მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსალოდნელია, რომ შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს" - რას ამბობა ივანე ჩხაიძე მე-5 ტალღაზე
"მოსალოდნელია, რომ შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს" - რას ამბობა ივანე ჩხაიძე მე-5 ტალღაზე

სა­ქარ­თვე­ლოს 2 გზა აქვს, ან ჯან­მოს რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად წა­ვი­დეს, ან მო­ვიქ­ცეთ ისე, რო­გორც ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი და 12-დან 15 წლამ­დე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში უნი­ვერ­სა­ლუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია და­ვუშ­ვათ, - ამის შე­სა­ხებ "კვი­რას" პრესკლუბ­ში "იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჩხა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კურ მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯგუ­ფის რე­კო­მენ­და­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცია 12-დან 15 წლამ­დე ასა­კის რისკ ჯგუ­ფებ­ში უნდა და­ი­წყოს.

„სა­ქარ­თვე­ლოს 2 გზა აქვს, ან ჯან­მოს რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად წა­ვი­დეს, ან მო­ვიქ­ცეთ ისე, რო­გორც ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა, კა­ნა­და და აშშ - უნი­ვერ­სა­ლუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია და­ვუშ­ვათ 12-დან 15 წლამ­დე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში. იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კურ მრჩე­ველ­თა ეროვ­ნულ ჯგუფს აქვს რე­კო­მენ­და­ცია და ეს რე­კო­მენ­და­ცია, პირ­ველ რიგ­ში, გუ­ლის­ხმობს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცია 12-დან 15 წლამ­დე ასა­კის რის­კის ჯგუ­ფებ­ში და­ვი­წყოთ. ესე­ნი ძი­რი­თა­დად ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან და ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არც თუ ისე ცო­ტაა.

აქვე მინ­და და­ვა­მა­ტო, რომ აშშ სა­ვა­რა­უ­დოდ, ნო­ემ­ბრის­თვის მი­ი­ღებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ას 5-დან 12 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­შიც. ჩვენ ცო­ტა­თი ჩა­მოვ­რჩე­ბით ამ ტემპს, მაგ­რამ ისიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ბავ­შვე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის ძი­რი­თად სა­მიზ­ნეს არ წარ­მო­ად­გე­ნენ“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

გარ­და ამი­სა, ჩხა­ი­ძემ ორ­სუ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ფეხ­მძი­მე­ებს, რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სის, ასე­ვე გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია უნდა ჩა­უ­ტარ­დეთ.

„ორ­სუ­ლე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჯგუ­ფია და მათ­ში რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სის, ასე­ვე გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ა­ნა­ცია უნდა ჩა­ტარ­დეს. არ ვე­ლო­დე­ბით, რომ მე-5 ტალ­ღა ისე­თი­ვე მძი­მე და სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც მე-4, მაგ­რამ მო­სა­ლოდ­ნე­ლია შე­მოდ­გო­მა­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ი­მა­ტოს. მთა­ვა­რია კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
///
0

ძალიან გინდათ ეგრე იყოს მაგრამ ხალხი უკეთაა და მთელი ცხოვრება ყბადაღებულ პანდემიაზე ვერ ააწყობთ მომავალს,,,

მაშო
0

600 000 მოქალაქე აცრილიაო, ამაზე მეტს გადატანილი აქვს კოვიდი, ბევრმაც ვერ გადაიტანა. ვიღას ემუქრება ეგ ახალი ტალღა, სულ 3 მლნ ვართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მოსალოდნელია, რომ შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს" - რას ამბობა ივანე ჩხაიძე მე-5 ტალღაზე

"მოსალოდნელია, რომ შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს" - რას ამბობა ივანე ჩხაიძე მე-5 ტალღაზე

საქართველოს 2 გზა აქვს, ან ჯანმოს რეკომენდაციის შესაბამისად წავიდეს, ან მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპის ქვეყნები და 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უნივერსალური ვაქცინაცია დავუშვათ, - ამის შესახებ "კვირას" პრესკლუბში "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის რეკომენდაციით, საქართველოში ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკის რისკ ჯგუფებში უნდა დაიწყოს.

„საქართველოს 2 გზა აქვს, ან ჯანმოს რეკომენდაციის შესაბამისად წავიდეს, ან მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპის ქვეყნები, ჩრდილოეთ ამერიკა, კანადა და აშშ - უნივერსალური ვაქცინაცია დავუშვათ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს აქვს რეკომენდაცია და ეს რეკომენდაცია, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ საქართველოში ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკის რისკის ჯგუფებში დავიწყოთ. ესენი ძირითადად ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები არიან და ამ პაციენტების რაოდენობა არც თუ ისე ცოტაა.

აქვე მინდა დავამატო, რომ აშშ სავარაუდოდ, ნოემბრისთვის მიიღებს ვაქცინაციას 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებშიც. ჩვენ ცოტათი ჩამოვრჩებით ამ ტემპს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები კორონავირუსის ძირითად სამიზნეს არ წარმოადგენენ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

გარდა ამისა, ჩხაიძემ ორსულებთან მიმართებით კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხმძიმეებს, როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ.

„ორსულები პრიორიტეტული ჯგუფია და მათში როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაცია უნდა ჩატარდეს. არ ველოდებით, რომ მე-5 ტალღა ისეთივე მძიმე და სერიოზული იქნება, როგორიც მე-4, მაგრამ მოსალოდნელია შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს. მთავარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ჩხაიძემ.