საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიეტუვის მთავრობა მოსახლეობას ჩინურ ტელეფონებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს - "მოიშორეთ იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია"
ლიეტუვის მთავრობა მოსახლეობას ჩინურ ტელეფონებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს - "მოიშორეთ იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია"

ლი­ე­ტუ­ვის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აფრ­თხი­ლებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ უარი თქვან ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე და თავი აა­რი­დონ მათ ყიდ­ვას. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც BBC-ი წერს, გა­მოქ­ვეყ­ნდა ლი­ე­ტუ­ვის კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ან­გა­რი­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ჩა­ტარ­და კვლე­ვა ჩი­ნუ­რი მწარ­მო­ებ­ლე­ბის 5G მხარ­და­ჭე­რის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე და აღ­მოჩ­ნდა, რომ Xiaomi-ს ტე­ლე­ფო­ნებს აქვთ ცენ­ზუ­რა კონ­კრე­ტულ ტერ­მი­ნებ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, აქვთ სი­ტყვე­ბი­სა, თუ ფრა­ზე­ბის კონ­ტრო­ლის ინ­სტრუ­მენ­ტი, ხოლო Huawei-ს აქვს უსაფრ­თხო­ე­ბის ხარ­ვე­ზე­ბი.

ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ არ შე­ი­ძი­ნოთ ახა­ლი ჩი­ნუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და მო­ი­შო­როთ ის ჩი­ნუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე გაქვთ იმ­დე­ნად სწრა­ფად, რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, - აცხა­დებს ლი­ე­ტუ­ვის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მარ­გა­რის აბუ­კე­ვი­ცი­უ­სი.

  • კონ­ტრო­ლი

"რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, Xiaomi-ის 5G მხარ­და­ჭე­რის ტე­ლე­ფონს, Mi 10T-ს აქვს პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია აღ­მო­ა­ჩი­ნოს და ცენ­ზუ­რა და­ა­წე­სოს ისეთ ტერ­მი­ნებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა მა­გა­ლი­თად - "თა­ვი­სუ­ფა­ლი ტი­ბე­ტი,“ "გა­უ­მარ­ჯოს ტა­ი­ვა­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას", ან "დე­მოკ­რა­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბას" - ნათ­ქვა­მია კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მოხ­სე­ნე­ბა­ში და ხაზ­გას­მუ­ლია, რომ შე­საძ­ლოა, 449-ზე მეტი ტერ­მი­ნი კონ­ტროლ­დე­ბო­დეს ტე­ლე­ფო­ნის სის­ტე­მუ­რი პროგ­რა­მის მიერ.

რო­გორც BBC-ი წერს, ევ­რო­პა­ში ტე­ლე­ფო­ნის ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აღ­ნიშ­ნულ მო­დე­ლებ­ზე გა­თი­შუ­ლი იყო, მაგ­რამ ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მისი აქ­ტი­ვა­ცია დის­ტან­ცი­უ­რად ნე­ბის­მი­ერ დროს არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"Xiaomi-ის მო­წყო­ბო­ლო­ბე­ბი არ აწე­სე­ბენ ცენ­ზუ­რას კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე. კომ­პა­ნი­ას არა­სო­დეს შე­უ­ზღუ­დავს და და­უბ­ლო­კია ჩვე­ნი სმარ­ტფო­ნის მომ­ხმა­რებ­ლის პი­რა­დი ქცე­ვე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა და­რეკ­ვა, რა­ი­მის მო­ძებ­ნა, და­წე­რა და ა.შ“, - ამ­ბობს კომ­პა­ნი­ის სპი­კე­რი.

ამას­თან, კვლე­ვამ ასე­ვე აჩ­ვე­ნა, რომ Xiaomi გა­დას­ცემ­და ტე­ლე­ფო­ნი­დან და­შიფ­რულ მო­ნა­ცე­მებს სინ­გა­პუ­რის სერ­ვერ­ზე.

"ეს არა მხო­ლოდ ლი­ე­ტუ­ვის­თვი­საა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არა­მედ ყვე­ლა იმ ქვეყ­ნის­თვის, სა­დაც Xiaomi-ს მო­წყო­ბი­ლო­ბას იყ­ნე­ბენ“, - აცხა­დე­ბენ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში.

  • Huawei P40

ან­გა­რიშ­ში ასე­ვე ხა­გას­მუ­ლია, რომ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ხარ­ვე­ზი აქვს "ჰუ­ა­ვე­ის“ 5G მხარ­და­ჭე­რის ტე­ლე­ფონს, Huawei P40-ს. "ჰუ­ა­ვე­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის მა­ღა­ზია, AppGallery მომ­ხმა­რე­ბელს ამი­სა­მარ­თებს ელექტრო­ნულ მა­ღა­ზი­ებ­ში, სა­დაც ზო­გი­ერ­თი "აპი" არის ვირუ­სე­ბის წყა­რო, შე­დე­გად კი ტე­ლე­ფონ­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­და­ი­ცე­მა“, - ნათ­ქვა­მია ლი­ე­ტუ­ვის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ეროვ­ნუ­ლი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

Huawei-ის სპი­კე­რი BBC-სთან აცხა­დებს, რომ კომ­პა­ნია იცავს იმ ქვეყ­ნე­ბის კა­ნო­ნებ­სა და რე­გუ­ლა­ცი­ებს, სა­დაც ოპე­რი­რებს და კომ­პა­ნი­ის პრი­ო­რი­ტე­ტი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა და კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბაა.

  • რა უძღო­და წინ მოხ­სე­ნე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას?

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩი­ნეთ­სა და ლი­ე­ტუ­ვას შო­რის ბოლო კვი­რე­ბია და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოხ­სე­ნე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა მას შემ­დეგ, რაც გა­სულ თვე­ში ჩი­ნეთ­მა ლი­ე­ტუ­ვას მოს­თხო­ვა გა­ეწ­ვია ქვეყ­ნი­დან თა­ვი­სი ელჩი და გა­ნა­ცხა­და, რომ გა­იყ­ვან­და ვილ­ნი­უ­სი­დან თა­ვის დეს­პანს.

და­ძა­ბუ­ლო­ბა კი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ტა­ი­ვან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ლი­ე­ტუ­ვა­ში ტა­ი­ვა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ოფი­სი გა­იხ­სნე­ბო­და. ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში და ასე­ვე აშშ-ში ტა­ი­ვა­ნის სა­ელ­ჩოს და­სა­სა­ხე­ლებ­ლად იყე­ნე­ბენ არა სი­ტყვა ტა­ი­ვანს, არა­მედ ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქის სა­ხელს, ტა­ი­ბე­ის.

ასე თავს არი­დე­ბენ ქვეყ­ნის და­სა­ხე­ლე­ბას - მი­ზე­ზი კი ისაა, რომ ჩი­ნე­თი ტა­ი­ვანს სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ას უწო­დებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
5

ამათ საქმე გამოლევიათ დავიჯერო ლიეტუას მოსახლეობა ტაივანის და ტიბეტის დამოუკიდებლობაზე საუბრობს.

Shalva
7

დაიწყეს ამათმაც ამერიკელების თამაში და ჩინეთის ჩაძირვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ლიეტუვის მთავრობა მოსახლეობას ჩინურ ტელეფონებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს - "მოიშორეთ იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია"

ლიეტუვის მთავრობა მოსახლეობას ჩინურ ტელეფონებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს - "მოიშორეთ იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია"

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ უარი თქვან ჩინური წარმოების მობილურ ტელეფონებზე და თავი აარიდონ მათ ყიდვას. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი განცხადება თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც BBC-ი წერს, გამოქვეყნდა ლიეტუვის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ჩატარდა კვლევა ჩინური მწარმოებლების 5G მხარდაჭერის მობილურ ტელეფონებზე და აღმოჩნდა, რომ Xiaomi-ს ტელეფონებს აქვთ ცენზურა კონკრეტულ ტერმინებზე და შესაბამისად, აქვთ სიტყვებისა, თუ ფრაზების კონტროლის ინსტრუმენტი, ხოლო Huawei-ს აქვს უსაფრთხოების ხარვეზები.

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ არ შეიძინოთ ახალი ჩინური ტელეფონები და მოიშოროთ ის ჩინური ტელეფონები, რომლებიც უკვე გაქვთ იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია, - აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მარგარის აბუკევიციუსი.

  • კონტროლი

"როგორც აღმოჩნდა, Xiaomi-ის 5G მხარდაჭერის ტელეფონს, Mi 10T-ს აქვს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს და ცენზურა დააწესოს ისეთ ტერმინებზე, როგორებიცაა მაგალითად - "თავისუფალი ტიბეტი,“ "გაუმარჯოს ტაივანის დამოუკიდებლობას", ან "დემოკრატიულ მოძრაობას" - ნათქვამია კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის მოხსენებაში და ხაზგასმულია, რომ შესაძლოა, 449-ზე მეტი ტერმინი კონტროლდებოდეს ტელეფონის სისტემური პროგრამის მიერ.

როგორც BBC-ი წერს, ევროპაში ტელეფონის ეს შესაძლებლობები აღნიშნულ მოდელებზე გათიშული იყო, მაგრამ ანგარიშის მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ მისი აქტივაცია დისტანციურად ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

"Xiaomi-ის მოწყობოლობები არ აწესებენ ცენზურას კომუნიკაციაზე. კომპანიას არასოდეს შეუზღუდავს და დაუბლოკია ჩვენი სმარტფონის მომხმარებლის პირადი ქცევები, როგორებიცაა დარეკვა, რაიმის მოძებნა, დაწერა და ა.შ“, - ამბობს კომპანიის სპიკერი.

ამასთან, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ Xiaomi გადასცემდა ტელეფონიდან დაშიფრულ მონაცემებს სინგაპურის სერვერზე.

"ეს არა მხოლოდ ლიეტუვისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც Xiaomi-ს მოწყობილობას იყნებენ“, - აცხადებენ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრში.

  • Huawei P40

ანგარიშში ასევე ხაგასმულია, რომ კიბერუსაფრთხოების ხარვეზი აქვს "ჰუავეის“ 5G მხარდაჭერის ტელეფონს, Huawei P40-ს. "ჰუავეის ოფიციალური აპლიკაციების მაღაზია, AppGallery მომხმარებელს ამისამართებს ელექტრონულ მაღაზიებში, სადაც ზოგიერთი "აპი" არის ვირუსების წყარო, შედეგად კი ტელეფონში არსებული მონაცემები გადაიცემა“, - ნათქვამია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის განცხადებაში.

Huawei-ის სპიკერი BBC-სთან აცხადებს, რომ კომპანია იცავს იმ ქვეყნების კანონებსა და რეგულაციებს, სადაც ოპერირებს და კომპანიის პრიორიტეტი კიბერუსაფრთხოება და კონფიდენციალურობაა.

  • რა უძღოდა წინ მოხსენების გამოქვეყნებას?

აღსანიშნავია, რომ ჩინეთსა და ლიეტუვას შორის ბოლო კვირებია დაძაბული ურთიერთობაა. აღნიშნული მოხსენება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ჩინეთმა ლიეტუვას მოსთხოვა გაეწვია ქვეყნიდან თავისი ელჩი და განაცხადა, რომ გაიყვანდა ვილნიუსიდან თავის დესპანს.

დაძაბულობა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაივანმა განაცხადა, რომ ლიეტუვაში ტაივანის წარმომადგენლობითი ოფისი გაიხსნებოდა. ევროპის სხვა ქვეყნებში და ასევე აშშ-ში ტაივანის საელჩოს დასასახელებლად იყენებენ არა სიტყვა ტაივანს, არამედ ქვეყნის დედაქალაქის სახელს, ტაიბეის.

ასე თავს არიდებენ ქვეყნის დასახელებას - მიზეზი კი ისაა, რომ ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიას უწოდებს.