Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია მეზვრიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
ნათია მეზვრიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს. ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში მის და­ბა­რე­ბას უსა­ფუძ­ვლოს უწო­დებს.

"რო­გორც იცით, სის­ტე­მა­ტუ­რად ვა­ტა­რებ ბრი­ფინ­გებს და პარ­ტი­ის წევ­რე­ბის და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნის ფაქ­ტებს ვაჟ­ღე­რებ, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი ხდე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის­გან.

ბრი­ფინგზე გაჟ­ღე­რე­ბულ 4 ფაქ­ტზე დღეს გა­მო­კი­თხვა­ზე და­მი­ბა­რა ყაზ­ბე­გის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ყაზ­ბეგ­ში, საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გა­მო­ძი­ე­ბაც კი არ არის და­წყე­ბუ­ლი (თუ ამ პოს­ტის მერე სას­წრა­ფოდ არ და­ი­წყეს). აწარ­მო­ე­ბენ ე.წ. მოკ­ვლე­ვას, რო­მე­ლიც დიდი ხნის წინ გა­უქ­მდა კა­ნო­ნით.

მი­უ­ხე­და­ვად უსა­ფუძ­ვლოდ და­ბა­რე­ბი­სა (რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან მო­დის), რი­გი­თი გა­მომ­ძი­ებ­ლის პა­ტი­ვის­ცე­მით, იმ სის­ტე­მის პა­ტი­ვის­ცე­მით, სა­დაც წლე­ბი ვი­მუ­შა­ვე და იმის­თვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი თა­ვი­დან ავი­რი­დო, მი­ვალ, ოღონდ მი­ვალ იმ დროს, როცა არ მაქვს და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რე­ბი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში (აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ვუ­მარ­ტე გა­მომ­ძი­ე­ბელ­საც).

"ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და შსს-ს მა­ღალ მე­ნე­ჯმენტს კი გაფრ­თხი­ლებთ:

ბრი­ფინგზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მაქვს 100-ზე მეტი ფაქ­ტი. აქ­ტი­უ­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია მაქვს და ყო­ვე­ლი ასე­თი უაზ­რო და­ბა­რე­ბა იწ­ვევს ჩემს მო­წყვე­ტას სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის­გან.

რე­ა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და­დეთ! აქ სუ­ლე­ლი არა­ვი­ნაა. თი­თო­ე­ულ ფაქ­ტზე შე­დე­გის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რეთ და პირ­ველ რიგ­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნის სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი გა­მო­ი­ძი­ეთ.

რო­გორც ჩანს, პარ­ტი­ის წევ­რე­ბის და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნა არ იკ­მა­რეთ და ახლა ამ ფორ­მით გა­და­წყვი­ტეთ მოგ­ვწყვი­ტოთ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებს.

და ბო­ლოს, რი­გი­თებს ნუ აკე­თე­ბი­ნებთ ამას. ღირ­სე­ბას ნუ ულა­ხავთ და უხერ­ხულ­ში ნუ აყე­ნებთ. თუ რა­მის თავი გაქვთ, გა­მოჩ­ნდით და დე­ბა­ტებ­ში დაგ­ვის­ხე­დით“, - წერს მეზვრიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
1

ამისთანებს გამოაქვს ზუსტად საიდუმლო ინფორმაცია. მიშას დროს ამას ეგრევე გაუშვებდნენ სადაც საჭიროა იქ, და სწორიც იქნებოდა.

კი
50

ძალია კარგი თუ დაიბარეს როცა ეს ქალბატონი და გახარია, ქოცნახირში რომ იყვვნენ ხომ ავიწროებდენ სხვა პოლიტიკურ სუბბიექტებს ?ეხხლა მათ ავიწროებენ. ძალიან ცოტა ხანში კი პპროკუურაატურაში ქოცნახირის დიდ ნაწილს დაიბბარებენ და როგორც დიდი ხუხა ამბობს, პასტას ვერ გააგდებინებენ ხელიდან ერთმანეთის დასონების

ავტორი:

ნათია მეზვრიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

ნათია მეზვრიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

პარტია "საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. ნათია მეზვრიშვილი პოლიციის სამმართველოში მის დაბარებას უსაფუძვლოს უწოდებს.

"როგორც იცით, სისტემატურად ვატარებ ბრიფინგებს და პარტიის წევრების და მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტებს ვაჟღერებ, რომლებიც ჩემთვის ცნობილი ხდება რეგიონული ოფისების ხელმძღვანელებისგან.

ბრიფინგზე გაჟღერებულ 4 ფაქტზე დღეს გამოკითხვაზე დამიბარა ყაზბეგის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა ყაზბეგში, საქმეზე, რომელზეც როგორც აღმოჩნდა, გამოძიებაც კი არ არის დაწყებული (თუ ამ პოსტის მერე სასწრაფოდ არ დაიწყეს). აწარმოებენ ე.წ. მოკვლევას, რომელიც დიდი ხნის წინ გაუქმდა კანონით.

მიუხედავად უსაფუძვლოდ დაბარებისა (რომელიც დარწმუნებული ვარ პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მოდის), რიგითი გამომძიებლის პატივისცემით, იმ სისტემის პატივისცემით, სადაც წლები ვიმუშავე და იმისთვის, რომ ხელისუფლების მხრიდან სპეკულაციები თავიდან ავირიდო, მივალ, ოღონდ მივალ იმ დროს, როცა არ მაქვს დაგეგმილი შეხვედრები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში (აღნიშნული განვუმარტე გამომძიებელსაც).

"ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და შსს-ს მაღალ მენეჯმენტს კი გაფრთხილებთ:

ბრიფინგზე გაჟღერებული მაქვს 100-ზე მეტი ფაქტი. აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მაქვს და ყოველი ასეთი უაზრო დაბარება იწვევს ჩემს მოწყვეტას საარჩევნო პროცესისგან.

რეალური გამოძიება დადეთ! აქ სულელი არავინაა. თითოეულ ფაქტზე შედეგისთვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეთ და პირველ რიგში, პოლიტიკური ნიშნით დევნის სისტემური ხასიათი გამოიძიეთ.

როგორც ჩანს, პარტიის წევრების და მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნა არ იკმარეთ და ახლა ამ ფორმით გადაწყვიტეთ მოგვწყვიტოთ საარჩევნო პროცესებს.

და ბოლოს, რიგითებს ნუ აკეთებინებთ ამას. ღირსებას ნუ ულახავთ და უხერხულში ნუ აყენებთ. თუ რამის თავი გაქვთ, გამოჩნდით და დებატებში დაგვისხედით“, - წერს მეზვრიშვილი "ფეისბუქის“ გვერდზე.