პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო... ყველამ გულით ვიტირეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამ ბოლო სიტყვები წარმოსთქვა" - რას წერს ოჯახის ახლობელი?
"30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო... ყველამ გულით ვიტირეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამ ბოლო სიტყვები წარმოსთქვა" - რას წერს ოჯახის ახლობელი?

ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი ნიკა კვა­რა­ცხე­ლია დღეს სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდას გას­ვე­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"მე პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი ჩემ­ზე ასა­კით უმ­ცრო­სი ადა­მი­ა­ნის გას­ვე­ნე­ბა­ზე. 30 000-მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ცი­ლა უკა­ნას­კნელ გზა­ზე ნიკო. არ­სად მი­ნა­ხავს ადა­მი­ა­ნებს მუ­ჭის მიწა ცრემ­ლით და­ეს­ვე­ლე­ბი­ნოს და ისე მო­ეფრქვი­ოს სა­მა­რე­ზე.

რამ­დე­ნი მუ­ჭაც იყო იმ­დე­ნი მდუ­ღა­რე ცრემ­ლი გად­მოჩ­ქეფ­და სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ოს აღ­მარ­თი­დან. ყვე­ლამ გუ­ლით ვი­ტი­რეთ გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა დე­დამ ბოლო სი­ტყვე­ბი წარ­მოს­თქვა: "ნიკო ჩემო დე­და­მი­წა­ზე ან­გე­ლო­ზოო", მაგ­რამ ვერც ლოც­ვამ, ვერც ტი­რილ­მა და გო­დე­ბამ ვერ გა­მო­აღ­ვი­ძა იგი უკ­ვდა­ვი ძი­ლი­დან. სა­უ­კუ­ნო ხსოვ­ნა და მა­რა­დი­უ­ლი სა­სუ­ფე­ვე­ლი გა­მორ­ჩე­ულ ქარ­თველს.მზე ჩას­ვლის შემ­დე­გაც რჩე­ბა მნა­თო­ბად" - წერს ზურა გო­გო­ხია.

ცნო­ბის­თვის, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და. რო­გორც შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ 10-ზე მეტი გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვემ კი ტე­რი­ტო­რია თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად ნა­ქი­რა­ვე­ბი მან­ქა­ნით და­ტო­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
2

გასკდა გული სიტყვები არ მყოფნის მწუხარების გამოსახატად. ვაიმე შვილოოო!

ილია
1

ტანში ჟრუანტელმა დამიარა. არცერთი ადამიანი ასე არუნდა მწარდებოდეს. სიტყვებიც არ მყოფნის რა დავწერო. ის კაკულიაც რო მოკლეს იმის ოჯახმაც რა სიმწარე ნახა მჯერა. სამწუხარო ისაა რო ამ მორევს ვერ აჩერებს ვერაფერი. ამ ბიჭს საუკუნო მარადიულობაში თავისი ნათელი ადგილი კი ექნება მაგრამ მისი დედა რითი უნდა ანუგეშოს ვინმემ ან რაღაა სანუგეშებელი. არვიცი არეულად დავწერე და ბოდიშს ვიხდი მაგრამ რავიცი ამხელა კაცი ვარ და გული ჩამწყდა რა.

ავტორი:

"30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო... ყველამ გულით ვიტირეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამ ბოლო სიტყვები წარმოსთქვა" - რას წერს ოჯახის ახლობელი?

"30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო... ყველამ გულით ვიტირეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამ ბოლო სიტყვები წარმოსთქვა" - რას წერს ოჯახის ახლობელი?

ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელია დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ოჯახის ახლობელი, რომელიც ახალგაზრდას გასვენებაში იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"მე პირველად ვიყავი ჩემზე ასაკით უმცროსი ადამიანის გასვენებაზე. 30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო. არსად მინახავს ადამიანებს მუჭის მიწა ცრემლით დაესველებინოს და ისე მოეფრქვიოს სამარეზე.

რამდენი მუჭაც იყო იმდენი მდუღარე ცრემლი გადმოჩქეფდა საბურთალოს სასაფლაოს აღმართიდან. ყველამ გულით ვიტირეთ განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამ ბოლო სიტყვები წარმოსთქვა: "ნიკო ჩემო დედამიწაზე ანგელოზოო", მაგრამ ვერც ლოცვამ, ვერც ტირილმა და გოდებამ ვერ გამოაღვიძა იგი უკვდავი ძილიდან. საუკუნო ხსოვნა და მარადიული სასუფეველი გამორჩეულ ქართველს.მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად" - წერს ზურა გოგოხია.

ცნობისთვის, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.