სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავთანდილ ხურციძე თავისუფალია - "თავისუფლება ზუსტად ისეთია, როვორიც გახლავართ მე... გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით"
ავთანდილ ხურციძე თავისუფალია - "თავისუფლება ზუსტად ისეთია, როვორიც გახლავართ მე... გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით"

ქარ­თველ­მა მოკ­რი­ვემ, ექ­ვსი სა­ჩემ­პი­ო­ნო ქამ­რის მფლო­ბელ­მა ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძემ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ.

"პირ­ვე­ლი ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რეთ! ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძემ სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა. ვემ­ზა­დე­ბით მე­ო­რე ეტა­პის­თვის", - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვე­ბამ­დე ხურ­ცი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­დე­გი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"მო­გე­სალ­მე­ბით გულ­შე­მატ­კივ­რებს, მე­გობ­რებს, ნა­თე­სა­ვებს. მინ­და გაც­ნო­ბოთ და გა­ხა­როთ, რომ 14 სექ­ტემ­ბერს აღი­რი­ცხე­ბა და აღი­ნიშ­ნე­ბა ჩემი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღე. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ზუს­ტად ისე­თია რო­ვო­რიც გახ­ლა­ვართ მე, გა­მოვ­დი­ვარ სრუ­ლი მონ­დო­მე­ბით და მომ­ზა­დე­ბით, რათა მი­ვაღ­წიო აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­რი­ე­რის და­სას­რულს, სულ რამ­დე­ნი­მე დარ­ჩე­ნი­ლი ქამ­რის ხელ­ში მოგ­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და ამის­თვის მქონ­და მთე­ლი ხუთ წლი­ა­ნი სამ­ზა­დი­სი, ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა რათა მო­მეხ­დი­ნა ძა­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა ყვე­ლა­ზე ძლი­ერ ად­გილ­ზე, ფე­დე­რა­ლურ სა­კან­ში.

რაღა და­გი­მა­ლოთ და უკე­თეს პი­რო­ბებ­ში, რაც კი მქო­ნია სამ­შობ­ლო­ში სპორ­ტუ­ლი მზა­დე­ბის დროს. ასე რომ, მე კმა­ყო­ფი­ლი ვარ ასეთ პი­რო­ბებ­ში მყო­ფი ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე და მზად ვარ კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. დიდი მად­ლო­ბა ამე­რი­კას დრო­უ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის­თვის ამა თუ იმ სა­კი­თხის, ყო­ფაქ­ცე­ვით და დის­ციპ­ლი­ნის მად­ლო­ბა შე­ფა­სე­ბის­თვის და დაღ­ვრი­ლი ოფ­ლის და­ფა­სე­ბის­თვის და აქვე დიდი მად­ლო­ბა ჩემს ად­ვო­კატს ქალ­ბა­ტონ მე­განს და ბა­ტონ კე­ნის ბო­ლომ­დე გვერ­დით დგო­მის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 2018 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, 41 წლის ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძეს ბრუკ­ლინ­ში მოქ­მე­დი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, რაჟ­დენ შუ­ლა­ი­ას დაჯ­გუ­ფე­ბას­თან კავ­ში­რის გამო, რე­კეტ­სა და თაღ­ლი­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ზე, 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. ხურ­ცი­ძე სას­ჯელს და­სავ­ლეთ ვირ­ჯი­ნი­ის ცი­ხე­ში იხ­დი­და.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავტორი:

ავთანდილ ხურციძე თავისუფალია - "თავისუფლება ზუსტად ისეთია, როვორიც გახლავართ მე... გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით"

ავთანდილ ხურციძე თავისუფალია - "თავისუფლება ზუსტად ისეთია, როვორიც გახლავართ მე... გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით"

ქართველმა მოკრივემ, ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელმა ავთანდილ ხურციძემ ამერიკის შეერთებული შტატების საპატიმრო დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

"პირველი ეტაპი წარმატებით გავიარეთ! ავთანდილ ხურციძემ საპატიმრო დატოვა. ვემზადებით მეორე ეტაპისთვის", - წერენ სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ საპატიმროს დატოვებამდე ხურციძემ სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

"მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. თავისუფლება ზუსტად ისეთია როვორიც გახლავართ მე, გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ რამდენიმე დარჩენილი ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთ წლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში.

რაღა დაგიმალოთ და უკეთეს პირობებში, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს. ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ ასეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე და მზად ვარ კარიერის გასაგრძელებლად. დიდი მადლობა ამერიკას დროულად გათავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფაქცევით და დისციპლინის მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის", - განაცხადა ავთანდილ ხურციძემ.

ცნობისთვის, 2018 წლის სექტემბერში, 41 წლის ავთანდილ ხურციძეს ბრუკლინში მოქმედი კრიმინალური ავტორიტეტის, რაჟდენ შულაიას დაჯგუფებასთან კავშირის გამო, რეკეტსა და თაღლითობასთან დაკავშირებულ საქმეზე, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.