მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მოსახლეობას სთხოვს, რომ ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვაზე იმსჯელონ, მაგრამ კორეელების ნაწილი ამის წინააღმდეგია - "ეს ჩვენი ტრადიციაა"
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მოსახლეობას სთხოვს, რომ ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვაზე იმსჯელონ, მაგრამ კორეელების ნაწილი ამის წინააღმდეგია - "ეს ჩვენი ტრადიციაა"

სამ­ხრეთ კო­რე­ის პრე­ზი­დენ­ტმა მუნ ჯე­ინ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თა, რომ ძაღ­ლის ხორ­ცის ჭა­მის აკ­რძალ­ვა­ზე იფიქ­რონ, ანუ კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან იმ ტრა­დი­ცი­უ­ლი დე­ლი­კა­ტე­სის ამო­ღე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ბოლო დროს თა­ვის ოდეს­ღაც არ­სე­ბულ პო­პუ­ლა­რო­ბას ისე­დაც კარ­გავს. ამას­თა­ნა­ვე, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ძაღ­ლის ხორცს კო­რე­ე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი უკვე აღარ მი­ირ­თმე­ვენ, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ დე­ლი­კა­ტესს მა­ინც ჰყავს თა­ვი­სი გურ­მა­ნე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ლი­ო­ნო­ბით ძაღ­ლი იკ­ვლე­ბა ხორ­ცის წარ­მო­ე­ბის მიზ­ნით.

"მას შემ­დეგ, რაც სამ­ხრეთ კო­რე­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პრე­ზი­დენტს შეხ­ვდა (მუნ ჯე­ი­ნი ცნო­ბი­ლია იმით, რომ მას ძაღ­ლე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს) და ადა­მი­ა­ნის ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბის დაც­ვის პროგ­რა­მა გა­აც­ნო, რაც მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო რე­გის­ტრა­ცი­ა­საც გუ­ლის­ხმობს, პრე­ზი­დენ­ტმა წი­ნა­და­დე­ბა წა­მო­ა­ყე­ნა "ძაღ­ლის ხორ­ცის ჭა­მის აკ­რძალ­ვა­ზე იფიქ­რონ“, - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი ლი­დე­რის პრესმდი­ვან­მა.

"იქ­ნებ მო­ვი­და დრო, რომ გო­ნივ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით ვი­ფიქ­როთ ჩვე­ნი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან ძაღ­ლის ხორ­ცის ამო­ღე­ბა­ზე?“, - იმე­ო­რებს პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვებს გა­ზე­თი Korean Tribune და პრეს­დივ­ნის გან­ცხა­დე­ბას ცი­ტი­რე­ბას ახ­დენს.

კაც­მა რომ თქვას, დღე­ი­სათ­ვის ძაღ­ლის ხორ­ცი სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კუ­რი კო­რე­ე­ლის კვე­ბის რა­ცი­ონ­ში იშ­ვი­ა­თად თუ შე­დის, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის ოთხფე­ხა მე­გობ­რის ხორ­ცი და მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი საჭ­მე­ლე­ბი დიდი მო­წო­ნე­ბა-პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ხან­ში­შე­სულ, მო­ხუც კო­რე­ე­ლებს შო­რის, რომ­ლე­ბიც მას ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტად მი­იჩ­ნე­ვენ. გარ­და ამი­სა, ძაღ­ლის ხორ­ცით ფარ­თოდ სარ­გებ­ლო­ბენ კო­რე­უ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი რეს­ტორ­ნე­ბიც, ამ პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა შე­იძ­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ ბაზ­რებ­შიც.

დღემ­დე სამ­ხრეთ კო­რე­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­სო­დეს და­უ­ყე­ნე­ბია სა­კი­თხი ძაღ­ლის ხორ­ცის გა­მო­ყე­ნე­ბის სრულ აკ­რძალ­ვა­ზე, თუმ­ცა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბის კვა­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც 2022 წლის მარ­ტში უნდა გა­ი­მარ­თოს, ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფოს მოქ­მე­დი მე­თა­უ­რიც, ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი პო­პუ­ლა­რო­ბა ცხო­ვე­ლებ­ზე ზრუნ­ვის ხარ­ჯზე აი­მაღ­ლოს. თუმ­ცა ობი­ექ­ტუ­რად თუ ვი­ტყვით, მუნ ჯე­ი­ნი ად­რეც ძაღ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლად იყო ცნო­ბი­ლი - მას რამ­დე­ნი­მე ცუგა ჰყავს, მათ შო­რის ეზოს ძაღ­ლიც, რო­მე­ლიც ადრე მა­წან­წა­ლობ­და და იგი პატ­რონ­მა უკვე პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­დეგ შე­ი­ფა­რა.

ძაღ­ლე­ბი სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ბოლო დროს მარ­თლაც ბევრ მცხოვ­რებს ჰყავს, მაგ­რამ საჭ­მე­ლად კი არ უნ­დათ, არა­მედ მათ­ზე ზრუ­ნა­ვენ. სხვა­თა შო­რის, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­თა ზე­წო­ლით და­ი­ხუ­რა რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი ბა­ზა­რი და ძაღ­ლე­ბის მო­შე­ნე­ბის ფერ­მა, სა­დაც ძაღ­ლებს და­საკ­ლა­ვად ზრდიდ­ნენ და შემ­დეგ ჰყიდ­დნენ.

თუმ­ცა სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ძაღ­ლის ხორ­ცის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი მა­ინც ბევ­რი ფერ­მა მუ­შა­ობს: ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Humane Society International-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, დღე­ი­სათ­ვის ფერ­მებ­ში 2,5 მი­ლი­ო­ნი ძაღ­ლი ჰყავთ, რო­მელ­თა­გან და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონს საჭ­მელ­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად კლა­ვენ, და­ნარ­ჩე­ნებს კი გა­სამ­რავ­ლებ­ლად იყე­ნე­ბენ.

  • რას ფიქ­რო­ბენ ამ სა­კი­თხზე თვი­თონ კო­რე­ე­ლე­ბი?

გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბრის თვის და­სა­წყის­ში ჩა­ტარ­და ცხო­ველ­თა დამ­ცვე­ლე­ბის ჯგუ­ფის Aware-ს წევ­რე­ბის დაკ­ვე­თით, რეს­პო­დენ­ტთა 78%-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში ძაღ­ლე­ბი­სა და კა­ტე­ბის ხორ­ცის წარ­მო­ე­ბა და გა­ყიდ­ვა უნდა აიკ­რძა­ლოს, 49%-მა კი მხა­რი და­უ­ჭი­რა ხორ­ცის კვე­ბის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბას. მაგ­რამ სხვა გა­მო­კი­თხვით, რო­მე­ლიც კვლე­ვით­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ Realmeter-მა ჩა­ა­ტა­რა, გა­ირ­კვა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძაღ­ლის ხორ­ცი­ით კვე­ბის სა­კი­თხის მი­მართ ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­სენ­სუ­სი არ არის: 41% თვლის, რომ ეს ყო­ვე­ლი კო­რე­ე­ლი­სათ­ვის პი­რა­დი სა­კი­თხია, ხოლო 59%-მა მხა­რი და­უ­ჭი­რა ძაღ­ლე­ბის დაკ­ვლი­სა და მათი ხორ­ცის საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვას, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე.

ასე­ვე და­ი­ყო პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­თა თვალ­საზ­რი­სე­ბიც: ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის - კი­ონ­გი­დოს გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ლი ჯე­მენ­მა (იგი ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის პარ­ტი­ის წევ­რია) გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ეც­დე­ბა ძაღ­ლის ხორ­ცის გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვას (სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე), ხოლო მის­მა კონ­კუ­რენ­ტმა, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­მა იუნ სო­კი­ოლ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "ძაღ­ლის ხორ­ცის ჭამა თუ მას­ზე უა­რის თქმა თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დი საქ­მეა“.

თა­ვის მხრივ, BBC - ს კო­რე­ულ­მა სამ­სა­ხურ­მა ჰკი­თხა რამ­დე­ნი­მე კო­რე­ელს, თუ რას ფიქ­რო­ბენ ისი­ნი ძაღ­ლის ხორ­ცის ჭა­მის ტრა­დი­ცი­ა­ზე. აი, რას ამ­ბო­ბენ ისი­ნი:

"ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ ძაღ­ლე­ბი მხო­ლოდ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი არი­ან და მათი ხორ­ცი საჭ­მე­ლად არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს, მაგ­რამ კო­რე­ე­ლე­ბი ძაღ­ლებს უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან საკ­ვე­ბად ზრდიდ­ნენ და იყე­ნებ­დნენ, ისე­ვე, რო­გორც, ვთქვათ, ბოცვრებს. ეს ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი იყო. ბევ­რი მო­ხუ­ცი კო­რე­ე­ლი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რია და მათ სურ­ვილს ძაღ­ლის ხორ­ცის ჭა­მის თა­ო­ბა­ზე, პა­ტი­ვი უნდა ვცეთ“, - აღ­ნიშ­ნავს ერთ-ერთი ჩვე­ნი მო­სა­უბ­რე.

"დღეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ძაღ­ლის ხორ­ცის აკ­რძალ­ვის მო­წო­დე­ბით გა­მო­დი­ან, ჩემი აზ­რით, ამას და­სავ­ლე­თის გავ­ლე­ნით აკე­თე­ბენ. მო­ხუც კო­რე­ე­ლებს სწყინთ, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი მათ ბარ­ბა­რო­სე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. სა­ერ­თოდ, არა­ვის არ უყ­ვარს ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მე­ო­რეს რა­ღაც ტრა­დი­ცი­ულ წესს უკ­რძა­ლავს“, - ამ­ბობს კი­დევ ერთი კო­რე­ე­ლი.

"პრო­ტე­ი­ნის შემ­ცვე­ლი ხორ­ცის უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს - ქათ­მი­სა და იხ­ვის ხორ­ცი, სა­ქონ­ლის ხორ­ცი, ღო­რის ხორ­ცი... არ­ჩე­ვა­ნი ძა­ლი­ან დი­დია. მაშ, რა­ტომ უნდა ჭა­მონ კო­რე­ე­ლებ­მა ძაღ­ლის ხორ­ცი და რა­ტომ უნდა ჩათ­ვა­ლონ მისი აკ­რძალ­ვა მი­უ­ღებ­ლად?" - უკ­ვირს მე­სა­მე მო­სა­უბ­რეს.

ცხო­ველ­თა დამ­ცვე­ლე­ბის პრო­ტესტს იწ­ვევს არა­მარ­ტო ძაღ­ლე­ბის დაკ­ვლა, არა­მედ ის მე­თო­დე­ბიც, რომ­ლებ­საც "ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბის“ და­საკ­ლა­ვად აზი­ის სხვა ქვეყ­ნებ­ში იყე­ნე­ბენ. სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში დღეს ძაღ­ლებს ელექტრო­დე­ნით კლა­ვენ, სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში კი, იქა­უ­რი ხალ­ხის ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, უფრო ულ­მო­ბე­ლი წე­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ - ძაღ­ლებს ცე­მით კლა­ვენ, თო­კით ახ­რჩო­ბენ ან ზოგ­ჯერ ცო­ცხლად ხარ­შა­ვენ.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, რო­გორც Humane Society International-ის წევ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, აზი­ა­ში (მათ შო­რის ჩი­ნეთ­ში, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, ინ­დო­ნე­ზი­ა­სა და ვი­ეტ­ნამ­ში) ყო­ველ­წლი­უ­რად ადა­მი­ა­ნის კვე­ბი­სათ­ვის და­ახ­ლო­ე­ბით 30 მი­ლი­ო­ნი ძაღ­ლი და 10 მი­ლი­ო­ნი კატა იკ­ვლე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ძაღ­ლის ხორ­ცის მოხ­მა­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია ჰონ­კონ­გში, ტა­ი­ლან­დში, ფი­ლი­პი­ნებ­სა და ტა­ი­ვან­ზე. რო­გორც ჩანს, ძაღ­ლის ხორ­ცის ჭამა მალე აიკ­რძა­ლე­ბა ინ­დო­ნე­ზი­ა­შიც. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gia
11

საინტერესოა ჩვენი ტრადიციების ნაწილშიც. როცა აზიაში ძაღლების, კატების და მწერების ჭამა დაიწყეს შიმშილობა იყო და შემდეგ მიიღო ტრადიციის ფორმა. არც სასარგებლოა და არც გემრიელი. ჩვენც ალბათ ჩვენს ტრადიციებში უნდა ვიფიქროთ რა არის გადასახედი, რა გადაფასდა და რა არ გვჭირდება. განსაკუთრებით ის "ტრადიციებია" საზიზღარი რაც საბჭოეთმა შემოგვტენა ვითომ ქართულ ტრადიციებად და საზოგადოების დიდ ნაწილს ქართული გონია

მოქალაქე
2

ძაღლების დაკვლის მეთოდი მართლა შემზარავი აქვთ. საქართველოში ისეთ უგუნურ (ვგულისხმობ იმას რომ მიუხვედრებელი ცხოველია) ცხოველსაც კი როგორიც ცხვარია სწრაფი მეთოდით კლავენ და წარმოიდგინეთ საკმაოდ გონიერ ცხოველს - ძაღლს ჩინეთის ბაზრებში, ცოცხლად უწყებენ გატყავებას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მოსახლეობას სთხოვს, რომ ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვაზე იმსჯელონ, მაგრამ კორეელების ნაწილი ამის წინააღმდეგია - "ეს ჩვენი ტრადიციაა"

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მოსახლეობას სთხოვს, რომ ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვაზე იმსჯელონ, მაგრამ კორეელების ნაწილი ამის წინააღმდეგია - "ეს ჩვენი ტრადიციაა"

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯეინმა მოსახლეობას წინადადებით მიმართა, რომ ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვაზე იფიქრონ, ანუ კვების რაციონიდან იმ ტრადიციული დელიკატესის ამოღებაზე, რომელიც ბოლო დროს თავის ოდესღაც არსებულ პოპულარობას ისედაც კარგავს. ამასთანავე, იმის მიუხედავად, რომ ძაღლის ხორცს კორეელი ახალგაზრდები უკვე აღარ მიირთმევენ, ქვეყნის ტერიტორიაზე ამ დელიკატესს მაინც ჰყავს თავისი გურმანები და შესაბამისად, ყოველწლიურად მილიონობით ძაღლი იკვლება ხორცის წარმოების მიზნით.

"მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს შეხვდა (მუნ ჯეინი ცნობილია იმით, რომ მას ძაღლები ძალიან უყვარს) და ადამიანის ოთხფეხა მეგობრების დაცვის პროგრამა გააცნო, რაც მაწანწალა ძაღლების სავალდებულო რეგისტრაციასაც გულისხმობს, პრეზიდენტმა წინადადება წამოაყენა "ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვაზე იფიქრონ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან სამხრეთ კორეელი ლიდერის პრესმდივანმა.

"იქნებ მოვიდა დრო, რომ გონივრული თვალსაზრისით ვიფიქროთ ჩვენი კვების რაციონიდან ძაღლის ხორცის ამოღებაზე?“, - იმეორებს პრეზიდენტის სიტყვებს გაზეთი Korean Tribune და პრესდივნის განცხადებას ციტირებას ახდენს.

კაცმა რომ თქვას, დღეისათვის ძაღლის ხორცი საშუალო სტატისტიკური კორეელის კვების რაციონში იშვიათად თუ შედის, მაგრამ ადამიანის ოთხფეხა მეგობრის ხორცი და მისგან დამზადებული საჭმელები დიდი მოწონება-პოპულარობით სარგებლობს ხანშიშესულ, მოხუც კორეელებს შორის, რომლებიც მას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევენ. გარდა ამისა, ძაღლის ხორცით ფართოდ სარგებლობენ კორეული ტრადიციული რესტორნებიც, ამ პროდუქტის შეძენა შეიძლება სპეციალიზებულ ბაზრებშიც.

დღემდე სამხრეთ კორეის ხელისუფლებას არასოდეს დაუყენებია საკითხი ძაღლის ხორცის გამოყენების სრულ აკრძალვაზე, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, რომელიც 2022 წლის მარტში უნდა გაიმართოს, ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის სახელმწიფოს მოქმედი მეთაურიც, ცდილობს საკუთარი პოპულარობა ცხოველებზე ზრუნვის ხარჯზე აიმაღლოს. თუმცა ობიექტურად თუ ვიტყვით, მუნ ჯეინი ადრეც ძაღლების მოყვარულად იყო ცნობილი - მას რამდენიმე ცუგა ჰყავს, მათ შორის ეზოს ძაღლიც, რომელიც ადრე მაწანწალობდა და იგი პატრონმა უკვე პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეიფარა.

ძაღლები სამხრეთ კორეაში ბოლო დროს მართლაც ბევრ მცხოვრებს ჰყავს, მაგრამ საჭმელად კი არ უნდათ, არამედ მათზე ზრუნავენ. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ცხოველთა უფლებების დამცველთა ზეწოლით დაიხურა რამდენიმე მსხვილი ბაზარი და ძაღლების მოშენების ფერმა, სადაც ძაღლებს დასაკლავად ზრდიდნენ და შემდეგ ჰყიდდნენ.

თუმცა სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის დამამზადებელი მაინც ბევრი ფერმა მუშაობს: ამერიკული ორგანიზაციის Humane Society International-ის მონაცემებით, დღეისათვის ფერმებში 2,5 მილიონი ძაღლი ჰყავთ, რომელთაგან დაახლოებით მილიონს საჭმელში გამოსაყენებლად კლავენ, დანარჩენებს კი გასამრავლებლად იყენებენ.

  • რას ფიქრობენ ამ საკითხზე თვითონ კორეელები?

გამოკითხვის თანახმად, რომელიც სექტემბრის თვის დასაწყისში ჩატარდა ცხოველთა დამცველების ჯგუფის Aware-ს წევრების დაკვეთით, რესპოდენტთა 78%-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ძაღლებისა და კატების ხორცის წარმოება და გაყიდვა უნდა აიკრძალოს, 49%-მა კი მხარი დაუჭირა ხორცის კვების მიზნით გამოყენებას. მაგრამ სხვა გამოკითხვით, რომელიც კვლევითმა ორგანიზაციამ Realmeter-მა ჩაატარა, გაირკვა, რომ საზოგადოებაში ძაღლის ხორციით კვების საკითხის მიმართ ჯერჯერობით კონსენსუსი არ არის: 41% თვლის, რომ ეს ყოველი კორეელისათვის პირადი საკითხია, ხოლო 59%-მა მხარი დაუჭირა ძაღლების დაკვლისა და მათი ხორცის საკვებად გამოყენების აკრძალვას, საკანონმდებლო დონეზე.

ასევე დაიყო პრეზიდენტობის კანდიდატთა თვალსაზრისებიც: ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონის - კიონგიდოს გუბერნატორმა ლი ჯემენმა (იგი ამჟამინდელი პრეზიდენტის პარტიის წევრია) განაცხადა, რომ შეეცდება ძაღლის ხორცის გამოყენების აკრძალვას (საზოგადოებასთან შეთანხმების საფუძველზე), ხოლო მისმა კონკურენტმა, ოპოზიციის ლიდერმა იუნ სოკიოლმა აღნიშნა, რომ "ძაღლის ხორცის ჭამა თუ მასზე უარის თქმა თითოეული მოქალაქის პირადი საქმეა“.

თავის მხრივ, BBC - ს კორეულმა სამსახურმა ჰკითხა რამდენიმე კორეელს, თუ რას ფიქრობენ ისინი ძაღლის ხორცის ჭამის ტრადიციაზე. აი, რას ამბობენ ისინი:

"ახალგაზრდა თაობა მიიჩნევს, რომ ძაღლები მხოლოდ შინაური ცხოველები არიან და მათი ხორცი საჭმელად არ უნდა გამოიყენებოდეს, მაგრამ კორეელები ძაღლებს უხსოვარი დროიდან საკვებად ზრდიდნენ და იყენებდნენ, ისევე, როგორც, ვთქვათ, ბოცვრებს. ეს ჩვენი კულტურის ნაწილი იყო. ბევრი მოხუცი კორეელი ჩვენი საზოგადოების წევრია და მათ სურვილს ძაღლის ხორცის ჭამის თაობაზე, პატივი უნდა ვცეთ“, - აღნიშნავს ერთ-ერთი ჩვენი მოსაუბრე.

"დღეს ის ადამიანები, რომლებიც ძაღლის ხორცის აკრძალვის მოწოდებით გამოდიან, ჩემი აზრით, ამას დასავლეთის გავლენით აკეთებენ. მოხუც კორეელებს სწყინთ, რომ ახალგაზრდები მათ ბარბაროსებად მიიჩნევენ. საერთოდ, არავის არ უყვარს ის ადამიანი, რომელიც მეორეს რაღაც ტრადიციულ წესს უკრძალავს“, - ამბობს კიდევ ერთი კორეელი.

"პროტეინის შემცველი ხორცის უამრავი სახეობა არსებობს - ქათმისა და იხვის ხორცი, საქონლის ხორცი, ღორის ხორცი... არჩევანი ძალიან დიდია. მაშ, რატომ უნდა ჭამონ კორეელებმა ძაღლის ხორცი და რატომ უნდა ჩათვალონ მისი აკრძალვა მიუღებლად?" - უკვირს მესამე მოსაუბრეს.

ცხოველთა დამცველების პროტესტს იწვევს არამარტო ძაღლების დაკვლა, არამედ ის მეთოდებიც, რომლებსაც "ოთხფეხა მეგობრების“ დასაკლავად აზიის სხვა ქვეყნებში იყენებენ. სამხრეთ კორეაში დღეს ძაღლებს ელექტროდენით კლავენ, სხვა სახელმწიფოებში კი, იქაური ხალხის ტრადიციის შესაბამისად, უფრო ულმობელი წესებით სარგებლობენ - ძაღლებს ცემით კლავენ, თოკით ახრჩობენ ან ზოგჯერ ცოცხლად ხარშავენ.

მთლიანობაში, როგორც Humane Society International-ის წევრები მიიჩნევენ, აზიაში (მათ შორის ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ინდონეზიასა და ვიეტნამში) ყოველწლიურად ადამიანის კვებისათვის დაახლოებით 30 მილიონი ძაღლი და 10 მილიონი კატა იკვლება. ამასთანავე, ძაღლის ხორცის მოხმარება აკრძალულია ჰონკონგში, ტაილანდში, ფილიპინებსა და ტაივანზე. როგორც ჩანს, ძაღლის ხორცის ჭამა მალე აიკრძალება ინდონეზიაშიც. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ