, პანდემია გაზაფხულისთვის დასრულდება, თუმცა დასძინა, რომ ახალ-ახალი შტამების გამოჩენის გამო ამის აბსოლუტური გარანტია არ არსებობს. ახალი შტამების გაჩენის საფუძვლის მაქსიმალური შემცირება კი მხოლოდ და მხოლოდ კორონავირუსის გავრცელების შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი. თუ ვირუსის გავრცელების მასშტაბი იქნება ისევ ფართო, მაშინ ახალი შტამების საფრთხეც დიდი იქნება და პანდემიის დასასრულის პროგნოზირებაც გაჭირდება...

  • რა ხდება საქართველოში და რას ამბობენ ქართველი სპეციალისტები?

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მსოფლიო პანდემიაზე გამარჯვებას 2022 წლის გაზაფხულზე შეძლებს, რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, ჩვენთან, ალბათ, ეს თარიღი გადაიწევს.

"თუ ვაქცინაციის მაქსიმალურ მაჩვენებელს მივაღწევთ, კლინიკებში არ მოვხვდებით და მძიმე დაავადების განვითარების რისკებს შევიმცირებთ, ეს ნიშნავს რომ პანდემია დასრულებულია. მსოფლიოს განვითარებული სამყარო ამას 2022 წლის გაზაფხულზე მიაღწევს და სამწუხაროდ, ჩვენ დაგვიგვიანდება თუ ფეხს ვერ ავუბამთ ამ ყველაფერს".

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე კი ამბობს, რომ გაზაფხულამდე ჯერ წინ ზამთარი და მეხუთე ტალღაა, რომელიც, მისი ვარაუდით, საქართველოსთვის ისეთივე მძიმე იქნება, როგორიც იყო მეოთხე. იგი ამის მიზეზად ვაქცინაციის ტემპის ვარდნას ასახელებენ.

"არაერთ ქვეყანაში, მაგალითად, დანიაში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში რეგულაციები კარგა ხანია მოხსნილია, ისინი უკვე უბრუნდებიან ცხოვრების პანდემიამდელ რიტმს. მსგავსი ვითარების მოლოდინშია მთელი მსოფლიო, რადგან გარდა ვაქცინებისა, მუშავდება კოვიდის საწინააღმდეგო სპეციალური მედიკამენტებიც, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პანდემიის დასრულებაში. წესით, პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს, მაგრამ ვინ უფრო მალე და წარმატებულად დაამარცხებს მას, ეს დამოკიდებულია ეპიდემიის მართვის ეფექტიანობასა და მოსახლეობის პასუხისმგებლობის დონეზე. სამწუხაროდ, საქართველო მოწინავეთა რიგებში ვერ იქნება. რადგანაც მეოთხე ტალღის პირობებში, როდესაც ქვეყნები რეგულაციებს ხსნიან, ჩვენ გავხდით პირველები როგორც სიკვდილიანობის, ისე გავრცელების მხრივ. ეს არის მკაფიო მაგალითი იმისა, თუ სად ვართ ჩვენ და სად არის დანარჩენი სამყარო", - აცხადებს ჩიხლაძე.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, რომელიც წლის დასაწყისში შეადგა, სრულყოფილად უნდა აცრილიყო მოზრდილი მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ შვიდასი ათასი ადამიანი. თუმცა დელტა შტამის გავრცელების გამო ამ ნიშნულმა 70%-მდე აიწია. ამ ფონზე, სრულად აცრილთა სტატისტიკური მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. დღევანდელი მდგომარეობით, ორივე დოზით აცრილია მოზრდილი მოახლეობის მხოლოდ 27. 5%. აღნიშნული მაჩვენებელი ინფექციონისტთა თქმით, საგანგაშოა.

ეპიდემიოლოგი მაია ბუწაშვილი ambebi.ge-ს ეუბნება, რომ ვაქცინაციის ტემპი მომდევნო თვეებში კიდევ უფრო დაიკლებს.

"თავიდან ინტენსიურად აიცრა ის ხალხი, რომლებსაც მაღალი მოტივაცია ჰქონდა, ვინც ელოდებოდა ვაქცინებს და აცრისთვის აგიტაცია არ სჭირდებოდა. ახლა კი ის სეგმენტია დარჩენილი, 50 წელს ზემოთ მოსახლეობა, რომელთანაც ყველაზე მეტი მუშაობაა საჭირო. ამიტომ ძნელია იმის პროგნოზირება თუ რა დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ 70 %-ს მივაღწიოთ. არადა, სწორედ ამაზეა დამოკიდებული, თუ როდის შევძლებთ თავისუფლად ცხოვრებას. ამ ტემპით ჯერჯერობით იმის მოლოდინი, რომ საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს რამდენიმე თვეში დაუბრუნდება, ვერ გვექნება. იმედია, რომ ზოგადად 2022 წელი იქნება სტაბილიზაციის წელი და დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას . " - ამბობს მაია ბუწაშვილი.