მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით და გურამ კაკულიების დედა, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
დავით და გურამ კაკულიების დედა, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

და­ვით და გუ­რამ კა­კუ­ლი­ე­ბის დედა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, უსა­ფუძ­ვლოა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, Feedc-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბას­თან კა­კუ­ლი­ე­ბის ოჯახს რა­ი­მე კავ­ში­რი აქვს.

"ამ დღე­ებ­ში გაჟ­ღერ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით არა­ერ­თი უსა­ფუძ­ვლო და სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნო რე­პორ­ტა­ჟე­ბი თუ გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩვე­ნი ოჯა­ხის მი­მართ. არც ერთ გაჟ­ღე­რე­ბულ ბრალ­დე­ბას­თან ჩვენს ოჯახს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. მო­ვუ­წო­დებთ ტე­ლე­ვი­ზი­ებს, შე­წყვი­ტონ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ბინ­ძუ­რი და ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნია ჩვე­ნი ოჯა­ხის მი­მართ", - აცხა­დებს და­ვით და გუ­რამ კა­კუ­ლი­ე­ბის დედა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, კავ­ში­რი აქვს, 20 წლის წინ, მოს­კოვ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან. მა­შინ სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში ხელ­ნა­კე­თი ბომ­ბით ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ და­ვით კა­კუ­ლია აა­ფეთ­ქეს. ასე­ვე, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი ვერ­სი­ით, კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა და­ვით კა­კუ­ლი­ას შვი­ლებ­მა შე­უკ­ვე­თეს.

ცნო­ბის­თვის, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­რა­ზე ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გახ­სნი­ლია. ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ორ ადა­მი­ანს ეძებს. რო­გორც შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ 10-ზე მეტი გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვემ კი ტე­რი­ტო­რია თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად ნა­ქი­რა­ვე­ბი მან­ქა­ნით და­ტო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თომა
4

უტიფარი

გიორგი
7

ნიკას ნაირი ახალგაზრდების სიკვდილი ქართული საზოგადოების ბრალია რომელმაც კრიმინალურ მენტალიტეტს რომანტიზება გაუკეთა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

დავით და გურამ კაკულიების დედა, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

დავით და გურამ კაკულიების დედა, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

დავით და გურამ კაკულიების დედა განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უსაფუძვლოა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, Feedc-ის დამფუძნებლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან კაკულიების ოჯახს რაიმე კავშირი აქვს.

"ამ დღეებში გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებებით არაერთი უსაფუძვლო და სრულიად უკანონო რეპორტაჟები თუ განცხადებები ჩვენი ოჯახის მიმართ. არც ერთ გაჟღერებულ ბრალდებასთან ჩვენს ოჯახს არანაირი კავშირი არ აქვს. მოვუწოდებთ ტელევიზიებს, შეწყვიტონ მიზანმიმართული ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია ჩვენი ოჯახის მიმართ", - აცხადებს დავით და გურამ კაკულიების დედა.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობას, სავარაუდოდ, კავშირი აქვს, 20 წლის წინ, მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი "კანონიერი ქურდი“ დავით კაკულია ააფეთქეს. ასევე, მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, კვარაცხელიას მკვლელობა დავით კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, ვერაზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნილია. ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ ადამიანს ეძებს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.