საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თმის ნიმუშში შესაძლებელია არ აღმოჩნდეს ნარკოტიკი, თუმცა პირი იყოს მომხმარებელი" - ექსპერტიზის ბიურო გახარიას განცხადებას პასუხობს
"თმის ნიმუშში შესაძლებელია არ აღმოჩნდეს ნარკოტიკი, თუმცა პირი იყოს მომხმარებელი" - ექსპერტიზის ბიურო გახარიას განცხადებას პასუხობს

სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" თავ­მჯდო­მა­რის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ბი­უ­როს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მსგავ­სი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა არის უაღ­რე­სად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ის მი­მართ და მიზ­ნად ისა­ხავს ბი­უ­როს და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას.

"გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ქ. თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას, თით­ქოს მას აქვს „უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში და­გეგ­მილ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე“.

მსგავ­სი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­სა და ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ცე­მუ­ლო­ბის გა­რე­შე არის უაღ­რე­სად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ის მი­მართ და მიზ­ნად ისა­ხავს ბი­უ­როს და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას.

ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში, ფსი­ქოტ­რო­პულ ნივ­თი­ე­რე­ბებ­სა და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ფაქ­ტის დად­გე­ნის მიზ­ნით, ნარ­კო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა ტარ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის ISO 17025-ის და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. გა­მოკ­ვლე­ვი­სას, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა (შარ­დი), რო­მე­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტის დად­გე­ნა ყვე­ლა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და უტყუ­ა­რია. ბი­უ­რო­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბი­სას გა­მო­საკ­ვლე­ვი პი­რის თან­დას­წრე­ბით, და­უ­ყო­ნებ­ლივ, ად­გილ­ზე­ვე ხდე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნი­მუ­შის გა­მოკ­ვლე­ვა და დას­კვნის გა­ცე­მა. საკ­ვლევ ნი­მუშ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­საკ­ვლე­ვი პი­რის თან­დას­წრე­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რი ლუ­ქე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და მას­ზე გა­მო­საკ­ვლე­ვი პი­რის ხელ­მო­წე­რის და­ტა­ნის შემ­დეგ, და­ლუ­ქუ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნი­მუ­შე­ბის შე­ნახ­ვა ხდე­ბა ორ ულუ­ფად შე­სა­ბა­მის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რა ემ­სა­ხუ­რე­ბა გა­მო­საკ­ვლე­ვი პი­რის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბას, რომ სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მის მიერ მოხ­დეს ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის გა­და­მოწ­მე­ბა სხვა ნე­ბის­მი­ერ სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ. გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლი ნი­მუ­შის გა­ტა­ნა გა­მო­საკ­ვლევ პირს შე­უძ­ლია და­უ­ყო­ნებ­ლივ, კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე.

რაც შე­ე­ხე­ბა თმის ღე­რით ნარ­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბას, ბი­უ­როს აქვს ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი ით­ვლე­ბა ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებ ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლად (სა­ჭი­რო­ებს კონ­კრე­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის და თმის სიგ­რძის ნი­მუშს, მხო­ლოდ თა­ვის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­დან). ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნივ­თი­ე­რე­ბის თმის ღერ­ში გა­დას­ვლას ესა­ჭი­რო­ე­ბა მი­ნი­მუმ 10-14 დღე. ასე­ვე, ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი თმის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბის შემ­დგომ მისი აღ­მო­ჩე­ნა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მოხ­მა­რე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე და ხან­დაზ­მუ­ლო­ბა­ზე. თმის გა­მო­საკ­ვლევ ნი­მუშ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია არ აღ­მოჩ­ნდეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, თუმ­ცა გა­მო­საკ­ვლე­ვი პირი იყოს მომ­ხმა­რე­ბე­ლი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0
გათქვეს მაინც. აუ რას გაიხარებენ ვისაც მაგის ეშინოდა...
ტრისტან დ'აკუნია
1

2006-2012 წლებში ვინც ნარკოდანაშაულზე დააკავეს, დაახლოებით ყოველი მეოთხე გაყალბებული ექსპერტიზის დასკვნით იჯდა. მე არ ვიცი ის დასკვნები სამხარაულის იყო, თუ ყარაჯალის, მაგრამ ეს რიცხვი ზუსტია და ადგილზე გვარდით მჯდომებთან ასჯერაა გადამოწმებული

ასევე გამიგია, რომ არაერთმა საბუღალტრო ექსპერტიზა სწორედ სამხარაულში "გააიმასქნა" ხელის ჭუჭყით

!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თმის ნიმუშში შესაძლებელია არ აღმოჩნდეს ნარკოტიკი, თუმცა პირი იყოს მომხმარებელი" - ექსპერტიზის ბიურო გახარიას განცხადებას პასუხობს

"თმის ნიმუშში შესაძლებელია არ აღმოჩნდეს ნარკოტიკი, თუმცა პირი იყოს მომხმარებელი" - ექსპერტიზის ბიურო გახარიას განცხადებას პასუხობს

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო "საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი შინაარსის განცხადება არის უაღრესად დამაზიანებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ და მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ქ. თბილისის მერობის კანდიდატის, ბატონი გიორგი გახარიას განცხადებას, თითქოს მას აქვს „უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაგეგმილ პროვოკაციაზე“.

მსგავსი შინაარსის განცხადება ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტობრივი მოცემულობის გარეშე არის უაღრესად დამაზიანებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ და მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და ნარკოტიკულ საშუალებების ფაქტის დადგენის მიზნით, ნარკოლოგიური გამოკვლევა ტარდება საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025-ის და კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად. გამოკვლევისას, გამოიყენება ბიოლოგიური მასალა (შარდი), რომელის მეშვეობითაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ყველაზე ინფორმაციული და უტყუარია. ბიუროში აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებისას გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, დაუყონებლივ, ადგილზევე ხდება ბიოლოგიური ნიმუშის გამოკვლევა და დასკვნის გაცემა. საკვლევ ნიმუშში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, სპეციალური ლუქების მეშვეობით და მასზე გამოსაკვლევი პირის ხელმოწერის დატანის შემდეგ, დალუქული ბიოლოგიური ნიმუშების შენახვა ხდება ორ ულუფად შესაბამის ტემპერატურაზე. აღნიშნული პროცედურა ემსახურება გამოსაკვლევი პირისთვის შესაძლებლობის მინიჭებას, რომ სურვილის შემთხვევაში, მის მიერ მოხდეს ბიოლოგიური მასალის გადამოწმება სხვა ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გადასამოწმებელი ნიმუშის გატანა გამოსაკვლევ პირს შეუძლია დაუყონებლივ, კვლევის დასრულებისთანავე.

რაც შეეხება თმის ღერით ნარკოლოგიური კვლევის ჩატარებას, ბიუროს აქვს ყველა ტექნიკური შესაძლებლობა აღნიშნული კვლევის ჩასატარებლად. თუმცა, აღნიშნული მეთოდი ითვლება ყველაზე ნაკლებ ინფორმატიულად (საჭიროებს კონკრეტული რაოდენობის და თმის სიგრძის ნიმუშს, მხოლოდ თავის სხვადასხვა მიდამოდან). ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, ნივთიერების თმის ღერში გადასვლას ესაჭიროება მინიმუმ 10-14 დღე. ასევე, ადამიანის სხეულის ზედაპირზე არსებული თმის რაოდენობიდან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ მისი აღმოჩენა დამოკიდებულია მოხმარებული ნივთიერების რაოდენობაზე და ხანდაზმულობაზე. თმის გამოსაკვლევ ნიმუშში შესაძლებელია არ აღმოჩნდეს ნარკოტიკული საშუალება, თუმცა გამოსაკვლევი პირი იყოს მომხმარებელი", - აღნიშნულია განცხადებაში.