პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
22 წლის ბლოგერის გაუჩინარების იდუმალი საქმე - რას აცხადებენ FBI-ში და რატომ გაქრა ბლოგერის საქმროც: გაბი პეტიტოს ამბავი, რომელმაც სოციალური ქსელები "ააფეთქა"
22 წლის ბლოგერის გაუჩინარების იდუმალი საქმე - რას აცხადებენ FBI-ში და რატომ გაქრა ბლოგერის საქმროც: გაბი პეტიტოს ამბავი, რომელმაც სოციალური ქსელები "ააფეთქა"

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და მსოფ­ლიო მე­დი­ა­ში ბოლო კვი­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სუ­ლი თემა 22 წლის ბლო­გე­რის, გაბი პე­ტი­ტოს საქ­მეა - გო­გო­ნას პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სექ­ტემ­ბრის და­სა­წყი­სი­დან ეძებ­დნენ. გა­სულ კვი­რას Wyoming-ის ეროვ­ნულ პარკში ცხე­და­რი იპო­ვეს. დღეს კი FBI-მ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა, რომ ის და­კარ­გუ­ლი ბლო­გე­რი, გაბი პე­ტი­ტოა.

გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით(FBI), საქ­მე ეხე­ბა მკვლე­ლო­ბას, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში და რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა გო­გო­ნა.

  • ვინ იყო გაბი პე­ტი­ტო?

22 წლის გაბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ცნო­ბი­ლი იყო თა­ვი­სი ვლო­გე­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ. ის საქმროს­თან, 23 წლის ბრა­ი­ან ლონ­დრის­თან ერ­თად ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­და. წყვი­ლი 2020 წელს და­ი­ნიშ­ნა. სა­შუ­ა­ლო სკო­ლი­დან შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და რო­გორც თა­ვად­ვე ამ­ბობ­დნენ, მოს­წონ­დათ "მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბა."

გაბი და ბრა­ი­ა­ნი ოთხთვი­ან მოგ­ზა­უ­რო­ბას გეგ­მავ­დე­ნენ. ივ­ლი­სის მი­წუ­რულს მარ­თლაც წა­ვიდ­ნენ სა­მოგ­ზა­უ­როდ, თუმ­ცა ბრა­ი­ა­ნი პირ­ველ სექ­ტემ­ბერს ფლო­რი­და­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში მარ­ტო დაბ­რუნ­და, თეთ­რი ფურ­გო­ნით. ის არ და­კავ­ში­რე­ბია პო­ლი­ცი­ას, არც სა­ცო­ლის ოჯახს და არ შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბია მათ­თვის დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ათი დღის შემ­დეგ კი გა­ბის ოჯახ­მა პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა და ძებ­ნა გა­მო­ცხად­და.

პო­ლი­ცია ახლა ეძებს ლონ­დრის და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ ეტაპ­ზე მას ბრალს არ უყე­ნე­ბენ, თუმ­ცა აცხა­დე­ბენ, რომ ამ საქ­მე­ში ის "სა­ინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რაა.“

  • ზარი პო­ლი­ცი­ა­ში პე­ტი­ტოს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე

რო­გორც ცნო­ბი­ლია, წყვილ­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა სა­ვა­რა­უ­დო ოჯა­ხუ­რი ძალ­დო­ბის გამო. პო­ლი­ცი­ის მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ პე­ტი­ტომ საქმროს და­არ­ტყა.გო­გო­ნას­თვის ბრალ­დე­ბა არ წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ, პო­ლი­ცი­ის ოფიც­რებ­მა წყვილს მის­ცეს რე­კო­მენ­და­ცია, ღამე ცალ-ცალ­კე გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. რა მოხ­და მას შემ­დეგ, უც­ნო­ბია.

ამას­თან, არ­სე­ბობს ვი­დეო კად­რე­ბი სა­დაც ჩანს, რომ პე­ტი­ტო ტი­რის და სა­უბ­რობს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა­ზე.

  • სად გაქ­რა გა­ბის საქმრო?

ბრა­ი­ა­ნის ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბით, მა­მა­კა­ცი უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის 14 სექ­ტემ­ბერს ლაშ­ქრო­ბა­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­ი­და­ნაც არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე უარი თქვა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან სა­უ­ბარ­ზე.

მის მო­სა­ძებ­ნად ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ვერ­ტმფრე­ნე­ბი, ძაღ­ლე­ბი. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის თქმით, ად­გი­ლი, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ შე­იძ­ლე­ბა ბრა­ი­ა­ნი იყოს, ჭა­ო­ბი­ა­ნი რე­ლი­ე­ფით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ძებ­ნა რთულ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ­მა საქ­მემ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. გან­სა­კუთ­რე­ბით კი "ტი­კტოკ­ზე", "ინ­სტაგ­რამ­სა" და "ტვი­ტერ­ზე". Associated Press-ის ცნო­ბით, მხო­ლოდ "ტი­კტოკ­ზე" ჰეშ­თეგს #GabbyPetito 650 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა ჰქონ­და.

წყა­რო: BBC

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ. ბ.
7

ვერაფერი გავიგე, აგერ აქ, თბილისში, დმანისში რა ხდება და თქვენ კი რეებსა ჰყვებით!? როცა დავიწყე კითხვა, მეთქი კიროვის პარკში დაიკარგა საცოლე თუ საქმარო! ეს რა , ვითომ უკვე ნატოში ვართ!?

გიორგი
0

მეტსაც გეტყვით !!! ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის მონროს სამმართველოს მე-3 განყოფილებაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რ.ჯ მკვლელობის ფაქტზე

ავტორი:

22 წლის ბლოგერის გაუჩინარების იდუმალი საქმე - რას აცხადებენ FBI-ში და რატომ გაქრა ბლოგერის საქმროც: გაბი პეტიტოს ამბავი, რომელმაც სოციალური ქსელები "ააფეთქა"

22 წლის ბლოგერის გაუჩინარების იდუმალი საქმე - რას აცხადებენ FBI-ში და რატომ გაქრა ბლოგერის საქმროც: გაბი პეტიტოს ამბავი, რომელმაც სოციალური ქსელები "ააფეთქა"

სოციალურ ქსელებში და მსოფლიო მედიაში ბოლო კვირების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული თემა 22 წლის ბლოგერის, გაბი პეტიტოს საქმეა - გოგონას პოლიციელები სექტემბრის დასაწყისიდან ეძებდნენ. გასულ კვირას Wyoming-ის ეროვნულ პარკში ცხედარი იპოვეს. დღეს კი FBI-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის დაკარგული ბლოგერი, გაბი პეტიტოა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით(FBI), საქმე ეხება მკვლელობას, თუმცა ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუ რა ვითარებაში და როგორ გარდაიცვალა გოგონა.

  • ვინ იყო გაბი პეტიტო?

22 წლის გაბი სოციალურ ქსელებში ცნობილი იყო თავისი ვლოგებით მოგზაურობის შესახებ. ის საქმროსთან, 23 წლის ბრაიან ლონდრისთან ერთად ხშირად მოგზაურობდა. წყვილი 2020 წელს დაინიშნა. საშუალო სკოლიდან შეყვარებულები იყვნენ და როგორც თავადვე ამბობდნენ, მოსწონდათ "მომთაბარე ცხოვრება."

გაბი და ბრაიანი ოთხთვიან მოგზაურობას გეგმავდენენ. ივლისის მიწურულს მართლაც წავიდნენ სამოგზაუროდ, თუმცა ბრაიანი პირველ სექტემბერს ფლორიდაში, საკუთარ სახლში მარტო დაბრუნდა, თეთრი ფურგონით. ის არ დაკავშირებია პოლიციას, არც საცოლის ოჯახს და არ შეუტყობინებია მათთვის დაბრუნების შესახებ. ათი დღის შემდეგ კი გაბის ოჯახმა პოლიციას მიმართა და ძებნა გამოცხადდა.

პოლიცია ახლა ეძებს ლონდრის და მისი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცველები ამ ეტაპზე მას ბრალს არ უყენებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ამ საქმეში ის "საინტერესო ფიგურაა.“

  • ზარი პოლიციაში პეტიტოს გაუჩინარებამდე

როგორც ცნობილია, წყვილმა პოლიცია გამოიძახა სავარაუდო ოჯახური ძალდობის გამო. პოლიციის მოხსენებაში ნათქვამია, რომ პეტიტომ საქმროს დაარტყა.გოგონასთვის ბრალდება არ წაუყენებიათ, პოლიციის ოფიცრებმა წყვილს მისცეს რეკომენდაცია, ღამე ცალ-ცალკე გაეტარებინათ. რა მოხდა მას შემდეგ, უცნობია.

ამასთან, არსებობს ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ პეტიტო ტირის და საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე.

  • სად გაქრა გაბის საქმრო?

ბრაიანის ოჯახის განცხადებით, მამაკაცი უკვე რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა. მათი ინფორმაციით, ის 14 სექტემბერს ლაშქრობაში გაემგზავრა, საიდანაც არ დაბრუნებულა. აღსანიშნავია, რომ გაუჩინარებამდე უარი თქვა გამომძიებლებთან საუბარზე.

მის მოსაძებნად ჩართულები არიან ვერტმფრენები, ძაღლები. პოლიციელების თქმით, ადგილი, სადაც სავარაუდოდ შეიძლება ბრაიანი იყოს, ჭაობიანი რელიეფით გამოირჩევა და ძებნა რთულდება.

აღნიშნულმა საქმემ საზოგადოების უდიდესი ყურადღება მიიპყრო და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით კი "ტიკტოკზე", "ინსტაგრამსა" და "ტვიტერზე". Associated Press-ის ცნობით, მხოლოდ "ტიკტოკზე" ჰეშთეგს #GabbyPetito 650 მილიონი ნახვა ჰქონდა.

წყარო: BBC